სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

  „ერთი ბავშვის პოლიტიკა“ ჩინეთში

გასულ წელს ჩინეთმა „ერთი ბავშვის პოლიტიკის“ დასრულების შესახებ განაცხადა, რაც დიდი ნაბიჯია ქვეყნისათვის.

2016 წლიდან ჩინეთში ბევრ წყვილს შეუძლია, იყოლიოს მეორე შვილი, თუმცა პოლიტიკის შეცვლა მთლიანად ვერ გადაჭრის ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემას.

ჩინეთის გადაწყვეტილება – „შეცვალოს ერთი ბავშვის პოლიტიკა“ – სავარაუდოდ გაზრდის მოსახლეობის რაოდენობას და შეაჩერებს „ერის დაბერებას“. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რამდენად უარყოფითი გავლენა მოახდინა დემოგრაფიულმა პოლიტიკამ ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობა 1,3 მილიარდს შეადგენს.

თითქმის 40-წლიანი ცენზი არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის მთავრობა ოჯახის დაგეგმარებაში ერევა. ჯერ კიდევ 1949 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ ჩინეთის ლიდერი მაო ძედუნი მოუწოდებდა მოსახლეობას გამრავლებისა და შრომითი (ადამიანური) რესურსის შექმნისაკენ. მართალია, ოფიციალური პოლიტიკა არ იყო, მაგრამ კონტრაცეპტივების პროპაგანდა და იმპორტი სახელმწიფოს მხრიდან აიკრძალა. შედეგად ჩინეთის მოსახლეობა რამდენიმე წლის განმავლობაში გაორმაგდა.

წარმატება ხანმოკლე იყო. საკვების უკმარისობის გამო მთავრობამ კონტრაცეპტივების წინააღმდეგ აკრძალვა შეცვალა. 1959 – 1961 წლებში ჩინეთის დიდი შიმშილობა დაიწყო, რომელმაც 15-30 მილიონამდე ადამიანი შეიწირა.

1979 წელს მთავრობამ შემოიღო „ერთი ბავშვის პოლიტიკა“, რომლის მიხედვითაც წყვილებს  ერთი შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ჯარიმების, აბორტებისა და სტერილიზაციის ზომებს იყენებდნენ. ბოლო 50 წლის განმავლობაში შობადობის მაჩვენებლის ამსახველი დიაგრამა, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ იმოქმედა დემოგრაფიულმა პოლიტიკამ შობადობაზე, ასე გამოიყურება.

1ft

მხოლოდ 2013 წელს დემოგრაფიული პოლიტიკის შერბილებამ  12 მილიონზე მეტ წყვილს მისცა ერთზე მეტი შვილის ყოლის უფლება. წყვილთა მხოლოდ 12%-მა ისარგებლა ამ უფლებით. 2016 წელს დემოგრაფიული პოლიტიკის ოფიციალურად დასრულების შემდეგ წყვილებს 2 შვილის ყოლის უფლება ეძლევათ, თუმცა ეს არსებულ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკური და სოციალური ზეწოლის პირობებში, წყვილთა უმეტესობამ გადაწყვიტა ერთი შვილის გაჩენა ან საერთოდ უარი თქვა ბავშვის ყოლაზე. ამდენად შობადობა ქვეყანაში დაბალია (2 ბავშვი ერთ ქალზე), ზოგიერთ დიდ ქალაქში ეს მაჩვენებელი 1-მდე ეცემა. ასე რომ, ჩინეთი ახალი გამოწვევის წინაშე დგას. როგორ უზრუნველყონ ხანდაზმული მოსახლეობა და ხელი შეუწყონ ახალგაზრდა მოსახლეობას, რომ იყოლიონ მეტი ბავშვი.

ჩინეთის მოსახლეობის დემოგრაფიული პროგნოზი

2ft

  ერთი ბავშვის პოლიტიკის პერიოდი

  ორი ბავშვის პოლიტიკის პერიოდი

2016 წელი

გაერთიანებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეკონომიკური და სოციალური საკითხების კვლევის შედეგად, რომელიც „ერთი შვილის პოლიტიკის“ დასრულების წინ ჩატარდა, ვარაუდობენ, რომ ჩინეთში 2030 წლისთვის 65 წელს გადაცილებული მოსახლება 219 მილიონს მიაღწევს, ხოლო 2050 წლისთვის კი ჩინეთის მოსახლეობის მეოთხედი საპენსიო ასაკის იქნება. შესაბამისად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დატოვებს შრომითი რესურსის ჯგუფს.

ჩინეთის მოსახლეობის დაბერება

3ft

ასაკობრივი ჯგუფები

1-14

15-64

65 >

ოფიციალური ჩინეთი იმედოვნებს, რომ დემოგრაფიული პოლიტიკის შერბილება მოსახლეობის დაბერების პრობლემასა და, შესაბამისად, მომავალში შრომითი რესურსების დეფიციტსაც გადაწყვეტს. თუმცა დემოგრაფები და ეკონომისტები თვლიან, რომ ერთი ბავშვის პოლიტიკა იმდენად კარგად მუშაობდა, რომ ნორმალურ რელსებზე დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება. მაშინაც კი თუ 2016 წელს შობადობა ერთ ქალზე 2 ბავშვამდე გაიზრდება 2030 წლისთვის ან თუნდაც 2040 წლისთვის, შეძლებენ არსებული შრომითი რესურსის შეცვლას.

ჩინეთი ამ დილემის წინაშე მარტო არ არის. ბევრ ქვეყანაში შობადობის დაბალი მაჩვენებელი ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგია. ამრიგად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი 2100 წლისთვის საგრძნობლად გაიზრდება. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩილეს, კანადის, ბრაზილიის, რუსეთისა და ავსტრალიის მოსახლეობის 25% საპენსიო ასაკისაა, მეორეს მხრივ კი, აფრიკის ქვეყნების, ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისა და აზიის უმრავლეს ქვეყანაში ახალგაზრდა მოსახლეობა სჭარბობს. თუმცა ეს ფაქტი მსოფლიო მოსახლეობის დაბერების პროცესზე გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენს. 2100 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი 65 წელს გადაცილებული იქნება.

მსოფლიოს პრობლემა

4ft

1950 წელს მსოფლიოში 65 წლის ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 5% იყო. 2100 წელს კი ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზრდება. ასე რომ, ბევრ ქვეყანას მოუწევს დაფიქრება და სამუშაო ადგილების, სოციალური შეღავათებისა და საპენსიო პოლიტიკის გადახედვა.

გამოყენებული ინტერნეტსაიტი: https://news.nationalgeographic.com/2015/11/151113-datapoints-china-one-child-policy/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი