“საბაზე” მკითხველს შეუძლია საკუთარი, ვირტუალური ბიბლიოთეკა შექმნას. როდესაც მომხმარებელი რომელიმე წიგნს ყიდულობს, ეს წიგნი მის ვირტუალურ ბიბლიოთეკაში თავსდება. შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, ინტერნეტის საშუალებით, ონლაინრეჟიმში მიაკითხოს თავის ბიბლიოთეკას. ამ შემთხვევაში მან ზედა მარჯვენა მხარეს განთავსებულ ღილაკს “ბიბლიოთეკა” უნდა მიაჭიროს.
მომხმარებელს ასევე შეუძლია, თავისი ბიბლიოთეკა კომპიუტერში, სმარტფონსა თუ ტაბლეტში გადმოტვირთოს. ამ შემთხვევაში “საბაზე” შეძენილი წიგნების კითხვა ინტერნეტის გარეშე, ოფლაინრეჟიმშიც იქნება შესაძლებელი.
ბიბლიოთეკაში განთავსებული წიგნის გამოსახულებაზე მიჭერით შესაძლებელია წიგნის გახსნა და წაკითხვა.
თუ ვინმე “საბაზე” საკუთარი წიგნის განთავსებას გადაწყვეტს, ამისთვის მან ავტორად რეგისტრაციის პროცედურა უნდა გაიაროს. ავტორად დარეგისტრირების მსურველი ჯერ მკითხველად უნდა იყოს დარეგისტრირებული. თუ უკვე ხართ მკითხველი და ავტორად დარეგისტრირებას გადაწყვეტთ, გაიარეთ ავტორიზაცია “საბაზე”, მიიტანეთ მაუსი თქვენს სახელსა და გვართან ზედა მარჯვენა კუთხეში და ამოცურებულ მენიუში მიაჭირეთ ღილაკს “ჩემი გამომცემლობა”.

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. ავტორად რეგისტრაციისას საჭიროა ისეთი მონაცემების შეყვანაც, როგორიცაა პირადი ნომერი. თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე TBC ბანკში გაიხსნება თქვენი უფასო ანგარიში. მომავალში თქვენი წიგნების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ამ ანგარიშზე ჩაირიცხება.
ონლაინფორმის შევსების შემდეგ საჭიროა TBC ბანკის შესაბამის ფილიალში მისვლა და ავტორად რეგისტრაციის პროცესის დასრულება, კერძოდ, ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარება და ელექტრონული წიგნების სახლ “საბასთან” ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. TBC ბანკში უფასო ანგარიშის გახსნისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარების შემდეგ შეიძლება საკუთარი ნაწარმოების “საბაზე” ატვირთვა და გასაყიდად განთავსება.
ტექსტიდან ელექტრონულ წიგნამდე
საკუთარი წიგნის “საბაზე” განთავსება მარტივია. ამისთვის ავტორმა უბრალოდ უნდა ჩააკოპიროს ტექსტი შესაბამის ფანჯარაში, დაურთოს მას ილუსტრაციები, გამოყოს სათაურები, მიუთითოს წიგნის ფასი და გამოქვეყნების ღილაკს მიაჭიროს. ავტორის მიერ ჩაკოპირებულ ტექსტს “საბა” თავად გადააქცევს ელექტრონულ წიგნად.
მივყვეთ წიგნის გამოქვეყნების პროცესს თანამიმდევრულად.
წიგნის გამოსაქვეყნებლად საჭიროა სისტემაში ავტორიზება, “საბაში” შესვლა. შემდეგ მიაჭირეთ ღილაკს “ჩემი გამომცემლობა” და თქვენ თქვენი ვირტუალური გამომცემლობის გვერდზე აღმოჩნდებით. ამ გვერდის ქვედა ნაწილში მიაჭირეთ ღილაკს წიგნის გამოქვეყნება:

ღილაკზე “წიგნის დამატება” მიჭერით სისტემა თქვენ ახალ გვერდზე გადაგიყვანთ, რომელზეც თქვენს წიგნთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა ჩაწეროთ ანუ თქვენი წიგნის პასპორტი შექმნათ. აქვე უნდა ატვირთოთ თქვენი წიგნის ყდაც. თუ ყდა არ გაქვთ, “საბა” თავად შექმნის თქვენი წიგნისთვის სტანდარტულ გარეკანს.

თუ ინფორმაციის შეყვანისას მონიშნავთ ღილაკს “Kindle-ს ვერსია”, მკითხველს საშუალება ექნება, შეძენილი წიგნი ელექტრონული საიტიდან თავის კომპიუტერში გადმოტვირთოს და შემდეგ ქინდლში ან სხვა ელექტრონულ წიგნის საკითხავ მოწყობილობაში გახსნას. “საბა” ავტორებს სთავაზობს, თავად გადაწყვიტონ, რომელ ფორმატში სურთ თავიანთი ნაწარმოების გაყიდვა – მხოლოდ დაცულ “საბას” ფორმატში თუ ნაკლებად დაცულ MOBI და EPUB ფორმატებშიც. დაცულ ფორმატს ის ღირსება აქვს, რომ მკითხველს ასეთ ფორმატში შეძენილი წიგნის სხვა მკითხველისთვის გადაწერის საშუალება არ ექნება, ხოლო MOBI და EPUB ფორმატებში წიგნის შეძენის შემთხვევაში მკითხველს საშუალება ექნება, სხვასაც გადაუწეროს შეძენილი წიგნი. თუმცა “საბაზე” წიგნის ამგვარად განთავსების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ ფორმატებს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად, პოტენციური მკითხველების რიცხვიც საგრძნობლად იზრდება.
მას შემდეგ, რაც წიგნის პასპორტი შეივსება, მიაჭირეთ ღილაკს “პასპორტის ცვლილებების შენახვა”. ამ ღილაკზე მიჭერით ზედა მარცხენა კუთხეში გაჩნდება ახალი მენიუ – “თავის დამატება”. “საბაზე” ყველა წიგნი თავებისგან შედგება. თუ, მაგალითად, ავტორის მიერ “საბაზე” განსათავსებელი წიგნი მხოლოდ ერთ მოთხრობას მოიცავს, მაშინ ეს წიგნი ერთი თავისგან იქნება შემდგარი. შესაბამისად, მოთხრობის სათაური თავის სათაური იქნება. მას შემდეგ, რაც ფანჯარაში “თავის სათაური” სათაურს ჩაწერთ და ღილაკს “თავის დამატება” მიაჭერთ, გაჩნდება ახალი ფანჯარა, რომელშიც უნდა აიკრიფოს ან ჩაკოპირდეს წიგნის ტექსტი. ტექსტის ჩაკოპირების შემდეგ შესაძლებელია ქვესათაურების გამოყოფა და წიგნში ილუსტრაციების ჩასმა. “თავის სათაური” ერთგვარი ინდენტიფიკატორია – როდესაც “საბა” ელექტრონულ წიგნს დააგენერირებს, მისი სარჩევი თავის სათაურების მიხედვით შეიქმნება, ამიტომ ელექტრონულ წიგნში იმდენი თავი უნდა შეიქმნას, რამდენი ელემენტის სარჩევში ხილვაც სურს ავტორს.
როდესაც წიგნზე მუშაობა დასრულდება, მიაჭირეთ გვერდის ქვედა ნაწილში განთავსებულ ღილაკს “წიგნის შექმნა”. ამ ღილაკზე მიჭერით წიგნი გამომცემლის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდება და გამომცემელს საშულება ექნება, ნახოს იგი ისეთი სახით, როგორითაც მას მკითხველი იხილავს. თუ წიგნი ისე გამოიყურება, როგორც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული, მომდევნო ნაბიჯი წიგნის გასაყიდად გამოტანაა. ამისთვის გამომცემლის პანელში, წიგნის სათაურის გასწვრივ, უნდა მონიშნოთ ღილაკი 4 საათის შემდეგ წიგნი მყიდველთათვის ხელმისაწვდომი გახდება.