ყველა ჩვენგანი ბავშვობიდანვე ვსწავლობთ სამყაროს შეცნობას უმარტივესი შედარებებით: ეს დიდია, ეს პატარა, აქ ბევრია, აქ ცოტა. სწორედ ამ უბრალო ცნებებიდან იწყება ჩვენი მათემატიკური აზროვნების განვითარება.
„ბევრი“ და „ცოტა“ – ეს არა მხოლოდ რაოდენობების შედარების საფუძველია, არამედ უფრო რთული მათემატიკური კონცეფციების გააზრების საწყისი წერტილიც. ამ სტატიაში განვიხილავ, როგორაა შესაძლებელი ამ ცნებების საფუძველზე ავაშენოთ მოსწავლეების მათემატიკური ცნობიერება და გავხადოთ სწავლის პროცესი მხიარული და საინტერესო. წარმოგიდგენთ პრაქტიკულ გაკვეთილს, რომელიც დაეხმარება პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვანი ცნებების უკეთ გააზრებაში.
თემატური ბლოკი: რიცხვები და მოქმედებები
თემა: რიცხვები
საკითხი: რაოდენობის შედარება (თვლის გარეშე), ბევრი/ცოტა
სამიზნე ცნება
- მათემატიკური მოდელი: უმარტივესი გრაფიკული მოდელები (მაგალითად, წერტილების გამოყენებით) შეიძლება გამოყენებულ იქნას რაოდენობების ვიზუალურად შესადარებლად.
- კანონზომიერება: ბავშვები ამჩნევენ, რომ ერთი ჯგუფი შეიძლება იყოს „უფრო დიდი“ ვიდრე მეორე, და ეს კანონზომიერება უნივერსალურია სხვადასხვა სახის ობიექტებისთვის.
- ლოგიკა: ბავშვები სწავლობენ ლოგიკური დასკვნების გამოტანას: თუ ერთ ჯგუფში მეტი ობიექტია, მაშინ მეორეში ნაკლებია.
სტანდარტთან შესაბამისობა:
მათ.დაწ.(I).1 მათემატიკური ცნებების, ტერმინების და აღნიშვნების კორექტულად გამოყენება ყოფითი ან მათემატიკური პრობლემის გასააზრებლად და წარმოსადგენად;
მათ.დაწ.(I).2 რიცხვებს შორის, სიდიდეებს შორის, საგნებსა და საგნების ატრიბუტებს შორის კანონზომიერების ამოცნობა, აღწერა და გაგრძელება მათემატიკური, საბუნებისმეტყველო ან ყოფითი მოვლენების გასააზრებლად.
მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, ვიზუალურად ერთმანეთს შეადარონ რაოდენობები, გამოიყენონ ტერმინები „ბევრი“, „ცოტა“, „მეტი“, „ნაკლები“ სხვადასხვა კონტექსტში და გააკეთონ დასკვნები.
რესურსები:
- სხვადასხვა სათამაშოები (მანქანები, კუბიკები, ბურთები)
- სურათები, სადაც გამოსახულია სხვადასხვა რაოდენობით ობიექტები
- სენსორული მასალები, როგორებიცაა კუბიკები, ბურთულები, ლობიო და ა.შ
გაკვეთილის მსვლელობა:
- ახალი მასალის ათვისება:
აქცენტს ვაკეთებ ვიზუალურ აღქმაზე და შედარებაზე. ბავშვებს ვაძლევ საშუალებას, თავად გააკეთონ დასკვნები და გამოხატონ თავიანთი აზრები.
-
- სათამაშოებით მანიპულირება:
- მაგიდაზე ვაწყობ ორ გროვად სხვადასხვა სათამაშოს, ისე, რომ ერთში სათამაშოები იყოს მკვეთრად მეტი (მაგ 12) ხოლო მეორეში ცოტა (მგ 7) ისე, რომ ბავშვები დათვლის გარეშე მიხვდნენ ამას.
- ბავშვებს ვთხოვ, განსაზღვრონ, რომელ გროვაში არის მეტი სათამაშო.
- სათამაშოებით მანიპულირება:
![]() |
- სურათებით მუშაობა:
-
-
- ვაჩვენებ სურათებს, სადაც გამოსახულია სხვადასხვა რაოდენობის გროვა.
- ბავშვებს ვთხოვ, შეადარონ და დაასახელონ, რომელშია მეტი ობიექტი.
-
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
- თამაში
- ინდივიდუალური დავალებები:
ბავშვებს ვაძლევ დავალებებს, სადაც მათ უნდა შეავსონ ცარიელი ჩარჩოები კუბიკებით, ბურთულებით ან ლობიოს მარცვლებით (სენსორული მასალებით), ისე, რომ ერთ ჩარჩოში „დაალაგონ“ ბევრი ობიექტი, ხოლო მეორეში – ცოტა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
- დასკვნითი ნაწილი:
შეჯამება: გავიმეორეთ გაკვეთილის მთავარი იდეები სხვადასხვა ფორმით: შეკითხვებით, თამაშებით, სურათებით.
რეფლექსია: ვთხოვე ბავშვებს, გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები გაკვეთილის შესახებ. რა შეიტყვეს ახალი? რა მოეწონათ ყველაზე მეტად?
დავალება სახლისთვის: ბავშვებს მივეცი მარტივი დავალება, რომელსაც შეასრულებდნენ სახლში მშობლებთან ერთად. მაგალითად, შეედარებინათ სათამაშოების, ხილის ან სხვა ნივთების რაოდენობა.
ცნებები „ბევრი“, „ცოტა“ – მათემატიკის სწავლების საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. მისი საფუძვლიანი გააზრება ეხმარება ბავშვებს, განივითარონ რაოდენობების შედარების, ლოგიკური აზროვნებისა და დასკვნების გამოტანის უნარები.
- ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo;
- დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/;
- მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/.