პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მიხედვით

ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი (EPI – Environmental Performance Index) სახელმწიფოთა ეკოლოგიური ანუ „მწვანე” პოლიტიკის მაჩვენებლების შედარებითი ანალიზის რაოდენობრივი შეფასების მეთოდია. EPI ქვეყნების ეკოლოგიური მაჩვენებლების ჩამონათვალისა და სტატისტიკური ინიციალიზაციის მეთოდიკაა მათი „მწვანე” პოლიტიკის გათვალისწინებიოთ. EPI-ის მიხედვით ხდება ქვეყნების რანჟირება რამდენიმე კატეგორიად, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფად ერთიანდება: ეკოსისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობა (Ecosystem Vitality) და ეკოლოგიური ჯანმრთელობა (იგივე ეკოლოგიური რაციონალურობა).

იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიური პოლიტიკისა და მართვის ცენტრმა (Yale Center for Environmental Law and Policy) კოლუმბიის უნივერსიტეტსა და მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმთან ერთად უკვე ათ წელიწადზე მეტია შეიმუშავა საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსი. 2000 წელს მათ ერთად გამოაქვეყნეს EPI-ის წინამორბედი – ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსი. ამ პერიოდში მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური კურსის კორექტირებას მდგრადი განვითარების კონცეფციის გათვალისწინებით. ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსის დადგენა იყო პირველი მცდელობა, შეეფასებინათ მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური მდგრადობის რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის – ბუნებრივი რესურსების მარაგებით, გარემოს დაბინძურების დონით წარსულსა და აწმყოში, გარემოსდაცვითი ღონისძიებებით. 2006 წელს ეს მაჩვენებელი ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსით შეიცვალა, რომელიც იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა. წინა მაჩვენებლისგან განსხვავებით, ეს ინდექსი აღარ ზომავდა მდგრადობას და მის ნაცვლად აფასებდა ეკოლოგიურ ეფექტურობას. EPI კონცენტრირებულია ქვეყნებში არსებულ „მწვანე” პოლიტიკასა და მის შედეგებზე. ანგარიში ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.

ინდექსის მეთოდოლოგია ისეა შემუშავებული, რომ სახელმწიფოებმა შეძლონ, შეადარონ თავინთი მიღწევები და ნაკლოვანებები სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. შედარება ხდება 10 მაჩვენებლის მიხედვით, რომლებიც ორ ძირითად ეკოლოგიურ ჯგუფად იყოფა: 1. ეკოლოგიური ჯანმრთელობა ანუ გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე; 2. ეკოსისტემების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება. ამ ჯგუფებში შედის შემდეგი 10 მაჩვენებელი: ეკოლოგიური ჯანმრთელობა, ჰაერის დაბინძურება და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჰაერის დაბინძურება და გავლენა ეკოსისტემის მდგომარეობაზე, წყალი (გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე), წყლის რესურსები (გავლენა ეკოსისტემის მდგომარეობაზე), ბიომრავალფეროვნება, ტყე, თევზჭერა, სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა.

ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი
ჯგუფი ეკოლოგიური ჯანმრთელობა (30 %)
პოლიტიკური კატეგორია ეკოლოგიური ჯანმრთელობა (15 %) ჰაერის დაბინძურება და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე(7,5 %) წყალი (ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე(7,5 %)
ინდიკატორი 1. ბავშვთა სიკვდილიანობა (15 %) 2. მყარი ნაწილაკები (3,75 %) 4. სანიტარიის ხელმისაწვდომობა(3,75 %)
3. ჰაერის დაბინძურება შენობა-ნაგეგობებში(3,75 %) 5. სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა(3,75 %)
ჯგუფი ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობა(70 %)
პოლიტიკური კატეგორია ჰაერი (ეფექტი ეკოსისტემაზე) (8,75 %) წყლის რესურსები(ეფექტი ეკოსისტემაზე) (8,75 %) ბიომრავალ

ფეროვნება (17,5 %)

ინდიკატორი 6. SO2 1 სულ მოსახლეზე (4,38 %) 8. წყლის ხარისხის შეცვლა(8,75 %) 9. საარსებო გარემოს დაცვა(4,38 %)
7. SO2–ისდამოკიდებულება მშპ-სთან (4,38 %) 10. ბიომის დაცვა(8,75 %)
11. საზღვაო დაცული რაიონები (4,38 %)
პოლიტიკური კატეგორია სოფლის მეურნეობა(5,83 %) ტყე (5,83 %) თევზჭერა (5,83 %)
ინდიკატორი 12. სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები(3,89 %) 14. ტყის რესურსების მარაგი (1,94 %) 17. თევზჭერასანაპირო შელფზე(2,92 %)
13. პესტიციდების რეგულირება (1,94 %) 15. ტყის ფართობების ცვლილება (1,94 %) 18. თევზის რესურსების ექსპლუატაცია(2,92 %)
16. ტყის საფარის დაკარგვა (1,94 %)
პოლიტიკური კატეგორია კლიმატისა და ენერგეტიკის ცვლილება(17,5 %)
ინდიკატორი 19. CO2 1 სულ მოსახლეზე (6,13 %)
20. CO2–ის დამოკიდებულება მშპ-სთან (6,13 %)
21. CO2-ის რაოდენობა კილოვატ/საათზე (2,63%)
22. მთლიან წარმოებულ ელექტროენერგიაში აღდგენადი ელექტროენერგიის პროცენტი (2,63 %)

 

თითოეული ინდიკატორის მიხედვით ქვეყანას ენიჭება ქულა. ქულების რაოდენობა დამოკიდებულია სახელმწიფოს პოზიციაზე იმ დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება ამ ინდიკატორების ყველაზე უარეს მაჩვენებელსა (0 სტაბილურ სკალაზე) და სასურველ მიზანს (100 ქულის ეკვივალენტი) შორის. სასურველი მიზანი შესაძლებელია დადგინდეს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, მაგ., სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების, პროფესიული დასკვნებისა და სხვა წყაროების მიხედვით.

ind

რუკაზე შინდისფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი ძალიან დაბალია, ხოლო მწვანით – ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი მაღალია.

უკანასკნელი მონაცემები 2014 წლის 25 იანვარს გახდა ცნობილი დავოსის ფორუმზე. რეიტინგების დადგენაში 178 ქვეყანა მონაწილეობდა. ცხრილში მოცემულია პირველ და ბოლო ათეულებში შემავალი ქვეყნები. საქართველო 101-ე ადგილზეა 47.23 ქულით.

ადგილი და ქვეყანა ქულა ადგილი და ქვეყანა ქულა
1. შვეიცარია 87.67 169. ბანგლადეში 25.61
2. ლუქსემბურგი 83.89 170. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 25.01
3. ავსტრალია 82.4 171. სუდანი 24.64
4. სინგაპური 81.78 172. ლიბერია 23.95
5. ჩეხეთი 81.47 173. სიერა-ლეონე 21.74
6. გერმანია 80.47 174. ავღანეთი 21.57
7. ესპანეთი 79.79 175. ლესოტო 20.81
8. ავსტრია 78.32 176. ჰაიტი 19.01
9. შვედეთი 78.09 177. მალი 18.43
10. ნორვეგია 78.05 178. სომალი 15.47

EPI ყოველ ახალ მოხსენებაში ევოლუციას განიცდის. მაგ., 2012 წელს EPI-სთან ერთად გამოქვეყნდა ეკოლოგიური ეფექტურობის ტენდენციური ინდექსი ანუ ისტორიული EPI, რომლის მიხედვითაც ქვეყნების რანჟირება მოხდა ბოლო ათწლეულში მათი ეკოლოგიური მიღწევების მიხედვით. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომელ ქვეყნებში გაუმჯობესდა ეკოლოგიური მდგომარეობა დროთა განმავლობაში და სად გაუარესდა. ისტორიული EPI-ს მიხედვით ლიდერი ქვეყანაა ნიგერი, რომელმაც მაჩვენებელი 45.88%-ით გააუჯობესა და რეიტინგში 142-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სიტუაცია ყველაზე მეტად გაუარესდა ბაჰრეინსა (–4.09% და 82-ე ადგილი) და კატარში – (1.33% და 44-ე ადგილი).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი