ყველაზე 1- კემბრიჯის უნივერსიტეტი ოქსფორდის შემდეგ მეორე უძველესი უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში მუდმივად ლიდერობს. კემბრიჯის ყველაზე პირველი კოლეჯი 1284 წელს გაიხსნა. დღესდღეობით მათი რიცხვი 31-ს შეადგენს. ამ უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია. ამ
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უამრავი რესტორანი და წიგნის მაღაზიაა. კემბრიჯში ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული გასართობი ნავებით სეირნობა და (არქეოლოგიური, ზოოლოგიური და პოლარული) მუზეუმების დათვალიერებაა.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ისააკ ნიუტონი, ჩარლზ დარვინი, ჯორჯ ბაირონი, სტივენ ფრაი.
სწავლების საფასური: წელიწადში დაახლოებით 14000$.
2- ჰარვარდის უნივერისტეტი
აშშ–ს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელიც ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტის შტატში
მდებარეობს. ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა ამერიკის რვა პრეზიდენტმა და ნობელის პრემიის ოცდაათმა ლაურეატმა. უნივერსიტეტის მთავარი ფერია – ბორდოსფერი. ამ ფერითაა შეღებილი სტუდქალაქის შენობების უმეტესობა. ბიბლიოთეკები, ადმინისტრაციული შენობები და პირველკურსელთა საერთო საცხოვრებლები ჰარვარდის პარკშია განთავსებული, ხოლო ცნობილი ჰარვარდის ბიზნესსკოლა და სტადიონი, სადაც უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი თამაშობს მეზობელ ქალაქ ოლსტონში მდებარეობს.
ჰარვარდში ტურისტად მოხვედრა ძალიან ადვილია. კვირაში რამდენჯერმე აქ უფასო ერთსაათიანი ექსკურსიები ტარდება. როდესაც აქ მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ, ჯონ ჰარვარდის ძეგლთან სურათის გადაღება. სტუდენტების
აზრით, თუ მის ფეხსაცმელს ხელს გაუსვამ, მაშინ ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებ.
ცნობილი კურსდამთვრებულები: თეოდორ რუზველტი, მარკ ცუკერბერგი და ბილ გეიტსი (აქედან სწავლა ბოლომდე არც ერთმა არ მიიყვანა), ჯონ კენედი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, მეტ დეიმონი, ნატალი პორტმანი.
სწავლების საფასური: წელიწადში დაახლოებით 40000$.
3-პრინსტონის უნივერსიტეტი
პრინსტონის უნივერსიტეტი ცნობილი “აივი ლიგის” ასოციაციაში შედის, რომელშიც აშშ–ს 8 უნივერსიტეტია გაერთიანებული. აქ მოხვედრა ძალიან რთულია. უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტების მხოლოდ 8-10 პროცენტი მიიღება. ყველაზე ძველი შენობა – Nassaul Hall, კამპუსის ტერიტორიაზე მდებარეობს. მაც გასაოცარი ისტორია აქვს: ამერიკული რევოლუციის დროს სწორედ აქ იყო კონფედერაციის კონგრესი. კონგრესის წევრებმა აქ გაიგეს ბრიტანელებისგან პარიზის ზავზე (1783 წ.) ხელის
მოწერის შესახებ, რომელიც აშშ–ს დამოუკიდებლად ცნობდა.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ვუდრო ვილსონი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჯონ ნეში (ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში) 4-სტენფორდის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი, რომელიც კალიფორნიის შტატში, სილიკონის ველის შუაგულში – ქალაქ პალო–ალტოსთან მდებარეობს. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სიაში შედიან ის ადამიანები, რომლებმაც ისეთი წარმატებული კომპანიები დააარსეს, როგორიცაა Hewlett-Packard, Cisco Systems,
სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსი უფრო მექსიკურ კურორტს წააგავს, რითაც ის რადიკალურად განსხვავდება კლასიკური პრინსტონის, ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტებისგან. გარდა ყოველდღიური ექსკურსიებისა, აქ მნახველებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ უფასო ლექციებს, რომლებსაც ლექტორები და ახალგაზრდა მეწარმეები კითხულობენ. ცნობილი კურსდამთავრებულები: ჯონ სტაინბეკი, კონდოლიზა რაისი, ტაიგერ ვუდსი, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი (Google-ს დამაარსებელნი), სტივ ფოსეტი. 5-იელის უნივერსიტეტი ჰარვარდის და პრინსტონის უნივერსიტეტებთან ერთად ის ცნობილი “აივის ლიგის” პირველ სამეულში შედის. ამასთან ერთად, იელი სერიოზულ კონკურენციას უწევს ჰარვარდს, რაც განსაკუთრებით ფეხბურთში გამოიხატება.
იელის უნივერსიტეტის კამპუსი ერთ–ერთი ყველაზე თვალწარმტაცია აშშ–ში. XIX საუკუნის ნაგებობები გოთურ სტილშია აშენებული, მოჩუქურთმებული არკებითა და კოლონებით. ექსკურსიის დროს, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ სტერლინგის ბიბლიოთეკას, რომელიც 11 მილიონ წიგნს ითვლის და, აგრეთვე, იელის ხელოვნების გალერეებს, სადაც ევროპისა და აშშ–ის უძველესი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ინახება. 6-ოქსფორდის უნივერსიტეტი უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. საუნივერსიტეტო ქალაქი მინი სახელმწიფოს წააგავს, ათეულობით კოლეჯითა და შვიდი “ჰოლით” (სასწავლო დაწესებულებები კოლეჯის სტატუსის გარეშე), თითოეულ მათგანს საკუთარი რექტორი ჰყავს. ერთსა და იმავე წელს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში განცხადების შეტანა სასტიკად აკრძალულია.
პრაქტიკულად, ყველა შენობა, რომელიც ოქსფორდის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. ცნობილ კოლეჯ ბალიოლში (Balliol College), რომელიც 1263 წელს დაარსდა, ინგლისის პრემიერ-მინისტრთა უმეტესობა სწავლობდა. ევროპაში უძველესი წიგნსაცავის სახელის მოსაპოვებლად
7-კოლუმბიის უნივერსიტეტი კიდევ ერთი უნივერსიტეტი, რომელიც “აივის ლიგაში” შედის. იგი კუნძულ მანჰეტენზე, ნიუ–ორკში, 6 კვარტალს იკავებს. კოლუმბიის უნივერსიტეტის ელიტარულობაზე ისიც მეტყველებს, რომ კურსდამთავრებულთა სიაში შედის – აშშ–ს 3 პრეზიდენტი, ორი ათეული მილიარდელი და 25 ოსკარის მფლობელი. |
ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტები
კომენტარები