სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

მოძრავი მათემატიკა პირველკლასელებისთვის

0

რიცხვითი კიბე მასწავლებლებისათვის უცხო და ახალი არ არის, მას ხშირად ვიყენებთ მათემატიკის სწავლებისას, როგორც ვიზუალურ დახმარე ინსტრუმენტს მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ მარტივ, სახალისო მეთოდში გაცილებით მეტი შესაძლებლობა იმალება. ის აადვილებს ზრდადობით და კლებადობით რიცხვების დათვლის კონცეფციის აღქმას, შეკრების და გამოკლების ცნებების ადვილად გააზრებას. ამიტომ, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ ვასწავლი ან თემას პირველკლასელებს „ნაბიჯების თამაშის“ საშუალებით. ჩემს გაკვეთილზე რიცხვითი კიბე  არ არის უბრალოთ ნახატი ან ილუსტრაცია, არამედ მოძრავ გამოცდილებაა, სადაც ბავშვები თავად „დადიან“ მასზე – თითით, ან  რაიმე საგნით

თემატური ბლოკი: რიცხვები და მოქმედებები

მათემატიკური მოდელი:

მოქმედებები რიცხვებზე;  რიცხვითი კიბე;

კანონზომიერება: ბიჯით თვლა; ზრდადობა, კლებადობა, მოქმედებათა თვისებები.

ლოგიკა: მსჯელობა დასაბუთება

თემა:

რიცხვები 20-ის ფარგლებში; მიმატება, გამოკლება 20-ის ფარგლებში

საკითხები:

  • 1-დან 20 მდე რიცხვების დათვლა და უკუთვლა;
  • 20-მდე რიცხვების დალაგება ზრდადობით და კლებადობით;
  • მიმატების, გამოკლების ცნებები და არსი;
  • მიმატება და გამოკლება 20-ის ფარგლებში, მიმატება და გამოკლება ვიზუალური მოდელების გამოყენებით.

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • 20-ის ფარგლებში შეკრებისა და გამოკლების ცოდნის დემონსტრირება ვიზუალური მოდელების, სათვლელი ნივთების ანდა სქემის გამოყენებით; პროცესის ახსნა (მათ.მოდ.ლოგ.)

რესურსები:

  • დიდი რიცხვითი კიბე (დაფაზე დახატული ან ბანერის სახით – 0-დან 20-მდე).
  • პატარა ფიგურა/ნიშანი (შეიძლება იყოს ბურთულა, მაგნიტი, სათამაშო).
  • რიცხვითი კიბის, ინდივიდუალური ბარათები თითოეული ბავშვისათვის

გაკვეთილის სტრუქტურა

აქტივობა 1:  „ნაბიჯების თამაში“ (15-20 წთ)

გაკვეთილის დასაწყისში, მოტივაციის ასამაღლებლად, პატარა დინამიკური აქტივობა დავიწყე

  1. პირველ რიგში მოსწავლეებს კითხვები დავუსვი რეალურ გამოცდილების შესახებ:

-როგორ ავდივართ ნამდვილი კიბეზე?  (მათგანვე მივიღე მთავარი პასუხი: „ნაბიჯ-ნაბიჯ!“ )

-რა მოხდება, თუ კიბეზე ზემოთ ავდივართ? რიცხვები იზრდება თუ მცირდება?“

-თუ ქვემოთ ჩამოვდივართ? რიცხვები იზრდება თუ მცირდება?

  1. შემდეგ გადავედი “მოძრავ გამოცდილებაზე”. მოსწავლეებს ვუთხარი, რომ წარმოედგინათ, ჩვენს საკლასო ოთახში უზარმაზარი კიბე იყო, რომელსაც რიცხვები აწერია
დაფაზე გავაკარი ფლიფჩარტზე დახაზული რიცხვითი კიბე და ვუთხარი რომ ეს ჩვენი „ჯადოსნური მათემატიკური კიბეა“.  მოსწავლეები მასზე თითით ან პატარა ფიგურით იმოძრავებდნენ.

ვუთხარით მოსწავლეებს, რომ ეს ჩვენი

კითხვების ნაცვლად, მათ კონკრეტული  მოქმედების ინსტრუქციები მივეცი:

·         დადექით რიცხვ 8-ზე.

·         გადადგით 2 ნაბიჯი წინ (ზემოთ). სად მოხვდით? ( მოსწავლეებმა დაასახელეს რიცხვი და ჩემს კითხვაზე პასუხად თქვეს „10“).

·         დაბრუნდით რიცხვ 7-ზე. ჩამოდით 3 ნაბიჯით ქვემოთ. რომელ რიცხვზე აღმოჩნდით?“ (პასუხი „4“).

ამ აქტივობის ფარგლებში, სადაც მოსწავლეები თითით ან ფიგურით მოძრაობდნენ რიცხვით კიბეზე, პარალელურად დათვლის (წინ, უკან  ) უნარები მუშავდებოდა.

3.მოძრაობის დაკავშირება მათემატიკურ ოპერაციებთან:

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა რამდენჯერმე გაიარეს „ნაბიჯების თამაში“ (წინ და უკან), მათ საკუთარი გამოცდილება დაუგროვდათ. ამის შემდეგ, მათ დავუსვი კითხვები, რათა დამოუკიდებლად გამოეტანათ დასკვნები:

-როცა კიბეზე ზემოთ ავედით, ანუ წინ წავედით. ამ დროს ჩვენი რიცხვი გაიზარდა თუ შემცირდა?

-რა ხდება, როცა რიცხვი იზრდება? რომელი მოქმედება გვეხმარება მის გაზრდაში?

-ახლა კიბეზე უკან დავიხიეთ. ამ დროს ჩვენი რიცხვი გაიზარდა თუ შემცირდა?

-რომელი მოქმედება გვეხმარება რიცხვის შემცირებაში?

ამ მიდგომით, მოსწავლეებმა თავად  დაინახეს და ლოგიკურად დააკავშირეს მოძრაობა და რიცხვითი ცვლილება შესაბამის მათემატიკურ ოპერაციასთან.

 

  1. მეზობელი რიცხვები

ამავე აქტივობის ფარგლებში, მეზობელი რიცხვების ცნებაც ბუნებრივად გამოჩნდა მოსწავლეებმა ეს ცნება კიბეზე მოძრაობისას, მარტივ კითხვებზე პასუხისას თავად დაინახეს

მოსწავლეებს ვთხოვე, კიბეზე  „შეჩერებულიყვნენ და გარშემო მიმოეხედათ“.

„დადექით რიცხვ 5-ზე.“

დააკვირდით, რომელი რიცხვია ზუსტად თქვენს წინ? ანუ, ერთი ნაბიჯით ზემოთ?, და რომელი რიცხვია ზუსტად თქვენს უკან? ანუ, ერთი ნაბიჯით ქვემოთ?

მოსწავლეებმა შესაბამისი რიცხვები დაასახელეს. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ იმ რიცხვებს, რომლებიც ზუსტად ჩვენს გვერდით არიან, მეზობელი რიცხვები ჰქვიათ. ეს ის რიცხვებია, რომლებიც ჩვენგან მხოლოდ ერთი ნაბიჯით არიან  დაშორებულნი. წინ გადადგმული ერთი ნაბიჯით მომდევნო მეზობელ რიცხვს ვიპოვით, ხოლო ერთი ნაბიჯით უკან გადადგმით – წინა მეზობელს.“

„ ნაბიჯებით თამაშის“  აქტივობა ერთდროულად აერთიანებს დათვლის (წინ და უკან), შეკრების, გამოკლებისა და მეზობელი რიცხვების ცნებებს, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ეს ცნებები ერთმანეთთან დაკავშირებულად აღიქვან.

აქტივობა 2: სავარჯიშოების შესრულება „მოგზაურობა კიბეზე“,   (10 წთ)

„ნაბიჯების თამაშის“ შემდეგ, მოსწავლეები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში იყენებენ. ჯერ დაფასთან, რიცხვითი კიბის დახმარებით, ასრულებენ რიცხვებზე შეკრება- გამოკლების მაგალითებს, ადარებენ და ალაგებენ რიცხვებს ზრდადობითა  და კლებადობით, პოულობენ მეზობელი რიცხვებს. ამ პროცესში, თითოეულ მოსწავლეს ვუწევ ინდივიდუალურ უკუკავშირს და ვეხმარები, თუკი სირთულეები შეექმნება.  შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ვურიგებ რიცხვითი კიბის ინდივიდუალურ ბარათებს,  რათა დამოუკიდებლად შეასრულონ სავარჯიშოები.

აქტივობა 3: შეჯამება/ შეფასება

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებ მიღებულ ცოდნას კითხვების დახმარებით:

ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ რიცხვით კიბეზე. ახლა მითხარით, გახსოვთ, როცა წინ მივდიოდით, რიცხვებს რა ემართებოდა? ხოლო როცა უკან ვბრუნდებოდით? რა მოქმედებები შეესაბამებოდა ამ მოძრაობებს?

 

რიცხვითი კიბე ახალი მეთოდი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე ვთავაზობ მის გამოყენებას დინამიკური თამაშის ფორმით. როცა ბავშვები ნაბიჯებს თავად გადიან  – თვალით, თითით ან ფიზიკურად – ეს მათ ეხმარება, თავი აარიდონ მექანიკურ დამახსოვრებას და რიცხვებთან მუშაობა ლოგიკურ პროცესად აღიქვან. მხოლოდ ნახატის ჩვენება და რამდენიმე მაგალითის ამოხსნა საკმარისი არ არის. როდესაც ბავშვებს საშუალებას ვაძლევთ თავად „იარონ“ რიცხვებს შორის, ისინი მათემატიკას შეიგრძნობენ როგორც მოძრაობას, თამაშს და გამოცდილებას.

ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ მიმდინარე თემის ათვისებას უწყობს ხელს, არამედ აყალიბებს სწავლისადმი სიყვარულს, რაც მომავალშიც გაჰყვებათ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/
  4. ზურაბ ვახანია, დოდო ნაზირიშვილი „მათემატიკის სწავლება I კლასში.“ 2009

 

პირველად იყო უკუკავშირიც (წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

 ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ ბავშვებს (კონკრეტულად, პირველკლასელებს ვგულისხმობთ აქ.) ჩვენი გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდებათ. მხოლოდ გამხნევება, შექება და მხარდაჭერა. სრულიად ზედმეტი, დამაზიანებელია შენიშვნა და, მით უფრო, დატუქსვა ან დამუნათება. განა სამი-ოთხი წლის ბავშვი არაფერს აშავებს?! როგორ არა. მაგრამ მის დატუსქსვასა და ჭკუის დარიგებას აზრი აქვს? არა. ყოველ შემთხვევაში, უშედეგოა. უკვე 5-6 წლის ასაკიდან ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა აზრს იძენს, მაგრამ სწავლების პროცესში ჩვენ ამას მაინც უნდა მოვერიდოთ. სრულიად უსარგებლო და გამაღიზიანებელია გავრცელებული უკუკავშირის ყალიბი: ,,შენ კარგად გააკეთე ესა და ეს, მაგრამ ვერ გააკეთე ესა და ეს…”

წინამდებარე წერილით ვაგრძელებთ სერიას ,,სწავლის ძირი” და გთავაზობთ პირველკლასელთათვის განკუთვნილი უკუკავშირის ნიმუშებს.

პირველკლასელთათვის უკუკავშირის უზოგადესი ყალიბის ჩარჩომ შეიძლება ასეთი სახე მიიღოს:

როგორც ვხედავთ ამ სქემაში გამოიყოფა ორი შესანიშნავი და ერთი შესანიშნი ნაწილი. დავსვათ შეკითხვა: რატომ არის აქ ორი შექება და ერთი შენიშვნა, ისიც არასავალდებულოდ შემოთავაზებული? თუ გავიხსენებთ, როგორი სახე ექმნება ხოლმე პირველკლასელს, როდესაც ვაქებთ (როცა აღარ იციან სად წაიღონ პირზე მომდგარი სიამოვნების ღიმილი) და როგორი სახე ექმნებათ შენიშვნების დროს, დავრწმუნდებით ამ რაოდენობრივი განაწილების სისწორეში.

რაც შეეხება შესანიშნ (არა შესანიშნავ) მხარეს, ის გადატანილი უნდა იყოს სწავლების ფორმატში ან იმავე გაკვეთილზე, ან მომავლისთვის, რადგან:

  • უკუკავშირის მიღების დროს პირველკლასეი ელის შექებას, პოზიტივს თავის ნამუშევარზე (მან ამისთვის იმუშავა და დიდი ძალისხმევა გაიღო.) და ვერ კონცენტრირდება იმის გასაგებად, რაც გვინდა, რომ გაიგოს.
  • კლასში მსგავსი შენიშვნა მისაცემი ექნება არა მხოლოდ ერთ და ორ ბავშვს და დროის ეფექტიანობის გაზრდაც გასათვალისწინებელია.

შესაბამისად, მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების ანალიზზე დაფუძნებით დაიგეგმება (გადაკეთდება) სწავლების სამომავლო ნაბიჯები. დაგეგმილ (გადაკეთებულ) ნაბიჯებში სასარგებლო იქნება იმ მოსწავლეთა ჩართვა, რომლებსაც სასურველ დონეზე ჰქონდათ შესრულებული დავალების ის კონკრეტული ნაწილი.

სანამ კონკრეტულ ნიმუშებზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ ე. წ. ხელოვნური ინტელექტის როლი, ზოგადად, სწავლების პროცესში და, კონკრეტულად, უკუკავშირის მომზადებისას. უკვე შეგვიძლია დამხმარე ასისტენტის ინსტრუმენტის გამოყენებით ე. წ. ხელოვნურ ინტელექტს შევთავაზოთ მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება, დავალების პირობა, შეფასების კრიტერიუმები და გამზადებულს მოგვაწვდის საჭირო უკუკავშირს. მაგრამ ამის გაკეთება მოსწავლეებსაც ხომ შეუძლიათ? შესაბამისად, ის, რასაც ეს ინსტრუმენტი ვერ ჩაანაცვლებს, არის ის ემოცია, რომელიც მასწავლებელმა უნდა გადასცეს მოსწავლეს და გაუძლიეროს სწავლის მოტივაცია.

ახლა უკვე მივადექით უკუკავშირების კონკრეტულნიმუშებს წინასაანბანო პერიოდისთვის და დავამზადოთ იგი შემდეგი კომპეტენციებისთვის:

  • სიტყვების დამარცვლა
  • დამარცვლით ნათქვამი სიტყვების გამთლიანება
  • პირველი მარცვლის ჩანაცვლება
  • პირველი ბგერის ამოცნობა
  • მეორე ბგერის ამოცნობა
  • სიტყვების ბგერებად დაშლა
  • ბგერებად ნათქვამი სიტყვების გამთლიანება

კიდევ ერთხელ თუ დავფიქრდებით და ყურადღებით დავაკვირდებით ქვემოთ მოცემულ უკუკავშირებს, დავასკვნით რომ მათი  თქმა პირველკლასელებისთვის არც ისე გონივრული იქნება, ისევ მხოლოდ მამოტივირებელი შექებით შემოვიფარგლებით და გასაუმჯობესებელ მხარეებს მომავალ სწავლბაში ჩავნერგავთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბლა შემოთავაზებული ანალიზი ჩვენ არ უნდა გვქონდეს, თუნდაც მშობლისთვის, კოლეგისთვის, დირექციისთვის მისაწოდებლად.

კომპეტენცია უკუკავშირი სრულყოფილი მოსწრებისთვის უკუკავშირი გასაუმჯობესებელი მოსწრებისთვის
სიტყვების დამარცვლა ტარიელი ყოველთვის სწორად მარცვლავს ზეპირად ნათქვამ, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ნესტანი ყოველთვის სწორად მარცვლავს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების დამარცვლას.
დამარცვლით ნათქვამი სიტყვების გამთლიანება თინათინი ყოველთვის სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ავთანდილი ყოველთვის სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ ორ და სამმარცვლიან, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს ოთხმარცვლიანი სიტყვების გამთლიანებას.
პირველი მარცვლის ჩანაცვლება ფრიდონი ყოველთვის სწორად  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ სიტყვაში პირველ მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას. ასმათი სწორად  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ სიტყვებში პირველ ორბგერიან მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ორბგერიანი მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას. ზოგჯერ ვერ ახერხებს სამბგერიანი მარცვლის ჩანაცვლებას.
პირველი ბგერის ამოცნობა შერმადინი ყოველთვის სწორად ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამი სიტყვის პირველ ბგერას და ასახელებს ამავე ბგერით დაწყებულ სხვა სიტყვებს. ფატმანი სწორად ამოიცნობს ზეპირად ნათქვამი ნაცნობი სიტყვების პირველ ბგერას. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების პირველი ბგერის დასახელებას.
მეორე ბგერის ამოცნობა როსტევანი ყოველთვის სწორად ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამი სიტყვის მეორე ბგერას. ფარსადანი სწორად ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამი ნაცნობის სიტყვების მეორე ბგერას. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების მეორე ბგერის დასახელებას.
სიტყვების ბგერებად დაშლა დარეჯანი ყოველთვის სწორად შლის ბგერებად ზეპირად ნათქვამ, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ნურადინი ყოველთვის სწორად შლის ბგერებად ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების ბგერებად დაშლას.
ბგერებად ნათქვამი სიტყვების გამთლიანება დავარი ყოველთვის სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერებად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. მელიქი სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ მოკლე, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს გრძელი სიტყვების გამთლიანებას.

 

Ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ სწავლების პროცესში მასწავლებელი აღჭურვილი უნდა იყოს ყოვლისმომცველი საინფორმაციო სკივრით, ხოლო რას და ვისთვის ამოიღებს ამ სკივრიდან, მის გონიერებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

 

შემაჯამებელი დავალება მათემატიკაში – რუბრიკების ეფექტურობის შეფასება

0

სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის გამოცდილება

სტატიების წინა ციკლში უკვე ვისაუბრეთ ცოდნის შეჯამების მნიშვნელობაზე და
შეფასების სისტემის სანდოობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღვნიშნეთ, რომ
შემაჯამებელი დავალების სწორად დაგეგმვა და წარმართვა – მუდმივი გამოწვევა
მასწავლებლისათვის. გამოწვევა მდგომარეობს მის მრავალშრიანობაში, რადგან იგი
გულისხმობს არამხოლოდ კურიკულუმის შესაბამისი დავალების მომზადებას
მოსწავლეებისათვის, არამედ თავად ამ დავალების შინაარსის გათვალისწინებას,
გარემოს შერჩევას, მოსწავლეთა/მშობელთა ინფორმირებას, სათანადო შეფასების
რუბრიკის მომზადებას, პროცესის წარმართვას და შედეგების რეფლექსიას. პრობლემის
კვლევისა და მიღებული შედეგებით პროცესის დახვეწის მრავალკომპონენტიანი
სამუშაო გასწია სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლამ 2024-2025 სასწავლო წელს,
რომლის საბოლოო მიზანს სანდო და ობიექტური შეფასების სისტემის ჩამოყალიბება
წარმოადგენდა. მასშტაბური კვლევების მიზანი არამხოლოდ კონკრეტული საგნის
დონეზე განხორციელებული ცვლილებები იყო, არამედ სისტემური გაუმჯობესება, რაც
გულისხმობს უკეთეს აკადემიურ გარემოს მოსწავლის, მასწავლებლისა და
მშობლისათვის.
პროცესის ნაწილს მათემატიკის საგნობრივი მიმართულებაც წარმოადგენდა.
მრავალ სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან,
რაც შეფასების სისტემის სანდოობას უკავშირდება. ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მიმართულების საგნებში შეფასება დაკავშირებულია სხვა ისეთი ტიპის პრობლემებთან,
რაც შეიძლება უშუალოდ ამ დარგის მახასიათებელი იყოს, ამიტომ მოსწავლესთან
განსხვავებული მიდგომები და მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია ამ სფეროს
წარმომადგენელი პედაგოგების ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ზოგადად, ბევრ
ევროპულ ქვეყანაში სკოლებისა და მოსწავლეების შეფასება ძირითადად
სტანდარტიზებული ტესტების შედეგებზეა დამოკიდებული. ეს ხშირად აიძულებს
მასწავლებლებს, აქცენტი გააკეთონ მხოლოდ ამ ტესტების შინაარსზე (ე.წ. „teaching to

the test“), ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეებს განუვითარონ ღრმა ცოდნა და პრობლემის
გადაჭრის უნარები.
ევროპასთან საერთო პრობლემა საქართველოში მათემატიკის მასწავლებლებს
შეფასების კომპლექსურობასთან მიმართებით აქვთ. მათემატიკა მოითხოვს როგორც
კონკრეტული უნარების (მაგალითად, გამოთვლები), ისე აბსტრაქტული ცნებების
გაგებას. ამ ორივე კომპონენტის ერთდროული და ობიექტური შეფასება რთულია
იმისათვის, რომ შეფასების სისტემა უფრო სანდო და გამჭვირვალე გამხდარიყო,
ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრამ რამდენიმე ტიპის რუბრიკა
გამოსცადა, შედეგები შეაფასა აკადემიური მოსწრების ანალიზის, კოლეგიური ბრმა
შეფასების, გამოკითხვისა და ფოკუს ჯგუფის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს, რომ
კოლეგიური, ბრმა შეფასების მოდელი ხშირად არ გვხვდება ქართულ სკოლებში.
პრაქტიკა მიღებულია ტესტის ვალიდობის შეფასების ერთ-ერთ ნაბიჯად, რომელიც
გულისხმობს კოლეგა მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა ნაშრომების გასწორებას და
მიღებული შედეგების შედარებას. ამ შემთხვევაში, მათემატიკის კათედრამ, პედაგოგ
ნინო ხოხიაშვილის ხელმძღვანელობით გასწორებული ნაშრომების ბრმა შეფასება
ჩაატარა და მიღებული შედეგები არამხოლოდ აკადემიური მოსწრების, არამედ
რუბრიკის ეფექტურობის თვალსაზრისითაც შეაფასა.
პირველ შემთხვევაში გამოყენებული იყო დეტალიზებული რუბრიკა, გაწერილი
სამიზნე ცნებების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ შემაჯამებელი დავალება
მათემატიკაში უმეტესად არის ტესტის სახით, რომელიც მოიცავს მრავალ საკითხს. ამ
დავალებებიდან ზოგი ფარავს მხოლოდ ერთ სამიზნე ცნებას, ორს ან სამივეს.
შესაბამისად, მხოლოდ სამიზნე ცნენების მიხედვით შექმნილი შეფასების კრიერიუმების
გამოყენება გარკვეულწილად ბუნდოვანს ხდიდა შფასებას, განსაკუთრებით
მოსწავლეებისთვის. მასწავლებლები შეთანხმდნენ, რომ დეტლიზებული რუბრიკის
გამოყენება პროექტის და/ან კომპლექსური დავალების შესრულების დროს უფრო
გამართლებული იქნებოდა.
მეორე შემაჯამაბელი დავალების გასწორების დროს მასწავლებლებმა გამოიყენეს
შეფასების რუბრიკა შედგენილი დავალებების ტიპების მიხედვით. პირველ ჯერზე

გამოყენებული რუბრიკა გაამარტივეს, მოარგეს სამიზნე ცნებებს კონკრეტული
დავალებები და შედეგების დაჯამების სქემა უფრო ნათელი გახადეს
მოსწავლეებისათვის. გასწორებისა და შედეგების შეფასების დროს მათ აღნიშნეს, რომ
მოსწავლისათვის უფრო გასაგები და მასწავლებისათვის მეტად მოქნილი ინსტრუმენტი
შეფასების ობიექტურობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდიდა. ამასვე ადასტურებდა
მოსწავლეთა გამოკითხვა, რომელიც ორივე შემაჯამებლის დასრულების შემდეგ
ჩატარდა იმის გამოსაკვლევად, რომელი შეფასების რუბრიკა იყო მათთვის გასაგები და
მეტად დამხმარე დავალების შესრულების დროს. გამოკითხულთა 77% გამარტივებული
რუბრიკა აირჩია ფავორიტად.
წლიური რეფლექსიის ეტაპზე მათემატიკის კათედრამ აღნიშნა, რომ კვლავ რჩება
გამოწვევები რემედიაციისა და მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების
ფორმებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატება დავალების შეფასების
ეფექტური ფორმის მოძიება – უკვე დაძლეულია.

 

განმსაზღვრელი შეფასებით გამოწვეულ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით საფეხურზე

0

 – რა როლი აქვს შემაჯამებელ დავალებას? სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე
საჯარო სკოლის გამოცდილება

განსამზღვრელ და განმავითარებელ შეფასებაზე უკვე ძალიან ბევრი
ქართულენოვანი ლიტერატურა, კვლევა თუ სტატია დაგროვდა, თუმცა პროცესის
ხასიათიდან გამომდინარე თემა ამოუწურავია, შესაბამისად საკითხი კვლავ
აქტუალურია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. მესამე თაობის ეროვნული
სასწავლო გეგმით შემოთავაზებულმა ცვლილებებმა, განმსაზღვრელ შეფასებასთან
მიმართებით, საბოლოო შეფასებაში შემაჯამებელი დავალების წილის გაზრდის
შესაძლებლობამ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა სკოლები, განსაკუთრებით
დაწყებით საფეხურზე.
სწორედ აღნიშნული პრობლემები გახდა 2024-2025 სასწავლო წელს სსიპ ქ.ქუთაისის,
30-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების – ბელა
გიორხელიძისა და თამარ ასათიანის კვლევის საგანი. აღნიშნულ სასწავლო წელს, 9 თვის
მაძილზე განხორციელებულმა პრაქტიკის კვლევამ ძალიან საინტერესო შედეგები აჩვენა,
რომლის განზოგადება მსგავსი ტიპის სკოლებისათვის სავსებით შესაძლებელია.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს
ცვლილებებამდე გააჩნდათ გარკვეული პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბით
განმავითარებელი შეფასებიდან განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვლის ეტაპზე. ამ
პრობლემების შესწავლის მიზნით ჯერ კიდევ 2010-2011 წელს დაიწყო სკოლებში
პრაქტიკის კვლევების განხორციელება (იხ.სტატია: https://mastsavlebeli.ge/?p=2559).
კვლევები მიუთითებდნენ, რომ მეოთხე კლასიდან მეხუთეში გადასვლისას შეფასებაში
ვარდნა არ უკავშირდებოდა განმავითარებელი შეფასების შემოღებას. ეს პრობლემა
არსებობდა განმავითარებელი შეფასების შემოღებამდე. პრობლემის გადაჭრელად
გაცემულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ მეოთხე და მეხუთე კლასების
მასწავლებლების ერთობლივად მუშაობისა და მეხუთე კლასში გადასვლის პირველ
პერიოდში მხოლოდ განმავითარებელი შეფასების გამოყენებას მკვლევრები აქტიურ
რეკომენდაციას უწევდნენ.

ერთის მხრივ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულმა ცვლილებებმა
საშუალება მისცა მასწავლებლებს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის გარემოს
შეგუების ფაქტორები შეერბილებინათ მეხუთე კლასის პირველ სემესტრში, თუმცა
გამოწვევა კვლავ დარჩა და განსაკუთრებით მძაფრად იმ სკოლებისათვის წარმოჩინდა,
რომლებმაც შეფასების მეორე მოდელი აირჩიეს და შემაჯამებელ დავალებას სხვა
შეფასებებთან შედარებით მაღალი წონა მიანიჭეს.
მასწავლებლებმა კვლევის ობიექტად მეხუთე კლასი აირჩიეს და პროცესის მიდინარეობა
პრაქტიკის კვლევის პრინციპებით დაგეგმეს.
პრობლემის შესწავლის ეტაპზე მათ გააკეთეს უკვე განხორციელებული შემაჯამებელი
დავალების ანალიზი, გამოკითხვის საშუალებით შეისწავლეს მშობელთა მოლოდინები
თავიანთი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, ასევე მასწავლებლის მიერ
შემაჯამებელი დავალების დაგეგმვის პროცესის შესახებ. მათ ასევე გაანალიზეს უკვე
ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოს დროს გამოყენებული პირობები – რამდენად
შეესაბამებოდა სტანდარტებს და წარმოადგენდა შედეგის გაზმომვის სანდო და
ობიექტურ ინსტრუმენტს.
მიღებული შედეგების ანალიზმა გამოავლინა, რომ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი არ
შეესაბამებოდა მათ ასაკობრივ განვითარებასა და ცოდნას, რაც მიუთითებდა მშობლების
გადაჭარბებულ ჩარევაზე დავალების შესრულების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ
გამოკითხვის ეტაპზე მშობლები ამას უარყოფდნენ, მოსწავლეებთან ინტერვიუმ
დაადასტურა, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები დიდი დოზით ერეოდნენ დავალების
შესრულებაში, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო გარკვეულ შიშებით, რომელიც მათი
შვილების არასასურველ აკადემიურ მოსწრებას და ამის შედეგად გამოწვეულ
სხვადასხვა გარემოებებს უკავშირდებოდა. მშობლები, იაზრებდნენ რა საკლასო-საშინაო
კომპონენტის კავშირს შემაჯამებელ დავალებასთან და ასევე საერთო შეფასებაში მის
როლს, მაქიმალურდ ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ საკუთარი შვილების
აკადემიურ მიღწევებზე.
ინტერვენციების ეტაპზე მასწავლებლებმა დაგეგმეს შეხვედრები მშობლებთან, სადაც
დეტალურად იქნა განხილული სტანდარტი და სკოლაში მოქმედი შეფასების სისტემა.

შეხვედრებს ჰქონდა საგანმანათლებლო ხასიათიც, რადგან მათ მშობლებს გაუზიარეს
კვლევის შედეგები, რომლებიც კონკრეტულად შვილების სასკოლო ცხოვრებაში არასწორ
ჩარევას და მისგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე მიუთითებდნენ. მეორე ეტაპზე
მასწავლებლებმა ასევე შეცვალეს დავალების ტიპი და შეადგინეს კომბინირებული
ტესტი, რომელიც დამოუკიდებელი მუშაობის მეტ შესაძლებლობას იძლეოდა. ასევე
აქცენტირებულად იმუშავეს მოსწავლეებთან იმ საჭიროებების აღმოფხვრის მიზნით, რაც
პირველ შემაჯამებელ დავალებაში გამოვლინდა (მაგ.მწირი ლექსიკური მარაგი).
ინტერვენციების შეფასებამ აჩვენა, რომ მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობებიდან
გამომდინარე გამოავლინეს ცოდნა. კარგად ჩანდა, რომ მოთხრობის ჟანრი უკეთ
ჰქონდათ გააზრებული. ლექსიკა იყო უფრო ბუნებრივი და ასაკისთვის შესაფერისი.
მოთხრობის რუკაზე მუსაობისას კარგად გამოკვეთეს პრობლემა, მოქმედების ადგილი,
დრო, ვითარება, პერსონაჟები. ობიექტურად შეფასდა ტექსტის ცოდნის დონე, ხოლო
ბოლო დავალებაში გამოვლინდა, რომ მოსწავლეს შეუძლია, პერსონაჟი სხვა ხედვის
კუთხიდან დაინახოს და თავადაც მოირგოს განსხვავებული როლი.
მოსწავლეებისგან უკუკავსირი შეგროვდა ბარათების მეშვეობით, ხოლო მიღებული
შედეგები გაზიარდა მშობლებთან. საერთო რეკომენდაციები კი შემდეგნაირად
გამოიყურება:
 მოსწავლეთა დროული და სრულყოფილი მომზადება: შემაჯამებელი
შეფასების წინ მოსწავლეებს დეტალურად უნდა ავუხსნათ შეფასების მიზანი,
კრიტერიუმები, ფორმატები და მისი წონა საბოლოო შეფასებაში;
 შეფასების ინსტრუმენტების დივერსიფიკაცია და სტანდარტთან
შესაბამისობა;
 მკაფიო რუბრიკების გამოყენება;
 კონსტრუქციული უკუკავშირი;
 შემაჯამებლამდე აქტივობების სწორად შერჩევა;
 აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან.

აღნიშნული გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ იმ სკოლებს, ვინც მსგავსი გამოწვევის
წინაშეა. სკოლა აგრძელებს კვლევას და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე
მუშაობას.

გლობალური პრობლემების გააზრება

0

ახალი კონცეფციის ათვისების საუკეთესო გზა მისი გამოყენებაა. განვიხილოთ ორი გლობალური საკითხი გეოგრაფიული აზროვნების კონცეფციების გამოყენებით.

სივრცითი მნიშვნელობის კონცეფცია მოითხოვს ადგილის უნიკალურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებას. ეს გეოგრაფიული კვლევის ძირითადი არსია.

სამი მარტივი კითხვით: სად/რა არის? რატომ იქ? რატომ გვაინტერესებს? – შეგვიძლია დავიწყოთ ნებისმიერი გეოგრაფიული კვლევა.

 

აივ (HIV) ვირუსის გავრცელება მსოფლიოში

გავაანალიზოთ მოცემული რუკა.

სად არის მაღალი აივ (HIV) ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი?

რა განაპირობებს აივ (HIV) ვირუსის ასეთ მაღალ გავრცელებას კონკრეტულ რეგიონში?

აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებში ზრდასრულ მოსახლეობაში აივ (HIV) ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ხოლო რაც უფრო ჩრდილოეთით მივიწევთ კონტინენტზე, მაჩვენებელი მით უფრო იკლებს.

რატომ არის ასე?

სხვა რა კითხვები ჩნდება ამ რუკის ნახვის შემდეგ?

 

კანონზომიერებები და ტენდენციები

კანონზომიერებებისა და ტენდენციების კონცეფცია მოითხოვს, დავაკვირდეთ, არის თუ არა მახასიათებლები მსგავსი და განმეორებადი ბუნებრივ ან ადამიანურ გარემოში (კანონზომიერება) და იმატებს, იკლებს თუ უცვლელი რჩება ეს მახასიათებლები დროთა განმავლობაში (ტენდენცია).

დაუბრუნდით HIV/AIDS-ის გრაფიკს.

როგორია HIV/AIDS-ის გავრცელების კანონზომიერება?

 

ურთიერთკავშირები

ურთიერთკავშირების კონცეფცია მოითხოვს, გავაანალიზოთ კავშირები ბუნებრივ და ანთროპოგენურ გარემოებებს შორის და მათ შიგნით.

შეგვიძლია, განვიხილოთ ბუნების ურთიერთდაკავშირებული კომპონენტები, რომლებიც სისტემებს ქმნიან.

შემდეგ გავაანალიზოთ სისტემებს შორის არსებული ურთიერთკავშირები, რათა დავადგინოთ, რა გავლენას ახდენენ ისინი ერთმანეთზე. საბოლოო მიზანი იმის გარკვევაა, არის თუ არა ეს ურთიერთობები მდგრადი.

აფრიკაში აივ (HIV) ვირუსის პანდემიის შესწავლისას ვსვამთ კითხვებს:

. რა ურთიერთობები არსებობს დაინტერესებულ მხარეებს შორის? კერძოდ, მათ შორის, ვინც ინფიცირებულია აივ (HIV) ვირუსით, ვინც მკურნალობს ინფიცირებულებს, ვინც ცდილობს მოსახლეობის განათლებას დაავადების გადაცემისა და პრევენციის შესახებ?

. უნდა აწუხებდეთ თუ არა აივ-ის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს ის, რაც ხდება მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში?

. არის თუ არა კავშირი აივ (HIV) ვირუსის გავრცელებასა და ფიზიკურ გარემოს შორის?

 

გეოგრაფიული პერსპექტივა

გეოგრაფიული პერსპექტივის კონცეფცია მოითხოვს, განვიხილოთ ამ საკითხების ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგები. პრობლემების გადასაჭრელად, გადაწყვეტილებების მისაღებად ან მოქმედების გეგმის შესამუშავებლად უნდა ვისწავლოთ საკითხების მრავალი პერსპექტივიდან განხილვა.

HIV/AIDS-ის პანდემიის ანალიზისას უნდა განვიხილოთ:

  • როგორ იმოქმედა ამ პანდემიამ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო მთავრობების გადაწყვეტილებებზე;
  • როგორია აივ/შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობასა და პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • როგორია ინფექციის გავრცელების სოციალური შედეგები (სიკვდილიანობის მაჩვენებლები, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ობლები, სიღარიბე, სურსათის უსაფრთხოება, თუ მშობლები ავად არიან, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, ბებია-ბაბუების მიერ შვილიშვილების აღზრდა);
  • არსებობს თუ არა გარემოსდაცვითი შედეგები აივ/შიდსის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებისთვის – რა მოსდის დაავადებით გარდაცვლილთა ცხედრებს?

 

მეორე საკითხი არქტიკას ეხება.

უყურე ვიდეოს „Emerging Arctic“ („ამომავალი არქტიკა“) https://www.youtube.com/watch?v=2qcuAr5UyHc და განსაზღვრე, რა საკითხებია განხილული და ვინ არიან დაინტერესებული მხარეები არქტიკაში დღეს.

ვიდეოს ყურების პროცესში გააკეთე ჩანაწერები. ეს ინფორმაცია დისკუსიაში აქტიურად ჩართვაში დაგეხმარება.

ვიდეოში განხილულია კლიმატის ცვლილების, ეკონომიკური ინტერესების, ტექნოლოგიური პროგრესისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა არქტიკის რეგიონზე.

გაეცანი სტატიას „არქტიკა – პოლარული აბრეშუმის გზა“ (https://mastsavlebeli.ge/?p=43311, რომელიც ეხება არქტიკის მზარდ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მნიშვნელობას.

დავაკავშიროთ სტატია და ვიდეო და განვიხილოთ გეოგრაფიული აზროვნების ოთხი კონცეფციის გამოყენებით:

 

სივრცითი მნიშვნელობა

არქტიკა გეოგრაფიულად უნიკალური რეგიონია, რომელიც მოიცავს მრავალ ქვეყანას და მდიდარია ბუნებრივი რესურსებით – ნავთობით, გაზითა და მინერალებით. კლიმატის ცვლილების შედეგად ყინულის დნობა ხსნის ახალ საზღვაო მარშრუტებს, რაც ზრდის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას. არქტიკა ხდება გლობალური ვაჭრობის ახალი კვანძი.

 

კანონზომიერებები და ტენდენციები

ყინულის საფარის შემცირება არის აშკარა ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. ეკონომიკური ინტერესები (ნავთობის, გაზის მოპოვება, თევზჭერა) იზრდება – ეს არის ეკონომიკური ტენდენცია. კლიმატის ცვლილება იწვევს ყინულის მასის შემცირებას, რაც საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან რუსეთი, ჩინეთი და აშშ, გააფართოონ თავიანთი ეკონომიკური და სამხედრო გავლენა რეგიონში. ეს ტენდენცია აჩენს ახალ კონკურენციას და თანამშრომლობის საჭიროებას, თუმცა წარმოშობს საფრთხეებსაც:

  • ტენდენციაა გლობალური ინტერესის ზრდა არქტიკის რესურსებზე (ნავთობი, გაზი, თევზჭერა).
  • ასევე აღინიშნება გეოპოლიტიკური აქტიურობის მატება – ქვეყნები ცდილობენ, დაიკავონ პოზიციები რეგიონში.

 

ურთიერთკავშირები

ეს სტატია ნათლად აჩვენებს ბუნებრივი პროცესების (ყინულის დნობის) და ადამიანის საქმიანობის (მაგალითად, ეკონომიკური ექსპანსიის) ურთიერთკავშირს. ენერგეტიკისა და გადაზიდვების სფეროში ინვესტიციები ახალ ჰორიზონტს ხსნიან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად ზრდიან გარემოსდაცვით რისკებს.

მკვიდრი მოსახლეობა დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსებზე, რაც ართულებს ცვლილებებთან მათ ადაპტაციას.

მაგალითად, გადაზიდვის ახალი მარშრუტები იწვევს ეკოსისტემების ცვლილებას, რაც მოქმედებს როგორც ბუნებრივ გარემოზე, ისე ადგილობრივ მოსახლეობაზე (ინუიტებზე).

ამასთან ერთად, საინვესტიციო ინტერესები და სამხედრო აქტიურობა ქმნის ახალ სისტემურ კავშირებს.

 

გეოგრაფიული პერსპექტივა

ეკონომიკური: არქტიკა შესაძლოა გახდეს ახალი ენერგეტიკული ზონა, რომელიც მიიზიდავს ინვესტიციებს; რესურსების მოპოვება და ახალი სავაჭრო მარშრუტები.

პოლიტიკური: ქვეყნები (აშშ, რუსეთი, კანადა, ნორვეგია, დანია) იბრძვიან გავლენისთვის. სუვერენიტეტის პრეტენზიები და საერთაშორისო შეთანხმებები.

სოციალური: ადგილობრივი მოსახლეობა დგას კულტურული და ეკონომიკური ცვლილებების წინაშე. ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები და ცხოვრების პირობები.

ეკოლოგიური: ყინულის დნობა და რესურსების მოპოვება საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს და აჩქარებს გლობალურ დათბობას. ეკოსისტემების დაცვა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება.

 

დასკვნითი დავალება

დაწერე ერთი აბზაცი (დაახლოებით 250 სიტყვა):

დაასახელე ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემა, რომელიც დღეს თვალსაჩინოა არქტიკაში და ახსენი, რატომ შეარჩიე ისინი.

როგორია შენი ხედვა არქტიკის მომავალთან დაკავშირებით, ელოდები თუ არა პოზიტიურ მომავალს და რატომ?

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://geography.org.uk/wp-content/uploads/2023/05/Immaculate_Misconceptions_-_Jane_Dove.pdf

https://www.arcgis.com/home/item.html?id=19daf0d08b294e2fb38de3980613e03e

https://viva.pressbooks.pub/humangeog/chapter/thinking-geographically/

ენისა და მეტყველების სპეციალისტის როლი დისლექსიის და დასწავლის უნარის დარღვევის მქონე სხვა ბავშვებთან  მუშაობისას

0

ენისა და მეტყველების სპეციალისტის როლი დისლექსიისა და სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებთან ხელინთან თანამშრომლობით განვსაზღვრეთ. მისი რჩევებით, მუშაობა, შეიძლება, რამდენიმე მიმართულებით წარიმართოს. ეს მიმართულებები, თავის მხრივ,  მოიცავს:

1. დიაგნოსტიკას და ადრეულ გამოვლენას, რაც უკავშირდება

  • ადრეულ ასაკში — ბგერათა არევას, სიტყვების გამოტოვებას; მოგვიანებით — კითხვის სირთულეს, ნელ კითხვას.
  • ბავშვის ენობრივი და მეტყველებითი პროფილის შეფასებას: ფონოლოგიურ უნარებს, მეხსიერებას, ლექსიკურ მარაგს, გრამატიკულ ცოდნას.

2. ფონოლოგიური და ენობრივი უნარების განვითარებას

  • დისლექსიის ძირითადი საფუძველი ხშირად არის ფონოლოგიური  სირთულე, ამიტომ სპეციალისტი მუშაობს:
    • ბგერათა ამოცნობაზე, გარჩევასა და მანიპულაციაზე (მაგ., „კატა“ – „მატა“ — განსხვავების პოვნა).
    • რითმაზე, ალიტერაციასა და ბგერებით თამაშებზე.
    • მარცვლებად დაყოფასა და გაერთიანებაზე.

 

3. კითხვისა და წერის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს

  • ბავშვისთვის რთული სიტყვების ამოსაცნობი სტრატეგიების სწავლებას,
  • კითხვის გასამარტივებლად  ვიზუალური საშუალებების (სურათები, დიაგრამები) გამოყენებას,
  • წერაში მუშაობას ასოების სწორად განსაზღვრაზე, მეხსიერებაში გამყარებაზე, ორთოგრაფიულ წესებზე.

4. კომუნიკაციური და აკადემიური უნარების გაძლიერებას

  • ბავშვებს ხშირად აქვთ  დაბალი თვითშეფასებ, ამიტომ სპეციალისტი მას ამხნევებს და აძლევს პოზიტიურ უკუკავშირს,
  • ეხმარება ინფორმაციის აგებაში, ასწავლის, თუ როგორ ჩამოაყალიბოს აზრი წერილობით და ზეპირად,
  • ასწავლის სტრატეგიებს ტექსტის გაგების გასაუმჯობესებლად (მთავარი აზრის გამორჩევა, საკვანძო სიტყვების პოვნა).

5. თანამშრომლობას სკოლასა და ოჯახთან

  • ენისა და მეტყველების სპეციალისტები მასწავლებლებს აძლევენ რეკომენდაციებს, როგორ მოერგონ ბავშვის საჭიროებებს (მაგ., გამონახონ მეტი დრო კითხვისთვის, შეასრულონ ალტერნატიული დავალებები).
  • მშობლებს სთავაზობენ თამაშებსა და აქტივობებს, რომლითაც სახლში შეაძლებინონ ვარჯიში.
  • ინტეგრირებულად მუშაობენ ფსიქოლოგთან, სპეციალურ პედაგოგსა და სხვა პროფესიონალებთან.

 

6. ემოციურ და მოტივაციურ მხარდაჭერას

  • დისლექსიის მქონე ბავშვები ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას, რადგან თანატოლებზე ნელა კითხულობენ/წერენ.
  • ლოგოპედი ეხმარება მოტივაციის შენარჩუნებაში, აძლევს ბავშვს „წარმატების პატარა ნაბიჯებს“, რომლებსაც შეუძლია, გაუჩინოს შთაგონება.

ხელინი[1] მიიჩნევს, რომ ენისა და მეტყველების სპეციალისტი  ბავშვების ცხოვრებაში არის საშუალო ხიდიენობრივ სირთულეებსა და აკადემიურ თუ სოციალურ წარმატებას შორის.  აქვე გაგიზიარებთ მის მიერვე მომზადებულ გზამკვლევ მშობლებისთვის, შეგიძლია ისე გამოიყენო, თითქოს ფურცლად გადაცემისთვისაა გამზადებულიო, — ამბობს და გულს გზავნის.

მშობლების პატარა გზამკვლევი

ენისა და სწავლის სირთულეების მქონე ბავშვებისთვის

დისლექსია – როგორ დავეხმაროთ?

ყოველდღიური რჩევები:

  • ერთად იკითხეთ, ბავშვმა მხოლოდ ერთიორი სიტყვა გაიმეოროს.
  • გამოიყენეთ სურათები + ასოები („კ – კატა“).
  • წერაში ფერადი კალმები და მარკერები დაეხმარება.
  • არ შეჩერდე შეცდომაზე – მთავარია, ბავშვმა მოტივაცია არ დაკარგოს.
  • შექმენით ჩემი სიტყვების წიგნი – რთული სიტყვებით და ხატულებით.

მისეულ რჩევებს  აქ არაფერს ვამატებ, მხოლოდ ვარედაქტირებ.  თავადაც თუ მიმართავდით, აუცილებლად გთხოვდათ, დაიმახსოვროთ, რომ თქვენ  ბავშვის მთავარი მხარდამჭერი ხართ და მართალიც იქნება, რადგან სწორედ თქვენი მეშვეობით იქცევა ყოველი მცირედი ნაბიჯი დიდ პროგრესად!

 

[1] ChatGPT

ლიტერატურა, როგორც მოქალაქეობის სკოლა: სიტყვიდან ქმედებამდე

0

” რა  შეუძლია ერთ მოთხრობას, რომ შეცვალოს ადამიანის ცხოვრება?“ ეს კითხვა თითქოს რიტორიკულია, მაგრამ მასში იძვრის მთელი განათლების მისია. როცა მასწავლებელი კლასში შედის და წიგნს ხსნის, იქ იწყება არა მხოლოდ „სიტყვების სწავლა“, არამედ ადამიანის შინაგანი მოქალაქეობრივი ფორმირების პროცესი.

ლიტერატურა — ეს არის სივრცე, სადაც სიტყვა და მოქმედება ერთმანეთს ხვდებიან; სადაც პოეტური სახე იქცევა ცხოვრების გაკვეთილად; სადაც ბავშვი სწავლობს, როგორ დაინახოს სხვაგან არსებული ტკივილი, სიხარული, ისტორია და მომავალი.

ლიტერატურა, პირველ რიგში, გამოცდილების საცავია. ის გვაძლევს საშუალებას, ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელიც ჩვენ არ გვქონია. მოსწავლე, რომელიც კითხულობს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“, არ სწავლობს მხოლოდ ასო-ბგერებს; ის სწავლობს სამშობლოს სიყვარულს, თვითშეგნებას, თანაარსებობის წესებს. იქ, სადაც ერთი შეხედვით მხოლოდ ალფაბეტი ჩანს, სინამდვილეში მოქალაქეობის საფუძველი იბადება.

ასე იქცევა ტექსტი ემოციურ და სულიერ სავარჯიშოდ, რომელიც მომავალ მოქალაქეს აძლევს უნარს გაიაზროს — მისი პირადი ბედი ქვეყნის ბედთანაა გადაჯაჭვული.

ლიტერატურა იმხელა ძალას ფლობს, რომ შეუძლია დაგვანახოს: თავისუფლება არ არის მოცემულობა, არამედ მოპოვებადი ფასეულობა. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ სწორედ ამის მაგალითია: პერსონაჟების ბედი გვასწავლის, რომ მონური მორჩილება ყოველთვის პოლიტიკურ კატასტროფას იწვევს, ხოლო პიროვნული თავისუფლების დაკარგვა — საზოგადოების ნგრევას.

მოსწავლესთან ერთად ამ ნაწარმოების განხილვა არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებაა, არამედ ეთიკური ვარჯიშია: რას ნიშნავს იყო პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე? როგორ შეიძლება ერთი ადამიანის სიჩუმემ განსაზღვროს მთელი ერის მომავალი?

ლიტერატურა არის საუკეთესო ინსტრუმენტი კრიტიკული აზროვნების გასაღვივებლად. ტექსტის კითხვა იწვევს შეკითხვებს: რატომ მოიქცა ასე პერსონაჟი?   რა გზა ჰქონდა მას არჩევანისთვის? რა არის სამართლიანი?

მაგალითად, რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ ანალიზი საშუალებას გვაძლევს მოსწავლესთან ერთად ვიმსჯელოთ სამართლიანობაზე, ღირსებაზე, სიყვარულსა და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე. სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების განხილვა კი შეიძლება იქცეს საბაზისო გაკვეთილად სამოქალაქო განათლებისთვის — რადგან იქ, მცირე ტექსტშიც კი, მთელი საზოგადოების ეთიკური კოდექსი არის გამოკვეთილი.

განსაკუთრებული ადგილი უნდა დავუთმოთ ემპათიას. ლიტერატურა გვასწავლის, რომ სხვისი ტკივილი ჩვენი ტკივილიცაა. ემპათია არ არის მხოლოდ პირადი განცდა — ეს მოქალაქეობრივი კომპეტენციაა.

შალვა ნუცუბიძის სიტყვები რუსთველზე, როგორც „საერთო სიკეთის“ პოეტზე, სწორედ ამას გვახსენებს: მოქალაქეობა იწყება მაშინ, როცა საერთო სიკეთე პირადზე მაღლა დგას.

ლიტერატურის გაკვეთილი არის არა მხოლოდ წიგნის გაშიფვრა, არამედ მოქალაქეობის სკოლა. მასწავლებელი ამ პროცესში არის არა მხოლოდ „მხატვრული ტექსტის განმარტებელი“, არამედ თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და ემპათიის ტრენერი.

როცა მოსწავლე ტექსტში ხედავს პერსონაჟის ბიოგრაფიას, სინამდვილეში საკუთარ მოქალაქეობრივ ბიოგრაფიასაც წერს. აქედან იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი გზა: სიტყვიდან ქმედებამდე.

სოციალური სიდუხჭირე და მოსწავლის აკადემიური მოსწრება

0

თანამედროვე სკოლა მხოლოდ ცოდნის მიმცემ სივრცედ აღარ აღიქმება. იგი თანაბრად არის სოციალური ინსტიტუცია,
რომელიც ბავშვს ზრდის, აძლევს ცხოვრებისეულ უნარებს და აყალიბებს მოქალაქეობრივ ცნობიერებას. სწორედ ამიტომ,  სოციალური სიდუხჭირე არა მხოლოდ ოჯახური ან ეკონომიკური პრობლემაა, არამედ განათლების ხარისხზე პირდაპირ მოქმედი ფაქტორია.
კვლევები და მასწავლებელთა ყოველდღიური გამოცდილება ცხადყოფს, რომ სიდუხჭირე ხშირად წარმოადგენს დამუხრუჭებელ ძალას,
რომელიც მოსწავლეს აკლებს აკადემიურ შესაძლებლობებს და ზღუდავს მის პერსპექტივას.

სოციალური სიდუხჭირის გამომწვევი მიზეზები მრავალმხრივია. ეკონომიკური გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
მშობლების უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი ან ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრები ხშირად იწვევს იმას, რომ ბავშვი მატერიალურად დაუცველ გარემოში იზრდება. ამას ემატება სოციალური ფაქტორები — ოჯახური სტრესები,  ფსიქოლოგიური დაძაბულობა და მხარდაჭერის ნაკლებობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული სირთულეები:
ზოგიერთ რეგიონში მოსწავლეებს სკოლაში მისასვლელად სერიოზული გზის გადალახვა უწევთ; ხშირია ტექნოლოგიებზე შეზღუდული
წვდომაც, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა დისტანციური სწავლების დროს. ემოციურ-ფსიქოლოგიური პირობები კი ბავშვს უჩენს
სირცხვილისა და გარიყულობის განცდას, რაც თავდაჯერებას აქვეითებს და სწავლის პროცესში ჩართულობას ამცირებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი 27%-ს  აღემატებოდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი ქვეყანაში ცხოვრობს ოჯახში, სადაც ძირითადი საჭიროებების  დაკმაყოფილება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ეს პირდაპირ აისახება სკოლებში: ბევრი მოსწავლე ვერ ახერხებს
საჭირო რესურსების შეძენას, ვერ სარგებლობს დამატებითისაგანმანათლებლო სერვისებით და ხშირად ტოვებს სასწავლო პროგრამას სრულად ათვისების გარეშე.
სოციალური სიდუხჭირის შედეგები თვალსაჩინოა აკადემიურ მოსწრებაშიც. ბავშვი, რომელიც სახლში ელემენტარულ საჭიროებებს ვერ იკმაყოფილებს, გაკვეთილზე კონცენტრირებას ვერ ახერხებს. ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლე  იძულებულია ჩაერთოს შრომაში ან უმცროსი და-ძმის მოვლაში, რაც მის სასკოლო დასწრებას უშლის ხელს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია რესურსების სიმწირე — საჭირო წიგნების, ინტერნეტის ან სხვა სასწავლო მასალის არქონა უშუალოდ ზღუდავს აკადემიურ მიღწევებს. თანატოლების მხრიდან დაცინვა ან განსხვავებულობის ხაზგასმა ბავშვის მოტივაციას აქვეითებს, ხოლო ნიჭიერი
და შრომისმოყვარე მოსწავლეც კი ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს, თუ სოციალური სიდუხჭირე მას მუდმივად აფერხებს.
პრობლემის დაძლევა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, სადაც ჩართული იქნება როგორც სახელმწიფო, ისე სკოლა და საზოგადოება.
საგანმანათლებლო პოლიტიკის დონეზე აუცილებელია სამიზნე პროგრამები: უფასო კვება, ტრანსპორტისა და სასწავლო მასალების
დაფინანსება.

სკოლამ უნდა შეითავსოს სოციალური უსაფრთხოების ბადის ფუნქცია, განსაკუთრებით რეგიონებში.
მასწავლებელთა სენსიტიურობა გადამწყვეტია. ინდივიდუალური კონსულტაციები, დამატებითი გაკვეთილები, თანატოლთა
მხარდაჭერის პროექტები ხელს უწყობს ბავშვის სწავლის პროცესში ჩართულობას.

ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს მშობელთა აქტიური ჩართულობა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერაც მნიშვნელოვანი რგოლია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინოვაციური მიდგომები: ონლაინ პლატფორმების გამოყენება, კერძო სექტორის ჩართვა სტიპენდიებითა და რესურსებით, აგრეთვე სკოლა-კომპანიის პარტნიორობა, რაც ქმნის ახალ
შესაძლებლობებს.

სოციალური სიდუხჭირე მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის — ეს არის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი გამოწვევა.
როდესაც მოსწავლე ვერ იღებს თანაბარ პირობებში განათლებას, ზარალდება მთელი საზოგადოება, რადგან ქრება მისი პოტენციური
ინოვატორი, პროფესიონალი, მოქალაქე. სწორედ აქ იჩენს თავს მასწავლებლის როლი: იგი შეიძლება იქცეს იმ ფიგურად, რომელიც ბავშვს სტაბილურობის განცდას აძლევს და სწავლის მოტივაციას უნარჩუნებს. სკოლა ვერ შეცვლის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, მაგრამ შეუძლია იყოს ის ადგილი, სადაც სიდუხჭირე აღარ იქნება უშუალო დაბრკოლება განათლების მისაღებად.

სურათის აღწერა (წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

მეოთხე სურათის აღწერით ვაგრძელებთ ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მე-6, მე-7 და მე-11 წერილებში წარმოდგენილ სურათების აღწერებს. ეს წერილიც მიუყვება წინა წერილების სტრუქტურას და ყურადღებას გავამახვილებთ ქართული ანბანის შემდეგ ხუთ ბგერაზე:

ნ, ო, პ, ჟ, რ

განსახილველ სასწავლო მონაკვეთშიც გამოყენებული იქნება ე. წ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამზადებული ილუსტრაცია ,,პინგვინის დაბადების დღე”.

ტრადიციულად შევაფასოთ ჩვენი ილუსტრაცია წინა წერილებში გამოყენებული რუბრიკის მიხედვით:

კრიტერიუმი დასაბუთება
შეესაბამება პირველკლასელთა ინტერესებს, თემატიკას. ილუსტრაციაზე ,,პინგვინის დაბადების დღე” ასახული სიტუაცია სახალისოა ბავშვებისთვის, შეესაბამება მათს ინტერესებსა და გამოცდილებას. დაბადების დღის სცენა ნაცნობია ყველა ბავშვისთვის და წარმოდგენილი სიტუაცია კი გაახალისებს ბავშვებს უჩვეულო პერსნაჟებითა და გარემოთი.
ადვილად ,,იკითხება”, მკაფიოა მასზე ასახული სიტუაცია. ილუსტრაციაზე ასახული სიტუაცია ნაცნობია გასაგებია, მკაფიოა, მარტივია. არააა დატვირთული ჩახლართული კომბინაციებითა და წვრილი დეტალებით.
იძლევა ინტერაქციის საშუალებას. ილუსტრაციის გამოყენებით შესაძლებელია კარგი შეკითხვების დასმა და მათს საპასუხოდ მოსწავლეების ჩართვა.
ასახულია ისეთი საგნები, რომლებიც გამოგვადგება ფონოლოგიური და ფონეტიკური უნარების განვითარებისთვის. ილუსტრაციაზე სპეციალურადაა დატანილი ერთი, ორი, სამი და ოთხმარცვლიანი სიტყვები. აგრეთვე გათვალისწინებულია სიტყვებში ბგერათა რაოდენობა. სიტყვების პირველი ბგერები შეესაბამება სასწავლო მონაკვეთის სამიზნე ხუთ ბგერას (ნ, ო, პ, ჟ, რ).

ამ სასწავლო მონაკვეთის (დაახლოებით ერთკვირიანი პერიოდი ანუ სწავლის დაწყებიდან დაახლოებით მეხუთე კვირა.) სამიზნე აქცენტებია:

  • ზეპირმეტყველების განვითარება,
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება,
  • ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა და ბგერებად დაშლა, პირველი ბგერის ამოცნობა, ბგერების გამთლიანება, ხმოვანთა იდენტიფიცირება) გამომუშავება,
  • ფონეტიკური კომპეტენციის განმტკიცება ,,ნ”, ,,ო”, ,,პ”, ,,ჟ”, ,,რ” ბგერებზე კონცენტრირებით,
  • წინადადებებზე დაკვირვება და მათში სიტყვების გამოყოფა,
  • კითხვისა (მთლიანი სიტყვების ცნობა) და წერის (წვრილი, ნატიფი მოტორიკის გამომუშავება) საწყისი უნარების ჩამოყალიბება.

 

სურათებისა და აქტივობების ნიმუშები

ამ წერილშიც ქვემოთ წარმოდგენილია ფოტო-სლაიდები, რომლებიც ასახავს სათანადო აქტივობებს. სურათები დამზადებულია ე. წ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.  აქტივობების აღწერა თან ერთვის შესაბამის ფოტოს. აქტივობათა ლოგიკური თანმიმდევრობა მიუყვება წინა წერილებში გააქტიურებული ბგერების (ა, ბ, გ; დ, ე, ვ, ზ და თ, ი, კ, ლ, მ) მიხედვით შექმნილ სასწავლო მონაკვეთებს.

I ფოტო

როგორც ვნახეთ, ვმუშაობთ ე. წ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ ილუსტრაციაზე ,,პინგვინის დაბადების დღე”. ილუსტრაციის წარდგენისას მასზე ინტერაქცია შეიძლება წარიმართოს ისე, როგორც აღწერილი გვაქვს წინა წერილებში. მთავარია, ეს პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდეს და მოიცავდეს თამაშისა და შეჯიბრობითობის ელემენტებსაც.

ჩამოვწეროთ შეკითხვების ვერსიები:

  • ვინ არიან ილუსტრაციაზე? (მიუხედავად იმისა, რომ ილუსტრაციაზე ცხოველები არიან, როგორც პერსონაჟებს ვუსვამთ ,,ვინ” შეკითხვას.)
  • სად არიან ცხოველები? როგორ ხასიათზე არიან? რატომ?
  • რას აკეთებენ ცხოველები? ვისი დაბადების დღეა?
  • რა ალაგია სუფრაზე? ვინ ჭამს ნესვს? ვინ შეჭამს ტორტს? რას შეჭამს ჟრაფი?..
  • რა არის ზღვაში? ცაში? ხეზე?
  • რომელი ორი ცხოველია დაბადების დღეზე? რას შვრება ერთ-ერთი მათგანი?
  • როგორ ფიქრობ, რამდენი წლის გახდა პინგვინი?..
  • რა საჩუქრები იქნება ყუთებში? ვინ რას აჩუქებდა?

მნიშვნელოვანია, ილუსტრაციის პირველივე წარდგენისას გამოვკვეთოთ აქ შერჩეული საგნები და მათი დასახელებისას ხაზგასმით დავმარცვლოთ პირველ ფოტოზე ცალკე გამოყოფილი თითოეული სიტყვა და დამარცვლითვე გავამეორებინოთ მოსწავლეებსაც. სიტყვების დამარცვლა უკვე ათვისებული კომპეტენციაა და ამაზე ამ მონაკვეთში დიდი დროც არ დაიხარჯება.

(ამ და სხვა აქტივობების დაწვრილებით აღწერები აქ არაა წარმოდგენილი და მხოლოდ იდეებია მოწოდებული. ცხადია, ეს იდეები სხვადასხვაგვარად შეიძლება გაიშალოს სხვადასხვა საკლასო ოთახში. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ უფრო მეტი ყურადღება და დრო დასჭირდებათ იმ მოსწავლეებს, რომელთათვისაც ქართული არაა მშობლიური ენა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სამიზნე ბგერათაგან ერთის —  — ზუსტად აღქმა და წარმოთქმა უჭირთ ხოლმე ენის შემსწავლელებს და ერევათ მსგავსი ჟღერადობის ბგერებში — ბ,ფ.)

 

II და III ფოტოები

მეორე ფოტოზე უკვე მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჯგუფებული საგნებია.

როგორც წინა მონაკვეთების განხილვისას, ამ დროსაც უკვე მიზანმიმართულად გადავანაწილებთ ჩვენ მიერ შერჩეული სიტყვების სურათებს წინასწარ მომზადებულ სქემაში —  დავყოფთ სიტყვებს მარცვალთა რაოდენობის მიხედვით.

რადგან ასეთ აქტივობაში ბავშვები უკვე ნავარჯიშები არიან, მათი როლი შედარებით აქტიური იქნება. შესაძლებელია, ჯგუფებშიც დავურიგოთ სქემები და სურათები და ვთხოვოთ დავალების შესრულება და შემდეგ ნამუშევრების პრეზენტაცია.

როგორც ვიცით, საგრძნობლად ეხმარება ბევრ ბავშვს მე-2 სურათზე ასახული რესურსები — მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჭრილი სურათები. მესამე სურათზე კი უკვე ,,დაუჭრელი” ნახატებია წარმოდგენილი.

მარცვლებზე ყურადღების კიდევ ერთხელ შეჩერება, ერთი მხრივ, გამეორება-განმტკიცებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ, ბგერებზე ვარჯიშისთვისაც ვემზადებით.

IV-V ფოტოები

მე-4 ფოტოზე წარმოდგენილ საგნებზე ვარჯიშით ჩვენ სიტყვების ბგერებად დაშლაში ვწაფავთ ბავშვებს.

ეს სიტყვებია: რქა, რკო, ჟოლო, რუკა, ნესვი, პანდა, ოფოფი, ნაყინი, რობოტი. შევაფასოთ ეს სიტყვები სირთულის მიხედვით: შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაა რთული სიტყვები ადვილია მათი ბგერებად დაშლაც და ბგერა-ბგერა ნათქვამი ამ სიტყვების ამოცნობა, გამთლიანება მოსწავლეების მიერ. აქ ერთგვარად უფრო გათვალსაჩინოებულია და ნახატები დაჭრილია ბგერათა რაოდენობის მიხედვით. ზედა ზოლებში ნაჩვენებია ბგერათა და მარცვალთა რაოდენობა. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რომ ორმარცვლიან სიტყვაში შეიძლება იყოს ოთხი ბგერაც და ხუთიც. ან სამმარცვლიან სიტყვაში შეიძლება იყოს ხუთი ბგერაც ექვსიც.

(აქ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეთა არითმეტიკული კომბინაციები, თუმცა, ვფიქრობ, ვთანხმდებით, რომ ათის ფარგლებში თვლა სკოლამდელი ასაკის კომპეტენციაა.)

ამ ნაწილისთვის სასარგებლო სავარჯიშოების ნიმუშები წინა წერილებში გვაქვს აღწერილი და აქ აღარ გავიმეორებთ.

ქვემოთ, მეხუთე სურათზე უკვე დაუჭრელი ნახატებია შეთავაზებული:

VI-VII ფოტოები

მეექვსე ფოტოზე სიტყვები პირველი ბგერის მიხედვითაა შეთავაზებული. რასაკვირველია, ამ სლაიდის/პოსტერის პრეზენტაციისას მასწავლებელი ჯერ თვითონ დამარცვლავს და ბგერებად დაშლის სიტყვებს, შემდეგ იმავეს გააკეთებინებს მოსწავლეებს.

მეშვიდე ფოტოზე კი უკვე ვიზუალიზებულია სამიზნე ბგერები:

VIII-XIII ფოტოები

მერვე ფოტოზე ჩვენ ვაგრძელებთ წინა წერილში დაწყებულ მუშაობას — ხმოვნისა და თანხმოვნის გამიჯვნას. მასწავლებელი აქაც თითოეული სიტყვის ბგერა-ბგერა წარმოთქმისას გაგრძელებებით ამბობს შემხვედრ ხმოვნებს. აქვე განმარტავს, რომ ხმოვნები წარდგენილ პოსტერზე განსხვავებული (მწვანე) ფირითაა გამოკვეთილი.

აქვეა შემოთავაზებული ხმოვანთა ვიზუალური გამოსახულებებიც, რომლებიც უკვე შევთავაზეთ წინა სასწავლო მონაკვეთში:

  • არის მარცხნივ და ოდნავ ზემოთ მიმართული ღია რგოლი;
  • არის მარცხნივ მიმართული ღია რგოლი;
  • არის დაბლა მიმართული ღია რგოლი;
  • არის დაბლა მიმართული ორთავიანი ღია რგოლი;
  • არის მარცხნივ მიმართული ორთავიანი ღია რგოლი.

მეცხრე ფოტოზე ბგერებად დაშლილ სიტყვებში გამოკვეთილია  ხმოვნები და თანხმოვნები:

მეათე ფოტოზე ბგერებით მარცვლების შედგენაზე ვარჯიშია. სათანადო ახსნის შემდეგ ბავშვებმა შემდეგი მარცვლები უნდა ამოიცნონ, ,,ამოიკითხონ” თითოეული სვეტის მიხედვით:

  • პა-პე-პი-პო-პუ
  • ნა-ნე-ნი-ნო-ნუ
  • ჟა-ჟე-ჟი-ჟო-ჟუ
  • რა-რე-რი-რო-რუ
  • რა-რე-რი-რო-რუ

მეთერთმეტე ფოტოზეც მარცვლების შედგენაში ვარჯიშია, სადაც წყვილსვეტებში შემდეგი მარცვლები იკითხება:

  • ნა-პა-ჟა-რა
  • ნე-პე-ჟე-რე
  • ნი-პი-ჟი-რი
  • ნო-პო-ჟო-რო
  • ნუ-პუ-ჟუ-რუ

მეთორმეტე ფოტოზეც ორბგერიან მარცვლებს ვადგენთ, ოღონდ ჯერ ხმოვანი იქნება, შემდეგ — თანხმოვანი:

  • ან-აპ-აჟ-არ
  • ენ-ეპ-ეჟ-ერ
  • ინ-იპ-იჟ-ირ
  • ონ-ოპ-ოჟ-ორ
  • უნ-უპ-უჟ-ურ

მეცამეტე ფოტოზე დაკვირვებით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზრონ, რომ სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიცაა. საინტერესოა, აღმოაჩენენ თუ არა ბავშვები ერთბგერიან მარცვლებს…

XIV ფოტო

მეთოთხმეტე ფოტოზე გარკვეულწილად სიახლეა წარმოდგენილი ჩვენი პირველკლასელებისთვის: წინადადებაში სიტყვების გამოკვეთა. პოსტერის ჩვენებისას მასწავლებელი ხმამაღლა იმეორებს წინადადებებს და თითოეული სიტყვის წარმოთქმისას ხელს ადებს შესაბამის სიმბოლო-მართკუთხედს:

  • ნავი ზღვაშია.
  • რაკეტა ცაში მიფრინავს.
  • ტორტზე სანთელი ანთია.
  • მაგიდაზე აწყვია პანტა, ნიორი, რკო, ტორტი, პომიდორი, ჟოლო, ნაყინი, პური.

XV-XVI ფოტოები

მეთხუთმეტე და მეთექსვმეტე ფოტოები კი უკვე კარგად ნაცნობია ბავშვებისთვის. ბარათების გადანაწილებით ბგერების შესატყვისი ასოების საჭირო ადგილსაც დაიმახსოვრებენ არაცნობიერად ქართული ანბანის ოთხხაზიან ბადეში. ამასთან, ამ შემთხვევაში სიტყვის საწყისი ასოს შესაბამისი ბარათი ,,თავის ადგილზეა” მოთავსებული ამ ბადეში.

XVII-XX ფოტოები

მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე ფოტოების მიხედვით კვლავ წერის საწყისი უნარების განვითარებაა გათვალისწინებული, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, კიდევ ერთხელ განმტკიცდება სიტყვებში ბგერების ამოთვლის ახალშეძენილი უნარი. ადვილად ვხვდებით, რომ ამ შემთხვევაში უკვე განსხვავებული, შედარებით მოზრდილი რკალი უნდა მოხაზონ ბავშვებმა.

მეცხრამეტე და მეოცე ფოტოების მიხედვით კი ბგერების გაფერადება მოითხოვება, ოღონდ უკვე ხმოვანიც უნდა გამოჰყოს მოსწავლემ სხვა ბგერებისგან და იგი მწვანედ უნდა გააფერადოს. ამასთან, ამ რესურსის დამზადება-გადატანა ბუკშიც კარგი იქნება, სადაც უკვე ფერებს ჩაასხამენ ბავშვები და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაშიც გავარჯიშდებიან.

XXI-XXII ფოტოები

ოცდამეერთე და ოცდამეორე ფოტოებზე ასახულ აქტივობებსაც შეჩვეული უნდა იყვნენ ჩვენი პირველკლასელები, როდესაც ნახატ-წარწერიან ბარათებს აკავშირებენ შესაბამის წარწერებთან.

XXIII, XIV და XXV ფოტოები

 

ოცდამესამე ფოტოს მიხედვით წარმოდგენილი დავალება ასევე ნაცნობია ჩვენი პირველკლასელებისთვის — საწყისი ბგერის მიხედვით სურათების გადაჯგუფება სვეტებში. როგორც წინა წერილებში აღვნიშნეთ, შეგვიძლია ისეთი ნახატებიც შევთავაზოთ ბავშვებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ გააქტიურებულა.

ოცდამეოთხე ფოტოზე მოცემული დავალების მსგავსიც შევთავაზეთ ბავშვებს წინა წერილში:

ოცდამეხუთე ფოტოზე ნაჩვენებია დავალება, რომლის შესასრულებლადაც მოსწავლეებმა სურათებს უნდა შეუსაბამონ წარწერები. ამის გამოცდილებაც აქვთ უკვე ჩვენს პირველკლასელებს, რაც წინა წერილებში უკვე აღწერილია.

 

ბოლოს, ტრადიციული ამ სასწავლო მონაკვეთის გამამთლიანებელი დავალება: ბავშვები მცირე ჯგუფებში მუშაობენ, რათა დაამზადონ საწყისი ილუსტრაციის მსგავსი აპლიკაცია ,,პინგვინის დაბადების დღე” შეთავაზებული რესურსების (ფერადი ფურცლები, გამოჭრილი ფიგურები, წარწერებიანი ბარათები, რეალური საგნები, ფერადი ფანქრები…) გამოყენებით. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ამ დავალებას სათანადო მომზადება დასჭირდება, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ სათანადო რაოდენობის ფიგურები, ნახატები… ამ დავალების შესრულება სასარგებლო იქნება ციფრულადაც. კარგი იქნება დი

დისლექსიის მქონე ბავშვთან მუშაობის სესიები  და საგაკვეთილო მოდელები

0

ქვემოთ წარმოდგენილია დისლექსიის მქონე ბავშვისთვის ხელინისაგან ნაკარნახევი, თუმცა გადამუშავებული სესიების სერია, ზოგადი გეგმა და მოდელები, რომელთა მორგება  შესაძლებელია კონკრეტულ საჭიროებაზე.

სერია 1 — ფონოლოგიური ცნობიერება

მიზანი: ბგერების ამოცნობა, გარჩევა და თამაში.
აქტივობები:

  • ბგერის „დაჭერა“: ენისა და მეტყველების სპეციალისტი ამბობს სიტყვებს და ბავშვმა უნდა დაიჭიროს კონკრეტული ბგერით დაწყებული/დამთავრებული სიტყვა.
  • რიმების თამაში: „კატა–მატა–ბატა“ და სხვ.
  • სიტყვების მარცვლებად დაყოფა ტაშით.

სერია 2 — ბგერა-გრაფემის შეერთება

მიზანი: ასოსა და ბგერის დამაკავშირებელი უნარის განვითარება
აქტივობები:

  • ასოების „ბილიკი“: ბავშვი ფურცელზე ან იატაკზე გადის ასოებით ბილიკს და ხმამაღლა ამბობს ბგერებს.
  • „დამალული ასო“: სიტყვას აკლია ერთი ასო, ბავშვმა უნდა იპოვოს და შეავსოს სიტყვა.
  • ხმოვანი და თანხმოვანი ასოების ფერებით განასხვავება.

სერია 3 — სიტყვების წაკითხვა

მიზანი: სიტყვების ნელა, მაგრამ სწორად ამოცნობა.
აქტივობები:

  • სურათი + სიტყვა ბარათებზე: ბავშვი ადარებს ნახატს შესაბამის სიტყვას.
  • „მოდელირება“: სპეციალისტი კითხულობს სიტყვას, აჩერებს, ბავშვი აგრძელებს.
  • თამაში — „გახდი დეტექტივი“: სიტყვებში პოულობს კონკრეტულ ასოს/ბგერას.

სერია 4 — წერის უნარი

მიზანი: ასოების სწორად დაწერა და სიტყვების სტრუქტურის გამყარება.
აქტივობები:

  • ასოების „ხატვა“ ქვიშაში, ფერად ქვიშხატზე, პლასტილინით.
  • სიტყვების ჩამოყალიბება ასოების ბარათებით.
  • მოკლე დიქტანტები (ძალიან მარტივი სიტყვებით).

სერია 5 — წაკითხულის გაგება

მიზანი: ტექსტის ძირითადი აზრის ამოცნობა.
აქტივობები:

  • ძალიან მოკლე ისტორიების წაკითხვა და დასმულ კითხვებზე პასუხი.
  • ნახატებით სიუჟეტის გადმოცემა.
  • „საკვანძო სიტყვების მონადირება“: ბავშვი ტექსტში პოულობს  ერთ ან ორ მთავარ სიტყვას.

სერია 6 — მოტივაცია და თვითშეფასება

მიზანი: ბავშვს განუვითარდეს თავდაჯერებულობა.
აქტივობები:

  • პროგრესის დღიური: ყოველ სესიაზე ბავშვი თვითონ აღნიშნავს, რა გამოუვიდა.
  • „ვარსკვლავის ბარათები“  წარმატებული დავალებებისათვის.
  • საკუთარი პატარა წიგნაკის შექმნა.

ასეთი სერიებით ბავშვისთვის კითხვისა და წერის სირთულეები აღარ აღიქმება დამთრგუნველად, არამედ  ესახება დასაძლევ გამოწვევად.

გაკვეთილის მოდელი დისლექსიის მქონე ბავშვებისთვი

თემა: პატარა ტექსტის წაკითხვა და ძირითადი აზრის ამოცნობა
ასაკი: 7–8 წელი
ხანგრძლივობა: 30–35 წუთი

  1. შესავალი (5 წუთი)
  • მასწავლებელი აჩვენებს სურათს (მაგ., კატა ბაღში თამაშობს).
  • ბავშვები ასახელებენ, რას ხედავენ.
  • ენის სპეციალისტის როლი: ეხმარება სიტყვების სწორ გამოთქმაში, ასოების გამოყოფაში.

 

  1. წინასაკითხავი აქტივობა (5 წუთი)
  • მასწავლებელი კითხვას სვამს: „როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებს კატა?“
  • ბავშვები გამოიცნობენ.
  •  ენის სპეციალისტის როლი: ბავშვს ეხმარება წინადადების სწორად ჩამოყალიბებაში.
  1. ტექსტის წაკითხვა (10 წუთი)
  • მასწავლებელი კითხულობს ძალიან მოკლე ტექსტს (3-4 წინადადებას).
  • ბავშვები ასრულებენ „ექო-კითხვას“ — იმეორებენ მასწავლებლის შემდეგ.
  •  ენის სპეციალისტის როლი: ყურადღება გამახვილებულია ასო-ბგერის შესაბამისობაზე.
  1. გაგების შემოწმება (10 წუთი)
  • კითხვები ტექსტის შესახებ:
    • ვინ გავიცანით მოთხრობაში?
    • რას აკეთებდა კატა?
    • სად თამაშობდა კატა?
  • ენის სპეციალისტის როლი: ბავშვი პასუხობს მოკლე, მარტივ წინადადებებით; საჭიროების შემთხვევაში, იყენებს ნახატს.
  1. შემოქმედებითი დავალება (5 წუთი)
  • ბავშვები ხატავენ ერთ ეპიზოდს და შემდეგ ხმამაღლა ამბობენ: „ეს არის კატა, რომელიც ___“.
  •  ენის სპეციალისტის როლი: ეხმარება სიტყვათა სწორი შერწყმით წინადადებების აგებაში.

ასე დაგეგმილი  გაკვეთილი ეხმარება დისლექსიის მქონე ბავშვს:

  • ტექსტის გაგებაში,
  • სწორი სიტყვებით აზრის გამოხატვაში,
  • და თანდათან აკავშირებს  ენის სპეციალისტის მიერ ნასწავლ სტრატეგიებს საკლასო აქტივობებთან.

 

ბუნებისმეტყველების გაკვეთილის მოდელ

თემა: ცხოველები და მათი საცხოვრებელი
ასაკი: 7-8 წელი
ხანგრძლივობა: 30–35 წუთი

  1. შესავალი (5 წთ)
  • მასწავლებელი აჩვენებს სურათებს: თევზი, ფრინველი, დათვი.
  • ბავშვები ასახელებენ, რასაც ხედავენ.
  • ენის სპეციალისტის როლი: სიტყვების სწორად გამოთქმა, მარცვლებად დაყოფა.
  1. კლასიფიკაცია (10 წთ)
  • მასწავლებელი სვამს კითხვებს:
    • სად ცხოვრობს თევზი? (წყალში)
    • სად ცხოვრობს ფრინველი? (ჰაერში/ბუდეში)
  • ბავშვები შესაბამის სურათს აკრავენ დაფაზე.
  • ენის სპეციალისტის როლი: წინადადებების გამართულად აგება: „თევზი ცხოვრობს წყალში“.
  1. წაკითხვა და გაგება (10 წთ)
  • მოკლე ტექსტი: „დათვი ცხოვრობს ტყეში. მას უყვარს თაფლი. ზამთარში  მას სძინავს“.
  • კითხვები ტექსტზე: ვინ? სად? რას აკეთებს?
  • ენის სპეციალისტის როლი: საკვანძო სიტყვის პოვნა („დათვი“).
  1. შემოქმედებითი დავალება (5 წთ)
  • ბავშვი ხატავს თავის საყვარელ ცხოველს და ამბობს ერთ წინადადებას: „ეს არის ___, ის ცხოვრობს __“.

აქვეა ცხრილიც, რომელიც გაკვეთილის დაგეგმვისას დაგეხმარებათ: ბუნებისმეტყველება – ცხოველები და მათი საცხოვრებელი

 

 

ეტაპი დრო მასწავლებლის მოქმედება ბავშვის აქტივობა ენის სპეციალისტის როლი
შესავალი 5 წთ ცხოველების სურათების ჩვენება ცხოველების დასახელება სიტყვების სწორად წარმოთქმა, მარცვლებად დაყოფა
კლასიფიკაცია 10 წთ კითხვა: „სად ცხოვრობს?“ სურათების შეხამება საცხოვრებელთან წინადადების აგება: „___ ცხოვრობს ___“
წაკითხვა/გაგება 10 წთ მოკლე ტექსტის კითხვა („დათვი ცხოვრობს ტყეში…“) კითხვებზე პასუხი: ვინ? სად? რას აკეთებს? საკვანძო სიტყვის ამოცნობა („დათვი“)
შემოქმედებითი 5 წთ დავალება: დახატოს საყვარელი ცხოველი წინადადება: „ეს არის ___, ის ცხოვრობს ___“ სწორად ჩამოყალიბებული წინადადების მხარდაჭერა

ცხრილი 1.

მათემატიკის გაკვეთილის მოდელი

თემა: მარტივი მათემატიკური ამოცანები
ასაკი: 7-8 წელი
ხანგრძლივობა: 30-35 წუთი

  1. შესავალი (5 წთ)
  • მასწავლებელი აჩვენებს საგნებს (მაგ., 3 ვაშლი).
  • ბავშვი ითვლის ხმამაღლა.
  • ენის სპეციალისტის როლი: ციფრის შესაბამისი სიტყვის სწორად წარმოთქმა („სამი“).
  1. სურათოვანი ამოცანა (10 წთ)
  • დაფაზე: „გიორგის ჰქონდა 2 ბურთი, მამამ კიდევ 1 მისცა. რამდენი ბურთი აქვს გიორგის?“
  • ბავშვი სურათებით აწყობს პასუხს (2 ბურთი + 1 ბურთი = 3 ბურთი).
  • ენის სპეციალისტის როლი: პასუხის სრული ფორმით თქმა: „გიორგის აქვს სამი ბურთი“.
  1. წაკითხული ამოცანა (10 წთ)
  • მასწავლებელი მოკლედ კითხულობს: „ნინოს აქვს 5 ვაშლი. მან 2 შეჭამა. რამდენი დარჩა?“
  • ბავშვი სურათზე ხატავს და შემდეგ წყვეტს.
  •  ენის სპეციალისტის როლი: მნიშვნელოვანი სიტყვების ამოცნობა („ჰქონდა“, „შეჭამა“, „დარჩა“).
  1. თამაში (5 წთ)
  • „ციფრების ბილიკი“: ბავშვი გადადის იატაკზე დადებულ ციფრებზე და ხმამაღლა ამბობს.
  • ენის სპეციალისტის როლი: ყურადღება გამახვილებულია ბგერა-გრაფემის შესატყვისობაზე.

ორივე საგანში მთავარი არის, რომ ინფორმაცია ვიზუალური, მარტივი და სტრუქტურირებული იყოს, ხოლო ბავშვი ყოველთვის ამოწმებდეს საკუთარ პასუხს სიტყვიერადაც — ეს აკავშირებს აკადემიურ და მეტყველებით უნარებს.

ეტაპი დრო მასწავლებლის მოქმედება ბავშვის აქტივობა ენის სპეციალისტის როლი
შესავალი 5 წთ საგნების ჩვენება (მაგ., 3 ვაშლი) ხმამაღლა ითვლის ციფრის სიტყვასთან დაკავშირება („სამი“)
სურათოვანი ამოცანა 10 წთ კითხვა: „გიორგის ჰქონდა 2 ბურთი, მამამ კიდევ 1 მისცა…“ სურათებით აწყობს შედეგს პასუხის სრულყოფილად თქმა: „გიორგის აქვს სამი ბურთი“.
წაკითხული ამოცანა 10 წთ მოკლე ამოცანის წაკითხვა ხატავს და წყვეტს საკვანძო სიტყვების გამოკვეთა („ჰქონდა“, „დარჩა“)
თამაში 5 წთ „ციფრების ბილიკი“ იატაკზე გადადის ციფრებზე და ამბობს ბგერა-გრაფემის სათანადოდ  გამყარება
 

ცხრილი 2.

შესაძლებელია ამ ცხრილების გამოყენება  როგორც გაკვეთილის გეგმის შაბლონად, ასე — მათი გადაკეთება  გადააკეთო საჭიროებების მიხედვით.

 

აქვეა პოსტერები დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის:

მიზანი: კითხვისა და წერის მხარდაჭერა, სტრესის შემცირება.

✔ ერთად იკითხეთ მოკლე ტექსტები და შემდეგ ბავშვმა მხოლოდ ერთი-ორი სიტყვა გაიმეოროს.
✔ გამოიყენეთ სურათები და ბარათები – სურათზე დაადეთ ასო-ბგერა (მაგ., „კ – კატა“).
✔ წერაში გამოიყენეთ ფერადი კალმები/მარკერები, რათა გაამარტივოთ ვიზუალური დაყოფა.
წიგნის კითხვისას არ შეაჩერო ბავშვი შეცდომაზე – თავიდანვე  მნიშვნელოვანია, რომ  მოტივაცია იყოს გრძელვადიანი

პირადისიტყვების წიგნაკებში,  ბავშვები თავად ჩანიშნავენ რთულ სიტყვებსა და ხატულებს.

პრაგმატული ენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის

მიზანი: სოციალური კომუნიკაციის და დიალოგის მხარდაჭერა

✔ ყოველდღიური სიტუაციების დროს გამოიყენონ სცენარის თამაში („რას ვამბობთ, როცა სტუმარი შემოდის?“ – „გამარჯობა!“).
✔ სასურველია როლური თამაშები („შენ იყავი გამყიდველი, მე ვიქნები მყიდველი“).
✔ კითხვა-პასუხისას მშობელმა უნდა აჩვენოს მოკლე და გასაგები პასუხის მაგალითი („რატომ გიყვარს კატა?“ – „ის არის ფუმფულა“).
✔ საუბრის დროს გამოიყენეთ ვიზუალური დამხმარე (სურათები, პიქტოგრამები).
✔ ბავშვთან გაზეთების ან სურათების მიმოხილვა – „რა ხდება ამ სურათზე? რა შეიძლება თქვას ბიჭმა?“

ეს რჩევები მშობლებისთვის მარტივი და ყოველდღიურ ცხოვრებაში იოლად გამოსაყენებელია. სამახსოვრო კი აქაც იგივეა: „თქვენ ხართ ბავშვის მთავარი მხარდამჭერი. ყოველი პატარა ნაბიჯი დიდ პროგრესად იქცევა“!

მასწავლებლებს კი მორჩილად გთხოვდით, ნუ გაუშვებთ ბავშვებს გაკვეთილებიდან რესურსოთახებში, მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესებში ჰაერივით აუცილებელია!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...