როგორ შეიძლება მხატვრული ლიტერატურა და სამოქალაქო განათლება ერთმანეთს შეერწყას ისე, რომ მოსწავლემ თეატრის სცენიდანვე გაიაზროს საკუთარი უფლებები და პასუხისმგებლობები? ამ კითხვას პასუხი გასცა სწავლების მეთოდმა „თეატრი საკლასო ოთახში“, რომელიც 2025 წლის 7 ივნისს ქუთაისის ნიღბების თეატრში გაიმართა. საგანმანათლებლო ტიპის აქტივობა ინოვაციური განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ქუთაისის №23 სკოლის IX-X კლასის მოსწავლეების თანამშრომლობით ჩატარდა. მან ერთ სივრცეში მოაქცია მასწავლებლები, დარგის სპეციალისტები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები – მომავალი მასწავლებლები.
სტატია პრაქტიკული გზამკვლევია პედაგოგებისთვის, თუ როგორ უნდა გამოიყენონ საგანთა ინტეგრაცია, ლიტერატურა და თეატრალური მეთოდები კრიტიკული აზროვნებისა და ბავშვთა უფლებების ცნობიერების ასამაღლებლად.
მთავარ სასცენო მოვლენად იქცა რევაზ ინანიშვილის მოთხრობის, „ჩიტების გამომზამთრებლის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი. პროექტი ბუნებრივად აერთიანებდა ორ საგანს ქართული ენა და ლიტერატურა მასწავლებელი – სოფო გაგოშიძე და საგანი მოქალაქეობა მასწავლებელი – შორენა ტყემალაძე.
დრამატული სცენა გადაიქცა ცოცხალ დისკუსიად, სადაც განხილულ იქნა:
- ბავშვის უფლებები და დაცვის მექანიზმები;
- საზოგადოება და ზნეობრივი ღირებულებები;
- კონკრეტული ისტორიული ეპოქა და პერსონაჟთა ფსიქოლოგიური მოტივები;
- მშობლების პასუხისმგებლობა და ბავშვის ხმა, როგორც ცვლილების ინიციატორი.
ინტეგრირებული და არაფორმალური სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის მასწავლებლებმა სასწავლო პროცესში გამოიყენეს ხუთფაზიანი სტრუქტურა, რომელიც ოთხ ძირითად ეტაპად განაწილდა.
| ეტაპი და მიზანი | ქართული ენა და ლიტერატურა (ლიტერატურული ანალიზი) | მოქალაქეობა (უფლებრივი და სოციალური კონტექსტი) | პრაქტიკული აქტივობა / მეთოდური ინსტრუმენტი |
| I ეტაპი
მოსამზადებელი ეტაპი
(ტექსტისა და პრობლემატიკის გააზრება)
|
ტექსტის შესავლის (იმედიანი ახალგაზრდა წყვილის ფოტო და წლების შემდეგ დაღლილი რეალობა) განხილვა.
დედის აგრესია (საზოგადოებრივი სტიგმა) და მამის გულგრილობა / კაბინეტომანია.
კოპებშეკრული 3 წლის ბავშვის შინაგანი სამყაროს დაკავშირება 15 წლის მოზარდთან, რომელიც „ფერად ჩიტბატონებს“ აზამთრებს.
|
ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების ინტეგრირება ლიტერატურულ ტექსტთან.
კონვენციის მუხლების იდენტიფიცირება
მუხლი 3: საუკეთესო ინტერესის დაცვა.
მუხლი 6: სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება.
მუხლი 12: აზრის გამოთქმისა და მოსმენის უფლება.
მუხლი 19: ფსიქოლოგიური უგულებელყოფისა და ძალადობისგან დაცვა.
|
კითხვების დასმა პერსონაჟებისთვის და „ემოციური რუკის“ შედგენა.
სამუშაო ჯგუფებად დაყოფა და ტექსტის მარკირება უფლებრივი ნიშნებით.
|
| II ეტაპი
განხორციელების ეტაპი
(სცენური მოქმედება და დიალოგი)
|
მოსწავლეები ინაწილებენ როლებს (ბავშვი, დედა, მამა) და აცოცხლებენ ნაწარმოების საკვანძო ეპიზოდებს. | რეალური ცხოვრებისეული დილემების გადატანა სასცენო სივრცეში, სადაც იკვეთება ბავშვის ხმის უგულებელყოფის შედეგები. | ფორუმ–თეატრის მეთოდი
კრიტიკულ მომენტში (მაგ., როდესაც დედა ჩიტებს ანთხევს ბრაზს და ისმის ბავშვის სევდიანი „კარგით, კარგით“) მაყურებელი აჩერებს თამაშს, შედის სცენაზე და ალტერნატიული ქცევებით ცდილობს სიტუაციის ჰუმანურად შეცვლას.
პირდაპირი კითხვები პერსონაჟებს
ინტერვიუ დედასთან და მამასთან მათი პასუხისმგებლობის შესახებ.
|
| III ეტაპი
ალტერნატიული სცენარის შექმნა
(მულტიმედია და 21-ე საუკუნის ხედვა)
|
რევაზ ინანიშვილის ტექსტის ფინალის გადააზრება თანამედროვე ჰუმანური ღირებულებების პრიზმიდან | ოჯახის, სკოლის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთობლივი როლის ჩვენება ბავშვის კეთილდღეობაში | მოსწავლეები ქმნიან ციფრულ ალტერნატიულ ფინალს, სადაც ბავშვის ინიციატივა („ჩიტების გამოზამთრება“) საზოგადოების მხრიდან სრულ მხარდაჭერას პოულობს. |
| IV ეტაპი
რეფლექსიისა და შეფასების ეტაპი
(შედეგების შეჯამება)
|
ტექსტიდან მიღებული ემოციური გამოცდილების გააზრება | სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ემპათიის და ბავშვთა უფლებების პრაქტიკული ღირებულების გაცნობიერება | კითხვარი
რა დილემებს წააწყდით სიმულაციის დროს?
რა განსხვავებაა გადაწყვეტილების მოკლევადიან და გრძელვადიან ეფექტებს შორის?
რამ გამოიწვია პერსონაჟთა აგრესია და ხდება თუ არა მსგავსი პრობლემები რეალურ ცხოვრებაში?
არაფორმალური შეფასების ბარათები მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი და ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვების ჩამოყალიბება |
საგნობრივი სტანდარტთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სამიზნე ცნებები: ტექსტი, კონტექსტი
უნარები: ლიტერატურული ნაწარმოების კრიტიკული გააზრება, შემოქმედებითი უნარები, მულტიმედიური ტექსტების შექმნა და საჯარო გამოსვლის კულტურა
მოქალაქეობა
სამიზნე ცნებები: საზოგადოება, დემოკრატია, მონაწილეობა,მდგრადი განვითარება
უნარები: საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვის გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, თანამშრომლობა და ემპათია
ამ პროცესშივე უნდა განვიხილოთ რისკები და მათი დაძლევის გზები პედაგოგებისთვის. ეს შეიძლება იყოს მოსწავლეთა სცენაზე გამოსვლის უხერხულობა. ამიტომ შესთავაზეთ ალტერნატიული როლები (რეჟისორი, დეკორატორი, მულტიმედია რესურსების შემქმნელი) და ვივარჯიშეთ მეგობრულ, არაფორმალურ გარემოში. ასევე რისკი შეიძლება იყოს თემის ზედაპირული განხილვა, ამისათვის გამოიყენეთ მიზნობრივი კითხვები რეალურ ცხოვრებასთან კავშირებით, პერსონაჟების ფსიქოლოგიური მოტივებით.
ინიციატივამ „თეატრი საკლასო ოთახში“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწავლა სცენიდან განსაკუთრებულად ეფექტური მეთოდია ღირებულებებზე დაფუძნებული განათლებისთვის.
მადლობა ქუთაისის ნიღბების თეატრის ხელმძღვანელობას გულწრფელი მასპინძლობისთვის სცენა მართლაც იქცა საკლასო ოთახად, სადაც თეატრმა სწავლა-სწავლების პროცესი უფრო საინტერესო გახადა. მადლობა ქუთაისის №23 სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც სცენაზე რეალური ისტორიული პერიოდი საინტერესოდ გააცოცხლეს.
რეფლექსიის ბარათები მოსწავლეებისთვის „ჩიტების გამომზამთრებელი“
| ბარათი №1: ლიტერატურული პერსონაჟი და ჩემი ემპათია
ამ ბარათის მიზანია ტექსტის ემოციური გააზრება და პერსონაჟის მდგომარეობის დაკავშირება ბავშვის უფლებებთან
|
|
| ბარათი №2: ფორუმ-თეატრი და ალტერნატიული ნაბიჯები
ამ ბარათის მიზანია სცენაზე განვითარებული მოვლენების კრიტიკული ანალიზი და პრობლემის გადაჭრის ჰუმანური გზების ძიება.
|
|
| ბარათი №3: ლიტერატურის და მოქალაქეობის საგნების ინტეგრაცია
ამ ბარათის მიზანია ორ საგანს შორის კავშირი და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერება.
|
დღევანდელი აქტივობიდან მივხვდი, რომ ბავშვის ხმა მნიშვნელოვანია, რადგან…
|
იმისათვის, რომ სცენაზე შესვლისა და პერსონაჟებთან დიალოგის (სიმულაციის) პროცესი მაქსიმალურად ღრმა, შინაარსიანი და პრაქტიკული იყოს, მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სპეციალური მეთოდური ინსტრუმენტი როლური ინტერვიუს მეთოდი.
ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, მოსწავლეები ირგებენ მენტორ-მკვლევრისა და ადვოკატის როლებს, რათა სცენაზე შესულებმა პირდაპირ დაუსვან კითხვები ტექსტის გმირებს (დედას, მამას, თავად ბავშვს) და ამოიცნონ მათი ქცევის ძირეული მიზეზები.
| კითხვები დედასთან
ფსიქოლოგიური სტიგმისა და უგულებელყოფის ანალიზი |
კითხვები მამასთან გულგრილობისა და „კაბინეტომანიის“ ანალიზი | კითხვები ბავშვთან
სცენაზე შესული თანატოლის დიალოგი |
| მიზანი: მოსწავლემ დაინახოს, თუ როგორ ანთხევს დედა საზოგადოებრივი წნეხისა და განცდილი სტიგმის შედეგად წარმოქმნილ აგრესიას უმწეო არსებებზე.
სცენაზე შესვლის პროვოკაციული ფრაზა მოსწავლისგან: „გაჩერდი! შეხედე შენს შვილს თვალებში. შენ გგონია, რომ ჩიტების გამოზამთრება სისულელეა, მაგრამ სინამდვილეში შენივე შიში არ გიშვებს, რომ ის სხვებისგან განსხვავებული იყოს?“ სიღრმისეული სადისკუსიო კითხვები დედას:
|
მიზანი: მოსწავლემ გააანალიზოს, რომ გულგრილობა და პასუხისმგებლობის არიდება ისეთივე მძიმე დანაშაულია, როგორიც აგრესია.
სცენაზე შესვლის პროვოკაციული ფრაზა მოსწავლისგან: „შენ ამბობ, რომ თუ არავინ გავალებს, არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო… ანუ შენთვის ადამიანი მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ზემოდან ბრძანება მოდის?“ სიღრმისეული სადისკუსიო კითხვები მამას:
|
მიზანი: ბავშვის ხმის ამოქმედება და მისი უფლებების (კონვენციის მე-12 მუხლი) პრაქტიკული რეალიზება.
სცენაზე შესვლის პროვოკაციული ფრაზა მოსწავლისგან: „არ შეშინდე, შენ მარტო არ ხარ! შენ მიერ გაზრდილი ეს პატარა ჩიტები შენი თავისუფლებისა და სიკეთის ნაწილია. რატომ გეშინია შენი ხმის ამოღების?“ სიღრმისეული სადისკუსიო კითხვები ბავშვს:
|
გამოყენებული ლიტერატურა
- ინანიშვილი, რ. (1988). მოთხრობები და პიესები (ნოველა-პიესა „ჩიტების გამომზამთრებელი“).
- გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UNICEF). (1989). ბავშვის უფლებათა კონვენცია (UNCRC). ნიუ-იორკი. გაერო.
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2023). ეროვნული სასწავლო გეგმა (საბაზო და საშუალო საფეხური).
- ბოალი, ა. (Augusto Boal). (2000). ჩაგრულთა თეატრი (Theatre of the Oppressed). ლონდონი: Pluto Press. (ფორუმ-თეატრისა და სასცენო სიმულაციების მეთოდოლოგიური საფუძველი).
- ევროპის საბჭო (Council of Europe). (2018). დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო (RFCDC). სტრასბურგი.
ნაწყვეტები სპექტაკლიდან https://drive.google.com/file/d/1Uilqvn-yKRYXjTI8_oFKRLc9J5E0Vm7g/view


