ტრადიციული სასწავლო მეთოდები სულ უფრო ხშირად იცვლება. ციფრული სამყაროს მოთხოვნების შესაბამისად, მრავალფეროვანი გახდა ციფრული სწავლების ხელსაწყოებიც. მათი სწორი გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეზე ორინეტირებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებას. ამიტომაც არის, რომ განათლების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლება ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად აქცია. ინტერაქტიული სწავლების ელემენტები (როგორიცაა ვირტუალური კლასები და ონლაინპლატფორმები (მაგ., Google Classroom, Moodle, Microsoft Teams), გეიმიფიკაცია (სასწავლო პროცესში თამაშების ელემენტების ინტეგრირება, მაგ., Kahoot, Quizizz, Duolingo), ვირტუალური და გაფართოებული რეალობა (VR/AR; მაგალითად, მოსწავლეები ისტორიული მოვლენების 3D-მოდელების შექმნისთვის იყენებენ Miro, Padlet, Google Docs და სხვ. ინსტრუმენტებს და ამ მიზნით ინდივიდუალურ, ერთობლივ და ჯგუფურ პროექტებს ქმნიან)) საშუალებას აძლევს მასწავლებელს, უზრუნველყოს პერსონალიზებული სასწავლო პროცესი მოსწავლეების უნარების, ინტერესებისა და სწავლების ტემპის გათვალისწინებით. ამ დროს აქტიურად გამოიყენება:
- ხელოვნური ინტელექტის (AI) პლატფორმები;
- ადაპტური სწავლების სისტემები (მაგალითად, Duolingo, რომელიც მარტივად ადგენს მოსწავლის ცოდნის დონეს უცხო ენასთან, მაგალითად, ინგლისურთან მიმართებით; არკვევს, კონკრეტულად რა ტიპის პრობლემები აქვს მოსწავლეს ენის შესწავლის კუთხით და სთავაზობს შესაფერის დამატებით აქტივობებს);
- ონლაინტესტირებები და უკუკავშირი (რითაც სწავლების პროცესი უფრო ეფექტური ხდება);
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმები დიფერენცირებული დავალებებით და სხვ.
ფაქტია, რომ თანამედროვე ციფრული სწავლების მიდგომები მნიშვნელოვნად ცვლის საგანმანათლებლო პროცესს. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ისტორიის გაკვეთილებზე, ისეთი ციფრული რესურსების გამოყენებისას, როგორიცაა WeVideo, Kahoot, Vidnoz და ა.შ. მოსწავლეები ამზადებენ ინტერაქტიულ მასალებს, რომლებიც ფოკუსირებულია კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებზე, მოვლენებზე, ისტორიულ პერსონალიებზე, უკეთ ითვისებენ და აანალიზებენ, აქტიურად ერთვებიან კვლევებში. ასეთ პირობებში ციფრულ მასალებზე დაყრდნობილი ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლება მოსწავლეების აკადემიური წინსვლის ხელშემწყობ პირობად განიხილება.
როგორ გავხადოთ ციფრული უნარები მიზანზე ორიენტირებული? როგორ გამოვიყენოთ ციფრული სწავლების ელემენტები ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლებისთვის?
განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი X კლასის ისტორიის საგნობრივი დისციპლინის მაგალითზე.
სწავლების ფორმა – პროექტული: მასწავლებელი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს პროექტს და ამ მიზნით იყენებს ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლების ელემენტებს.
განსახილველი თემა: „საქართველო ანტიკურ და გვიანანტიკურ პერიოდში“ (შეისწავლება საკითხები: საქართველოს ურთიერთობა რომთან და ირანთან ანტიკურ და გვიანანტიკურ ხანაში, რომის იმპერიის კრიზისი, ქართლის გაქრისტიანება, ვახტანგ გორგასალი და სხვ.).
პირველი ეტაპი:
აქტივობა 1– მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, იყენებენ ვირტუალურ რეალობას (VR), რათა რომაული ეპოქის 3D მოდელი გააანალიზონ (მაგალითად, https://artsandculture.google.com/story/3AWBst77BoGeJQ და Google Expeditions ან VR აპლიკაციებით ათვალიერებენ რომაული ხანის არქიტექტურულ ძეგლებს);
აქტივობა 2 – მსჯელობენ რომის იმპერიის მიღწევებზე, განიხილავენ სასანიდური ირანისთვის დამახასიათებელ არტეფაქტებს, არექოლოგიურ მასალებს გვიანანტიკური ხანის საქართველოს კონტექსტში. Google Arts & Culture პლატფორმა უზრუნველყოფს ვიზუალურ და ინფორმაციულ წვდომას აღნიშნულ თემებზე, რის საფუძველზეც სწავლების პროცესი უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელია მოსწავლისთვის და მორგებულია მის ინტერესსა და საჭიროებას (იხ. ნიმუში, სურ.1,2).
https://artsandculture.google.com/story/_QVB4rbRG0TVOw
სურ.1
სურ.2.
- სურ.2.აქტივობა 3 – მოსწავლეები Kahoot–ის ტესტში იღებენ მონაწილეობას, რათა შეამოწმონ, რამდენად კარგად გაიგეს გაკვეთილი.მეორე ეტაპი – აქტიურდება პერსონალიზებული სწავლება:
- მასწავლებელი, რომელიც პირველ ეტაპზე მოსწავლეთა შედეგებს აკვირდებოდა, სთავაზობს მათ ინდივიდუალურ, პერსონალურ საჭიროებებზე მორგებულ დავალებებს:
- ის მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილის პირველ ეტაპზე სუსტი პასუხებით გამოირჩეოდნენ, დამატებით ვიდეომასალებს გაეცნობიან (ენობრივი ბარიერის დაძლევის მიზნით გამოიყენებენ Google Translate-ს, ან ვიდეომასალებზე მონიშნავენ „ქართულ ტიტრებს“, ან მიიღებენ სავარჯიშოებს ძირითადი ფაქტების დასამახსოვრებლად);
- მაღალი აკადემიური დონის მოსწავლეები მსჯელობენ კვლევით საკითხებზე (მაგალითად, „რომის კრიზისის მთავარი მიზეზები“, ან Google Docs-ის გამოყენებით წერენ მოკლე ანალიზს, ან კიდევ უფრო ღრმად იკვლევენ საკითხს და Google Docs-ს იყენებენ მასწავლებლის სწრაფი უკუკავშირისთვის, ან Kahoot-ის გამოყენებით ქმნიან რესურსებს რომის იმპერიასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხის, მაგალითად, ქართლის გაქრისტიანების, ვახტანგ გორგასლის და ა.შ. შესახებ;
- მათ, ვისთვისაც ვიზუალური აღქმა უფრო მნიშვნელოვანია, შეუძლიათ მოკლე ანიმაციის ან სურათი-სიმბოლოების შექმნა Canva-ს ან Animaker-ის გამოყენებით;
- ამავე ეტაპზე, ადაპტირებული დავალებების სახით, მასწავლებელი კლასს სთავაზობს https://www.canva.com/dream-lab-ის ან ai Dream by WOMBO-ს დახმარებით მოცემულ თემატიკაზე სურათების შექმნას, რომლის გენერირების პროცესშიც იკვეთება, რა იცის მოსწავლემ საკითხის გარშემო და როგორ ცდილობს რეალურ მოდელთან მიახლოებული სურათის შექმნას ხელოვნური ინტელექტისთვის უფრო მეტი ინფორმაციისა და ფაქტების მიწოდების გზით.
მოსწავლეთა შესრულებული დავალებების ნიმუშები:
- ვახტანგ გორგასლის ეპოქა
https://create.kahoot.it/details/2ef810a1–61ae–44f2–aa04–da864b31cf38
- რომის იმპერიის კრიზისი
https://drive.google.com/file/d/13sUvm4BeliAzI9WJ719eCxMQKUsTlHCR/view
- ქართლის გაქრისტიანება
https://create.kahoot.it/details/60a84d96–904d–479b–a1d1–79b04588895b
- ვახტანგ გორგასალი და ქრისტიანობა
https://create.kahoot.it/details/29ec12cc–e57b–461e–ab0f–a17e27bac3da
- გონიოს ციხე – რომაული ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლი საქართველოში
https://drive.google.com/file/d/1SPBS6LJw5Ggr9qwR2b5YGhnyoW5DiVOX/view
- ანალიზური ესე: „რომის დასუსტება და სასანიანთა გაძლიერება კავკასიაში“ (მასწავლებლის უკუკავშირით)
https://docs.google.com/document/d/18XZnyEuZqIYsBcqF4oW5vYkG5oSI6YGiPpJSrxXnSmU/edit?usp=sharing
- გონიოს ციხის სურათი – https://www.canva.com/dream–lab
- სურათის შექმნა ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით https://dream.ai/listing/c6a963e9–fbca–4193–ae1a–2e702158a1f6
მესამე ეტაპზე – მასწავლებელმა კლასს შესთავაზა, ChatGPT–ის დახმარებით შეესრულებინათ დავალება „საქართველო, ირანი და რომი ანტიკურ და გვიანანტიკურ ხანაში“. ამ მიზნით დავალების სტრუქტურის და შეფასების სქემების შესახებ მოსწავლეებმა ინფორმაცია აიღეს თავად ChatGPT –ისგან.
მეოთხე – რეფლექსიის ეტაპზე – მოსწავლეთა ნამუშევრების ანალიზმა აჩვენა, რომ:
- https://www.wevideo.com/ – მოქნილი ინსტრუმენტია ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლებისთვის. მოსწავლეებმა გამოიყენეს WeVideo, რათა შეექმნათ მოკლე დოკუმენტური ფილმი რომის იმპერიის კრიზისის (III საუკუნის კრიზისი) შესასწავლად. ვიდეოში წარმოაჩინეს ის ფაქტორები, რომლებმაც იმპერიის დასუსტება გამოიწვია: ეკონომიკური ვარდნა, სამხედრო პრობლემები და შიდა არასტაბილურობა; ამისთვის დაამუშავეს ისტორიული წყაროები და ვიზუალური მასალები, რითაც ისტორიული მოვლენის უკეთ გააზრება შეძლეს;
- ამავე მიზნით ეფექტურია Vidnoz–ის გამოყენება – https://www.vidnoz.com/ მოსწავლეებმა რომისა და საქართველოს ურთიერთობის გასააზრებლად შექმნეს ინტერაქტიული ვიდეო, რომლის ხმოვანმა ეფექტებმა ინფორმაციის აღქმა გაუმარტივა მოსწავლეებს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოსწავლეებმა წარმოაჩინეს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაული ხანის გონიოს (პეტრას) ციხე-სიმაგრის გათხრები და რომის იმპერიის პოლიტიკური და კულტურული გავლენა საქართველოზე. AI–ის გამოყენებამ მოსწავლეებს გაუუმჯობესა:
- ისტორიული კვლევის უნარები, რაც გამოიხატა ინფორმაციის სწრაფად მოპოვებასა და ანალიზში. იმისათვის, რომ გამოეკვლიათ, როგორ იყო დაკავშირებული გონიოს ციხე რომის იმპერიასთან და რატომ იყო მნიშვნელოვანი რომაული ლეგიონებისთვის, მოსწავლეებმა:
- ინფორმაცია მოიძიეს Google Arts & Culture-ის, Google Earth-ისა და AI ჩატბოტის (ChatGPT) დახმარებით;
- დაათვალიერეს გონიოს ციხის 3D-მოდელი, შეისწავლეს და უპასუხეს კითხვებს:
– რომელი რომაული ლეგიონი იყო განლაგებული გონიოში?
– რა სტრატეგიული ფუნქცია ჰქონდა ამ ციხესიმაგრეს?
– რით ჰგავდა გონიოს ციხე სხვა რომაულ ციხე-სიმაგრეებს და ა.შ.
- მიღებული შედეგი, ერთგვარი რეზიუმეს სახით, ასახეს რესურსში, რომლისთვისაც გამოიყენეს Vidnoz-პლატფორმა;
- მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიზუალური პრეზენტაციები გახდა უფრო შთამბეჭდავი, რადგან 3D-გამოსახულებებისა და ანიმაციების გამოყენებამ უფრო დასამახსოვრებელი გახადა დოკუმენტური მასალა;
- ისტორიული ეპოქის აღქმის უნარები, რადგან ისტორია შეიგრძნეს უფრო ინტენსიურად, ცოცხლად.
- Kahoot – ვიქტორინა სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა აკადემიური დონის მოსწავლეებისათვის. მათ Kahoot გამოიყენეს ვახტანგ გორგასლის როლის უკეთ შესასწავლად, შექმნეს ინტერაქტიული ვიქტორინა, რომელიც მოიცავდა კითხვებს მეფის რეფორმებზე, სამხედრო კამპანიებზე და მის ურთიერთობაზე სასანიდურ ირანთან. ამ გზით კლასში შეიქმნა კონკურენტული და სახალისო გარემო, რაც მოსწავლეებს მოტივაციას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ სწავლის პროცესში;
- Google Docs შესანიშნავი რესურსია ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლებისათვის: ამ დროს მოსწავლეები და მასწავლებლები ერთდროულად მუშაობენ დოკუმენტზე; შესაძლებელია კომენტარებისა და ცვლილებების რეალურ დროში გაკეთება, ტექსტის ერთობლივი დამუშავება; დავალება მორგებულია მოსწავლის საჭიროებას, მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი ტემპით იმუშაონ და მიიღონ უკუკავშირი; შესაძლებელია ტექსტის მორგება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვისაც (მაგ., ფონტის ცვლილება, ხმის დახმარება და სხვ.). რაც შეეხება ინტერაქტიულობას, ჩაშენებული კომენტარებისა და წინადადებების საშუალებით მასწავლებელს შეუძლია სწავლების დიფერენცირება, სხვადასხვა მედიის (სურათები, ვიდეოები, ბმულები) ჩასმა დოკუმენტში და ა.შ.
- ChatGPT – საკმაოდ მორგებული აღმოჩნდა ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რადგან ყველა მოსწავლემ დაინახა დავალების იდეა შესაძლებლობის ფარგლებში. ChatGPT-მ მათ გაუადვილა რთული დავალებების შესრულება დიალოგური მუშაობის ფარგლებში, წაახალისა მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარები;
- AI-ის გამოყენება ძალზე ხელსაყრელია ადაპტირებული დავალებებისთვისაც.
რომის იმპერიის კრიზისის, ქართლის გაქრისტიანებისა და ვახტანგ გორგასლის თემებზე მომზადებულმა მასალებმა ნათლად აჩვენა, როგორ შეუძლია მოსწავლეს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ისტორიის გაცოცხლება და გააზრება, საკუთარი მიღწევების დანახვა, ცოდნის დამოუკიდებლად შეძენა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესება მოქნილი ინსტრუმენტების გამოყენებით.
ინტერაქტიულმა და პერსონალიზებულმა სწავლებამ ციფრული ხელსაწყოების საშუალებით გააძლიერა მოსწავლეთა ჩართულობა და კრიტიკული აზროვნება, დაადასტურა, რომ ისტორიის სწავლებაში მხოლოდ ტექსტები და ლექციური სტილის გაკვეთილები აღარ არის საკმარისი – საჭიროა მრავალმხრივი მიდგომები, როგორიცაა ვიდეომასალები, ვიქტორინები და ინტერაქტიული რესურსები. მოსწავლეებს მეტი საშუალება აქვთ ინდივიდუალური განვითარებისათვის, ცოდნის დამოუკიდებლად და ეფექტურად დაუფლებისათვის.
ფაქტობრივად, მომავალი განათლებაში ეკუთვნის ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც ციფრულ და ტრადიციულ სწავლების პროცესს გააერთიანებს.
გამოტანები
ინტერაქტიულმა და პერსონალიზებულმა სწავლებამ ციფრული ხელსაწყოების საშუალებით გააძლიერა მოსწავლეთა ჩართულობა და კრიტიკული აზროვნება, დაადასტურა, რომ ისტორიის სწავლებაში მხოლოდ ტექსტები და ლექციური სტილის გაკვეთილები აღარ არის საკმარისი – საჭიროა მრავალმხრივი მიდგომები, როგორიცაა ვიდეომასალები, ვიქტორინები და ინტერაქტიული რესურსები.
თანამედროვე ციფრული სწავლების მიდგომები მნიშვნელოვნად ცვლის საგანმანათლებლო პროცესს. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ისტორიის გაკვეთილებზე, ისეთი ციფრული რესურსების გამოყენებისას, როგორიცაა WeVideo, Kahoot, Vidnoz და ა.შ. მოსწავლეები ამზადებენ ინტერაქტიულ მასალებს, რომლებიც ფოკუსირებულია კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებზე, მოვლენებზე, ისტორიულ პერსონალიებზე, უკეთ ითვისებენ და აანალიზებენ, აქტიურად ერთვებიან კვლევებში.