სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ყველა ფანჯარაში ერთნაირად თოვს?

მე და ჩემს მეგობარს ერთი საერთო კედელი გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი ფანჯრები ქუჩის მხარეს თითქმის გვერდიგვერდაა. გახსოვთ, ამ ზამთარს, ერთ დღეს, ძლიერ თოვდა. ციდან უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა. მეგობარმა დამირეკა და მკითხა: “ჩემს ფანჯარასთან დიდი და ულამაზესი ფანტელები ცვივა, შენთან რა ხდებაო?”

ზოგს შეიძლება გაეცინოს ჩემი მეგობრის შეკითხვაზე, ზოგმა მიამიტ ადამიანად მიიჩნიოს, ზოგმაც, ვინ იცის, რა გაიფიქროსმაგრამ ეს კითხვა არც სასაცილოა და არც მიამიტური. რატომ? თავიდანვე განვაცხადებ: არ არსებობს ორი ადამიანი, ერთსა და იმავე საგანს (მით უფრო, თუ იგი შეფერილია) ერთნაირად რომ ხედავდეს. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ აღქმის პოეტურლიტერატურულგანწყობილებით ასპექტებს.

არ მეთანხმებით? დაგაფიქრათ ასეთმა კატეგორიულმა განცხადებამ? შევეცდები ამ წერილით ავხსნა ჩემი განცხადების საფუძველი და ამით ერთგვარად გავაგრძელო წინა კვირას წამოწყებული საუბარი.

პირველ რიგში, დავსვათ კითხვა და გავარკვიოთ, როგორ ვხედავთ საგნებს, მათ კონტურებსა და შეფერილობას.

საგნის აღსაქმელად სამი რამ არის საჭირო: განათების წყარო, თვით საგანი და დამკვირვებელი. ამ ტრიადაში საგნის არსებობა ცხადზე ცხადია. დიდი მნიშვნელობა აქვს განათების წყაროსაც. მის გარეშე ჩვენ ანუ დამკვირვებელი ვერაფერს გავაწყობთ. განათების წყაროდან წამოსული სხივი სანამ დამკვირვებლის თვალს მიაღწევს, გზად უნდა შეეხოს საგანსაირეკლოს ან გამჭოლად გაიაროს მასში. ამის შემდეგ იწყება რთული ფიზიკურქიმიურბიოქიმიური პროცესები. სხივი ეცემა თვალში არსებულ კოლბებს, აღაგზნებს მათ, რის შედეგადაც გამომუშავდება შესაბამისი ნივთიერები, რომლებიც, თავის მხრივ, მიეწოდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამ უკანასკნელს კი საბოლოო ვერდიქტი გამოაქვსადგენს საგნის მოხაზულობასა და ფერს.

 

მაგრამ რატომ აქვს ზოგიერთ მასალას ფერი, ზოგს კი არა?

ადამიანის მხედველობის არეალი შეზღუდულია. ბუნებაში გამოსხივების ბევრად უფრო ვრცელი დიაპაზონი არსებობს, ვიდრე ჩვენს თვალს შეუძლია აღქმა. განგებამ ჩვენი მხედველობის არეალი 400-დან 800 ნმ დიაპაზონში შემოსაზღვრა. სამწუხაროდ შეუიარაღებელი თვალისთვის მის გარე უბნები უხილავია, თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობენ. მაგრამ რასაც ვხედავთ, იმასაც ძალიან სუბიექტურად ვეკიდებით. მაგალითად, არსებობს ორი ფერი, რომლებსაც ყველა სულიერი მეტნაკლებად ერთნაირად აღიქვამს, მათ შორისდალტონიზმით დაავადებული ადამიანებიც. მაგრამ სინამდვილეშითეთრიდაშავი ფერი“,როგორც ასეთი, არ არსებობს. ის, რასაც ჩვენთეთრსვეძახით, რეალურად შვიდი ფერის ნაკრებს წარმოადგენს (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს შვიდი ფერიც პირობითია, სინამდვილეში რამდენიმე მილიონი ფერი არსებობს). ხოლოშავინიშნავს, რომ ფერი ანუ გამოსხივება საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება დანარჩენ ფერებს, იქაც დიდი სუბიექტივიზმი ბატონობს. საგანი, რომელსაც ჩვენ წითლად ვხედავთ (წითელს ვეძახით), სინამდვილეში მოლურჯომწვანეა. რატომ? მოდი, ამ საკითზე ცოტა დაწვრილებით ვისაუბროთ.

ყველა ნივთიერებას შესწევს უნარი, მასზე დასხივებისას სინათლე შთანთქოს. მაგრამ ყველა ნივთიერებამ იცის თავისირაციონი” – პლანკის თეორიის თანახმად, გამოსხივების ფართო დიაპაზონიდან იგი მხოლოდ მისთვისშესაფერისტალღებს შთანთქავს, ხოლო დანარჩენების მიმართ გულგრილი რჩებააირეკლავს ან გაატარებს.

ჩვენ თვალამდე სწორედ ესნასუფრალისინათლე აღწევს. როდესაც წითლად შეფერილ საგანსთეთრისხივი ანუ შვიდი ფერის სხივების ნაკრები ეცემა, მათგან მომწვანოლურჯ სხივს აარჩევს და შთანთქავს, დანარჩენებს კი გაატარებს ან აირეკლავს. დარჩენილი ფერები ახალ კომბინაციას წარმოქმნიან, რომელიცთეთრისნაცვლად იძლევა წითელ ფერს. ამიტომ ვეძახით მომწვანოლურჯ საგანს წითელს.

 

 

ტალღის სიგრძე, 

 

ნმ

 

 

სპექტრალური ფერი

დამატებითი ფერი (ფერი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ)

400-435 იისფერი მომწვანო–ყვითელი
435-480 ცისფერი ყვითელი
480-490 მომწვანო–ლურჯი ნარინჯისფერი
490-500 მოლურჯო–მწვანე წითელი
500-560 მწვანე მეწამული
560-580 მოყვითალო–მწვანე იისფერი
580-595 ყვითელი ლურჯი
595-605 ნარინჯისფერი მომწვანო–ლურჯი
605-730 წითელი მოლურჯო–მწვანე
730-760 მეწამული მწვანე

 

გარდა ამისა, ფერის აღქმის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც. აქაც ძალიან ხშირად გვაცდუნებს ხოლმე ჩვენი თვალი. ბატონ ადელსონს არაერთი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული ფერის შესახებ ჩვენს წარმოდგენებზე. დავაკვირდეთ, ქვემოთ მოყვანილ სურათს და შევაფასოთ A და B უჯრების ფონის ფერი. დარწმუნებული ვარ, თქვენ A უჯრის ფონს უფრო მუქ ტონალობაში ხედავთ ვიდრე B უჯრის ფონს. დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ მე თავადაც ასე ვხედავ, თუმცა მეორეს მხრივ ვიცი, რომ ორივე ერთი და იგივე ფერია.

 

 

 

არ მიჯერებთ,
მაშინ მოდით ამ ვიდეო კლიპს შევხედოთ.
https://www.youtube.com/watch?v=z9Sen1HTu5o

ნუ გეგონებათ, რომ ვინმე გატყუებთ, – ეს თქვენი თვალი და წარმოდგენა იტყუებიან. ადამიანები მიჩვეული ვართ სამ განზომილებაში ცხოვრებას და აზროვნებას. სამ განზომილებაში კი ცხოვრება სავსეა ჩრდილებით. როდესაც ვაკვირდებით B უჯრას, რომელიც ცილინდრის ჩრდილი ეცემა, ჩვენი თვალი კი ხედავს მას ისეთივე მუქად, როგორც A უჯრას, მაგრამ ქვეცნობიერი არ უჯერებსსაკუთარ თვალებსდა მას ღია ფერად აღიქვამს. თავს ვიტყუებთ, გვგონია, რომ მუქად იმიტომ გვეჩვენება, ჩრდილი ამუქებს, ხოლო რეალურად ღიაა.

აქედან გამომდინარე, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი თვალი და იმდენი წარმოდგენაა. ჩვენ ყველანი ჩვენი წარმოდგენების ტყვეები ვართ ფერის აღქმაშიც და სხვა დანარჩენშიც. ამიტომ, მოდი, კარგად დავაკვირდეთმოსწავლე, რომელიც ბოლო მერხზე ზის, ვინ იცის, პირველ მერხზე სულ სხვა ვინმედ მოგვეჩვენოს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი