ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

სტატია სასწავლო აქტივობაზე – ისტორიული პიროვნების „ფეისბუქი“

ისტორია ისეთი საგანია, რომელიც უამრავ ფაქტს, მოვლენას, თარიღს, პიროვნებას გასწავლის და ცოდნის ღრმა მორევში გიკვალავს გზას.

სხედან მოსწავლეები ახალი გაკვეთილის მოსმენის დროს და ფიქრობენ – ნეტავ დღეს რამდენი თარიღია გაკვეთილში? ან რომელ ისტორიულ პიროვნებაზე ვისაუბრებთ? მე კი ასეთ რამეს ვთავაზობ: – მოსწავლეებო, დღეს ჩვენ მიერ ნასწავლი ისტორიული პირები დროში ვამოგზაუროთ – გადმოვიყვანოთ ისინი 2024 წელში.

ეცინებათ. ხშირ შემთხვევაში თვითონ უწევთ ხოლმე დროში უკან დაბრუნება და იმის გააზრება, რას და რატომ აკეთებდა ესა თუ ის ადამიანი. დღეს კი პირიქით მოხდა და ასეთი აქტივობა შევთავაზე მოსწავლეებს – „შექმენით რომელიმე ისტორიული პიროვნების სოციალური ქსელი – ფეისბუქი“. აქ კი აღტაცებას ვეღარ მალავენ, უხარიათ. მეც მათსავით მოლოდინით ვარ აღსავსე – ნეტავ როგორ შეასრულებენ ამ დავალებას?

შეგვიძლია, ერთად ვნახოთ რამდენიმე მათგანის ნამუშევარი, რომლებიც დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით შეასრულეს. ასე მეტი ისწავლეს თავიანთ არჩეულ პიროვნებაზე, გამოკვეთეს ისტორიული პიროვნების მისწრაფებები, დეტალებში ასახეს დამოკიდებულება და შეფასება მათდამი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“