ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბესო ხვედელიძე – “ბობ მარლის დახუჭული თვალები”

მწერალ ბესო ხვედელიძეს უჭირს თავისი ისეთი ნაწარმოების გახსენება, სადაც მოსწავლისა და მოსწავლის თემას ასახავს. ფიქრობს, ბოლოს ორად ორ მოთხრობას ასახელებს – “სოფელ ბადილოსა” და “მინდვრის ყვავილებს” – და აღიარებს, რომ მის შემოქმედებაში სკოლის თემა ალაგ-ალაგ კრთება და იქაც – არცთუ სახარბიელო კონტექსტში, თუმცა იცის, რომ უახლოეს მომავალში ავტობიოგრაფიული რომანის წერას შეუდგება, რომელიც სწორედ მასწავლებელთან დაკავშირებული ისტორიით დაიწყება. ამ შემთხვევამ, რომელიც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში მოხდა, როგორც თავად ამბობს, მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.

 

-კრილოვის ქუჩაზე, რუსულ საბავშვო ბაღში დავდიოდი. მაგიდასთან რამდენიმე ბავშვი ვისხედით. აქედან ერთი გოგონა საოცრად შემიყვარდა, ჰოდა, ერთ დღესაც სიყვარული ავუხსენი. გოგონა ატირდა და საჩივლელად გაიქცა. მასწავლებელმა ტირილის მიზეზი რომ გაიგო, ყური ამიწია და კედელთან დამაყენა. მთელი მომდევნო კვირა, ბაღში მივიდოდი თუ არა, პირდაპირ კედელთან მაყენებდნენ, ის გოგო კი აღარასოდეს მოსულა. ალბათ სხვა ბაღში გადაიყვანეს, – იხსენებს მწერალი.

ბესო ხვედელიძის ავტობიოგრაფიაში მოხვდება მეორე მასწავლებელიც – კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც, მწერლის თქმით, მისთვის ერთ-ერთი სამაგალითო პედაგოგი იყო:

-კოტე ყუბანეიშვილი 55-ე სკოლაში მათემატიკას მასწავლიდა. პროფესიონალი პედაგოგი იყო და თან – ბავშვების მეგობარი, ამიტომ ყველა მოსწავლე პატივს სცემდა. ერთხელ თბილისში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, გადაიპენტა მთელი ქალაქი. იმ დღეს პირველი გაკვეთილი ყუბანეიშვილისა გვქონდა. შემოვიდა და მთელი კლასი ფუნიკულიორზე წაგვიყვანა, “შატალოზე”. ულამაზესი დღე გვაჩუქა. მეორე დღეს კი ამის გამო პედსაბჭოზე დაიბარეს და სკოლიდან გაათავისუფლეს. არადა, მე თუ მკითხავთ, ეს საქციელი მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

კოტე ყუბანეიშვილთან ერთად ბესო ხვედელიძე იხსენებს გეოგრაფიის მასწავლებელს გია ჭანტურიას, გივი ალხაზიშვილს, ერლომ ახვლედიანს, ვახუშტი კოტეტიშვილს და სხვებს. ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეობისა და სტუდენტობის პერიოდში უამრავი მასწავლებელი მყავდა, თითებზე ჩამოითვლება ისინი, ვინც სამუდამოდ დამამახსოვრდაო.

– ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს მასწავლებელს, უფრო სწორად, მოძღვარს (არა ამ სიტყვის რელიგიური მნიშვნელობით) და თუ იპოვა, ეს იქნება პიროვნება, რომელსაც ენდობა, ყურს უგდებს, რომლის რჩევას ითვალისწინებს და რომელიც ცხოვრების გზას უჩვენებს. მეც სულ ვეძებდი ასეთ ადამიანს, ვიდრე თვითონ არ გავხდი სხვების მასწავლებელი. ახლა რომ ვიხსენებ, იმ მასწავლებლების უმრავლესობას, რომლებიც ცხოვრებაში შემხვედრია, არ ჰქონდა საკმარისი განათლება, იყო მოუმზადებელი ურთიერთობისთვის და, აქედან გამომდინარე, ისტერიული და აგრესიული. როდესაც მასწავლებელს არ აქვს საკმარისი განათლება, იგი საკუთარ თავსა და მოსწავლეს შორის აღმართავს კედელს, რომ თავი დაიცვას მოსალოდნელი კითხვებისგან. ამას მოსწავლე ძალიან კარგად გრძნობს. პედაგოგი არ შეიძლება იყოს მენტორი. მან მოსწავლეს ისე კი არ უნდა უყუროს, როგორ უვიცს და მასზე დაბლა მდგომს, არამედ მშობლიური გრძნობით. როგორც მცენარეს უსხამ წყალს, ასეთივე ურთიერთობა უნდა გქონდეს მოსწავლესთან. სიმკაცრეს არასოდეს გამოუღია კარგი შედეგი.

მე სკოლაში სიარული მომიწია საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც საბჭოთა სისტემაში აღზრდილი და განათლებამიღებულიპედაგოგები გვასწავლიდნენ. 1990 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში და ჩვენ უკვე სულ სხვა თაობა ვიყავით, სხვა იდეალებით, სხვა თვალსაწიერით, თავისუფლებით, პედაგოგების უმრავლესობა კი საბჭოთა კავშირში დარჩა, ამიტომ ჩვენს თაობაში უფრო მძაფრად წარმოჩნდა მამათა და შვილთა ბრძოლა, ვიდრე, ვთქვათ, ჩვენს მამებსა და მათ მშობლებს შორის იყო. ჩვენსა და ჩვენს შვილებს შორის ასეთი დიდი უფსკრული აღარ იქნება, რადგან უკვე განათლებაც სხვაა და ურთიერთდამოკიდებულებაც სხვაგვარია თაობებს შორის.

– რა იყო თქვენი მთავარი პრინციპი, როდესაც თავად გახდით მასწავლებელი?

– ჩემი უსაყვარლესი მწერალია კარლოს კასტანედა.18-19 წლის ვიყავი, მისი დონ ხუანის სწავლება”რომწავიკითხე – წიგნი, რომელიც მთლიანად მასწავლებლისდა მოწაფის ურთიერთობასეძღვნება. ამ წიგნმა ჩემს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენმოახდინა, სხვათვალითშევხედე მოვლენებს, ადამიანებს,საგნებს.

დღემდე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ,პედაგოგი შედეგს მხოლოდ მზრუნველობითდა მეგობრული დამოკიდებულებით მიღებს.გზა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრობაზე უნდა გადიოდეს.მე ვასწავლიდი ჯაზის აკადემიაში, სადაც იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, ძ-სდა ხ-ს რომ ვერ არჩევდნენ, მაგრამ ეს ტრაგედიად არ მიქცევია, ყველასთან ვიყავი თანაბრად მეგობრული, შევქმენი სწავლების ჩემეული მეთოდი, ვიგონებდი ვირტუალურთამაშებს და საბოლოოდ შედეგიც დადებითი მივიღე.ყველა ჩემი სტუდენტი თავის სფეროში წარმატებულია.

გარდა იმისა, რომ რეალურად ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას,შემოქმედი თავისთავად არისმასწავლებელი. თქვენი შემოქმედებით რა გინდასწავლომკითხველ?

– მინდა ვასწავლო, როგორიარ უნდა იყოს ადამიანი.თუნდაც მასწავლებელი – არ უნდა იყოს ანჩხლი, ისტერიული, გაუნათლებელი, უნდა იყოს თავისუფალი, მოაზროვნე, ჰქონდეს ფართო თვალსაწიერი. ასეთი მასწავლებელი რომ მყოლოდა, მეც უფრო მეტს ვისწავლიდი.

ის წაკითხვას ურჩევშვილებს და,საზოგადოდ,ახალ თაობას?

შვილებს, უპირველეს ყოვლისა,ვურჩევ, იკითხონსაკუთარი მამის წიგნები.ჩემი უფროსი შვილი 17 წლისაა, უმცროსი 13-ის. ისინი აქტიურად კითხულობენ ჩემს ნაწარმოებებს. ამასთან,ქართველებს ძალიან კარგი თანამედროვე პროზა გვაქვს მის წაკითხვასაცვურჩევ.საბჭოთა ტაბუს ახსნის შემდეგმრავალფეროვანი,საინტერესო, ექსპერიმენტული და ალტერნატიული ლიტერატურა შეიქმნა. ყველაფერი, რაც ამ ოც წელიწადში დაიწერა, აუცილებლად უნდა წაიკითხომოზარდმადა ზრდასრულმა ადამიანმაც, რომელსაც პრეტენზია აქვს განათლებასა და კულტურაზე. შესაძლოა ყველა მწერალი და ნაწარმოები თანაბრად ძლიერი არ იყოს, მაგრამ მაინც საინტერესოა. წიგნი ცხოვრების სარკეა, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხოთ ის, რაც ბოლო წლებში გადაგვხდა, რომ იგივე შეცდომები აღარ მოგვივიდეს.

სხვათა შორის, ახლა ვმუშაობთ “პენკლუბის” პროექტზე, რომელიც თბს ბანკმა და “სილქნეტმა” დააფინანსეს: ვაკეთებთ საქართველოს ელექტრონულ ლიტერატურულ რუკას, სადაც ადმინისტრაციული პუნქტების მაგივრად აღნიშნული იქნება მწერლების გვარები – სადაც დაიბადნენ და სადაც მათი სახლ-მუზეუმებია. აქვე მოყვანილი იქნება ინფორმაცია ამ მწერლების შესახებ, მათი ბიოგრაფია, მუზეუმის აღწერა, დაიდება ფოტოები და შემოქმედება. ეს იქნება პირველი ქართული ლიტერატურული ვიკიპედიის ჩანასახი. მაისში ვგეგმავთ ამ პროექტის პრეზენტაციას და ვფიქრობ, ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გახდება.

თავის მხრივ კი მკითხველს უახლოეს მომავალში სამი რომანის დასრულებასა და გამოცემას ჰპირდება. ამისთვის სერიოზულადაც ემზადება. როგორც თავად ამბობს, ცდილობს თბილისს გაექცეს და იმოგზაუროს:

– საზოგადოდ, ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება შემოქმედებით სიმშრალეს იწვევს. ზოგჯერ გარემოს გამოცვლა აუცილებელია, ამიტომ სულ ვცდილობ, ვიმოგზაურო, ახალი ემოციებით დავიტვირთო, მეხსიერება გადავტვირთო, გონებას წყალი დავუსხა, ნიადაგი გავაფხვიერო. ახლა ნეპალში მივდივარ და ორი კვირა საქართველოსგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ვიცხოვრებ, რაც მუშაობაში ძალიან დამეხმარება. ვფიქრობ, სწორედ იქ შევძლებ იმ რომანის დასრულებას, რომელზეც უკანასკნელი თორმეტი წელია ვმუშაობ. ასევე მაქვს შეკვეთა სამოგზაურო ხასიათის ნაწარმოებზე… ნეპალში ნამყოფ მეგობრებთან – დათო ტურაშვილთან, რეზო თაბუკაშვილსა და გიო მგელაძესთან უკვე გავიარე კონსულტაციები და ვიცი, რაზე უნდა გავაკეთო აქცენტი, თუმცა იქ ჩასულს, ცხადია, ჩემი ნეპალი დამხვდება.

რას ჩამოიტანს ნეპალიდან ბესო ხვედელიძე,მომავალში გაამხელს, თუმცა წინასწარ იცის, რომ აუცილებლად ნახავს ნეპალის მსოფლიო მუზეუმს, სადაც დატოვებს თავის რამდენიმე წიგნს და სამაგიეროდ, რაც მოეწონება, სამშობლოში წამოიღებს. ეს ამ მუზეუმის ორიგინალური ტრადიცია ყოფილა.

და კიდევ ერთი – რომანების გამოცემამდე მკითხველს მწერლისგან სიურპრიზი ელის. როგორც თავად ბესო ხვედელიძე ამბობს, აპრილის ბოლოს გაიმართება მისი პირველი და უკანასკნელი ლექსების კრებულის – “ბობ მარლის დახუჭული თვალების” პრეზენტაცია.

– წლების განმავლობაში ლექსებს ჩემთვის, ჩუმად ვწერდი. ხლა მივხვდი, რომ ეს კრებული ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, გამზითვებული მასალაა, დასრულებული ეტაპი, რადგან არა მგონია, პოეზიას კვლავ დავუბრუნდე.ძველ ნაწერებს რამდენიმე ლექსი ჩამოვაშორე და საკმაოდ დიდი კრებული გამოვიდა.ვფიქრობ, ამ პოეზიის გაცნობის შემდეგ მკითხველი ახალ ბესო ხვედელიძეს აღმოაჩენს.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი