Gencraft არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და საუკეთესო AI პლატფორმა, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს აქცევს განსაცვიფრებელ სურათებად და ვიდეოებად.
ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ყველაზე კრეატიულ ადამიანებსაც კი შეუძლიათ მიაღწიონ ახალ სიმაღლეებს თავიანთი უნიკალური შემოქმედებისა და ისტორიების გაზიარებით.
Gencraft უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, უახლესი ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობას.
მომხმარებელი იღებს 5 უფასო დღიურ კრედიტს, თითოეული კრედიტი ქმნის მრავალ სურათს. ეს სურათები შეიძლება გამოქვეყნდეს ჩვენს სოციალურ Explore არხზე, სადაც სხვა შემქმნელებს შეუძლიათ მოწონება და კომენტარის გაკეთება.
მიუხედავად იმისა, რომ უფასო მოდელები შესანიშნავია შემოქმედებითი მოგზაურობის დასაწყებად, Gencraft გვთავაზობს პრემიუმ ფუნქციებს – Gencraft Pro:
- სურათების ატვირთვა
- გენერირებული სურათების რედაქტირება
- საკუთარი AI მოდელების სწავლება
- გამოსახულების უწყვეტი შენახვა
https://gencraft.com/ – პლატფორმაზე დარეგისტრირება მარტივია.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ დაწერილი მოთხოვნა იყოს გასაგები, რა უნდა შექმნას
AI-მ. პლატფორმა გვთავაზობს რამდენიმე რჩევას:
1–ელი რჩევა: დავიწყოთ ნათელი და კონკრეტული მოთხოვნით
ბუნდოვანმა მოთხოვნებმა შეიძლება დააბნიოს მოდელი და მივიღოთ შედეგები, რომლებიც შეიძლება არ ემთხვეოდეს იმას, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ.
,,ლამაზი პეიზაჟის” ნაცვლად მოვითხოვოთ ,,მშვიდი მზის ჩასვლის პლაჟის სცენა პალმებითა და ნაზი ტალღებით.”
მე–2 რჩევა: გამოვიყენოთ აღწერა განწყობისა და სტილისთვის
დავამატოთ ზედსართავი სახელები და ზმნები, რათა ზუსტად ჩამოვაყალიბოთ განწყობა, ტონი ან ვიზუალური სტილი, რომლის მიღწევაც გვსურს. მაგალითად:
- ,, ფერადი ტყე მბზინავი სოკოებითა და ზღაპრული შუქებით.”
- ,,კატის მინიმალისტური შავ-თეთრი პორტრეტი იდუმალი გამომეტყველებით.”
აღწერა ეხმარება AI-ს გააცნობიეროს გრძნობა და განწყობა. რაც უფრო ნათელი იქნება აღწერილობა, მით უფრო მიუახლოვდება AI ჩვენს შემოქმედებით ხედვას.
მე–3 რჩევა: მივმართოთ პერსონაჟს ან მხატვარს შთაგონებისთვის
შეგვიძლია, AI-ს მივანიშნოთ ხელოვნების სტილი, მოძრაობა ან მხატვარი. მაგალითად:
,,ფუტურისტული ქალაქური პეიზაჟი, რომელიც შთაგონებულია Cyberpunk 2077-ის ნეონის ესთეტიკით.”
,,მეოცნებე ღამის ცა ვან გოგის ვარსკვლავური ღამის სტილში.”
ეს ეხმარება AI-ს, რომ ჩვენი ხედვა შეესაბამებოდეს არსებულ ესთეტიკას, უბიძგებს მას ჩვენთვის სასურველი სტილისკენ.
მე–4 რჩევა: მოვერიდოთ უარყოფას მოთხოვნებში
AI-ს შეუძლია ბრძოლა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა ,,არა” ან ,,გარეშე”.
,,დიდი სასახლე, აუზის გარეშე” – ამის ნაცვლად, ვცადოთ ფოკუსირება იმაზე, რისი ნახვაც გვსურს: ,,შექმენით თანამედროვე სასახლე, რომელიც გარშემორტყმულია ბაღით”.
მე–5 რჩევა: ექსპერიმენტი ჩვენი მოთხოვნის ფორმატით
შეგვიძლია, ჩვენი მოთხოვნა დავწეროთ წინადადების ან სიის სახით.
- წინადადება: ,,კატა, რომელიც ზის სანაპიროზე და ტკბება მზის სხივებით.”
- სია: ,,კატა, სანაპირო, ნათელი მზე, მხიარული გამომეტყველება.”
როგორც აღვნიშნე, შესაბამის ველში ვწერთ ზუსტ, აღწერით მოთხოვნას. მაგალითად: ,,გთხოვთ, შექმენით ფუტურისტული ქალაქური პეიზაჟი, რომელიც შთაგონებულია Cyberpunk 2077-ის ნეონის ესთეტიკით.”
შემდეგ ვაწკაპებთ GENERATE– ს და აი, უსწრაფესი შედეგი – AI-ის მიერ შექმნილი სურათები:
სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის, AI – ის საშუალებით შეგვიძლია, მრავალი საინტერესო და სახალისო აქტივობა შევთავაზოთ მოსწავლეებს, რომელიც მათ დაეხმარება შემოქმედებითი, დამოუკიდებლად სწავლის, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში.
გამოყენებული რესურსი:
პლატფორმა – https://gencraft.com/