კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ისტორიული წიგნიერების გამოწვევები სასკოლო საისტორიო განათლებაში

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის განსაზღვრულია რამდენიმე სამიზნე ცნება.  საფეხურის დონეზე  მათი (შედეგები/სამიზნე ცნებები) დაუფლება, შედეგებთან ერთად, საგნის სწავლა-სწავლების გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს.

საქართველოში არსებული სასკოლო განათლების   მიზანია ხელი შეუწყოს იმ პრიორიტეტების მოსწავლემდე მიტანას, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითა და საერთაშორისო დოკუმენტებით არის განსაზღვრული.  კონკრეტულად კი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ევროსაბჭოს საკვანძო კომპეტენციებით განსაზღვრული მოთხოვნების რეალიზებისთვის გამოყოფს  ოთხს კომპონენტს:

  1. სწავლა-სწავლების მიზნები (რა მიზნით ვასწავლი?);
  2. სწავლა-სწავლების მიზნები (რა მიზნით ვასწავლი?);
  3. სასწავლო რესურსები (რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი?);
  4. სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები (როგორ ვასწავლი?);
  5. მოსწავლეების მიღწევების შეფასება (როგორ ვაფასებ?).

ამ მიზნით არის წარმოდგენილი ე.ს.გ-ში გრძელვადიანი მიზნებიც და  შუალედური სასწავლო მიზნებიც. ეს უკანასკნელი  ეყრდნობა სასწავლო თემის, როგორც სტრუქტურული ერთეულის, მნიშვნელობის გააზრებას, სადაც თემა წარმოადგენს კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც უნდა დამუშავდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება, რაშიც მას ეხმარება   შედეგების მიღწევის ინდიკატორები. ამ გზით  გამოიმუშავებს მოსწავლე XXI საკუნის საკვანძო (ევროსაბჭოს) კომპეტენციებს (ე.ს.გ. შედეგების მე-5 დონე), რომელშიც,  კონკრეტულად,  იგულისხმება:

  • კონსტრუქტი – ინფორმაციის გააზრება, საკუთარი გამოცდილებით მისი მნიშვნელობის გადააზრება/ გაღრმავება;
  • და ნარატივი – ინფორმაციის კონსტრუირება/ნარატივად გარდაქმნა, საკუთარი ნარატივის ჩამოყალიბება, რომელშიც ასახული იქნება საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი მასალა საკუთარი მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

ანუ  მესამე თობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გრძელვადიან მიზნებზე (სამიზნე ცნება, საფეხურის შედეგი) მუშაობა გულისხმობს, ერთი მხრივ, ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებს  (კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კოლაბორაცია, კომუნიკაცია და სხვა) და მეტაკოგნიციაზე ყურადღების გამახვილებას და, მეორე მხრივ,  სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული კონკრეტული სასწავლო შინაარსების/საგნობრივი საკითხების დამუშავებას. ამ პროცესის დროს მოსწავლე „მუშაობს  წიგნიერებაზე“ და ამ პროცესში გამოიმუშავებს ზე-საგნობრივ კომპეტენციებს:

  • აღმოაჩენს კანონზომიერებებს, აკეთებს მოდელირებას და უკავშირებს ახალ მასალას სხვა სამეცნიერო კონსტრუქციებს (რაოდენობრივი წიგნიერება);
  • ეძებს შეძენილი ცოდნის გამოყენებით ასპექტებს საკუთარი, ან საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის (მეწარმეობა);
  • არჩევს სტრატეგიებს საკითხის შესასწავლად თუ დავალების შესასრულებლად (პერსონალური, სოციალური და სწავლის სწავლის კომპეტენცია); –
  • ფიქრობს, რა გავლენას ახდენს შეძენილი ცოდნა მისი, როგორც მოქალაქის, საფიქრალსა და საკეთებელზე (მოქალაქეობა );
  • ფიქრობს, როგორ შეიძლება გაიაზრონ განსხვავებულად იგივე ინფორმაცია სხვა კულტურის ადამიანებმა (მულტილინგვური კომპეტენცია, კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა).

ამგვარია ის ჩარჩო/მიდგომა, რომელიც  ყველა საგნობრივი დისციპლინის შესწავლაში გამოიყენება. თუმცა, ცხადია, კომპეტენციებთან დაკავშირებით, გამოიკვეთება უფრო „ვიწრო  ხაზიც“, იგულისხმება, რომ  ყველა საგანი, პარალელურად და მიმდინარე პროცესის ფარგლებშიც,  უყალიბებს მოსწავლეს „საგნობრივ წიგნიერებას“. ასე  მოიაზრება  ისტორიის საგნის სწავლებისისას  ისტორიული წიგნიერების განვითარებაც. უფრო ფართო  და ცალსახა მიმართება  წარმოდგენილი არ არის.  

რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის საგნის სწავლებისას ისტორიული წიგნიერების ჩამოყალიბებაზე ყურადღების გამახვილება?

ისტორიული წიგნიერება    ახალ ცნებად ითვლება   ისტორიულ   განათლებაში, თუმცა   „ისტორიული წიგნიერება“ როგორც სასწავლო დისციპლინა  უკვე გამოიყენება ისეთი ქვეყნების უმაღლესი განათლების ისტორიის სწავლების პროგრამებში როგორიცაა აშშ, კანადა და ინგლისი, (Keçe, 2013).  აღსანიშნავია, რომ ისტორიული წიგნიერების ერთიანი განმარტება არ არსებობს.  პირველად ცნება „ისტორიული წიგნიერება“  გამოიყენა შაიბერმა (1978), შემდეგში ისტორიული წიგნიერება (ტეილორი და იანგი (2003),  მაპოსა  და ვასერმანი (2009),    განიმარტა როგორც:

  • გარკვეულიპროცესი, რომელიც გულისხმობსისტორიულიმოვლენებისსაგამოძიებოდაკრიტიკულიპერსპექტივითგანხილვას, ურთიერთგამომრიცხავიგანცხადებებისიდენტიფიცირებასსხვადასხვაწყაროებსშორის,ტექნოლოგიებისშესაძლებლობებისგამოყენებასისტორიულიმოვლენებისშესწავლაში, ქრონოლოგიურადაზროვნებას, მოვლენების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მიზეზ-შედეგობრივკავშირების დამყარებას, ისტორიული ეპოქის შედარებებს, თანაგანცდას ისტორიული მოვლენის მიმართ;
  • და რომ ისტორიულიწიგნიერებაშედგებაცოდნის, კონცეპტუალურიგაგების, ისტორიულიმეთოდის, ისტორიულიცნობიერებისადაისტორიულიენისგანზომილებებისგან.

ითვლება, რომ ისტორიის სწავლების პროცესში ისტორიულ წიგნიერებაზე აქცენტირება  ააქტიურებს მოსწავლეს  და ის გამოხატავს ისტორიული აზროვნების უნარს და ისტორიულ ცნობიერებას. ამის საფუძველს კი რამდენიმე მომენტი წარმოადგენს:

  • ისტორიული წიგნიერება  უზრუნველყოფს ისტორიული მოვლენების მყარ  ცოდნას;
  • ანალიზისთვის საჭირო ელემენტარული მეთოდების გამოყენების უნარს, რომლითაც ისტორიკოსები იკვლევენ წარსული მოვლენების მნიშვნელობას;
  • მოსწავლე იგებს, თუ რა არის ისტორია და რას აკეთებენ ისტორიკოსები;
  • ესაა გარკვეული თავისუფლება ისტორიის დისციპლინურ ენაში,  უფრო ფართო გაგებით, ის მოითხოვს ცოდნის ისტორიულ გზას.

მოსწავლეს ისტორიული წიგნიერების უნარები ჩამოუყალიბდება თუკი ის:

  • გაეცნობაისტორიულ დოკუმენტებს, გამოიკვლევს დაგაიაზრებს, როგორყალიბდებაისტორიულინარატივიდარომშეიძლებაარსებობდესსხვადასხვა ნარატივიც (ამ გზით ისტორიულიწიგნიერებაავითარებსმოსწავლისუნარს, ერთმანეთისგან განასხვავოსჭეშმარიტება და სიყალბე  დაგააანალიზოსისტორიულიტექსტებიისტორიისამჟამინდელიცოდნისკრიტიკულიშეფასებით) (ლი, 2005: 3);
  • კვლევითი და ანალიზის აქტივობებზე დაყრდნობით გამოიმუშავებს ქრონოლოგიური აზროვნების უნარ-ჩვევებს   (O’Connell et al., (2005),  ეპოქის თანაგანცდას და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარსაც (კეჩე, 2013);
  • განახორციელებს კვლევით პროექტებს ციფრული ისტორიების გამოყენებით ანუ შეძლებს საკუთარი ისტორიული მტკიცებულებების კრიტიკული თვალით განხილვას.

შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული წიგნიერება არის ერთგვარი კონცეფცია, რომელიც ადასტურებს იმ მიზნებს, რაც მნიშვნელოვანია ისტორიული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებისთვის (საკითხი არ გულისხმობს,   თუ როგორ უნდა წავმართოთ სასწავლო პროცესი კონკრეტული თემების სწავლებისას, რისთვისაც მასწავლებელს სახელმძღვანელოები, საგანმანათლებლო დაციფრული ტექნოლოგიები   და დამხარე ლიტერატურა გააჩნია), აქ საუბარია ისეთ გაკვეთილებზე, რომელიც ისტორიული გაგებისა და ისტორიული აზროვნების განვითარებისკენაა მიმართული.  აღსანიშნავია, რომ ისტორიის სწავლების შინაარსი და სწავლების მეთოდები შეიძლება, რაღაც პრობლემის გამო, არც ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ისტორიის გაკვეთილებზე სახელმძღვანელოს გარდა მრავალფეროვანი წყაროების გამოყენებით, როგორიცაა ხელოვნება, ფერწერა, მუსიკა და ა.შ.  მაინც მიიღწევა სასწავლო მიზნები მოსწავლეთა ისტორიული აზროვნების უნარების გამომუშავების გზით.  ამგვარი მიდგომით,  ისტორიული აზროვნების უნარის მიზნები და ისტორიული წიგნიერების მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. რეალიზაციის პროცესში კი  ვიღებთ ისტორიული წიგნიერებით აღჭურვილ მოსწავლეს.

რატომ არ არის საუბარი სამოქმედო გეგმებში ისტორიულ წიგნიერაზე? შეუძლია თუ არა მასწავლებელს  არსებული სტანდარტით ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საგნის სწაგვლებისთვის საჭირო ესოდენ მნიშვნელოვანი უნარები?

ისტორიის საგნობრივი სტანდარტის კონსტრუქციით, ისტორიის საგნის სამიზნე ცნებებია: ისტორიული წყარო (ისტ.საბ.1,2,4,5) დრო (ისტორიული პერიოდი) (ისტ.საბ.1,2,3,4,5,6) სივრცე (გარემო, ტერიტორია) (ისტ.საბ.1,2,3,4,5,6) საზოგადოება (ისტ.საბ..1,2, 3, 4,5,6) ძალაუფლება (ისტ.საბ.3,4,5,6,7,8) ისტორიული მოვლენა / პროცესი (ისტ.საბ..3,4,5,6).  მიზნის მისაღწევად,   საკვანძო შეკითხვების საშუალებით, გამოიკვეთება აქცენტები, რომლებზე ორიენტირებითაც მასწავლებელი წარმართავს სწავლა-სწავლების პროცესს. ესენია:

  • საიდან ვიცით, რომ წარსულში ყველაფერი მართლაც ისე ხდებოდა, როგორც ამას ისტორიკოსები გადმოგვცემენ? როგორ უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში, როდესაც სხვადასხვა წყარო ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის? რომელი ისტორიული წყარო იმსახურებს ნდობას? (სამიზნე ცნება – ისტორიული წყარო);
  • რატომ იცვლება ყველაფერი (ყოფა-ცხოვრება, ტექნოლოგიები, ტრადიციები, ღირებულება/დამოკიდებულებები) ჩვენს გარშემო? რატომ არის ცვალებადობა ისტორიის განუყოფელი ნაწილი? რის საფუძველზე გამოყოფენ ისტორიულ ეპოქებს? რატომ განსხვავდება ისტორიული ეპოქები ერთმანეთისგან? (დრო (ისტორიული პერიოდი);
  • როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში (როგორი იყო მათი ყოფა, ყოველდღიური ცხოვრება, მსოფლმხედველობა)? (სამიზნე ცნება – საზოგადოება);
  • რატომ და როგორ ვითარდებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში? (სამიზნე ცნება – ძალაუფლება);
  • რა და რატომ უნდა გავითვალისწინო ისტორიული ფაქტებზე, მოვლენებზე და პროცესებზე მსჯელობისას/მათი შეფასებისას? (სამიზნე ცნება – ისტორიული მოვლენა/პროცესი);
  • როგორ ვისწავლო ისტორია? რატომ არის მნიშვლოვანი საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიო ისტორიის შესწავლა?

როგორც ვხედავთ, მთავარი აქცენტი   არის იმაზე, თუ  როგორ სწავლობენ ისტორიკოსები წარსულს  ანუ „რას შეიძლება ეწოდოს ისტორიული პროცესი“? როგორ აღწევენ ისტორიკოსები წარსულის გაგებას? რას ეწოდება   ისტორიუ კვლევა?“ აღნიშნული შევადაროთ ტრადიციული ისტორიული კვლევის   სამ საფეხურიან მოდელს:

  1. კითხვების დასმა წარსულზე (ისტორია იწყება კითხვების დასმით იმაზე, რაც გვინდა ვიცოდეთ ან გვაინტერესებს);
  1. წყაროების და მტკიცებულებების ანალიზი (ისტორიული წყაროები წარმოდგენილია უზარმაზარი რაოდენობით და სხვადასხვა ფორმით);
  2. დასკვნების ფორმულირება, რომელიც უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებებით და საბოლოოდ გასცეს პასუხი თავდაპირველად დასმულ კითხვებს ანუ მოახდინოს ისტორიული ინტერპრეტაციაა. ისტორიული კვლევის მეთოდების გააზრება და წარსულის ინტერპრეტაცია   ისტორიული წიგნიერების რეალური საფუძველია.

როგორც ვხედავთ, სასკოლო ისტორიის საგნის სწავლება მოიცავს იმ უნარებისა და პროცედურების გამოყენების უნარს, რომლებსაც ისტორიკოსები იყენებენ წარსულის შესასწავლად და ისტორიული კვლევის კატეგორიების (მოდელები, რომლებსაც ისტორიკოსები იყენებენ წარსულის გასაგებად) წარმოსაჩენად  (განურჩევლად კონკრეტული დროისა და ადგილისა, ისტორიკოსთა ცნობისმოყვარეობა წარსულის მიმართ (კითხვის ფორმულირება) და მათი დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს და რატომ (ინტერპრეტაციები) ეყრდნობა ამ კატეგორიებს. შესაბამისად, საგნობრივი სტანდარტების დაუფლების პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ ისტორიული წიგნიერების უნრებიც  მითუფრო, როდესაც  მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ზე-საგნობრივ კომპეტენციებზეა  ორიენტირებული. შეიძლება ითქვას, რომ  თავად მესამე თაობის ე.ს.გ-ის ზოგადი მეთოდოლოგიური საფუძვლები წარმოადგენს სასკოლო ისტორიულ განათლების და ისტორიული წიგნიერების   ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს.

როგორ შეიძლება მარტივად, სქემატურად გამოისახოს მასწავლების და მოსწავლის მიერ გასავლელი გზა საგნობრივი სტანდარტის დაუფლებისკენ და ისტორიული წიგნიერების უნარების გამომუშავებისთვის? განვიხილოთ რამდენიმე სქემა:

სქემა 1 – წარმოადგენს ისტორიული აზროვნებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტების ერთმანეთთან დინამიურ  ურთიერთქმედებას:

სქემა 1.

   სქემა 2  – არის  ციკლოგრამა, რომელიც ასახავს ისტორიული აზროვნების ალგორითმს ანუ ესაა კვლევის ისტორიული კატეგორიები, საძიებო კითხვის ორგანიზების გზები და წარსულის მოვლენებისა და იდეების ანალიზი (ისტორიული კვლევისა და აღწერითი ანალიზის ეს კატეგორიები წარმოადგენს მოდელს, რომელიც გვეხმარება წარსულის გაგებაში), სადაც სქემის შიდა სივრცე რელევანტურია ისტორიული პროცესის ყველა ეტაპისთვის (რადგან ეს კატეგორიები გამოიყენება კითხვების ფორმულირებისთვის, რომლებიც გვეხმარება გავიგოთ წარსული და დავადგინოთ, რატომ აქვს მნიშვნელობა ამ მოვლენებსა და ფაქტებს, რაც გვეხმარება ისტორიულ  ინტერპრეტაციაში):

სქემა 2.

სქემა 3 – წარმოადგენს 1  და მე-2 სქემის გაერთიანებას, რომელიც  მოიცავს ისტორიული წიგნიერების ძირითად ელემენტებს, ეყრდნობა ისტორიული მეცნიერების ენას, აერთიანებს  ცოდნის კონკრეტულ გზებს და მოიაზრებს რა ცნებების ყოველმხრივ დამუშავებას,   აადვილებს     ისტორიის გაკვეთილის   ოპერირებას:

სქემებით მუშაობა ქმნის ისტორიის სასწავლო გეგმების და კურუკულუმების ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის საფუძველს და ეხმარება მასწავლებელს გაკვეთილის ორგანიზებაშიც.  მაგალითად, ამ სქემების გამოყენებისას მასწავლებელს ადვილად შეუძლია:

  • რევოლუციის თემიდან გადავიდეს სამოქალაქო ომის თემაზე, ან ძველი ცივილიზაციების ისტორიულ მოვლენებსა და პრობლემებზე;
  • ერთგვარად „შეატრიალოს“დაგეგმილი გაკვეთილები, მაგალითად, თემა „აშშ-ის შექმნა და  ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის“  შეიძლება წარიმართოს სულ  სხვა კუთხით  –  „ჩვეულებრივი ადამიანების“ გამოცდილების წინ წამოწევით, რითაც ძალიან საინტერესო მიმართულებას მიიღებს გაკვეთილი;
  • გამოკვეთს  ყველაზე მნიშვნელოვან  კითხვებს, რომელიც შეიძლება გაცდეს  სახელმძღვანელოს ფურცლებს, მაგრამ დამატებითი მასალის გამოყენებით  შესაძლებელია საინტერესო პასუხების მოძიება;
  • ყოველი თემის წინ დასვას მთავარი კითხვა (დიდი შეკითხვა), რომელსაც უნდა უპასუხონ გაკვეთილის ბოლოს. მაგალითად, გაკვეთილის თემა –  „კარლოს დიდის იმპერია“ – თემის მიზანი და მიმართულება  შეიძლება განისაზღვროს კითხვით: „როგორ და რატომ წარმოიშვა იმპერიები დასავლეთ ევროპაში?“
  • და ა.შ.

რეფლექსიის ეტაპზე მასწავლებელს შეუძლია შემდეგი სამახსოვროს გამოყენება:

ასეთი მიდგომების რეგულარული გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისტორიული წიგნიერების განვითარებას და საგნის სწავლებისთვის მნიშვნელოვანი ეფექტიანი სასწავლო გარემოს შექმნას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საგანი-ისტორია. გზამკვლევი. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი. 2022
  2. Conceptualising historical literacy: a review of the literature. Marshall Maposa & Johan Wassermann. History Education, Faculty of Education University of KwaZulu-Natal. Full-text: https://www.researchgate.net/publication/262617581_Conceptualising_historical_literacy_a_review_of_the_literature?enrichId=rgreq-e16c875e1bbdb8d4aacb758681b85f27-XXX&enrichSource=Y292ZXJQYWdlOzI2MjYxNzU4MTtBUzo4NTA4MDEyMDMzNjM4NDBAMTU3OTg1ODIyMjk2OA%3D%3D&el=1_x_3&_esc=publicationCoverPdf
  3. Making History: a guide for the teaching and learning of history in Australian schools
    Tony Taylor & Carmel Young. Historical literacy PDF Version. https://hyperhistory.org/images/assets/pdf/literacy.pdf

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“