ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ გამარჯვებული მოთხრობები და სხვა პრიზები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-  მიერ , ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსი  „ვწერ მასწავლებლისთვის“-  დასრულდა! საუკეთესო მოთხრობების ავტორები ცნობილია.  ავტორების  საზეიმო დაჯილდოება მწერლის სახლში  გაიმართა

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ,  რომლის შემადგენლობაში იყვნენ : ზაალ ჩხეიძე, ნინო ლეჟავა, დავით გორგილაძე, ზვიად კვარაცხელია და ნატო ინგოროყვა,  შეარჩია ათი საუკეთესო მოთხრობა, რომელთაგან  სამი გამარჯვებული გამოვლინდა.  გამარჯვებული მოთხრობის ავტორებს    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ:

I ადგილი-  „აირწინაღი“- ბესო პაპასქუა – 1000 ლარი;

II ადგილი –„Bed Teacher“ – ცოტნე ავსაჯანიშვილი 700 ლარი;

III ადგილი – „ჰანიბალის ფიცი“- ნინია სადღობელაშვილი–  500 ლარი.

კონკურსის პარტნიორმა,  ლიბერთი ბანკმა მათი რჩეული ავტორი, გურო დავითლიძე  მოთხრობისთვისაჩიკო,  სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ლიბერთი ბანკმა ასევე სპეციალური საჩუქრები გადასცა საუკეთესო მოთხრობის ათივე ავტორს .

მასწავლებლის სახლის რჩეული მოთხრობების ავტორებს – სოფიო კუბლაშვილს  მოთხრობისთვისგაფუჭებული ტელეფონიდა  თორნიკე სიბაშვილს მოთხრობისთვის  “ევა სპეციალური პრიზები  მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადასცა.

ჟურნალმასწავლებლის რჩეულ ავტორს   ნანა აკობიძე  სპეციალური პრიზი გადაეცა  მოთხრობისთვის    მარია კიური, ზევსი, დირექტორი და ზოგჯერ აპოლონიც.” 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზი ილია ჭანტურიას გადაეცა მოთხრობისთვის  მენდელევის გაკვეთილები.

გამომცემლობაინტელექტმათავის რჩეულ ავტორსთორნიკე სიბაშვილს  გადასცა პრიზი მოთხრობისთვისევა.

გამომცემლობასულაკაურმა და მისმა წარმომადგენელმა ნათია ნაფეტვარიძემ ათივე კონკურსანტი დააჯილდოვა და გამომცემლობის რჩეულ ავტორებს- ნათია გოგიჩაიშვილს მოთხრობისთვის “მეორე მხარე და ანა წულაის მოთხრობისთვის ორშაბათი სპეციალური პრიზები გადასცა.

კონკურსის სიმბოლო გადაეცა კონკურსის გამარჯვებულს – ბესო პაპასქუას!

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი, რომელშიც კონკურსში გამარჯვებული ათი საუკეთესო მოთხრობა შევიდა, გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „„mastsavlebeli.ge-ზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი