1937 წელზე ბევრი გვილაპარაკია, წაგვიკითხავს, გვსმენია. დიდებულ ადამიანთა ბიოგრაფიის ბოლო ბოლო, საბედისწერო წერტილადაც ბევრგან გვინახავს. 1937-როცა დავკარგეთ ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე და სანდრო ახმეტელი, გიორგი ელიავა და პეტრე ოცხელი…
რა თქმა უნდა, 1937 წელი გაცილებით ადრე დაიწყო, დიდი რეპრესიებისთვის საფუძველი გაცილებით ადრე შემზადდა, 1922 წლიდან…
ამ სტატიაში, რომელსაც ტექსტებზე მეტი ვიზუალური ნაწილი ექნება, მინდა განახოთ, როდის და როგორ იწყება მიზანში ამოღებული პიროვნების ათვალწუნება, მისი საწინააღმდეგო კამპანია, როგორ თანდათან ხდება მეგობარი მტერი, როგორ განწირულად ცდილობს ადამიანი გადარჩენას და როგორი ბასრი და შხამიანი ხდება ერთი შეხედვით უვნებელი იარაღი-კარიკატურა…
მიზანში ამოღებული პიროვნება – ტიციან ტაბიძეა,
1937 წელს მისი დახვრეტის ოქმში ჩაიწერება:
„ბრალად ედება
რომ იყო საქართველოს ნაციონალურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ასევე ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. თავი ცნო ნაწილობრივ დამნაშავედ. მხილებულ იქნა ბუდუ მდივანის, გასვიანის ლ, მგალობლიშვილის გ, საყვარელიძის, დარახველიძის, ელიავა შ.-ს, ი.მიწიშვილის, დ.წერეთლის, ა.მიქაძის, დ. ლომაძის და ბ. კვიტაშვილის ჩვენებების საფუძველზე.“
მასალა, რომელსაც თქვენ თვალს გადაავლებთ, ძირითადად იუმორისტული ჟურნალის, „ნიანგის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა, რამდენიმე კარიკატურა გაზეთ „მუშისა“ და „ლიტერატურული გაზეთის“ გვერდებიდანაცაა…
1922 „მუშა“
1924, დროშა
1935 ნიანგი
1936, ნიანგი
1931 ნიანგი
1932, ნიანგი
1936 ნიანგი (ცისფერყანწელთა საიტიდან niamorebi.ge)
1932, ნიანგი
მალაქია ტოროშელიძე, რომელიც მწერლების ტერორისთვის გამოიყენეს, ხან უნივერსიტეტის რექტორი იყო და ხან მწერალთა კავშირის თავმჯდოამრე, 1937 წელს თავადაც დახვრიტეს, ტროცკისტობის ბრალდებით.
1937 ნიანგი
ალბათ თქვენც ხედავთ, ისარივით გულში გაყრილ მიხაკს… განაჩენი გამოტანილია.