მოზარდისთვის ფიზიკის შესწავლა მხოლოდ თეორიულ განხილვაზე დაყრდნობით ვერ იქნება სრულყოფილი. მისი არსი ემპირიულ გამოცდილებაშია. რეალური ცოდნა ყალიბდება მაშინ, როცა მოსწავლე თავად აკვირდება ექსპერიმენტს და აფასებს, როგორ მუშაობს თეორია პრაქტიკაში. სწავლა-სწავლების პროცესში ექსპერიმენტი ფიზიკის სიღრმისეული გააზრების დასაყრდენ კომპონენტს წარმოადგენს. ამყარებს თეორიულ ცოდნას, აღვივებს კოგნიტიურ ინტერესს და მოსწავლეს სამეცნიერო პროცესთან აკავშირებს .
თანამედროვე საგანმანათლებლო გარემო მოითხოვს ისეთი სასწავლო რესურსების გამოყენებას, რომლებიც პედაგოგს პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურ მხარდაჭერას სთავაზობს. ექსპერიმენტების დაგეგმვისა და განხორციელების სასწავლო-მეთოდური პუბლიკაციები, ამარტივებს როგორც ტრადიციული ლაბორატორიული, ისე ციფრული სიმულაციური ექსპერიმენტების ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჩატარებას. ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და არსებითად ამდიდრებს სასწავლო პროცესს.
ვრცლად


