პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინტერნატგაზეთი “mastsavlebeli.ge” რვა წლის გახდა!

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” რვა  წლის გახდა. 

რვა წლის წინ, მასწავლებლის პროფესიის რეგულაციებმა ამ პროფესიის ადამიანებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შექმნის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში, ამიტომ შეიქმნა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“. ინტერნეტგაზეთს დღეს მილიონ-ნახევარზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და მის მიმართ ინტერესი, თემატიკის მრავალფეროვნებისა და განსაკუთრებული ავტორების გამო, ყოველდღიურად იზრდება.

ამ რვა წლის მანძილზე  ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებულია 6912 საგანმანათლებლო რესურსი თუ სტატია.

ამავე გაზეთის საგანმანათლებლო რესურსებზე დაყრდნობით,  დავიწყეთ „მასწავლებლის ბიბლიოთეკის“ შექმნა და  რვა  წლის განმავლობაში ბიბლიოთეკა 13  „მასწავლებლის წიგნით“ გამდიდრდა.

წამოვიწყეთ ყოველწლიური კონკურსი – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ლიტერატურაში თანამედროვე მასწავლებლის სახის შექმნას უწყობს ხელს. მასწავლებლისთვის, ქართველი ავტორების მიერ შექმნილი, თანამედროვე სკოლისა და მასწავლების ცხოვრების აღწერით, უკვე 40 მოთხრობა გვაქვს.

რედაქციაში მრავალი მადლობის ბარათი მოდის როგორც საქართველოდან, ისე ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი ერთგული მკითხველებისგან და ეს ძალიან დიდი სტიმულია რედაქციის თანამშრომლებისთვის.

ჩვენს ავტორებს არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაუმარჯვიათ ინტერნეტგაზეთში  გამოქვეყნებული სტატიებით. თავად ინტერნეტგაზეთიც  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოთა მფლობელია.

ეს მხოლოდ ზედაპირული მოგზაურობაა ჟურნალის საქმიანობაში. ამ ყველაფრის მიღმა უამრავი დეტალი, დიდი შრომა და საქმის სიყვარულია.

ვპირდებით  ჩვენს მკითხველებს, რომ ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან ხმაურის ნაცვლად საჭირო სიგნალებს გაიგონებენ და ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ მასწავლებლებისა და ჩვენი მკითხველების მოთხოვნაზე ვრეაგირებთ, ოღონდ პროფესიონალურად, აკადემიურად და ხმაურის გარეშე.

ცხადია, მადლობის გარეშე არც ეს წერილი დასრულდება. გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც შრომობს ამ რესურსებისთვის, ვინც ხელს გვიწყობს შრომაში და, რაც მთავარია, მადლობა ჩვენი შრომის მთავარ ადრესატებს – ჩვენს მკითხველებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი