ჩემ დას იტალიელი მეგობარი წერდა, ,,ერთი კვლევით ერთმა პარტიამ მოიგო, მეორეს მიხედვით მეორემ, გამაგებინე ვის უნდა მივულოცოთ“. ასე ვიყავით ქართველებიც, ვუყურებდით ეკრანს და ერთ არხზე ერთი იმარჯვებდა, მეორეზე – მეორე. ბევრს საუბრობდნენ კვლევის ცდომილებაზე და ა. შ. იმისათვის რომ სწორად გავიგოთ რა ხდება, მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია უნდა შეგვეძლოს. ეს ცალკე მეცნიერებაა, თუმცა მასწავლებლებს, მით უფრო ტექნიკური საგნებისა, შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა. რაოდენობრივი წიგნიერების უნარის განვითარება ესგ-ს მიხედვითაც გვევალება. გიზიარებთ წინა წლებში ფიზიკის გაკვეთილზე გამოყენებულ რესურსს. მეშვიდე კლასში როცა მოსწავლეები სწავლობდნენ მასას და მასის გაზომვას ძალიან მარტივად გაართვეს თავი. ჯგუფის წევრების ნაწილი მონაცემებს აგროვებდა, ნაწილი სტატისტიკურად ამუშავებდა. მმმ სტრატეგიის გამოყენებით გააკეთეს პრეზენტაცია.
კვლევა: ორეოს ორცხობილა ნამდვილად ორმაგია?