კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

რემედიაციული აქტივობები

ქიმიის სწავლებისთვის

რემედიაცია არის სწავლაში ხარვეზების აღმოფხვრაზე ორიენტირებული სწავლების პროცესი. ეს იმ მოსწავლეებს ეხება, რომლებსაც რაიმე მიზეზის გამო (ზედმეტი მზრუნველობა, ნაკლები მზრუნველობა, პანდემია, სოციალური მდგომარეობა, ემოციური სირთულეები და სხვა შესაძლო მიზეზები) აღმოაჩნდათ ცოდნისა და უნარ-ჩვევების მნიშვნელოვანი ხარვეზები. აუცილებელია, რომ აღნიშნული დადგინდეს განმავითარებელი შეფასების საფუძველზე. ამ გზით შესაძლებელია დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება აღმოვუჩინოთ ბენეფიციარებს და სასწავლო პროცესი გავხადოთ ინკლუზიური.

რემედიაციის პროცესში მნიშვნელოვანია: 1. მოსწავლეების სწორი იდენტიფიცირება, მასში რამდენიმე ეტაპია გაერთიანებული: სკრინინგი, დიაგნოსტიკა, მოსწავლესთან საუბარი, სხვა საგნის მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფი, მშობლებთან გასაუბრება და თანხმობის მიღება; 2. ინტერვენციების დაგეგმვა; 3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა; 4. სარემედიაციო აქტივობების ჩატარება; 5. პროგრესის მონიტორინგი – შუალედური შეფასება; 6. დასკვნა.

რემედიაცია არის სამი სახის: 1. გაკვეთილში ჩაშენებული (ყველაზე მოსახერხებელია საჯარო სკოლების მრავალრიცხოვანი კლასებისთვის); 2. გაკვეთილიდან მოშორებით – რემედიატორი მასწავლებლის მიერ, რომელიც შესაძლოა არ იყოს ძირითადი მასწავლებელი; 3. დამატებითი გაკვეთილების სახით სასწავლო პროცესის შემდეგ.

რემედიაცია უნდა დაეფუძნოს SMART-სტრატეგიას:

S – Specific – სპეციფიკური მიზანი უნდა იყოს პირდაპირი, დეტალური, აზრიანი;

მასში ჩანს: ვინ? სად? როდის? რატომ?

შედგენისას გამოიყენება – მოქმედების აღმნიშვნელი ზმნები.

M – Measurable – გაზომვადი შედეგის გაზომვა შესაძლებელია ინდიკატორების გამოყენებით, რომლებიც განსაზღვრავს რაოდენობასა და ხარისხს. ინსტრუმენტები უნდა იყოს მრავალფეროვანი.
A – Achievable – მიღწევადი მოსწავლისთვის მიღწევადი – რას მოასწრებს მოსწავლე დადგენილი დროისთვის, ხომ არ აღემატება ის მის შესაძლებლობებს, რაც იმედგაცრუებას და მოტივაციის დაქვეითებას გამოიწვევს.
R – Relevant – შესაბამისი პროცესი მოიცავს ლოგიკურად დაკავშირებულ აქტივობებს, რომლებიც შეესაბამება მოსწავლის საჭიროებებსა და დასახულ მიზანს.
T – Timely – დროში გაწერილი დრო განსაზღვრულია. დადგენილია შუალედური და საბოლოო ვადები.

 

სარემედიაციო ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა სასურველია 4-7 იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ ერთი და იგივე საჭიროება. როცა გაკვეთილში ჩაშენებული რემედიაცია მიმდინარეობს, მათ ერთ სივრცეში, ჯგუფურად ვათავსებთ და ვაძლევთ დავალებებს, რეკომენდაციებს.

გაკვეთილში ჩაშენებული რემედიაციის პროცესი ერთგვარად დიფერენცირებულ სწავლებას მოიცავს. ცალკე ყურადღება სჭირდებათ ნიჭიერ მოსწავლეებს, ნელა მსწავლელებს და სწავლის სხვა სტილის მქონეებს.

ქვემოთ რამდენიმე მაგალითია მოტანილი:

  1. გაკვეთილზე მოსწავლეები შეისწავლიან ნახშირბადს და მისი არაორგანულ ნაერთებს:
ცოდნა უნარები ღირებულებები, დამოკიდებულებები
·         მოსწავლე დაასახელებს ალოტროპიული მოდიფიკაციების გამოყენების სფეროებს;

·         ახსნის ნახშირბადისა და მისი ნაერთების გავლენას გარემოზე;

·         აღწერს ნახშირბადის ციკლს;

·         დაახასიათებს ხისტსა და რბილ წყალს.

·         მიიღებს, შეაგროვებს და შეამოწმებს ნახშირორჟანგის არსებობას;

·         მიიღებს კარბონატებს სხვადასხვა გზით.

·         შეაფასებს ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობას.

·         პრეზენტაციების წარმოდგენისას მოემატება თავდაჯერებულობა.

·         გაიუმჯობესებს ექსპერიმენტების ჩატარების ტექნიკას.

·         ჯგუფში მუშაობისას გაიუმჯობესებს სოციალურ-ემოციურ უნარებს.

 

რემედიალური აქტივობის სავარაუდო შეკითხვები:

I დონე II დონე III დონე
·         როგორ განასხვავებ ხისტ და რბილ წყალს?

·         დაასახელე ნახშირბადის ორი ამორფული ალოტროპი.

·         ჩამოთვალე ნახშირორჟანგის ფიზიკური თვისებები.

·         რა არის ალოტროპი?

·         რა განსხვავებაა ალმასსა და გრაფიტს შორის?

·         რა არის გლობალური დათბობა?

·         ჩაატარე ნახშირორჟანგის ამოსაცნობი ექსპერიმენტი.

·         რა იწვევს ალმასსა და გრაფიტს შორის განსხვავებას?

·         რა იწვევს გლობალურ დათბობას?

·         ახსენი რატომ არ არის ნახშირბადის დიოქსიდი მომწამლავი, მაშინ, როცა მონოოქსიდი ადამიანის სიკვდილს იწვევს.

·         შექმენი წყლის გამწმენდი მოწყობილობა.

გაკვეთილზე შეისწავლიან აზოტსა და მის ნაერთებს:

ცოდნა უნარები დამოკიდებულებები და ღირებულებები
·         მოსწავლე დაასახელებს აზოტის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს;

·         ჩამოთვლის აზოტის გამოყენების სფეროებს;

·         დააფიქრებს, რა გავლენა აქვს აზოტს გარემოზე;

·         ჩამოთვლის ამიაკის და აზოტმჟავას გამოყენების სფეროებს;

·         აღწერს აზოტის წრებრუნვას ბუნებაში.

·         ინდიკატორის გამოყენებით დაადგენს ამიაკის წყალხსნარის არეს, მჟავა თუ ტუტე რეაქცია აქვს მას;

·         ჩაატარებს ექსპერიმენტს ამონიუმის კატიონის თვისებების შესასწავლად.

·         გააცნობიერებს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობას;

·         იმსჯელებს აზოტის ნაერთების გარემოზე გავლენაზე;

·         გაუუმჯობესდება ჯგუფში მუშაობის დროს სოციალურ-ემოციური უნარები.

 

 

რემედიალური აქტივობის სავარაუდო შეკითხვები:

I დონე II დონე III დონე
·         დაასახელე აზოტის დიოქსიდის ორი ფიზიკური თვისება.

·         დაასრულე რეაქციის ტოლობა: N2 + 3H2 = .

·         დაასახელე ნიტრატების აღმოჩენის ტესტი.

·         ახსენი, რატომ მიეკუთვნება ჰაერი ნარევებს და არა ნაერთებს.

·         რა გავლენას ახდენს აზოტის დიოქსიდის ჩასუნთქვა ადამიანის ჯანმრთელობაზე?

·         ამიაკის მომზადებისას კოლბა დახრილ მდგომარეობაშია მოთავსებული, ახსენი მიზეზი.

·         რა განსხვავებაა ნიტრატების დაშლის რეაქციებს შორის? დაასახელე შესაბამისი მაგალითები.

გოგირდი და მისი ნაერთები

ცოდნა უნარები ღირებულებები და დამოკიდებულებები
·         მოსწავლე დაასახელებს გოგირდის გამოყენების სფეროებს;

·         დაასახელებს გოგირდის ოქსიდების ფიზიკურ თვისებებს;

·         დაახასიათებს გოგირდმჟავას ფიზიკური თვისებების მიხედვით.

·         აღწერს გოგირდის დიოქსიდის გავლენას გარემოზე;

·         დაახასიათებს გოგირდმჟავას ქიმიური თვისებების მიხედვით;

·         ჩაატარებს სულფატების აღმომჩენ ექსპერიმენტს.

·         მჟავა წვიმების წარმოქმნას დააკავშირებს გოგირდის დიოქსიდთან, იმსჯელებს მისი გამოყოფის გზებზე;

·         დაგეგმავს სულფატებისა და სულფიდების აღმომჩენ ექსპერიმენტებს;

·         გაუუმჯობესდება ჯგუფში მუშაობის უნარი;

·         გაუუმჯობესდება სოციალური-ემოციური უნარები.

 

რემედიალური აქტივობის სავარაუდო შეკითხვები:

I დონე II დონე III დონე
·         დაასახელე გოგირდის დიოქსიდის სამი ფიზიკური თვისება;

·         დაასახელე გოგირდის ალოტროპები;

·         როგორ მიიღება გოგირდისგან გოგირდის დიოქსიდი?

·         ჩაატარე ექსპერიმენტი მოცემული პროტოკოლის მიხედვით.

·         რა გავლენას ახდენს გოგირდის ნაერთები გარემოზე.

 

 

·          რა შეიძლება იყოს A და B?

 

·         იმსჯელე რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე.

 

ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა რესურსი, რემედიალური აქტივობების დასაგეგმად:

  1. https://www.bookwidgets.com/play/JMLJ4? ქვიზში პირველი დავალება მოლეკულის აგებას ეხება, დანარჩენი ორი კი მოსწავლეს დააფიქრებს კოეფიციენტებისა და ინდექსების განსხვავებასა და მნიშვნელობაზე.
  2. https://www.bookwidgets.com/play/t:SBCXRfGi_9x00Zom2B0GJu3d_MmuD57rQVtiOAFfvRBMRURSRUxU ელემენტების გამოყენება – თითოეულ ქიმიურ ელემენტთან კურსორის მიტანით გამოჩნდება მისი გამოყენების შესახებ ფოტო და ტექსტური მასალა.
  3. https://flexbooks.ck12.org/user:z2vvcmdpywnozw1pc3ryeteyqgdtywlslmnvbq../cbook/chemistry-9-grade/ ელექტრონულ წიგნში მოცემული მასალა მარტივი ენით არის დაწერილი, ახლავს ფოტო, ვიდეომასალა. ყველა გაკვეთილის დასაწყისში მოცემულია ინფორმაცია წინარე ცოდნის გასააქტიურებლად. სამოტივაციო ფოტო მოსწავლის განწყობის შექმნას და ინტერესის აღძვრას ემსახურება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://drive.google.com/file/d/1Iq5CpRfMpWP2nI_OlVAn02Uf3WNJ9XoM/view სასკოლო განათლების დანაკარგები – მერი ქადაგიძე;
  2. http://www.jes.org.ge/number/12/article/76/ რემედიაციის პროგრამები: პასუხი ზოგად განათლებაში პანდემიით განპირობებულ გამოწვევებს;
  3. https://mastsavlebeli.ge/?p=35088 რემედიაციის საჭიროება სკოლაში – ლიკა კუკავა;
  4. https://mastsavlebeli.ge/?p=23080 რემედიაციის შესახებ – თამთა დოლიძე;
  5. http://kargiskola.ge/teachers/resource_books/math/geo/math_remediacia_gzamkvlevi.pdf გზამკვლევი
  6. რემედიაცია სკოლაში.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი