(IV1 და IV2 კლასების მოსწავლეთა ინიციატივა)
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საგანი „მე და საზოგადოება“ წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, უკეთესად გაიცნონ საკუთარი თავი, ოჯახი, საზოგადოება, კულტურა და სახელმწიფოში არსებულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესები.
სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესით შესაძლებელია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეთა კრიტიკული და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაც.
საგნის პოპულარიზაციისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი – „რატომ უნდა ვისწავლოთ ‘მე და საზოგადოება?’“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს IV1 და IV2 კლასების მოსწავლეებმა.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანი იყო:
-
საგნისადმი ინტერესის გაღვივება დაწყებით კლასებში;
-
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით;
-
საგნობრივი უნარების განვითარება – თვითგამოხატვა, კრიტიკული აზროვნება, წერა, სოციო-ემოციური კავშირების დანახვა;
-
თანატოლებში „მე და საზოგადოება“ საგნის ღირებულებების გავრცელება მოსწავლეთა ნააზრევისა და ნამუშევრების პრეზენტაციით.
პროექტის ამოცანები
-
მოსწავლეებს გაეაზრებინათ, რატომ სწავლობენ საგანს „მე და საზოგადოება“.
-
მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი დამოკიდებულება საკუთარი წიგნის შექმნის გზით გამოეხატათ.
-
განევითარებინათ ისეთი უნარები, როგორიცაა დაგეგმვა, კვლევა, შეჯამება და პრეზენტაცია.
-
განმტკიცებულიყო პასუხისმგებლობისა და თანადგომის განცდა ჯგუფური მუშაობით.
პროექტი განხორციელდა შემდეგი ეტაპების მიხედვით:
-
საგნის ღირებულებების გააზრება: მასწავლებელმა მოსწავლეებს შეკითხვით მიმართა: რატომ უნდა ვისწავლოთ „მე და საზოგადოება“?
დაიწყო დისკუსიები, რომლის დროსაც ბავშვებმა საკუთარი მოსაზრებები, გამოცდილებები და იდეები გამოთქვეს. -
წიგნების შექმნა: თითოეულმა მოსწავლემ შექმნა პერსონალური წიგნი, რომელშიც აისახა მათი დამოკიდებულება საგნის მიმართ. წიგნში გაერთიანდა ტექსტები, ილუსტრაციები, თემატური ისტორიები და მოსწავლეთა ემოციური რეფლექსიები.
-
ჯგუფური აქტივობები: მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობდნენ. ერთმანეთის ნამუშევრებს კითხულობდნენ, აზიარებდნენ აზრებს და სწავლობდნენ თანატოლებისგან.
-
საჯარო პრეზენტაცია და ვიდეოგადაღება: საბოლოოდ, პროექტი წარედგინა სკოლის საზოგადოებასა და მშობლებს. დამზადდა ვიდეო, რომელიც ასახავს მოსწავლეთა შთაგონებას, შრომას და შემოქმედებითობას.
ვიდეოს ბმული
შედეგები
პროექტის შედეგად:
-
მოსწავლეებმა გააზრებულად შეიყვარეს საგანი – „მე და საზოგადოება“;
-
შინაგანი მოტივაცია – ბავშვებმა იგრძნეს, რომ მათი აზრი და ხმა მნიშვნელოვანია;
-
განვითარდა წერითი და ვერბალური უნარები, წარმოსახვა და შემოქმედებითი აზროვნება;
-
გაჩნდა თანატოლების მხრიდან ინტერესი საგნის მიმართ, რასაც მოჰყვა შემდგომი ინიციატივები;
-
მშობლების და კოლეგების ჩართულობა გააძლიერა საგნისადმი პატივისცემამ და მოტივაციამ.
სასწავლო პროცესი განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ვაძლევთ სივრცეს თვითგამოხატვისა და აზროვნებისთვის. პროექტმა „რატომ უნდა ვისწავლოთ ‘მე და საზოგადოება?’“ ნათლად აჩვენა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ გახდნენ საგნის ელჩები, თუ ვუზრუნველყოფთ მათთვის საინტერესო, შემოქმედებით და შინაარსიან აქტივობებს.
ეს ინიციატივა არა მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა იყო, არამედ მოსწავლეთა განვითარების რეალური ბიძგი – ცოდნის, თვითშეფასების, მოქალაქეობრივი და სოციალური უნარების განვითარებისკენ.