ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
26 აგვისტო, ოთხშაბათი, 2026

Gamma App – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფიზიკის გაკვეთილებზე

ხელოვნური ინტელექტის (AI) საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირება ეხმარება მასწავლებლებს, გაკვეთილები უფრო საინტერესოდ წარმართოს, ხოლო მოსწავლეებმა მასალა უფრო მარტივად შეისწავლონ ან გაიმყარონ ცოდნა.

მასწავლებლები ვთანხმდებით იმაზე, რომ მასალის ვიზუალიზაცია ყველაზე კარგად ეხმარება მოსწავლეს ყურადღების კონცენტრაციაში, ფაქტებისა და მოვლენების დამახსოვრებასა და გააზრებაში.

შემოგთავაზებთ ვიზუალური მასალის შექმნის საუკეთესო ინსტრუმენტს Gamma.app-ს, რომელიც მოსახერხებელია ინტერაქციული პრეზენტაციების შესაქმნელად. რამდენიმე ხნის წინ დავესწარი BITCAMP-ის მიერ მასწავლებლებისთვის ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას, სადაც ამ პლატფორმის გამოყენება ვისწავლე და აღფრთოვანება ვერ დავმალე, როდესაც მისი შესაძლებლობები აღმოვაჩინე.

Gamma App ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც მასწავლებელს (და ნებისმიერ მომხმარებელს) ეხმარება დროის უმცირეს მონაკვეთში შექმნან სრულფასოვანი პრეზენტაციები, ვებსაიტები და დოკუმენტები. ის მუშაობს ავტომატურად, რთული დიზაინის ცოდნის გარეშე.

როგორ გამოვიყენოთ Gamma App

პრეზენტაციისა თუ დოკუმენტის შესაქმნელად გადადგით შემდეგი მარტივი ნაბიჯები:

  1. რეგისტრაცია: ეწვიეთ ოფიციალურ საიტს ⁠Gamma App და გაიარეთ ავტორიზაცია Google-ის ან თქვენი ელ-ფოსტის მეშვეობით.
  2. შექმნის პროცესი: დააჭირეთ ღილაკს “Create New” და აირჩიეთ რის შექმნა გსურთ: პრეზენტაცია (Presentation), დოკუმენტი (Document) თუ ვებსაიტი (Webpage).
  3. თემის არჩევა (Prompt): ჩაწერეთ სასურველი თემა ან მიეცით ხელოვნურ ინტელექტს დეტალური დავალება (კარგად გაწერილი პრომპტი). შეგიძლიათ მიუთითოთ ისიც, თუ რა ენაზე გინდათ მასალა (მაგალითად: „შექმენი პრეზენტაცია ქართულ ენაზე ფიზიკა – ძალები -მე-7 კლასი“).
  1. დიზაინის შერჩევა: ხელოვნური ინტელექტი შემოგთავაზებთ რამდენიმე სლაიდის განლაგებასა და ვიზუალურ სტილს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და დააჭირეთ “Generate”.
  2. რედაქტირება: გენერირების შემდეგ შეგიძლიათ სლაიდებზე ტექსტის, ფოტოებისა და ფერების ხელით შეცვლა ისევე, როგორც სლაიდ-რედაქტორში.
  3. ექსპორტი/გაზიარება: მზა პროექტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ PDF ან PowerPoint ფორმატით, ან გააზიაროთ პირდაპირი ბმულის სახით.

 

პრომპტების (AI დავალებების) სწორად ჩაწერა არის მთავარი გასაღები იმისთვის, რომ Gamma App-მა ზუსტად თქვენზე მორგებული პრეზენტაცია ან ვებსაიტი შექმნას. რაც უფრო დეტალურია თქვენი ინსტრუქცია, მით ნაკლები დრო დაგჭირდებათ ტექსტებისა და სლაიდების ხელით ჩასასწორებლად, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფიზიკის მასწავლებელს მაინც მოუწევს ტერმინოლოგიისა და განმარტებების, ასევე ფორმულებისა და გენერირებული ფოტოების შეცვლა და დამუშავება.

საუკეთესო შედეგის მისაღებად კი პრომპტის წერისას სასურველია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევა, გამოიყენეთ 4-ნაბიჯიანი ფორმულა:

  1. მიზანი და ფორმატი

პირველ რიგში, მკაფიოდ უთხარით პროგრამას, რას აკეთებთ და რა ფორმატში გსურთ ინფორმაციის მიღება.

  • ცუდი მაგალითი: „პრეზენტაცია ძალებზე“.
  • კარგი მაგალითი: „შექმენი 8-სლაიდიანი პრეზენტაცია ქართულ ენაზე „ძალები“
  1. სამიზნე აუდიტორია და ტონი

მიუთითეთ, ვინ ნახავს ამ მასალას, რათა პროგრამამ შეარჩიოს შესაბამისი ლექსიკა და ტონი.

  • მოსწავლეებისთვის: „გამოიყენე მარტივი, გასაგები და საინტერესო ენა“.
  • კოლეგებისთვის: „შეინარჩუნე ოფიციალური, პროფესიონალური და საქმიანი ტონი“.
  1. კონკრეტული სტრუქტურა და პუნქტები

წინასწარ მიეცით გეგმა, რა საკითხები უნდა დაიფაროს. Gamma App ამ პუნქტებს ცალკეულ სლაიდებად გადააქცევს.

  • მაგალითად: „აუცილებლად შეიტანე შემდეგი თემები: 1. რა არის ძალა; 2. რა სახის ძალები იცით; 3. სად გვხვდება ეს ძალები ყოველდღიურ ცხოვრებაში და ბოლოს დაწეროს დასკვნა.
  1. ენა და ვიზუალური სტილი

თუ გსურთ, რომ პრეზენტაცია ქართულად იყოს, ეს აუცილებლად ხაზგასმით აღნიშნეთ პრომპტში, რადგან სისტემამ ავტომატურად ინგლისურად არ დაიწყოს წერა. მე მქონდა ასეთ შემთხვევა, ვცადე პრეზენტაციის შექმნა ტელეფონის საშუალებით და ვერ მოვახერხე ქართული ენის მითითება და ძალიან დამენანა დახარჯული კრედიტები. თავდაპირველი რეგისტრაციისას გამა იძლევა 600 კრედიტს და გაითვალისწინეთ, რომ არ გამოიყენოთ არამიზნობრივად.

პრეზენტაციაში ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ ვიზუალური მხარეც.

  • მაგალითად: „მთელი ტექსტი დაწერე გამართული ქართული ენით. ვიზუალურად გამოიყენე თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინი, სადაც ჭარბობს ღია ლურჯი და თეთრი ფერები / ან თქვენი საყვარელი ფერები, რაც შესაბამისობაში იქნება თქვენს პრეზენტაციასთან“.

 

სრული და იდეალური პრომპტის მაგალითი:

შექმენი 7-სლაიდიანი პრეზენტაცია ქართულ ენაზე თემაზე: „გლობალური დათბობა და მისი გავლენა საქართველოზე“. ტონი უნდა იყოს აკადემიური, მაგრამ მარტივად აღქმადი სკოლის მოსწავლეებისთვის. სლაიდებზე ძირითადი აქცენტი გააკეთე მოკლე პუნქტებსა და სტატისტიკაზე და არა დიდ ტექსტებზე. დიზაინისთვის შეარჩიე ეკოლოგიური, მწვანე ტონები“.

 Gamma app-ის მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს.

 

გთავაზობთ შესაბამის ლინკს:

https://gamma.app/workspaces/4aryz8mc2lsg52g/join?code=u6guisg22zgnme2 ჩემს სამუშაო სივრცეზე გადასასვლელად და ასევე ჩემ მიერ შექმნილ პრეზენტაციებს:

  1. გლობალური დათბობა და საქართველო https://gamma.app/docs/-ejp1dp7dq86x2lt
  2. სამყაროს მართვის საიდუმლოებები – ძალები https://gamma.app/docs/-gvtxqb2h6kqldtn

          იმედია, მოგეწონებათ Gamma app-ში მუშაობა და ხშირად მიმართავთ მას დასახმარებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“