ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
2 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

შექმენი მომავლის საქართველოს სიმბოლიკა

26 მაისი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დღეა…

განსაკუთრებულია სასკოლო საზოგადოებისთვის, რადგან  სკოლამ უნდა აღზარდოს მომავლის საქართველოს შვილები.

აღსანიშნავია, რომ საგან ,,მე და საზოგადოების’’  მე-4 კლასის სახელმძღვანელოში მოცემულია არაჩვეულებრივი მასალა, ,,ჩემი ქვეყნის სიმბოლოები’’.

 

წარმოგიდგენთ კომპლექსურ დავალებას: ,,შექმენი მომავლის საქართველოს სიმბოლიკა’’

(დავალების ავტორი – მაკა ინაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელი, დაწყებითი განათლების ექსპერტი)

 

თემა – მე და ჩემი ქვეყანა

სამიზნე ცნება – ცვლილება; შედეგები (საზ.მეც.დაწყ.(I)5,7)

ქვეცნება – სახელმწიფო სიმბოლიკის ცვლილება

საკითხი – დროშის, გერბისა და ჰიმნის ცვლილება

საკვანძო შეკითხვები:

  • რატომ იცვლება სახელმწიფო სიმბოლოები?
  • როგორ წარმოვაჩინო პრეზენტაციის საშუალებით სიმბოლიკის ცვლილების მიზეზები.

 

კომპლექსური დავალების პირობა

შეარჩიე ჩვენი ქვეყნის სიმბოლოებიდან (დროშა, გერბი, ჰიმნი) ერთ-ერთი, პრეზენტაციის სახით   წარმოადგინე,  რა ცვლილება განიცადა დღემდე.  შექმენი ჩვენი ქვეყნის მომავალი სიმბოლოს ფორმა   საკუთარი ინტერპრეტაციით (როგორიც გსურს, რომ იყოს).

დავალების შეფასების კრიტერიუმები

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა ინფორმაციას „ინახავს“ წარსულის შესახებ ძველი სიმბოლოები ( მ.წ..2)
  • რა შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი სახელმწიფო სიმბოლოებში, როგორ და რატომ განიცადა ცვლილება შენმა შექმნილმა „მომავლის სიმბოლომ?“  (მ.წ.1)

შენიშვნა: ,,მ.წ’’  – მიუთითებს მკვიდრ წარმოდგენას

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა

როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?

რესურსი/აქტივობა:

რესურსი 1. პრეზენტაციის აწყობა

https://www.youtube.com/watch?v=zlOQ7-WoTbU

აქტივობა 1. მსჯელობა, როგორ შევქმნათ პრეზენტაცია მოცემული რესურსის დახმარებით.

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • რა უნდა გაითვალისწინო პრეზენტაციის მომზადებისას?
  • სად და როგორ შეიძლება მოიპოვო ინფორმაცია სახელმწიფო სიმბოლიკის ცვლილების შესახებ?
  • რა ფორმით შეიძლება შექმნა მომავალი სიმბოლიკის ფორმა?
  • როგორ წარმოაჩენ პრეზენტაციის საშუალებით, რა გაიგე სახელმწიფო სიმბოლოების ცვლილების შესახებ?
  • როგორ წარმოადგენ მომავალი სახელმწიფოს სიმბოლოს?

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1. რა ინფორმაციას „ინახავს“ წარსულის შესახებ ძველი სიმბოლოები (მ.წ.2)

რესურსი/აქტივობა:

რესურსი 1. მე-4 კლასი, სახელმძღვანელო „მე და საზოგადოება“; ( II ნაწილი) გვ. 29

რესურსი 2. ბმულები ინფორმაციის მოსაძიებლად სახელმწიფო ძველი სიმბოლიკის შესახებ:

როგორ იქმნებოდა პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკა:

https://at.ge/2020/05/25/simbolikebi/

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი:

https://www.youtube.com/watch?v=BmcNaQiz3NA

რესურსი 3: ფოტოები

 

აქტივობა 1. ცხრილის შევსება: რა ვიცოდი, რა გავიგე, რა მინდა ვიცოდე.

აქტივობა 2. ინტერვიუ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

 

  • რა არის სიმბოლო? (რესურსი 1,2)
  • რა სიმბოლოები იცი?
  • რას გამოხატავს სახელმწიფოს სიმბოლიკა?
  • რატომ მიაგებენ პატივს სპორტსმენები საკუთარი ქვეყნის სიმბოლიკას?
  • რაში ეხმარება სახელმწიფო სიმბოლიკა ადამიანებს?
  • რა არის ჰიმნი?
  • რა ინფორმაციას გვაწვდიან უფროსი თაობის წარმომადგენლები სახელმწიფოს ძველი სიმბოლოების შესახებ?
  • როგორ წარმოაჩენ პრეზენტაციაში წარსულის შესახებ რა ინფორმაციას „ინახავს“ ძველი სიმბოლოები?

 ნაბიჯი 2. რა შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი სახელმწიფო სიმბოლოებში; როგორ განიცადა ცვლილება შენმა შექმნილმა „მომავლის სიმბოლომ?“ (მ.წ.1)

რესურსი/აქტივობა

რესურსი 1.

რესურსი 2.

გერბის ცვლილება – https://www.youtube.com/watch?v=R9BwHdMncsU

სახელმწიფო სიმბოლოები დღეს:

https://www.president.gov.ge/ka/page/sakhelmcifo-simboloebi

 

აქტივობა 1. ვენის დიაგრამა (ძველი და ახალი სიმბოლოების შედარება)

აქტივობა 2. თხზულების დაწერა: ,,როგორი მინდა, იყოს საქართველოს მომავალი’’

აქტივობა 3. გონებრივი იერიში – იდეების გენერირება – როგორ შეიძლება შეიცვალოს მომავლის საქართველოს სიმბოლო?

აქტივობა 4. შექმენი შენი თვალით დანახული მომავლის საქართველოს სიმბოლო.

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

 

  • როგორ და რატომ შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა? ( რესურსი 1,2)
  • როგორი იყო ადრე სახელმწიფო სიმბოლიკა?
  • როგორია დღევანდელი სახელმწიფო სიმბოლიკა?
  • აღწერეთ სახელმწიფოს დროშა და გერბი;
  • რას ნიშნავს „ძალა ერთობაშია“?
  • რა ცვლილება განიცადა სახელმწიფო სიმბოლიკამ?
  • რა შეიცვალა/რა დარჩა იგივე?
  • როგორი წარმოგიდგენია/როგორი გინდა, რომ იყოს საქართველოს მომავალი?
  • შენ როგორი გინდა რომ იყოს/როგორ შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო სიმბოლიკა?
  • როგორ/რა ფორმით შექმნი მომავალი სახელმწიფოს სიმბოლოს?
  • როგორ ასახავ მასზე შენს სურვილებს?

 

 შეკითხვები განმავითარებელი შეფასებისთვის:

  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
  • აღწერე რა პროდუქტი შექმენი;
  • რა საკითხს შეეხება შენ მიერ მომზადებული დავალება?
  • განმარტე, რატომ შექმენი სიმბოლო? რისი თქმა გინდოდა მისი საშუალებით?
  • შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენ მიერ შექმნილი კომპლექსური დავალებით და რატომ?
  • რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რას გააკეთებდი სხვანაირად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • შეგისრულებია თუ არა სხვა დროს მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება?
  • შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

გამოყენებული ლიტერატურა:

საგანი – მე და საზოგადოება;

გზამკვლევი – მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი).

https://bit.ly/3LHKJi3

 

მე და საზოგადოება – მე-4 კლასის სახელმძღვანელო- მე-2 ნაწილი (ნინო ტალახაძე-გამომცემლობა ,,სიდი’’-თბილისი-2018)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“