პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის წიგნი – ინტეგრირებული გაკვეთილები

მასწავლებლის წიგნის სერიით მომზადებული ეს ნომერი მთლიანად დაეთმო ინტეგრირებული  გაკვეთილების თემას. რადგან ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა – მოსწავლეს ჰქონდეს ტრანსფერული ცოდნა, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესში მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული შესასწავლი საკითხის მრავალმხრივ, ჰოლისტურ განხილვაში. სწორედ ამ გზით უვითარდება მოსწავლეს მიღებული ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის უნარი. კონცეპტუალური და დინამიკური ცოდნის თუნდაც კონსტრუქტივისტული გზით შეძენა საკმარისი აღარ არის, ხოლო ფუნქციური / ტრანსფერული ცოდნის შეძენისთვის აქტუალურია ინტეგრირებული გაკვეთილების კარგად დაგეგმვა-ჩატარება-გაანალიზება.

წიგნი მოიცავს არა მარტო ინტეგრირებული გაკვეთილის ნიმუშებს, არამედ იმ პედაგოგიური მიდგომების, იდეების და სტრატეგიების განხილვას, რომელიც სტიმულს მისცემს მასწავლებელს, დაგეგმოს და ჩაატაროს ისეთი გაკვეთილი, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის ინტეგრაციაზე, სასწავლო მასალაში ცხოვრებისეული კონტექსტის გათვალისწინებაზე. განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც ხომ ცოდნის ტრანსფერი, თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, მისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირებაა.

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან ! 

ინტეგრირებული გაკვეთილები

წიგნის ავტორები: 

თამთა დოლიძე, მანანა ბოჭორიშვილი, თინათინ ზარდიაშვილი, ინა იმედაშვილი, ნესტან რატიანი, მანანა სეხნიაშვილი, დიანა ანფიმიადი, ირენა მახარაძე, ნათია უჩავა, ლელა მანგოშვილი, მაია ფირჩხაძე, თამარ მურუსიძე, მაია ჯალიაშვილი

რედაქტორები: ნატო ინგოროყვა, მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი