შეფასების სხვადასხვა ფორმის გამოყენება მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მაინც ,,აქილევსის ქუსლს’’ წარმოადგენს ამ ტიპის დოკუმენტების წარმოება.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მინდა, გაგიზიაროთ დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი მიმართულებისთვის შექმნილი მარტივი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს მოსწავლეთა მიღწევებს სამი დავალების შესრულების პროცესში.
დიაგნოსტირების ინსტრუმენტი ეფუძნება შედეგების მიღწევის ინდიკატორებს სამიზნე ცნებების მიხედვით:
ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- კონკრეტული ჟანრის ტექსტის გაგება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა;
- ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და შეუფერხებლად წაკითხვა;
- ნაცნობი ჟანრის მცირე ზომის ტექსტის (მაგ., წერილის) შექმნა ნასწავლი ლექსიკისა და
ჟანრული მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით.
სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I).4, 5, 6)
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, დასაბუთების)
განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;
- მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;
- სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა.
გრამატიკა (პრაქტიკული) (შედეგები: (I).5, 6)
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების კონკრეტული წესის
ამოცნობა და მათი ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;
- გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვა წინადადების/ფრაზის აგებისას;
სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის) მართებულად
გამოყენება;
- მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.
შენიშნვნა: ჩარჩო – დოკუმენტი გაიწერება მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად.
შედეგების მიღწევების კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად, სასურველია, განვსაზღვროთ თითოეული სამიზნე ცნების წარმატებით დაძლევის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი.
დიაგნოსტირების ინსტრუმენტში მკაფიოდ ჩანს, რომ მოსწავლეთა 87%-მა წარმატებით დაძლია სამიზნე ცნება ტექსტი, 74%-მა – სამიზნე ცნება – სიტყვიდან ტექსტამდე და 70%-მა – სამიზნე ცნება – გრამატიკა (პრაქტიკული).
სასწავლო წლის ბოლოს, ორივე სემესტრის შედეგების მიღწევის შედარების საფუძველზე, შეგვიძლია კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახოთ ჩვენი მოსწავლეების წარმატება, როგორ დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმის გრძელვადიანი მიზნები:
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მარტივია მომავალი სასწავლო წლის სწავლის პროცესის დაგეგმვა მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.
გთავაზობთ დიაგნოსტირების ინსტრუმენტების ჩარჩო დოკუმენტებს (ჩამოსატვირთი ვერსია).
მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების ინსტრუმენტები
მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებელს (შესაბამისი სამიზნე ცნებებისა და სტანდარტის შედეგების ინდიკატორების გათვალისწინებით).