პროექტი დაიწყო საკლასო დისკუსიით. ვიმსჯელეთ ზამთრის სირთულეებზე და ცხოველებისა და ფრინველების გასაჭირზე. მე არ მიმიცია მათთვის მზა ისტორია; სიუჟეტის ხაზი, პერსონაჟის სახელი (დაჩი) და მთელი ნარატივი ბავშვებმა თავად, ერთობლივი მსჯელობითა და იდეების გენერირებით შეადგინეს.
აქ უდიდესი როლი ითამაშა დიფერენცირებულმა სწავლებამ (SOLO ტაქსონომიის მიხედვით), რადგან პირველ კლასში მოსწავლეთა მზაობის დონეები განსხვავებულია:
-
სიტყვების დონეზე (უნისტრუქტურული): ზოგიერთი მოსწავლე გვთავაზობდა საკვანძო ცნებებს — „თოვლი“, „ცივა“, „ბეღურა“.
-
წინადადებების დონეზე (მულტისტრუქტურული): ნაწილმა შეძლო ამ სიტყვების მარტივ აღწერილობით კონსტრუქციებად ქცევა, როგორიცაა: „მამაც სიამოვნებით დაეხმარა. მალე ლამაზი სახლი მზად იყო.“
-
მიზეზ-შედეგობრივი კავშირები (მიმართებითი დონე): შედარებით მაღალი მზაობის მოსწავლეებმა კი ფორმულირება გაუკეთეს დაჩის შინაგან ემოციებსა და მოტივაციას — რატომ შეეცოდა ბეღურა და როგორ მოაქვს სიკეთის კეთებას ბედნიერება.






