იესო ქრისტეს დაბადებიდან დაახლოებით ექვსასი წლის შემდეგ ქვიშიან და ცხელ არაბეთში, ცხოვრობდა კაცი რომელსაც მუჰამედი ერქვა, მას მშობლიურ მხარეში კეთილშობილების გონიერების გამო მართალს და სანდოს „ ალ ამინს“ ეძახდნენ. მას მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, დედა კი ექვსი წლისას, ბიძამ იშვილა და ვაჭრობა შეასწავლა.
იმ დროინდელი არაბები ციურ სხეულებს და ქვას სცემდნენ თაყვანს, რომელიც მათი რწმენით ასევე ზეციდან იყო ჩამოვარდნილი. ამ დროს ჯაჰილიას- უმეცრების- ხანას უწოდებენ. „ ჩვენზე ღარიბი არავინ იყო,ბევრი ჩვენგანი საკუთარ ასულს ცოცხლად მარხავდა, რომ ჩვენი საჭმელი არ ეჭამა, შემდეგ ღმერთმა ცნობილი კაცი გამოგვიგზავნა“,-წერს მუჰამედის ერთ-ერთი მეომარი. არაბებს თავისი ქარიზმითა და კეთილშობილებით სწორედ მუჰამედი სწორედ რომ საჭირო დროს გამოუჩნდა.
მუჰამედის ტომის კურაიშის წევრები სწორედ ამ ქვის „ ქააბას“ დარაჯები იყვნენ.მისი გვარი ჰაშიმიანი კი იმდროინდელ მექაში ყველაზე გავლენიანი ნამდვილად არ ყოფილა, წარმომავლობის მიუხედავად, მუჰამედ მართალს მემკვიდრეობით სულ რამდენიმე აქლემი ერგო, ეს კი იმ დროსაც კი ძალიან მცირე ქონება იყო. ამიტომ მუჰამედი იძულებული გახდა ერთ მდიდარ კაცთან თხის არვეს მწყემსვა დაიწყო.
როგორც ყველა დიდი კაცის ცხოვრებაში მასაც მშველელად ქალი გამოუჩნდა. ოცი წლის მუჰამედი მასზე ბევრად უფროსმა ხადიჯამ, ქარავნების მთავარ გამყოლად დანიშნა და მოგვიანებით ცოლადაც გაჰყვა. გაუჩინა ექვსი შვილი და ამასთან ერთად მისი უპირველესი მხარდამჭერიც იყო.
მუჰამედი ძლიერი შავთმიანი და შავწვერა კაცი ყოფილა, დიდ პატივივსაც სცემდნენ მშობლიურ მხარეში სანამ ის ახალ რელიგიას იქადაგებდა.
ქარავნებით ოაზისიდან ოაზისში სიარულისას მუჰამედი ბევრ იუდეველ და ქრისტიან პილიგრიმს ხვდებოდა რომლებიც იერუსალიმში თავთავიანთი ტაძრების მოსალოცად მიდიოდნენ. მათმა მონაყოლმა ერთადერთ ყოვლისშემძლე ღმერთზე მუჰამედზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ინტერესით ისმენდა ამბებს იესოზე და მარიამზე, აბრაამსა და იოსებზე.
ერთხელაც მუჰამედს მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა და ყურში მჭექარე ხმით ჩასძახა „ წაიკითხე“! მუჰამედი შეძრწუნდა, მან კითხვა არ იცოდა. მთავარანგელოზმა მეორედაც და მესამედაც გაუმეორა დ უბრძანა უფალი ღმერთის სახელით ელოცა. სამი წლის შემდეგ ისევ გამოეცხადა შარავანდმოსილი მიქაელ მთავარანგელოზი და მას ისევ უბრძანა : „ განადიდე უფალი შენი“.
სწორედ ხადიჯამ დაარწმუნა ქმარი ხილვის სიმართლეშიც და საკუთარ თავშიც. მუჰამედმაც დაიჯერა რომ ის ღმერთის წინასწარმეტყველი იყო.
დაიწყო კიდევაც ქადაგება ერთადერთი და ყველაფრისშემძლე ღმერთის შესახებ, და მოსალოდნელი ჯოჯოხეთის შესახებ. ხალხი მას დასცინოდა, მისი მხოლოდ უახლოეს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სჯეორდათ. „ წინასწარმეტყველებს“ თავიანთ ქალაქებში არ სწყალობენ“. როცა მექელებმა მასში საფრთხე დაინახეს, სახლში მკვლელები მიუგზავნეს, მუჰამედი იძულებული გახდა „ იასრიბში“ გაქცეულიყო.
ამგვარ გაქცევას არაბულად „ ჰიჯრა“ ჰქვია და სწორედ აქედან დაიწყეს მუსლიმებმა თავიანთი წელთაღრიცხვა. როგორც ქრისტიანებმა ქრისტეს დაბადებიდან, ძველმა ბერძნებმა ოლიმპიური თამაშებიდან, რომაელებმა კი რომის დაარსებიდან.
მუჰამედი იასრიბში დიდი სიხარულით მიიღეს და მოგვიანებით თავიანთ ქალაქსაც „ მედინა“ ანუ წინასწარმეტყველის ქალაქი დაარქვეს. იასრიბელები მას მასპინძლობას სთავაზობდნენ და რადგან მუჰამედს არავის წყენინება არ უნდოდა პასუხობდა რომ იქით წავიდოდა საითაც მისი აქლემი გასწევდა. ეს ხომ ის კაცი იყო , ხელის ჩამორთმევის დროს პირველი არასოდეს გაუშვებდა.
მუჰამედი შთააგონებდა ახლად მოქცეულებს არავისი და არაფრის უნდა შინებოდათ გარდა ერთადერთი ღმერთისა „ ალაჰისა. რომ მის ყოვლისშემძლე ნებას უნდა დაჰყვნენ და დაემორჩილონ. ღვთისადმი ასეთ მორჩილებას, მინდობას არაბულად ისლამი ჰქვია და ამიტომაც მუჰამედმა თავის ახალ მოძღვრებას ისლამი უწოდა. ის ერთი ღმერთის თაყვანისცემას, სამართლიანობასა და თანასწორობას, უმანკოების წეს ქადაგებდა. დავითს, სოლომონს, მოსეს, იესოს დიდ წინასწარმეტყველაბად აღიარებდა , თუმცა მიიჩენვდა ის მათზე უპირატესი იყო. ის ამბობდა რომ ვინც ამ მოძღვრებისთვის თავს გაწირავდა სამოთხეში მოხვდებოდა. ის კი სამოთხეს ყველასათვის საოცნებო ადგილად უხატავდა. ღარიბ არაბებზე რომლებსაც არაფერი ენახათ ქვიშის მეტი მზად იყვნენ სამოთხეში მოსახვედრად თავის გასაწირად. ნელნელა ქვიშავით მრავლდებოდა მუსლიმების „ მინდობილების“ რიცხვი. მუჰამედმა ის ქალაქიც დაიპყრო საიდანაც გააძევეს, შური მხოლოდ ძველ კერპებზე იძია და არა იმათზე ვინც ის განდევნა. ყველა მხრიდან მოდიოდნენ მასთან თაყვანის საცემად, კაცმა რომლისაც თავიდან მხოლოდ ცოლსა და მეგობრებს სჯეროდად, სიკდვილის წინ ორმოციათასი ადამიანის წინ იქადაგა. ისევ მოუწოდა მათ რომ არავინაა ღმერთი ალაჰის გარდა და ისაა მისი ერთადერთი მოციქული. მოუწოდა რომ ებრძოლათ ურჯულოების წინააღმდეგ, დღეში ხუთჯერ მექისკენ პირშებრუნებულებს ელოცათ და მუდამ მხნედ ყოფილიყვნენ. თხის მწყემსი, ვაჭარი და წინასწარმეტყველი ექვსასოცდათორმეტ წელს, სამოცდაორი წლისა გარდაიცვალა. გარდაიცვალა.
მინდობილმა არაბებმა მალევე პალესტინა, სპარსეთი და ეგვიპტე დაიპყრეს და მარავალი სისხლიც დაღვარეს მუჰამედის სწავლების გასავრცელებლად. რომ არა კარლოს მარტელი ალბათ ევროპა ახლა მუსლიმური იქნებოდა.
დაგვიპყრეს ჩვენც, მუსლიმები ვერ გაგვხადეს , მიუხედავად იმისა რომ ბაღდადელი მურვან ყრუ მოუძღოდათ. სამაგიეროდ ბევრი თავინათი სიტყვა დაგვიტოვეს : ბულბული, ვადა, ზანდუკი, თაბახი, თილისმა, მიტკალი, სიფათი, ქათინაური და ბევრი სხვა.. დაგვიტოვეს მენლასაცხებლე აბო, ჩვენ ადიდებული ცხენისწყალი, დავით და კონსტანტინე მხეიძეების, გობრონ მიქაელი დავახვედრეთ. ისლამის გასავრცელებლად მუსლიმებმა ბევრი სისხლი დაღვარეს, როგორც ქრისტიანებმა ქრისტიანობის გასავრცელებლად.
ისტორიის სისხლიანი ფურცლების გარდა არაბებმა დატოვეს „ ქიმია და ალგებრა, ჩინელებისგან ნასწავლი ქაღალდის წარმოება, არაბული ციფრები, თვითონ სიტყვა ციფრიც კი არაბული სიტყვაა. და ყველაზე მთავარი ყველა დროის, ყველა დროის ყველაზე მომხიბლავი ზღაპარი „ ათას ერთი ღამე“.
რაც შეგვეხება ჩვენ, რაც უფრო მეტი გვეცოდინება სხვა ხალხებისა თუ ღმერთების შესახებ, უფრო ნაკლები ადგილი იქნება ჩვენს გულში შიშისა და სიძულვილისთვის.
„ შეიძინეთ ცოდნა,. ეს საშუალებას აძლევს განათლების მფლობელს, განასხვაოს სწორი და არასწორი; გაინათოს გზა სამოთხისაკენ; განათლება არის მეგობარი უდაბნოში; გნათლება არის თანამგზავრი, როცა უმეგობროდ ხარ; განათლება გვაბედნიერებს, განათლება გვამხნევებს გაჭირვებაში და გვიცავს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. „ ქადაგებდა მოციქული მუჰამედი განათლების შესახებ.