კვირა, ივლისი 27, 2025
27 ივლისი, კვირა, 2025

ერთი აქტივობა და რესურსი ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე და სხვა  ბავშვებისათვის

ტიპური თუ ატიპური, ენობრივი განვითარების დარღვევის, აუტიზმისა და სხვა მდგომარეობების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ საჭიროა მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები. კარგი იქნება ამ რესურსებისა და აქტივობების სასწავლო პროცესთან   მისადაგება. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, აქტივობების დროს რესურსები ბავშვებს მიეწოდებოდეთ თამაშით, მულტისენსორული მეთოდებთ, სხვადასხვა სენსორული არხის გააქტიურებით.

ქვემოთ წარმოვადგენ ჩემ მიერ მომზადებულ ქართულენოვან ბარათებს, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში შეიძლება არაერთგვაროვნად იქნეს გამოყენებული. ბარათები შეიქმნა აქტივობისთვის: „გამოიცან, რა ვარ“. აქტივობაში 2 ბარათი მაინც უნდა იყოს გამოყენებული თავიანთი პასუხებითურთ.

შეკითხვაში მოყვანილი ცნებების გააზრების შემდეგ ბავშვმა თავად უნდა ამოარჩიოს მართებულპასუხიანი ბარათის ფურცელი. პასუხის გამოცნობის შემდეგ სასურველია, მასწავლებელმა სხეულის ენით განასახიერებინოს, მერე კი იქვე აჩვენოს გამოცნობილი საგანი და მოსწავლეს მასზე ხელიც შეავლებინოს, შეაგრძნობინოს მასალა, სუნი, ზომა და სხვ., ნელა და გარკვევით, რამდენიმე ბავშვთან მუშაობის შემთხვევაში – ორკესტრულადაც, ინტონაციის ცვლილებით გაამეორებინოს სიტყვა-ცნება. აღნიშნული აქტივობა ბავშვებს შეხების, მხედველობის, სმენის, ვესტიბულარულ და სხვა არხებს[1] უაქტიურებს და საგნებისა და მათი აღმნიშვნელი სახელების აღქმა-დამახსოვრ

 

 

 სურ.1

სურ. 2

სურ. 3

სურ. 4

სურ.5

სურ. 6.

 

იმედი გვაქვს, მოწოდებული სასწავლო რესურსი გაახალისებს და გაააქტიურებს საგაკვეთილო პროცესს.

 

 

 

[1]https://mastsavlebeli.ge/?p=14891

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ნეტავი რადმე მაქცია…

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“