ჩვენი მოსწავლეები ხშირად მიდიან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გასტროლებზე და სხვა. ამ პროცესს ხელი განსაკუთრებით შეუწყო შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების თავისუფლებამ.
ბევრჯერ შევსწრებულვარ სურათს, როცა მოგზაურობიდან დაბრუნებული ბავშვები თანატოლების კითხვებს მონდომებით რომ პასუხობენ და უზიარებენ შთაბეჭდილებებს. დამეთანხმებით, ხშირად მასწავლებლებიც ვუთმობთ დროს მოსწავლეებს მოგზაურობის განცდების გასაზიარებლად, რაც ასევე ეს ბუნებრივი პროცესია.
მოგზაურობის შთაბეჭდილებები ერთგვარ საგანმანათლებლო რესურსად არაერთხელ ვაქციე (სტატიების ბმულები). ამჯერად ჩვენი მოსწავლეებისთვის შევქმენი სამოგზაურო კითხვარი, რომლის დახმარებითაც გაუადვილდებათ აღმოაჩინონ ის ქვეყანა, სადაც მიდიან სამოგზაუროდ, თავი მოუყარონ ინფორმაციას და დაფიქრდნენ განსხვავება-მსგავსებებზე. უკან დაბრუნების შემდეგ კი მარტივად გაუზიარონ შთაბეჭდილებები თანაკლასელებს ან სხვა დაინტერესებულ პირებს.
- სამოგზაურო კითხვარი რამდენიმე ნაწილად დავყავი. მაგალითად:
ნაწილი I – კითხვები გამგზავრებამდე
- რას ველოდები ყველაზე მეტად ამ მოგზაურობისგან?
- რა ვიცი ამ ქვეყნის შესახებ?
- ნაწილი II – ფაქტები და პირველი შთაბეჭდილებები
ქვეყნის/ქალაქის იდენტობა:
-
- როგორია შენი მასპინძელი ქვეყნის/ქალაქის 3 ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ან სიმბოლო?
- დაასახელე 3 განსხვავებული კერძი, რომელიც დააგემოვნე და რომლის შესახებაც საქართველოში არ გსმენია.
ყოველდღიური ცხოვრება და ტრანსპორტი:
- რომელია ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული საშუალება? აღწერე, რით განსხვავდება ის ქართული სატრანსპორტო სისტემისგან (თუ რამე განსხვავებას აღმოაჩენ).
- ნაწილი III – გავიცნოთ ახლოს…
გარემო და ეკოლოგია
-
- როგორ ზრუნავენ ადგილობრივი მოსახლეობა და მთავრობა გარემოზე (მაგალითად, ნაგვის დახარისხება, პარკები, ველოსიპედის ბილიკები)?
- რას გააკეთებდი საქართველოში ანალოგიური სიტუაციის შესაქმნელად?
რამ დამაფიქრა მოგზაურობის დროს?
-
- აღწერე ერთი მომენტი ან სიტუაცია, რომელმაც დაგაფიქრა ცხოვრების, კულტურის ან შენი მომავლის შესახებ.
- როგორ შეცვალა ამ გამოცდილებამ ჩემი წარმოდგენა ამ ქვეყნის შესახებ?
რატომ ურჩევდი ამ ქვეყანაში თანაკლასელს/თანატოლს მოგზაურობას?
-
- შეაჯამე შენი გამოცდილება და დაასახელე 3 მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროს შენი თანატოლი ამ ქვეყანას/ქალაქს.
- ნაწილი III – შემოქმედებითი აქტივობა დაბრუნების შემდეგ
- კითხვარზე დაყრდნობით მოამზადე მოკლე პრეზენტაცია (5-7 წუთი) და აჩვენე 3 მსგავსება და 3 განსხვავება მასპინძელ ქვეყანასა და საქართველოს შორის;
- შექმენი მოკლე ვიდეო ან ფოტო-ამბავი/კოლაჟი, სადაც აღწერ ერთი ჩვეულებრივი დღის ქრონოლოგიას მასპინძელ ქვეყანაში, აქცენტი გააკეთე იმ დეტალებზე, რაც ქართული ყოველდღიურობისგან განსხვავდება.
კითხვარის სრული ვერსიის ჩამოტვირთვა
2025 წლის ოქტომბრის თვეში ორ მოსწავლესთან გერმანიაში Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გავემგზავრეთ. ამავდროულად ერთი მოსწავლე მშობლებთან ერთად იტალიასა და შვეიცარიაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ, ერთი ბალტიის ქვეყნებში… კითხვარის შევსება სწორედ მათ ვთხოვე.
მე-9 კლასელი საბა საპონჯიანი ასე აღწერს იტალიის სატრანსპორტო სისტემას.
მე-11 კლასელი ფამილ ჰუსეინოვი თანატოლებს ურჩევს გერმანიაში მოგზაურობას, რადგან:
ნუივარ ზეინალოვა ასევე XI კლასში სწავლობს. ის გერმანიაში ყოფნის დროს სულ აკვირდებოდა გარემოს, ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებას, სატრანსპორტო სისტემას და ა.შ. გერმანელების პუნქტუალობა შენიშნა.
- ფოტო კოლაჟი ნუივარ ზეინალოვასა და ფამილ ჰუსეინოვის მიერ გერმანული თავგადასავლის შესახებ შექმნილი პრეზენტაციიდან
სამოგზაურო კითხვარი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას სისტემატურად შეისწავლონ სხვა ქვეყნები, გააანალიზონ კულტურული მსგავსება-განსხვავებები და კრიტიკულად იფიქრონ საკუთარი და უცხო რეალობის შესახებ.





