სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბლოგი სულელისა, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე რომ სწავლობდა – მთვარიანი ღამის შესახებ

ახლა
ორშაბათი დილაა, როგორც იქნა, დათბა, ვზივარ ჩემი კომპიუტერის მაგიდასთან და იმ რამდენიმე
წლის წინანდელ გაზაფხულს ვიხსენებ, ჩემი ცხოვრების
ყველაზე მშფოთვარე, უცნაურ, ღელვითა და სიახლით სავსე პერიოდის გაზაფხულს – როცა მასწავლებელი
ვიყავი.

მგონი
უკვე ვთქვი, რომ დღე არ გავა, იმ წლებზე არ ვიფიქრო, კვირა არ გავა, საკუთარი თავი
არ დამესიზმროს იმ პატარა კლასის დაფასთან მდგარი, მხრებში აწურული, ცოტა შეშინებული,
ზღვა მღელვარების დამტევი – თავიდან, ზედმეტი ემოციებისაგან გადაღლილი, თითქმის ყველა
გაკვეთილის შემდეგ საპირფარეშოში შევდიოდი და ვტიროდი ხოლმე, ხო , ასე იყო – ახლა ვიღაც
იფიქრებს, რომ მეტისმეტად გაუწონასწორებელი ვიყავი პედაგოგობისათვის, იქნებ ნერვული
აშლილობაც დამისვას დიაგნოზად, მაგრამ არა – ყოველთვის ძალიან მშვიდი ხასიათი და დაწყობილ
– დალაგებული ფსიქიკა მქონდა, ნუ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პოეტი ბავშვი ვიყავი.

მოკლედ,
არ ვიცი, მიზეზი გაზაფხულის შესანიშნავი დარი თუ ერთკვირიანი სურდოსგან გათავისუფლებაა.
მაგრამ დღეს მინდა კარგ რამეებზე ვილაპარაკო.

ის
გაკვეთილები, როცა, საკუთარ შიშსა თუ გამოუცდელობას ვამარცხებდი და ჩემი შემოქმედებითობა, ფანტაზია და განათლება
შემომყავდა „ ბრძოლის ველზე”, ყოველთვის ძალიან საინტერესო და კარგი გამოდიოდა. პუბლიკაც
კმაყოფილი იყო და მეც – მაშინდელი ჩემი წარმოდგენით – გლადიატორი, ჩემთვის ვამბობდი
– გადავრჩი, ამ ერთხელაც გადავრჩი!

ბლოგის
სტილს რომ არ ვუღალატო, დღევანდელი რჩევა სულელისგან, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე რომ
სწავლობდა – იყავით ის , რაც ხართ, და არ შეგეშინდეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ
სიახლეების.

. . .

ვისთვის
რა არის პოეზია? ზოგისთვის – ცხოვრების აზრი, ზოგისთვის-ზედმეტი დროის კარგვა, ზოგისთვის
– რთულად დასასწავლი გაკვეთილი, ვიღაცისთვის სიყვარულის ახსნის საშუალება, ვიღაცისთვის
– სრულიად უმაქნისი რამ.

ჩემი მოსწავლეობისდროინდელმა -უამრავი ლექსის ზეპირად
სწავლის და ვერსწავლის და შედეგად, ამ ლექსების „ვერ ატანის” – მწარე გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ სანამ კონკრეტულ ტექსტზე გადავიდოდი,
ჯერ ლექსის „გასაღები”, გნებავთ, “ანაბანა”, ანდა, სულაც „ფორმულები” უნდა მესწავლებინა.
ხოდა, დავიწყე ტროპის სახეებით.

გამომდინარე იქიდან, რომ პოეზია, მხოლოდ ტექსტობრივი
ხელოვნების დარგი არ მგონია და ზოგადად, ის უფრო რაიმე სახის მატერიის ( ვთქვათ, ტექსტის)
თვისება უფროა, ვიდრე ფორმა, გადავწყვიტე ხელოვნების სხვა დარგები მომეშველიებინა შედარების, თუ ეპითეტის ასახსნელად:

თვალსაჩინოება
N1
( ვან გოგის ცნობილი ტილო, „ვარსკვლავიანი ღამე”)

 

 

თვალსაჩინოება
N2

შესანიშნავი კომპოზიტორის, კლოდ დებიუსის „ მთვარის
შუქი.

https://mp3.avoe.ge/ftp/Music2/Foreign/C/Classic%20Various%20Artists/2002%20-%20Classic%20-%20Icnluding%20Vol.1/10.C.Debussy%20-%20Claire%20De%20Lune.mp3

თვალსაჩინოება
N3

გალაკტიონ ტაბიძის „ მთაწმინდის მთვარე”, რომელსაც მხატვრულ
საშუალებებად დავშლით და ცალ-ცალკე განვიხილავთ

თვალსაჩინოება
N4

ფინალური კადრი ფედერიკო ფელინის ფილმიდან „ კაბირიას
ღამეები”.

https://www.youtube.com/watch?v=w0Vsa-ognSM

თვალსაჩინოება
N5

გუგლის საძიებო სისტემაში ნაპოვნი რიგითი ღამის პეიზაჟი,
მაგალითად, ასეთი ფოტო:

 

 

 

სანამ თვალსაჩინოებებს ვაჩვენებდი, ორიოდე სიტყვით ავხსენი
ტროპის სახეები
(შედარება და ეპითეტი)და დავურიგე რამდენიმეწინადადებიანი
განმარტებები.

მათი მოვალეობა იყო ტროპის რომელიმე სახეობისათვის მიესადაგებინათ თვალსაჩინოებები და ასეთივე სახეობა
მოეძებნათ გალაკტიონის ტექსტში.

როგორ ფიქრობთ, რა შედეგი მივიღე?

 

 

ამაზე შემდეგ ბლოგში მოგიყვებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი