ვიდეოპოდკასტის გამოყენება უცხო ენის გაკვეთილზე

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უცხოური ენის სწავლების ერთ–ერთი პრიორიტეტული მიზანი გახლავთ, მოსწავლეს ორ უცხოურ ენაზე განუვითარდეს საკომუნიკაციო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი). ამასთან,  მოსმენა ერთ–ერთია იმ შვიდი მიმართულებიდან (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, სწავლის სწავლა, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება), რომელთა მიხედვითაც უნდა ისწავლებოდეს უცხოური ენა.   

რატომ ვურჩევთ უცხო ენის მასწავლებლებს გაკვეთილზე დამატებით მასალად ვიდეოპოდკასტის გამოყენებას  მაშინ, როცა  მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის უცხო ენის სახელმძღვანელოებში მოსასმენი ტექსტი შეთავაზებულია ყველა კლასიკური დავალების თანხლებით (მოსმენამდე, მოსმენის დროს და შემდეგ შესასრულებელი დავალებები)? ამ დავალებებთან შედარებით, ვიდეოპოდკასტს  ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:  ერთი მხრივ, ის ამრავალფეროვნებს სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას, მეორე მხრივ, გამოირჩევა აქტუალურობითა და ავთენტიკურობით. სხვა უნარ–ჩვევებთან ერთად,  ვიდეოპოდკასტების გამოყენება მოსწავლეებში მედიაკომპეტენციასაც ავითარებს.

თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი გაკვეთილზე ტექსტს არ ასმენინებს მოსწავლეებს და ამის ნაცვლად თვითონ უკითხავს; შემდეგ ითხოვს  ტექსტის თარგმნას ან/და  მოკლე შინაარსის გადმოცემას. მასწავლებლის  ასეთი მუშაობით უცხოური ენის სრულყოფილი შედეგი ვერ მიიღწევა.  ამიტომ ვურჩევ უცხოური ენის  პედაგოგებს, მოსმენის სავარჯიშოებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. ზოგჯერ მოსწავლეები უხალისოდ აკეთებენ სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებებს და აღნიშნავენ, რომ მათ სჭირდებათ რაღაც უფრო ახალი და საინტერესო. ვფიქრობ, მოსწავლეები საიმოვნებით ჩაერთვებიან ვიდეოპოდკასტების მოძიებისა და დამუშავების პორცესში,  რადგან ამისთვის მათ თანამდროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენება დასჭირდებათ.

გთავაზობთ გერმანული ენის გაკვეთილზე ვიდეოპოდკასტის გამოყენებისა და დიდაქტიზების ერთ-ერთ ვარიანტს:

 ვრცლად

კომენტარები

comments