სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
11 აგვისტო, სამშაბათი, 2026

წინასაშეჯიბრებო მღელვარება: შინაგანი ბრძოლა და მისი მართვის გზები

სპორტი მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობების დემონსტრირება არ არის. თანამედროვე სპორტს სულ უფრო ხშირად განიხილავენ როგორც ფსიქოლოგიური მზაობის სივრცეს, სადაც წარმატება არა მხოლოდ ტექნიკაზე, არამედ სპორტსმენის შინაგან მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს ნაკლებად მართვადი ფენომენია წინასაშეჯიბრებო მღელვარება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს შესრულების ხარისხზე.

 

რა არის წინასაშეჯიბრებო მღელვარება?

წინასაშეჯიბრებო მღელვარება წარმოადგენს სხეულის ემოციურფიზიოლოგიურ აქტივაციას, რომელიც შეჯიბრების დაწყებამდე აღმოცენდება. ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია მნიშვნელოვან სიტუაციაზე, სადაც შედეგი გაურკვეველია, ხოლო პასუხისმგებლობა – მაღალი.

მისი ძირითადი გამოვლინებებია:

  • გულისცემის გახშირება;
  • შედეგზე ზედმეტი ფიქრი;
  • შეცდომის შიში;
  • კუნთების დაძაბულობა.

შენიშვნა: ამ მდგომარეობაში სპორტსმენი დგას არა მხოლოდ მეტოქის, არამედ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის წინაშე.

 

რა იწვევს მღელვარებას?

მღელვარება პირდაპირ კავშირშია მნიშვნელობასთან. რაც უფრო მაღალია მოლოდინი და პასუხისმგებლობა, მით უფრო ძლიერია შფოთვა.

ძირითადი მიზეზებია:

  1. წაგების შიში;
  2. გარეგანი მოლოდინები (მწვრთნელის, გუნდის, გულშემატკივრის მხრივ);
  3. საკუთარი თავის მიმართ მაღალი მოთხოვნები;
  4. წარსული გამოცდილების გავლენა (შეცდომების გახსენება).

ეს ფაქტორები ქმნის ძლიერ შინაგან წნეხს, რომელიც ხშირად ფიზიკურ დატვირთვაზე ძნელი სამართავია.

 

მღელვარებაპრობლემა თუ რესურსი?

სპორტულ პრაქტიკაში მღელვარებას აქვს ორმაგი ფუნქცია:

ოპტიმალურ დონეზე ის: გადაჭარბების შემთხვევაში კი:
ზრდის კონცენტრაციას

 

აჩქარებს რეაქციას

ამაღლებს მოტივაციას

არღვევს მოძრაობის ბუნებრიობას

ზრდის შეცდომის ალბათობას

ამცირებს თავდაჯერებას

მთავარი ამოცანაა არა მღელვარების გაქრობა, არამედ მისი მართვა და ფუნქციურ ენერგიად გარდაქმნა.

 

პრაქტიკული სტრატეგიები: როგორ დავეხმაროთ სპორტსმენს?

  1. წინასაშეჯიბრებო რუტინა: სტაბილური და განმეორებადი მოქმედებები (გახურება, კონცენტრაციის ტექნიკები) ამცირებს გაურკვევლობას და ზრდის ფსიქოლოგიურ სტაბილურობას.
  2. სუნთქვის ტექნიკები: ღრმა და რიტმული სუნთქვა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს სტრესულ რეაქციას.
  3. პროცესზე ფოკუსირება: შედეგზე ფიქრის ნაცვლად ყურადღება უნდა გადავიდეს მოქმედებაზე -კონკრეტულ ტექნიკაზე, მოძრაობაზე, გადაწყვეტილებაზე.
  4. ვიზუალიზაცია: წარმატებული მოქმედებების წარმოდგენა ზრდის თავდაჯერებას და ამცირებს შფოთვას უცნობი სიტუაციის მიმართ.
  5. პოზიტიური შიდა დიალოგი: სპორტსმენს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მხარდაჭერა შემდეგი ფრაზებით:
    • მე მზად ვარ.
    • მე ეს უკვე შევძელი.
    • მე შემიძლია ამის შესრულება.

 

მასწავლებლისა და მწვრთნელის როლი

მნიშვნელოვანია, მწვრთნელმა/მასწავლებელმა შექმნან ემოციურად უსაფრთხო გარემო, სადაც შეცდომა აღიქმება როგორც სწავლის ნაწილი და არა მარცხი. მათი მხარდაჭერა გულისხმობს:

  • რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბებას;
  • პროცესზე ორიენტირებული უკუკავშირის მიცემას;
  • ფსიქოლოგიური მზაობის განვითარების ხელშეწყობას.

წინასაშეჯიბრებო მღელვარება სპორტული გამოცდილების ბუნებრივი ნაწილია. ის არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, მიუთითებს, რომ სპორტსმენი ჩართულია მნიშვნელოვან პროცესში. რეალური გამარჯვება იწყება არა შეჯიბრების დროს, არამედ იმ მომენტში, როცა სპორტსმენი სწავლობს საკუთარი შფოთვის მართვას და მის გარდაქმნას მოტივაციად და კონცენტრაციად.

 

სპორტის მასწავლებელს რეფლექსიისთვის

  • როგორ რეაგირებ შენი მოსწავლეების წინასაშეჯიბრებო მღელვარებაზე?
  • რა სტრატეგიებს იყენებ მისი მართვისთვის?
  • რა შეგიძლია გააუმჯობესოს ამ პროცესში?

ეს კითხვები დაეხმარება სპორტის მასწავლებელს, გააცნობიეროს შინაგანი პროცესები, რომლებიც განსაზღვრავს შეჯიბრების საბოლოო შედეგს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

უსაფრთხო სკოლისთვის

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“