შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

უნარებისა და ცოდნის გააზრება. როცა კლასში ბედნიერი უფლისწულია

ეს ამბავი ზუსტად შვიდი წლის წინ იყო, როცა კლასში ბედნიერი უფლისწული შემოგვესტუმრა და სამუდამოდ ჩვენს გულებში აღიბეჭდა.

იმ დღისთვის მეხუთე კლასში ქართულში კითხვის გაკვეთილი დავგეგმე. საკითხავ თემატიკად ოსკარ უაილდის „ბედნიერი უფლისწული“ შევარჩიე, მასალები ამოვბეჭდე და კლასში ღიმილით შევედი.

საპასუხო რექციადაც ბავშვების თბილი ღიმილი და ახლი მასალისადმი დიდი მოლოდინი დამხვდა. გაკვეთილი წინასწარ  გაწერილი გეგმის მიხედვით წარიმართა. იყო ბევრი პოზიტიური ემოცია, ღიმილი, ხალისი და ცრემლიც კი, რომელიც კითხვის ბოლოს რამდენიმე მოსწავლეს მოერია. კლასში მხოლოდ ერთი ონავარი ბიჭი იღიმოდა, რა გატირებთო. სულ ცოტა ხნის წინ ფეისბუკზე სწორედ მისგან შემდეგი შინაარსის, გულთბილი წერილი მივიღე, შვიდი წლის შემდეგ მადლობას მიხდიდა  და მწერდა: „…ნათელი დღესავით მახსოვს კეთილი და შთამბეჭდავი გაკვეთილები, რომლებსაც გვჩუქნიდით და რომელსაც „ბედნიერი უფლისწულივით“ ვერაფრით ვივიწყებ. ის ემოციები მენატრება და მას მერე სულ მინდა, რომ ისევ თქვენ იყოთ ჩვენი ქართულის მასწავლებელი…“.

ნურასდროს გაკიცხავთ მასწავლებელს, თუკი ერთხელაც ამგვარი წერილების გამოქვეყნება მოესურვება, ვინ იცის, რამდენი მიზეზი აქვს ამისთვის. თანაც მაშინ ხომ ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ემოციას, რომელიც მათთან ერთ-ერთი კითხვის გაკვეთილზე გავეცი, ამოდენა მეხსიერება ექნებოდა.

ჩატარებული გაკვეთილის გეგმა აქვეა მოცემული[1]. მოგვიანებით, როცა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის სარეკომენდაციო ჩარჩოს[2] სახელმძღვანელოები გამოქვეყნდა, სურვილი გამიჩნდა, მასში  რამდენიმე მნიშვნელოვანი დესკრიპტორი ჩამემატებინა. რამდენადაც დღესდღეობით დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის სარეკომენდაციო ჩარჩოს მიზანი მასწავლებლების დახმარება და მოსწავლეებისთვის იმ კომპეტენციების – ღირებულებების, დამოკიდებულებების, უნარებისა და ცოდნა-გააზრების – დაუფლებაა, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი დემოკრატიული მოქალაქეობისთვის. და სწორედ ასე შევსებული გაკვეთილის თქვენთვის გაზიარება  მომინდა  ძალიან.

გაკვეთილის თემა:

კითხვით საგანთა სამყარომდე – ოსკარ უაილდის ზღაპრის,  „ბედნიერი უფლისწულის” მიხედვით

ზღაპრის ტექსტის ნახვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი: https://children.wanex.net/mcerloba/targmanebi/bednieri_uflisculi.htm

გამოყენებული  მეთოდები:

  • ხმამაღლა ფიქრი,
  • ვარაუდების გამოთქმა,
  • ვიცი/ მინდა ვიცოდე/ვისწავლე,
  • დაფიქრდი/ დაწყვილდი/ გაუზიარე,
  • როლი, აუდიტორია, ფორმატი, თემა,
  • წერა ქარგის მიხედვით.
საგანმანათლებლო რესურსები ლიტერატურა, ფოტომასალა, პროცესორი, პროექტორი, კალამი, რვეული, ფლიფჩარტი, ფერადი მარკერები
გაკვეთილის

ძირითადი მიზნები

კითხვის ეფექტური სტრატეგიების მკითხველის მიერ გამოყენების ნიმუშების გაცნობიერება, შეკითხვების დასმა, ანალიზი, მოკლე წერილობითი ტექსტის შედგენა მითითებული ქარგის მიხედვით.
გაკვეთილის თემით ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები ქართ . V . 8. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ 

ნაწარმოებებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.

• განმარტავს, რატომ ისიამოვნა/ვერ ისიამოვნა ნაწარმოების  ფინალით

ქართ . V . 9. მოსწავლე კითხულობსაანალიზებს სხვადასხვა ჟანრის საინფორმაციო თუ მხატვრულ ნაწარმოებს.

გაკვეთილის თემისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის სარეკომენდაციო ჩარჩოს საერთო დესკრიპტორები[3]

 

ღირებულებებითავი Ι,  ძირითადი კომპეტენციის (1) საიდენტიფიკაციო კოდი: 101

დესკრიპტორი: ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებები მუდმივად უნდა იყოს დაცული და ყველა მუდმივად უნდა სცემდეს მათ პატივს.

 ძირითადი კომპეტენციის (2) საიდენტიფიკაციო კოდი: 102

დესკრიპტორი: ადასტურებს, რომ საზოგადოება პატივს უნდა სცემდეს და იცავდეს ბავშვის უფლებებს.

ძირითადი კომპეტენციის (3) საიდენტიფიკაციო კოდი: 103

დესკრიპტორი: ამტკიცებს, რომ ყველამ უნდა აღიაროს ყოველი ადამიანის ძირითადი თავისუფლებები.

დამოკიდებულებები: თავი ΙΙ  

ძირითადი კომპეტენციის (21) საიდენტიფიკაციო კოდი: 401

დესკრიპტორი: იჩენს ინტერესს სხვა ადამიანის რწმენის, ღირებულებების, ტრადიციებისა დ ა მსოფლმხედველობის მიმართ.

ძირითადი კომპეტენციის (24) საიდენტიფიკაციო კოდი: 405

დესკრიპტორი: სიამოვნებით იყენებს შესაძლებლობას, გაეცნოს განსხვავებულ კულტურას.

ძირითადი კომპეტენციის (24) საიდენტიფიკაციო კოდი: 406

დესკრიპტორი: ინტერესით თანამშრომლობს განსხვავებული კულტურული წარმომავლობის მქონე ადამიანებთან.

პატივისცემა თავი V,  ძირითადი კომპეტენციის (28) საიდენტიფიკაციო კოდი: 502

დესკრიპტორი: პატივისცემას გამოხატავს სხვა ადამიანების მიმართ და ექცევა მათ, როგორც თანასწორებს.

 ძირითადი კომპეტენციის (30) საიდენტიფიკაციო კოდი: 505

დესკრიპტორი: პატივისცემას გამოხატავს საკუთარისაგან განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ. 

ძირითადი კომპეტენციის (30) საიდენტიფიკაციო კოდი: 508

დესკრიპტორი: პატივისცემას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მისგან განსხვავდებიან.

გამოყენებული

მეთოდები და

აქტივობები

·         შესასწავლი საკითხის/ თემის წარდგენა;

·         საჩვენებელი წაკითხვა მასწავლებლის მიერ;

·         ხმამაღლა ფიქრი;

·         სქემის – ტექსტი ამბობსმე ვფიქრობამიტომაც – შევსება;

·         წერა რაფთი (როლი, აუდიტორია, ფორმატი, თემა).

გაკვეთილის მსვლელობა (სამფაზიანი მოდელი)

 

 

ფაზა წაკითხვამდე (მისალმება, პოზიტიური განწყობის შექმნა)

გაკვეთილი იწყება პროვოცირებით. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვთხოვ, დაფაზე დაწერონ არსებითი სახელები და აქვე დაახასიათონ ისინი სულიერებაუსულობის მიხედვით.

მასწავლებელი სვამს შეკითხვას – რით განსხვავდება სულიერი საგნები უსულოთაგან?

შემდეგ იგი აჩვენებს ქანდაკების ფოტოს და მის შესახებ სვამს შეკითხვებს: შეუძლია თუ არა მას ფიქრი, სუნთქვა, სიყვარული, თანაგანცდა? აქვს თუ არა გული?.. მოსწავლეთა პასუხის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ განმარტავს საგნის აღმნიშვნელ სიტყვებს გრამატიკა და ლიტერატურა. ბავშვების პასუხის  შემდეგ  განზოგადდება დასკვნა – ლიტერატურაში უსულო საგნებიც კი სულიერდებიან.

მასწავლებელი: – ვნახოთ, ეს როგორ მოხდა „ბედნიერ უფლისწულში“.

 

აქვე მასწავლებელი მიუთითებს, რომ დღეს იმუშავებენ ხმამაღლა ფიქრის “ მეთოდით, რომ ხმამაღლა ფიქრი, შეკითხვები, ვარაუდები წაკითხულს უკეთ გაგვააზრებინებს.

მასწავლებელი მოსწავლეებს სამსვეტიან სქემას (წაკითხვამდე/ კითხვის დროს/ წაკითხვის შემდეგაჩვენებს და ამბობს, რომ მათ აზრებს ფორმატზე ჩამოწერს და აქვე გააკრავს, რადგან კარგი მკითხველის თვისებების გახსენება ყოველთვის დასჭირდებათ.

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწყვილდნენ და ჩამოწერონ ორ-ორი ყველაზე სასარგებლო რამ, რასაც კარგი მკითხველები აკეთებენ ტექსტის წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ.

მოსწავლეთა წყვილები იწყებენ თითო მახასიათებლის დასახელებას. მასწავლებელი მოკლედ აჯამებს და ავსებს სქემას.

ამის შემდეგ ბავშვებს ურიგდებათ ტექსტი.

მასწავლებელიროგორც გითხარით, დღეს გიჩვენებთ, თუ როგორ კითხულობს კარგი მკითხველი. ამისთვის ჩემს ფიქრებს ხმამაღლა გამოვთქვამ. თქვენ დაინახავთ და გაიგონებთ, რა ხდება ჩემს გონებაში, კითხვის პარალელურად.  ასე რომ, დღეს საინტერესო მოგზაურობა გველის ფიქრებისა და საგანთა სამყაროში. მოხერხებულად მოკალათდით სკამებზე და მოემზადეთ!  ერთად ვიფიქროთ, თუმცა გვახსოვდეს, შესაძლოა, ჩვენი ფიქრები ერთმანეთს არ დაემთხვეს. ეს კარგიცაა, რადგან ჩვენი „ხმამაღლა ფიქრის “ პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.

კითხვის დაწყების წინ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, პაუზისას არ განაგრძონ ტექსტის დამოუკიდებლად კითხვა.

მასწავლებელი ტექსტში პერსონაჟების მონაცვლეობის მიხედვით ცვლის ტემბრს, ტონს, ინტონაციას, გამომეტყველებას, პოზას.

 

 

II ფაზა კითხვის დროს

მასწავლებელი სათაურის წაკითხვის შემდეგ ქანდაკების შესახებ ახლა განსხვავებულ შეკითხვებს სვამს: რა ვიცით? რისგან მზადდება? ვინ ქმნის? რა მიზეზით და რა მიზნით იქმნება?

მოსწავლეთა  პასუხის შემდეგ მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს პირველ წინადადებას: „ქალაქის ზემოთ, ერთ მაღალ სვეტზე ბედნიერი უფლისწულის ქანდაკება იდგა“.

მასწავლებელი ხურავს წიგნს და მცირე პაუზის შემდეგ მიმართავს  ბავშვებს:  – „ბავშვებო, ჩუმად დაფიქრდით და თქვენი ვარაუდები, თუ რა მოხდება შემდეგ,  რვეულში ჩაიწერეთ“.

ბავშვები სვამენ კითხვებს.

მასწავლებელი მათ სთხოვს, მიმართონ წარმოსახვას, გამოიყენონ ვიზუალიზების მეთოდიიგი ბავშვებთან ერთად ხუჭავს თვალებს და გონებაში წარმოიდგენენ ბედნიერ“  ქანდაკებას. ბავშვები ამყარებენ კავშირს წინარე ცოდნასთან და იხსენებენ, თუ ვისი/რის ქანდაკებები უნახავთ.

მასწავლებელი აგრძელებს ტექსტის კითხვას: „იგი დაფარული იყო ბაჯაღლო ოქროს თხელი ფირფიტებით, თვალების მაგიერ ორი ელვარე საფირონი ჰქონდა ჩასმული, ხმლების ვადაში კი დიდი წითელი ლალი კიაფობდა. ქანდაკება ყველას მოსწონდა“.

მასწავლებელი მიმართავს ახსნაგანმარტების მეთოდს (რა შეიძლება იყოს საფირონი, ლალი?..). მოსწავლეები მსჯელობენ და თავად მიდიან სწორ პასუხამდე.

„ – რატომ ბედნიერი უფლისწულივით არ იქცევი? – ეკითხებოდა დედა თავის ჭირვეულ ბიჭუნას.  – იგი ხომ თავის დღეში არ ტირის“.

მასწავლებელი ახლა პიროვნული რეაგირების ხერხს მიმართავს და ამბობს, რომ რაღაც არ მოსწონს დედის საქციელი.

მასწავლებელი აგრძელებს დანარჩენი ტექსტის კითხვას ამავე მეთოდების გამოყენებით. ტექსტის ბოლოს იგი სვამს შემაჯამებელ შეკითხვებს და თავადაც უძებნის პასუხებს.

იგი ბავშვებს მიანიშნებს, რომ ბუნებასა და ცხოვრებაში ყველა საგანს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს. ამიტომ ყოველთვის და მუდამ მათი გაფრთხილება გვმართებს. ამასვე მოგვიწოდებს ევროპის კონვენციაც და „მდგრადი განვითარების მიზნები“ – საგნები გამოვიყენოთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ. როგორც ტექსტიდან შევიტყვეთ, თურმე ხომ მათაც ჰქონიათ გული, რომლის წყალობითაც სურთ დაგვეხმარონ, თანაგვიგრძნონ, გაჭირვებისგან გვიხსნან, გადაგვარჩინონ.

III ფაზა წაკითხვის შემდგომ

კითხვის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს, მოეწონათ თუ არა ტექსტი, რამდენად საინტერესო იყო იგი, დაეხმარათ თუა არა ხმამაღლა ფიქრი ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში, რა იყო შემაფერხებელი, ადვილად წარმოიდგენენ თუ არა წაკითხულს… მასწავლებელი მიუბრუნდება დაფას, რომელზეც ჩამოწერილია, რა ხერხებს მიმართავს კითხვისას კარგი მკითხველი ტექსტის უკეთ გასაგებად. ბავშვები ჩაიკითხავენ ყველაფერს და იმართება ხანმოკლე დისკუსია.

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, შეავსონ ცხრილი, რომლის პირველ სვეტში ჩამოწერილია ტექსტთან დაკავშირებული კითხვები.

ცხრილს შემდეგგვარი სახე აქვს:

შეკითხვა ტექსტი ამბობს მე ვფიქრობ ამიტომ აქედან გამომდინარე
1. როგორი იყო უფლისწულის ქანდაკება?      
 2.რომელი ხერხები გამოვიყენეთ ტექსტის კითხვისას?      
3. რომელი მათგანი დაგვეხმარა განსაკუთრებით გაგება-გააზრებაში?      
     

ამის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის სარეკომენდაციო ჩარჩოს ცალკეული დესკრიპტორების  სქემისკენ აბრუნებს და მოსწავლეებს სთხოვს, გამოიცნონ, რამდენად მიემართება წაკითხულ ტექსტში არსებული მოვლენები თითოეულ მათგანს.

მასწავლებელი მოსწავლეთა აზრებს იქვე აღნიშნავს ვარსკვლავით, გახაზვით, წრეში ჩასმით…

 

 

 

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას და ემშვიდობება, სთხოვს, შემდეგი გაკვეთილისთვის დაწერონ თხზულება RAFT(როლი/აუდიტორია/ფორმატი/ თემა)-ის მეთოდის გამოყენებით.

ბავშვებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ, ნაწერს დაურთონ ილუსტრაცია.

თემა: „ადამიანებო, რაღაც მინდა გითხრათ…“

მომდევნო გაკვეთილზე ბავშვები თავიანთ შემოქმედებას კითხულობენ „საავტორო სკამზე“.

ისინი იღებენ ტაშს და შეფასებებს. მასწავლებლები და დანარჩენი მოსწავლეები მიმართავენ უკუკავშირს.

ამის შემდეგ კი მოსწავლეებს ეძლევათ არჩევნის საშუალება. ისინი ან გახმოვანებულ, ინგლისურენოვან ტექსტს ისმენენ, ან ნახატ ფილმს ნახულობენ. ბმულებიც აქვეა:

https://www.youtube.com/watch?v=t33NWgOzjK8 ინგლისური ტექსტი, გახმოვანებული;

https://www.youtube.com/watch?v=t57Cg5j6EPc ნახატი ფილმი.

(ამ ნაწილში უცხო ენის საგნის მასწავლებლის ინტეგრირებაც შესაძლებელია, თუკი

თავად ვერ ფლობთ  ინგლისურის ენობრივ კომპეტენციებს).

შეფასება განმავითარებელი; შეფასების რუბრიკა

 

[1] იგი ერთხანს Lemil.ge-ზეც იდო და როცა აღნიშნულმა ინტერნეტგვერგმა ფუნქციონირება შეწყვიტა, დაინტერესებულ კოლეგებს ელფოსტით ვუზიარებდი ხოლმე.

[2] https://rm.coe.int/rfcdc-v2-geo/168098361a

[3] https://rm.coe.int/rfcdc-v2-geo/168098361a, გვ. გვ. 42-45.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი