ფიზიკის სწავლა-სწავლების მიზნებია, მოსწავლეს:
- გაუჩნდეს ინტერესი ფიზიკური პროცესების შესწავლის მიმართ;
- შეეძლოს სამყაროში მიმდინარე მოვლენებში ფიზიკის კანონზომიერებების დანახვა და მიღებული ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრა;
- შეეძლოს გარემოში მიმდინარე ფიზიკური პროცესების ურთიერთდაკავშირება;
- განუვითარდეს კვლევითი უნარ-ჩვევები, რომლებსაც ახალი ცოდნის მისაღებად გამოიყენებს;
- ფიზიკური მოვლენების ანალიზის საფუძველზე შეეძლოს ბუნებაში სხვადასხვა მოვლენის პროგნოზირება;
- შესძინოს ფიზიკის დარგობრივი ენით ოპერირების უნარი“.
სწორედ ამ მიზნების შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული კომპლექსური დავალებები. კითხვაზე, თუ როგორი შედგენილი უნდა იყოს კომპლექსური დავალების პირობა, პირდაპირ ვიტყვი, რომ უნდა იყოს საინტერესო და ინფორმაციული. ამიტომ პირობის მოსაფიქრებლად წინასწარი სამზადისი აუცილებელია. აუცილებელია, აგრეთვე რესურსების მოძიება ან შექმნა, რაც მოსწავლეს საქმეს გაუიოლებს. ასევე კომპლექსური დავალების შესრულება მოსწავლემ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად. მთავარია, მოსწავლეს დარჩეს ის ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს და განაზოგადებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ახლა კი წარმოგიდგენთ მე-7 კლასისთვის განკუთვნილი კომპლექსური დავალების პირობას „ბაბუს ორშიმო“.
წარმოდგენილი დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლემ უნდა შეძლოს
- სიმკვრივის განსაზღვრა ექსპერიმენტულად (ფიზ.საბ. 4, 5, 6, 7, 9);
- ნივთიერებების ფიზიკური მახასიათებლების ცოდნის დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.1, 2, 3, 10, 11, 12).
„ბაბუასთან წავედი, რას ვიფიქრებდი თუ ბაბუას ყურძნის ხეივანი აყიროს ისხამდა. რა არის აყირო? ყელიანი გოგრაა, გამიკვირდა მისი მოგრძო ფორმა. ბაბუს ვკითხე, რისთვის უნდოდა ამდენი აყირო. სასაცილო სახელია, ავყირავდი სიცილით. ბაბუმ მითხრა, რას კისკისებ, მისგან ღვინის ამოსაღებ ჭურჭელს აკეთებენო. უფ, ეს სახელიც არასოდეს გამეგონა – ორშიმო. მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ ბაბუმ ახლა მითხრა რაჭულად ხრიკა ჰქვიაო, გარდა იმისა, რომ ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად გამოიყენება საწყაოცააო.
გადავირიე, იმდენი ახალი რამ გავიგე და ბაბუს დაწვრილებით გამოვკითხე, როგორ მზადდება ორშიმო.
ნოემბრის ბოლოს ჩალისფერი რომ გახდება და კანი გაუმაგრდება, მოვკრეფ. შემდეგ გაბერილ მუცელზე პატარა სამკუთხედი იჭრება, საიდანაც გამოიფხიკება მისი თესლი და გული. აყიროს მაღალი ყელი თავში იჭრება. სამკუთხა ამონაჭერში კი თხილის ტოტის, ან ბამბუკის ტარი მაგრდება და ორშიმოც მზად არისო.
- ახლა კი დავფიქრდი, ნეტა რამდენი ლიტრი ღვინო ჩადის?- ბაბუს გაეღიმა და დამავალა თავად განმესაზღვრა. ავდექი და წყალი ჩავასხი ლიტრიანი ქილებით. 3 ჩაეტია, ე.ი. ღვინოც დაახლოებით ამდენი ჩაეტევა და თუ საწყაოდ იყენებენ, ნეტავ რა მასის ოქრო ჩავა?- რაღაც ზღაპარი გამახსენდა.
მოკლედ ავდექი და ინტერნეტში მოვიძიე სხვადასხვა საკვების სიმკვრივე და გადავწყვიტე ბაბუს ორშიმოსთვის სიმკვრივეების ცხრილი შემედგინა.
● პროდუქტი | ● სიმკვრივე კგ/მ3 |
● წიწიბურა
● |
● 660 |
● სიმინდი | ● 760 |
● ხორბალი | ● 760-800 |
● ყავა
● მოხალული ● მოსახალი |
●
● 430 ● 560 |
● ბრინჯი | ● 750 |
● შაქარი | ● 850 |
● ლობიო | ● 800 |
● ფქვილი | ● 880 |
● მარილი | ● 1200 |
ადამიანი კარგად რომ გაიცნო, ფუთი მარილი უნდა შეჭამოო (16 კგ)… ამდენი მარილის შეჭმას ალბათ მთელი სიცოცხლე სჭირდება…“.
ამ დავალების შესასრულებლად სასურველია მოსწავლე სახელმძღვანელოში არსებულ პარაგრაფებთან ერთად გაეცნოს შემდეგ ლინკებს:
სათაური | ლინკი |
სიმკვრივე | https://sway.office.com/HB3wxvbTcdIegZi5?ref=Link&loc=mysways |
მასა | https://sway.office.com/6RMmzb9ttlgAruql?ref=Link&loc=mysways |
ამოცანების ამოხსნა | https://sway.office.com/YOjzuKDwAtAOYQgD?ref=Link |
ეტაპი 1. ამოცანების ამოხსნა დავალების პირობაზე გამოყენებით
ამოცანა 1
მეზობელმა ბაბუს 2 ორშიმო მარილი ესესხა, კიტრის დასამწნილებლად მინდაო. მაღაზიაში წავალ და ყუთებით მოგიტანო. ნეტა რამდენი ყუთი მარილი უნდა მოიტანოს. გაითვალისწინეთ კომპლექსური დავალების პირობაში განსაზღვრული ორშიმოს მოცულობა და იპოვეთ რამდენი ყუთი მარილის მოტანა მოუწევს მეზობელს |
||||||||||
ამოცანა 2. რამდენი კგ. ხორბალი, ყავა, შაქარი, ლობიო ჩაეტევა ბაბუს ორშიმოში? შეავსეთ ცხრილი და გამოიტანეთ დასკვნა, როგორ არის მასა დამოკიდებული სიმკვრივეზე
|
||||||||||
ამოცანა 3. რამდენი ორშიმო დამჭირდება 18 კგ. მარილისთვის? 11.25 კგ. ბრინჯისთვის? 9.9 კგ. წიწიბურასთვის.
|
ახლა კი შევუდგეთ იმის გარკვევას, აქვს თუ არა მოცემულ ფიგურას სიღრუე. მოსწავლეებს ვთავაზობ ამოცანის ამოხსნის ხერხებს (ოპტიმალურ ვარიანტებს), ამ ამოცანებით მიღებული ცოდნა სწავლების შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს დაეხმარება არქიმედეს ძალის შესწავლაში.
ეტაპი 2. აქვს თუ არა მოცემულ ფიგურას სიღრუე?
ამოცანა 1. სპილენძის სფეროს მასა 6 კგ-ია, მოცულობა კი 2 დმ3.
● რისი ტოლია მოცემული სფეროს სიმკვრივე? ● ემთხვევა თუ არა ამ სფეროს და სპილენძის სიმკვრივეები ერთმანეთს? ● რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია? აქვს თუ არა სპილენძის სფეროს სიღრუე?
|
ამოცანა 2. თუჯის სფეროს მოცულობა 125 სმ3, მასა კი 700 გ.
● რისი ტოლია 700-გრამიანი თუჯის სფეროს მოცულობა? ● ამოცანის პირობის მიხედვით, გამოთვალე თუჯის სფეროს მოცულობა და შეადარე ამოცანაში მოცემული და გამოთვლის შედეგად მიღებული მოცულობები ერთმანეთს? ● რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, აქვს თუ არა ამ სფეროს სიღრუე?
|
ამოცანა 3 ვერცხლის ნაკეთობის მოცულობა 2.2 სმ3. მასა კი 20 გრამი.
● რისი ტოლი უნდა იყოს ამოცანის პირობის მიხედვით 2.2 სმ3 ვერცხლის მასა? ● შეადარე ამოცანის პირობაში მოცემული მასა და გამოთვლის მიხედვით მიღებული მასა ერთმანეთს. ● დაადგინე, აქვს თუ არა სიღრუე მოცემულ ნაკეთობას. |
ეტაპი 3. კვლევა
კვლევა 1
აიღე ერთნაირი მოცულობის 3 სამედიცინ შპრიცი და აავსე შემდეგი სითხეებით – ზეთი, წყალი, სამედიცინო სპირტი გამოთვალე თითოეული სითხის მასა დაალაგე მასები ზრდის მიხედვით, გამოიტანე დასკვნა, ჩაწერე პატარა ვიდეო, სადაც ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრებ. |
კვლევა 2
აიღე სხვადასხვა მოცულობის მაგ 2.5მლ. და 5მლ. შპრიცები და თითოეული აავსე წყლით. გამოთვალე თითოეულ შპრიცში წყლის მასა გამოიტანე დასკვნა. ჩაწერე პატარა ვიდეო, სადაც ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრებ.
|
შესრულებული დავალება მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით. ამ დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ წარმოდგენა იმაზე, რომ სიმკვრივე არაა დამოკიდებული სხეულის მოცულობასა და მასაზე. ასევე ხაზგასმით ეცოდინებათ, რომ რაც მეტია სხეულის მოცულობა, მით მეტია მასა, ან მეტი სიმკვრივის სხეულებს მეტი მასა აქვთ. ასევე ეცოდინებათ, რა შემთხვევაში აქვს სხეულს სიღრუე.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის დამატებასაც და გაშლასაც, ვფიქრობ, ამ კომპლექსურ დავალებაში ეს არის მოცულობის ერთეულებზე ყურადღების გამახვილება, სისტემის არაძირითადი ერთეულების ცოდნა და მათ შორის კავშირის დადგენა.