ბავშვებისთვის მათემატიკა, ხშირად, რთულ და მშრალ საგნად მიიჩნევა, თუმცა სწორი მიდგომით, თუ მასწავლებელი მოახერხებს თამაშის ელემენტების ჩართვასა და გამოყენებას, ის შეიძლება იქცეს საყვარელ, მარტივ და გასაგებ საგნად. აქცევს მას ყოველდღიურ გამოცდილებად. ამ დროს მოსწავლეები აღარ სწავლობენ მექანიკურად __ ისინი იგებენ, ფიქრობენ და აკეთებენ აღმოჩენებს.
ბავშვებს ძალიან უჭირთ რიცხვების ერთი საზომი ერთეულიდან მეორეში გადაყვანა – მეტრიდან – დეციმეტრებში, დეციმეტრიდან – სანტიმეტრებში, სანტიმეტრიდან -მილიმეტრებში და პირუკუ.
ამ თემის უკეთ გასაგებად გამოვიყენე მარტივი, ძალიან ეფექტური მეთოდი „თითებით სწავლა“;
ყველა თითს მივანიჭე საზომი ერთეულის სახელი:
პატარა თითი – მილიმეტრი (მმ.)
შემდეგი – სანტიმეტრი (სმ.)
შუა თითი – დეციმეტრი (დმ.)
შემდეგი – მეტრი (მ.)
და დიდ თითი – კილომეტრი (კმ.)
ასევე ბავშვებმა ძალიან მარტივად დაიმახსოვრეს, რომ როდესაც თითებზე ვმოძრაობთ მარცხენა მხრიდან მარჯვნივ, ანუ დიდიდან მცირე ერთეულზე, რიცხვი იზრდება. მას ვამრავლებთ ათზე და რამდენი თითიც შეხვდებათ მის მარჯვნივ იმდენ ნულს ვუწერთ. ხოლო როცა მივდივართ მარჯვნიდან მარცხნივ, პირიქით ვყოფთ 10-ზე და რამდენი თითიც არის მის მარცხნივ იმდენ ნულს ვაშორებთ.
ბავშვები სიხარულით მეცადინეობენ თითების დახმარებით. თემაც უფრო სახალისო, საინტერესო და გასაგები ხდება.
მეთოდი ააქტიურებს, მოსწავლეთა ფიქრს და დაკვირვების უნარს. ზრდის ჩართულობასა და მოტივაციას, რადგან ისინი თავად აღმოაჩენენ გარდაქმნის პრინციპს. გარდა ამისა, გაკვეთილი გამოდის ინტერაქციული, შემოქმედებითი და სახალისო. გაკვეთილის მიზანიც სწორედ ხომ სწორედ ესაა.
გაკვეთილის მიზანი
- მოსწავლეებმა გაიაზრონ სიგრძის საზომ ერთეულებს შორის არსებული დამოკიდებულება.
- შეძლონ დიდიდან მცირე ერთეულებზე გადაყვანა და პირიქით.
- განივითარონ დაკვირვების, აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები.
- შეიგრძნონ, რომ მათემატიკის სწავლა შეიძლება საინტერესო და სახალისო იყოს.
რესურსები
ფერადი მარკერები
სქემა დაფაზე
დავალების ბარათები (გარდაქმნის სავარჯიშოები)
| კმ. | მ. | დმ. | სმ. | მმ. | ||
| 1 | 0 | 0 | 0 | |||
მაგ. 1მ.=1000მმ.



