ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სწავლების მითი: რატომ არასოდეს ვეტყვი ჩემს ბიჭს, რომ ჭკვიანია

ჩემმა 5 წლის ვაჟმა ახლახან დაიწყო კითხვა. ყოველ საღამოს მის საწოლზე ვწვებით და პატარა წიგნს მიკითხავს. ადრე თუ გვიან ისეთი სიტყვა შეხვდება, რომლის წაკითხვაც უჭრს. გუშინ საღამოს ეს სიტყვა იყო „მადლიერებით”.

ერთწუთიანი წვალების შემდეგ გაუმკლავდა მაინც და თქვა: „მამა, ხომ მოგეწონა, როგორც გავუმკლავდი ამ სიტყვას? მგონი ვიგრძენი, ტვინი როგორ მეზრდება”. გამეღიმა: ჩემი ბიჭი გამოხატავდა „განვითარების მსოფლმხედველობის” ნიშნებს. მაგრამ ეს შემთხვევით არ მომხდარა. დიდი ხანი არ არის, რაც პრაქტიკაში ვიყენებ კვლევებს, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წელია ვკითხულობ და გადავწყვიტე, მაშინ კი არ შევაქო შვილი, როცა ისეთი რამ გამოსდის, რაშიც უკვე ძლიერია, არამედ როცა ძალისხმევას არ იშურებს რთული საქმისთვის.

მე ვუთხარი: რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავ, მით უფრო იზრდება ტვინი. სწავლისადმი დამოკიდებულების უამრავი კვლევისა და პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს, რომ სწავლისადმი დამოკიდებულებას შესაძლოა მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე იმას, რასაც ვასწავლით.

მკლევარებისთვის არახალია, რომ ტვინი კუნთივითაა; რაც უფრო მეტად იყენებ მას, მით უფრო იზრდება. მათ აღმოაჩინეს, რომ ნერვული კავშირები უფრო მეტად მაშინ ყალიბდება  ღრმავდება, როცა შეცდომებს ვუშვებთ რთული ამოცანის შესრულებისას, ვიდრე მაშინ , როცა მარტივი ამოცანებით ისევ და ისევ წარმატებას ვაღწევთ. ეს გულისხმობს  რომ ჩვენი ინტელექტი არ არის ხისტი და მისი ზრდის საუკეთესო საშუალებაა, შევეჭიდოთ ამოცანებს, რომლებიც ძალისხმევას მოითხოვს და შესაძლოა არც გამოგვივიდეს.

თუმცა ამას ყველა არ აცნობიერებს. დოქოტორი ქეროლდ ვეკი (Dr. Carol Dweck) სტენფორდის უნივერსიტეტიდან რადენიმე ათეული წელია იკვლევს ადამიანების დისპოზიციებს სწავლის მიმართ. მან აღმოაჩიანა, რომ ადამიანთა უმეტესობას ორიდან ერთი მსოფლმხედველობა ახასიათებს: უცვლელობისა ან განვითარებისა. უცვლელობის მსოფლმხედველობის მქონეებს შეცდომით მიაჩნიათ, რომ ადამიანი ან ჭკვიანია, ან – არა, ინტელექტი გენეტიკითაა განპირობებული, ხოლო განვითარების მსოფლმხედველობის მქონეებს – რომ უნარებისა და ინტელექტის გაზრდა შესაძლებელია ძალისხმევით, ბრძოლითა და მარცხით. დვეკმა აღმოაჩინა, რომ უცვლელობის მსოფლმხედველობის მქონენი ამჟღავნებენ ტედენციას, მიმართონ ენერგია ისეთი ამოცანებისკენ, სადაც წარმატების დიდი შანსი აქვთ და თავი აარიდონ ამოცანებს, სადაც შესაძლოა ძალისხმევა დასჭირდეთ. მაშინ როცა განვითარების მსოფლმხედველობის ადამიანები იღებენ გამოწვევებს და ესმით, რომ შეუპოვრობას და ძალისხმევას შეუძლია გავლენა მოახდინოს სწავლის შედეგებზე. ადვილი მისახვედრია, რომ ამ მეორე ჯგუფთან ამგვარი დისპოზიცია კორელირებდა უფრო აქტიურ წინსვლასა და ინტელექტუალურ ზრდასთან.

კარგი ამბავი ის არის, რომ დისპოზიციები სწავლებადია; ისინი პლასტიკურია. მართლა შთამბეჭდავი კი ის არის, რომ დვეკმა და სხვა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნიკები, რომლებსაც „განვითარების მსოფლმხედველობის ინტერვენციებს” უწოდებენ და რომელთა მეშვეობითაც აჩვენეს, რომ კომუნიკაციაში თუნდაც მცირე ცვლილებებმა ან ერთი შეხედვით უწყინარმა კომენტარებმა შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი და სერიოზული გავლენა მოახდინონ პიროვნების დისპოზიციაზე. მაგალითად, შექება აქტივობისთვის („მომწონს, როგორც ართმევ თავს ამ ამოცანას) და არა თანდაყოლილი ნიშან-თვისებისა თუ ტალანტისთვის („შენ ძალიან ჭკვიანი ხარ”).

ეს ზრდის დისპოზიციის განმტკიცების გზაა. აქტივობის შექება ძალისხმევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს; ნიჭის მიხედვით შექება აძლიერებს წარმოდგენას, რომ ადამიანი აღწევს (ან ვერ აღწევს) წარმატებას, ფიქსირებული მახასიათებლებიდან გამომდინარე. ჩვენ ეს Khan Academy-ზეც გვინახავს: მოსწავლეები უფრო მეტ დროს უთმობენ სწავლას მას შემდეგ, რაც მიიღებენ ქებას შეუპოვრობისა და სიმტკიცისთვის, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ტვინი კუნთივითაა.

მე მართლა მინდა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება. განვიხილოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რათა ადამიანებს ზრდის მსოფლმხედველობის განვითარებაში დავეხმაროთ. ინტერნეტი, შეიძლება ითქვას, ასრულებული ოცნებაა მისთვის, ვისაც აქვს ზრდის დისპოზიცია. Khan Academy-სთან, ღია ონლაინკურსებთან ერთად აქ არის უპრეცედენტო წვდომა უსასრულო რაოდენობის მასალაზე, რომელიც ინტელქტის განვითარებაში დაგვეხმარება. თუმცა საზოგადოება ბოლომდე ვერ გამოიყენებს ამ რესურსებს, თუ განვითარების მსოფლმხედველობა უფრო ფართოდ არ იქნება გავრცელებული. მაშ, რა მოხდება, თუ აქტიურად ვეცდებით ამის გაკეთებას? რა მოხდება, თუ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რაც ჩვენს ხელთაა, რათა განვუვითაროთ ზრდის დისპოზიცია ყველას, ვისზეც გული შეგვტკივა? ეს უფრო მეტია, ვიდრე Khan Academy ანალგებრა. ეს გამოიხატება თქვენი ურთიერთობით შვილებთან, იმით, თუ როგორ მუშაობთ სამსახურში კოლექტივთან, როგორ სწავლობთ ახალ ენას ან მუსიკალურ ინსტრუმენტს. თუ საზოგადოება როგორც მთლიანი უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს სწავლის ძალისხმევას, ადამიანის გლობალური პოტენციალისთვის ამას შეიძლება უსასრულო მნიშვნელობა ჰქონდეს.

ახლა თქვენთვის სიურპრიზი მაქვს . მხოლოდ ამ სტატიის კითხვითაც კი განვითარების მსოფლმხედველობის ინტერვენციის პირველი ნახევარი თქვენ უკვე გაიარეთ. კვლევა აჩვენებს, რომ უბრალოდ კვლევის შედეგების გაგებით, მაგალითად, იმის ცოდნით, რომ ტვინი უფო მეტად იზრდება მაშინ, როცა შეცდომას ვუშვებთ, ვიდრე როცა რაღაც გამოგვდის, შესაძლოა დაიწყოს ადამიანის მსოფლმხედველობის ცვლილება. ინტერევენციის მეორე ნაწილი თქვენთვის კვლევის შედეგების სხვისთვის გაზიარება იქნება. ჩვენ გადავიღეთ ვიდეო (იხილეთ ზემოთ), რომელშიც აღვნიშნავთ ძალისხმევის მნიშვნელობას სწავლისთვის. ეს სხვებისთვის ამ ცოდნის გაზიარებაში დაგეხმარებათ.

დაბოლოს, როცა ჩემი ბიჭი ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ადამიანი მკითხავს სწავლაზე, მინდა, მათ იცოდნენ ერთი რამ: სანამ ითვალისწინებენ ძალისხმევასა და შეცდომებს, მათ ნებისმიერი რამის სწავლა შეუძლიათ.

growth mindset განვითარების
(ზრდის) მსოფლმხედველობა;
fixed mindset – უცვლელობის მსოფლმხედველობა

[1]







[1]

ამტერმინების ართული თარგმანი პირობითი. შესაძლოა, დაიძებნოს
სხვა,
უფრო ადეკვატური შესატყვისიც. მაგ. growth
mindset – ზრდის
განწყობა, ზრდისდისპოზიცია;
fixed mindset – უცვლელობის
განწყობა, უცვლელობის დისპოზიცია.

თარგმნეს რაზმიკ ბადალიანმა და ირაკლი ქავთარაძემ

წყარო: The Learning Myth: Why I'll Never Tell My Son He's Smart



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი