შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ნათურის ისტორია, ანუ სინათლის რევოლუცია

ნათურის გამოგონებამდე დედამიწაზე ცხოვრება მთლიანად ბუნებრივი სინათლის – მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ციკლით განისაზღვრებოდა. ადამიანები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები დღისა და ღამის რიტმს მიჰყვებოდნენ. რადიკალურად განსხვავებული იყო ჩვენი წინაპრების საქმიანობა და ურთიერთობები. კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში სანთლის შუქზე ცხოვრობდა, ვიდრე დედამიწელთა არსებობის განუყოფელი ნაწილი არ გახდა ელექტროენერგია. სიბნელე ცხოვრებას შეზღუდულს ხდიდა. ადამიანები ძირითადად მზის ამოსვლისას იწყებდნენ აქტიურობას და მისი ჩასვლისას ასრულებდნენ. სიბნელეში მოძრაობა და საქმიანობა თითქმის ვერ ხერხდებოდა. მზის ჩასვლა სამყაროს დაბნელების ტოლფასი ხდებოდა.

ხელოვნურმა განათებამ რადიკალურად შეცვალა გარემო და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანები არც კი აქცევენ ყურადღებას ხელოვნური სინათლის მნიშვნელობას. ღამის ულამაზესი ქალაქები ხომ სწორედ ამ უდიდესი აღმოჩენის შედეგია. თუ ელექტროენერგიის მიწოდება მზის ჩასვლის შემდეგ შეწყდება, ირგვლივ დაისადგურებს წყვდიადი. სწორედ ამ დროს ვაფასებთ ხოლმე ელექტროენერგიის მნიშვნელობას. ელექტრობის განვითარებამ ყველაფერი შეცვალა: სამყაროს ვიზუალი ღამით, ადამიანის გაიოლებული შრომა, გამარტივებული ურთიერთობები, ტელევიზია, ინტერნეტი, ციფრული მოწყობილობები, ხელოვნური თანამგზავრები და კიდევ უამრავი სხვა აღმოჩენა, რაც ელექტრობის განვითარებას უკავშირდება.

ნათურა არის გამოგონება, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ადამიანის ცხოვრება და საზოგადოება, დამარცხდა წყვდიადიშესაძლებელი გახდა სინათლისა და სიბნელის კონტროლი. ადამიანებს გაეხსნათ ახალი შესაძლებლობები. მნიშვნელოვნად შეიცვალა ცივილიზაციის განვითარების მიმართულება. ნათურის გამოყენების დამკვიდრებამ მოახდინა:

იხილეთ ვრცლად

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“