ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
13 აგვისტო, ხუთშაბათი, 2026

ზეპირმეტყველების კაპრიზები ქართულში: ენობრივი ჩვევიდან მეტყველების კულტურამდე

ზეპირმეტყველება ადამიანთა ყოველდღიური კომუნიკაციის უმთავრესი ფორმაა. მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ციფრული კომუნიკაცია. სოციალური ქსელები, მყისიერი შეტყობინების პროგრამები და ვიდეოპლატფორმები ქმნის ახალ ენობრივ გარემოს, სადაც ხშირად ირღვევა სალიტერატურო ენის ნორმები, თუმცა ხარვეზები ზეპირმეტყველებაში მხოლოდ ამ სახის დარღვევებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებით შესამჩნევია:

  • უცხოური სიტყვების გადაჭარბებული გამოყენება და მათი ქართული შესატყვისების უგულებელყოფა;
  • ემოციური ჟარგონების გავრცელება;
  • წინადადების გრამატიკული სტრუქტურის გამარტივება;
  • აზრის ფრაგმენტული გადმოცემა და სხვა.

სალიტერატურო ენის ნორმებიდან გადახვევის ისეთ შემთხვევები, რომლებსაც პირობითად ზეპირმეტყველების კაპრიზებს ვუწოდებთ,ყურადღებოდ არ უნდა დარჩეს სკოლაში, რადგან მოზარდის მეტყველების კულტურის ჩამოყალიბების გადამწყვეტი ეტაპი სწორედ მოწაფეობის პერიოდია. თუ მოსწავლემ ვერ გააცნობიერა შეცდომის არსი, ის ჩვევად ექცევა და თანდათან მტკიცედ მოიკიდებს ფეხს მის მეტყველებაში.

მოსწავლეთა მეტყველებაში ხშირად გვხვდება:

  • ლექსიკური ხასიათის შეცდომები;
  • მორფოლოგიურ-სინტაქსური შეცდომები;
  • დიალექტიზმებით გამოწვეული ნორმის დარღვევები;
  • პარაზიტი სიტყვები და სხვა.

არასწორი ფორმების გამოყენება კი ხელს უშლის მეტყველების სიზუსტეს და აზრის მკაფიოდ გადმოცემას.

პრობლემის დასაძლევად საჭიროა ზეპირმეტყველების კაპრიზების მიზეზების დადგენა, გააზრება და ანალიზი. მიზეზთაგან კი უმთავრესია:

  • სალიტერატურო ნორმების არასაკმარისი ცოდნა;
  • წიგნიერების დაბალი დონე;
  • ზეპირი კომუნიკაციის პრაქტიკის სიმწირე;
  • სწრაფი და დაუგეგმავი მეტყველების ჩვევა.
  • მედიისა და სოციალური ქსელების გავლენა;
  • ოჯახური და სოციალური გარემოს გავლენა;
  • დიალექტური მეტყველების ძლიერი გავლენა.

 

ზეპირმეტყველების კაპრიზების გამოსწორების მეთოდური საშუალებები

პედაგოგმა შეცდომა არ უნდა განიხილოს მხოლოდ ნაკლად. ხშირად ის ენობრივი განვითარების ბუნებრივი ეტაპია და სწორ მეთოდურ მუშაობას მოითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია:

  • მეტყველებითი მოდელირების მეთოდიბავშვი, როგორც წესი, მეტყველებს ისე, როგორც ესმის და აღიქვამს მის გარშემო არსებულ სამეტყველო გარემოს.

თავად  პედაგოგის მეტყველება უნდა იყოს:

  • მკაფიო;
  • ნორმატიული;
  • გამომსახველობითი;
  • ლოგიკურად გამართული.
  • მიზანმიმართული კორექცია – შეცდომის გამოსწორება უნდა მოხდეს ტაქტიანად. სასურველია:
  • პოზიტიური უკუკავშირი;
  • ინდივიდუალური განმარტება.
  • სავარჯიშოები ზეპირმეტყველების განვითარებისთვის. აქ შედეგიანია:
  • მოკლე პრეზენტაციები;
  • დისკუსიები;
  • დებატები და მსჯელობა;
  • როლური თამაშები;
  • ინტერვიუს სიმულაციები;

მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ მეტყველებას, არამედ კრიტიკულ აზროვნებასაც ავითარებს.

  • აუდიოჩანაწერების გამოყენება – მოსწავლეებს შეუძლიათ:
  • ჩაიწერონ საკუთარი მეტყველება;
  • მოუსმინონ და თავად აღმოაჩინონ ხარვეზები.

ვინაიდან საკუთარი თავის შეფასება ხშირად უფრო შედეგიანია, ვიდრე სხვისგან მიღებული შენიშვნა.

  • პარაზიტი სიტყვების შემცირების ტექნიკა – სასურველია:
  • „დაფიქრების პაუზის“ გამოყენება;
  • პარაზიტი სიტყვების დათვლა;
  • თვითდაკვირვების დღიურის წარმოება;
  • ჩანაწერების ანალიზი.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ მეთოდების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს პარაზიტი სიტყვების რაოდენობას.

  • მხატვრული კითხვის ინტეგრირება – კითხვა ბუნებრივად ამდიდრებს ლექსიკას და აუმჯობესებს წინადადების აგების უნარს. გამართული ზეპირმეტყველების განვითარებას ხელს უწყობს:
  • ლექსების მხატვრული კითხვა;
  • პროზაული ტექსტების ექსპრესიული კითხვა;
  • თეატრალიზებული წარმოდგენები.
  • ენობრივი გარემოს შექმნა – სასურველია, კლასში იყოს ენობრივი კულტურის ხელშემწყობი გარემო, რომელიც მოსწავლეს ენობრივი ნორმების პრაქტიკულ გამოყენებას შეაჩვევს. სასარგებლო აქტივობებია:
  • „დღის სიტყვა“;
  • „კვირის გამოთქმა“;
  • საჯარო გამოსვლების კლუბი;
  • დისკუსიის დღეები;
  • მეტყველების კონკურსები.

 პრაქტიკული რეკომენდაციები პედაგოგებისთვის

  • სისტემატურად დააკვირდით მოსწავლეთა ზეპირმეტყველებას;
  • აწარმოეთ ტიპური შეცდომების ჩანაწერები;
  • გამოყავით კვირაში რამდენიმე წუთი მეტყველების კულტურისთვის;
  • წაახალისეთ მოსწავლეთა თვითშეფასება;
  • გამოიყენეთ აუდიო- და ვიდეომასალა;
  • შეიმუშავეთ ინდივიდუალური სტრატეგიები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ამ მხრივ პრობლემები აქვთ;
  • მუდმივად იზრუნეთ საკუთარი მეტყველების კულტურაზე.

 ზეპირმეტყველების კაპრიზები თანამედროვე ქართული ენობრივი სივრცის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ მიზანმიმართული პედაგოგიური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა მეტყველების კულტურის განვითარებას. სკოლამ სისტემურად უნდა იზრუნოს გამართული ზეპირმეტყველების, კომუნიკაციისა და ენობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლის პროფესიულ კომპეტენციას, მეთოდურ მრავალფეროვნებასა და თანმიმდევრულ მუშაობას. მხოლოდ ამგვარი მიდგომით არის შესაძლებელი ისეთი თაობის აღზრდა, რომელიც გამართული სალიტერატურო ქართულით ილაპარაკებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

უსაფრთხო სკოლისთვის

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“