ოთხშაბათი, ივლისი 1, 2026
1 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

კომიქსი, როგორც სწავლების ინსტრუმენტი

კომიქსი ხელოვნების ფორმაა, რომელშიც ამბავი ლამაზი ნახატებით არის მოთხრობილი, თუმცა მას უფრო მეტის მოცემაც შეუძლია. კერძოდ, კომიქსი შეიძლება მათემატიკის სწავლების სახალისო და კრეატიულ ინსტრუმენტად იქცეს.

ისეთი კომიქსების შექმნა, სადაც მთავარი გმირები მოგზაურობენ ან სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ, მოსწავლეთა ალგებრული ცოდნის, ლოგიკური აზროვნებისა და კრეატიულობის განვითარებას უწყობს ხელს. დავალება სათაურით „შექმენი შენი მათემატიკური კომიქსი დროის, სიჩქარისა და მანძილის ფორმულების გამოყენებით“ თემატურ ბლოკ  „ალგებრას“ ეფუძნება და მოიცავს ისეთ საკვანძო ცნებებს, როგორიცაა ასოითი გამოსახულება, განტოლება, შესაბამისობა და დამოკიდებულება. მოსწავლეებმა უნდა შექმნან კომიქსი, რომელიც რეალური მოძრაობის პროცესის მათემატიკურ მოდელს ასახავს და აჩვენებს, როგორ უკავშირდება ერთმანეთს სიჩქარე, მანძილი და დრო. ამ დავალების მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისწავლონ ფორმულები, არამედ გააცნობიერონ მათი პრაქტიკული გამოყენებაც სხვადასხვა სიტუაციაში. მათ უნდა შეძლონ ცვლადის შემცველი გამოსახულების/განტოლების შედგენა, სიდიდეებს შორის შესაბამისობისა და დამოკიდებულების დანახვა, რეალური ვითარების შესაბამისი მათემატიკური მოდელის შექმნა და პრობლემის გადაჭრა.

კომიქსის შექმნის პროცესი მოსწავლეებისგან კრეატიულობას, ფანტაზიასა და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს. მათ უნდა მოიფიქრონ საინტერესო სიუჟეტი, ორიგინალური პერსონაჟები, დახატონ მოქმედების განვითარების სივრცე და, რაც მთავარია, სწორად გამოიყენონ სიჩქარის, მანძილისა და დროის ფორმულები.

თემატური ბლოკი: ალგებრა

თემა: ასოითი გამოსახულება; განტოლება; შესაბამისობა; დამოკიდებულება

განაგრძე კითხვა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“