დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში, ხოლო მეოთხედი ყველაზე დასახლებულ 2500 ქალაქში ცხოვრობს. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი უახლოეს ათწლეულებში მკვეთრად გაიზრდება და 2050 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით 70% მეტროპოლიებში იცხოვრებს. ამავდროულად, დედამიწის კლიმატი ატმოსფეროში სათბური აირების მუდმივად მზარდი კონცენტრაციის შედეგად ცვლილებას გააგრძელებს, რაც დრამატულ შედეგებს გამოიწვევს პლანეტის თითქმის ყველა კუთხეში.
ქალაქის მზარდი მოსახლეობა გლობალური დათბობის გავლენას უფრო მეტად იგრძნობს. ისინი განსაკუთრებით დაუცველები არიან კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ, რადგან ქალაქებში მცირე სივრცეებში კონცენტრირდება მოსახლეობა, რაც ზრდის ინფრასტრუქტურასა და რესურსების მოხმარებას. თითქმის ყველგან იქნება სეზონების ცვლა, ექსტრემალური სველი და მშრალი პერიოდები: უფრო ინტენსიურმა გვალვებმა შეიძლება დააშროს წყლის სისტემები, გაზრდილმა ინტენსიურმა ნალექმა კი ქალაქები დატბოროს.
ზოგიერთი ურბანული რაიონი უფრო მძაფრ ცვლილებებს იგრძნობს. თუმცა საგანგაშო პროგნოზები არ არის ჩამოყალიბებული, რადგან დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა ჯერ კიდევ შეიძლება გავლენა მოახდინოს მომავალზე.
ქალაქები უფრო მეტად ზარალდება, ვიდრე სოფლები. ბეტონი, ფოლადი, ხე და სხვა ინფრასტრუქტურული მასალები იკავებენ უფრო მეტ სითბოს, ვიდრე ბუნებრივი ლანდშაფტები: წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ურბანული სითბოს კუნძულის ეფექტი, რაც რეგიონებს საცხოვრებლად გამოუყენებელს გახდის. თუმცა ზოგიერთი ქალაქი, რომლებიც აქტიურად ემზადებიან არასტაბილური მომავლისთვის, ამ ექსტრემალური ცვლილებებისგან თავშესაფრად შეიძლება გადაიქცეს
ახლო აღმოსავლეთი, პაკისტანის დიდი ნაწილი და მსოფლიოს სხვა რეგიონები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ახასიათებთ, შესაძლოა განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები უფრო დაუცველნი არიან ცხელ, ნოტიო კლიმატის პირობებში, რადგან ჩვენი თერმორეგულაციის უნარი – გაგრილება – ბევრად დაბალ ტემპერატურას საჭიროებს, ვიდრე ადრე ეგონათ. თუ გლობალური ტემპერატურის მატება გაგრძელდება, პლანეტის ტროპიკული და სუბტროპიკული ზონები შეიძლება საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილების გამო შესაძლოა 216 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდეს საკუთარ ქვეყანაში.
თუმცა გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საბედნიეროდ, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილს კლიმატის ცვლილება ნაკლებად დააზარალებს. მომავალში, ქალაქები, რომლებიც გადაურჩებიან კლიმატის ცვლილებას, შეიძლება იყოს სავსე მწვანე სივრცეებით, ჭკვიანი შენობებით და კომპაქტური უბნებით.
კონტინენტური ევროპის ცენტრში მდებარე ავსტრიის დედაქალაქი ვენა, ამაყობს მსოფლიოში ცნობილი საჯარო სივრცეებითა და პირდაპირ ავსტრიის ალპებიდან მიღებული წყალმომარაგებით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავ განიცდის კლიმატის ცვლილების ისეთ ზემოქმედებას, როგორიცაა არაპროგნოზირებადი ამინდი და ზაფხულის ძლიერი სიცხე, ის აქტიურად ეგუება ცვალებად კლიმატს.
ვენამ თავისი „კლიმატის დაცვის“ პირველი პროგრამა ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო. იგი ამაყობს წყალდიდობის შედეგების შერბილების სისტემით, რომელიც იცავს მოსახლეობას ადიდებული მდინარე დუნაის წყლისგან. 2020 წელს შექმნა „კლიმატის დაცვის“ თავისი პირველი არეალები, სადაც ახალი შენობების აშენება მხოლოდ კლიმატისთვის შესაფერისი გათბობისა და წყლის სისტემების გამოყენებითაა დაშვებული. დღეს ქალაქის ნახევარზე მეტი შედგება მწვანე ფართებისგან.
ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის გარეთ გაზონი არის ერთ-ერთი მწვანე სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის
მუნიციპალიტეტმა მიიღო ახალი ჭკვიანი ქალაქის სტრატეგია, რომელიც 2050 წლისთვის მიზნად ისახავს სათბური აირების ემისიების 85 %- ით შემცირებას ერთ სულ მოსახლეზე.
ქალაქის საბინაო ინფრასტრუქტურაც ვენაში კარგ მდგომარეობაშია იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ მიგრანტთა ნაკადს გაუმკლავდეს. ბოლო წლებში ვენამ აამოქმედა მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა, მაგრამ ქვეყანა კვლავ განიცდის უსაბუთო მიგრანტთა შემოსვლას. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე ჯაჭვური მიგრაცია, რომლის დროსაც ნათესავები უკვე დასახლებულ ოჯახის წევრებს უერთდებიან. 2000-იანი წლების დასაწყისში ვენამ გააორმაგა ხელმისაწვდომი საბინაო ერთეულების რაოდენობა.
შემდეგ ნაბიჯად ქალაქი მიზნად ისახავს კლიმატის დაცვის ტერიტორიების გაფართოებას და არსებული შენობების დეკარბონიზაციას. ეს ბევრად უფრო დელიკატური და რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ვენის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს აუცილებელია, თუ მათ სურთ მიაღწიონ თავიანთ ამბიციურ მიზნებს.
კლიმატური ლტოლვილებისთვის თავესაფრად შეიძლება იქცეს გრენლანდიის დედაქალაქი (დანიის ავტონომიური ფორპოსტი) ნუუკი, რომელიც უახლოეს ათწლეულებში სწრაფად იზრდება. იგი მდებარეობს არქტიკული წრის ქვემოთ, სადაც აშკარაა კლიმატის ცვლილების შედეგები.
გრენლანდიის ყინულის დნობა საცხოვრებელ ტერიტორიებს, აგრეთვე მეურნეობისთვისა და მინერალების მოპოვებისთვის არეალებს გააფართოებს.
გრენლანდიის დედაქალაქი ნუუკი
ყინულის უკანდახევის შედედგად გათავისუფლებული მიწა ახალ ფერმერულ შესაძლებლობებს იძლევა. ნუუკის ფერმერები ახალ მოსავალს იღებენ, მათ შორის კარტოფილი, ბოლოკი და ბროკოლი. ყინულის უკან დახევა სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ნავთობის მოპოვების შესაძლებლობას ქმნის. ნუუკი რეალური ეკონომიკური მოგების ზღვარზე დგას. ქვეყანას უკვე აქვს ხუთი ჰიდროელექტროსადგური, რათა ყინულის დნობით მიღებული უხვი წყალი ენერგიად გადააქციოს. მეთევზეობაც მატულობს: ნაკლები ყინული ნიშნავს, რომ გემებს შეუძლიათ თევზაობა სანაპიროსთან მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ოკეანის თბილმა ტემპერატურამ თევზის ახალი სახეობები უფრო ჩრდილოეთით მიიყვანა გრენლანდიის წყლებში.
პროგნოზების თანახმად, გრენლანდიას 2100 წლისთვის ტყეებიც კი ექნება. ის შესაძლოა საცხოვრებლად საუკეთესო ადგილებს შორის აღმოჩნდეს.
ანალოგიურად, კანადა, ციმბირი და რუსეთის სხვა ნაწილები, ისლანდია, სკანდინავიური ქვეყნები და შოტლანდია მიიღებენ სარგებელს გლობალური დათბობით.
საპორტო ქალაქები, როგორიც არის ჩერჩილი მანიტობაში (კანადა), ქვეყანას მოგებას მოუტანენ. ამ უნაყოფო ფორპოსტს, რომელიც მოქცეულია ბორეალურ ტყეს, არქტიკულ ტუნდრასა და ჰუდსონის ყურეს შორის, ჰყავს მხოლოდ 1100 მოსახლე. ჩერჩილის მიწა იმდენად არასასურველად მიიჩნიეს, რომ 1990 წელს ამერიკულმა სატვირთო კომპანია OmniTrax-მა კანადის მთავრობისგან ქალაქის პორტი 7 დოლარად იყიდა. თუმცა, აქტიური მიგრაციის პროგრამით იგი იზიდავს ხალხს და ბიზნესს მთელი მსოფლიოდან. ახლად განვითარებულ ქალაქს შეუძლია ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში ჰუდსონის ყურის გამოცოცხლებული პორტით,რომელიც ერთადერთი კომერციული ღრმაწყლოვანი პორტია ჩრდილოეთ კანადაში. ეს შეიძლება გახდეს საკვანძო გაჩერებისა და განტვირთვის პუნქტი ჩრდილო – დასავლეთის გადასასვლელზე სატვირთო გემებისთვის, რომლებიც შანხაიდან მოდიან. ჩერჩილი დაკავშირებულია ვინიპეგთან და დანარჩენ კანადასთან და აშშ-სთან მისი აღდგენილი სარკინიგზო ხაზით. ის სულ რაღაც 100 კილომეტრზეა დაშორებული ნუნავეტისგან, კანადის უახლესი ძირძველი პროვინციისგან.
ქალაქი ჩერჩილი შეიძლება გახდეს კლიმატვცლილებისგან თავშესაფარი. კანადა იქნება მიგრანტების მთავარი მიმართულება, რაზეც მთავრობა ფსონს დებს და მიზნად ისახავს 2100 წლისთვის მოსახლეობის გასამმაგებას იმიგრაციით. მარშალ ბერკმა, სტენფორდის უნივერსიტეტის სურსათის უსაფრთხოებისა და გარემოს ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გამოთვალა, რომ გლობალურმა გათბობამ შეიძლება გაზარდოს საშუალო შემოსავალი კანადაში 250 %- ით სეზონების, ინფრასტრუქტურის შემცირებული ხარჯების და საზღვაო გადაზიდვების გაზრდის გამო. სტაბილური, არაკორუმპირებული დემოკრატიით, მსოფლიოს მტკნარი წყლის მარაგის მეხუთედითა და 4,2 მილიონი კმ² ახლად სახნავი სასოფლო-სამეურნეო მიწებით, კანადა შეიძლება გახდეს მსოფლიოს ახალი პურის ბეღელი ამ საუკუნის ბოლოს.
მოსახლეობის შესაძლო ზრდის მოლოდინში, ბევრმა ქალაქმა გადახედა მიგრანტთა პოლიტიკას, რათა ხელი შეუწყოს არსებული ქალაქის დერეფნების განვითარებას და დაიწყო მისი მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება. ქალაქებში, როგორიცაა კლივლენდი, ოჰაიო, მიჩიგანი, დულუთი და მინესოტა იწყებენ იმის გარკვევას, თუ როგორ შეიძლება ათასობით ადამიანის განსახლება.
„კლიმატის თავშესაფრის“ საკითხმა – ადგილები, სადაც ექსტრემალური ამინდის მოვლენები იშვიათია და რომლებიც, როგორც წესი, განლაგებულია აშშ-ს ჩრდილოეთ რეგიონებში, მტკნარი წყლის ობიექტებთან ახლოს – ბოლო წლებში მოიპოვა მნიშვნელობა, რადგანაც მომაკვდინებელი ტყის ხანძრები, რეკორდული სიცხე და ზიანი, ქარიშხალი სულ უფრო მეტად მოქმედებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში.
გასულ წელს, 675,000 ადამიანი აშშ-ში იძულებით გადაადგილდა სახლებიდან კატასტროფების გამო.
ამ ქალაქებიდან ბევრი ოდესღაც ეკონომიკურად დამოკიდებული იყო წარმოებაზე და პოტენციურად კარგად იყო განლაგებული კლიმატის მიგრანტების ნაკადის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად: როდესაც ქარხნები დაიხურა 1970-იან წლებში და მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად სხვაგან გადავიდა, მათ დატოვეს სახლები და.სივრცეები დღეს შესაძლებელია ხელახლა გადანაწილდეს.
კლივლენდში, ერის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, დაახლოებით 30000 თავისუფალი საცხოვრებელია. დეტროიტმა, რომელმაც დაკარგა მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი 1950-იანი წლების ინდუსტრიული აყვავების შემდეგ, აქვს 78კმ² -ზე მეტი ცარიელი მიწა ქალაქის საზღვრებში. დულუთს (მინესოტა, აშშ) უკვე აქვს ინფრასტრუქტურა ათიათასობით მეტი მოსახლის მოსათავსებლად.
ათწლეულების განმავლობაში პერტი, სიდნეი და მელბურნი ითვლებოდა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ საცხოვრებელ ადგილად. მაგრამ ბოლო წლებში ათასობით „მატერიკელი“ გადავიდა ჰობარტში, ტასმანიის დედაქალაქში.
ქალაქი ჰობარტი, როგორც კლიმატის თავშესაფარი, უკვე ნაწილობრივ პასუხისმგებელია ქალაქის მოსახლეობის ზრდაზე. იქ ურბანული დამგეგმავები ემზადებიან ათასობით ახალი მოსახლის მისაღებად მომდევნო წლებში, რისთვისაც საჭიროა 30 000 მეტი სახლი. ექსპერტები თვლიან, რომ გამოუყენებელი ურბანული სივრცის მიზანმიმართული დაგეგმვა ქალაქის კომპაქტურობის შესანარჩუნებლად ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
„დიდი ჰობარტის სტრატეგია“ ცდილობს დააკმაყოფილოს მოსახლეობის ზრდის 70% არსებული ურბანული ნაკვალევის ფარგლებში. თუმცა მოსალოდნელია, რომ ტასმანიის საშუალო ტემპერატურა 2100 წლისთვის გაიზრდება. ზამთრის სპორტის ინდუსტრია უკვე დაზარალდა, ხოლო ტყის ხანძრები და გვალვა იზრდება. ჰობარტი ერთ-ერთი ყველაზე ხანძრისკენ მიდრეკილი ქალაქია ავსტრალიაში.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტბების ბევრი ქალაქი გამოირჩევა ზომიერი კლიმატით და დიდი სივრცით, ზოგი თვლის, რომ ეს სულაც არ იქცევა კლიმატის თავშესაფრის სტატუსისთვის საკმარისად მოკლევადიან პერიოდში. საჭიროა არსებული საბინაო მარაგის განახლება ზამთარში სიცივისა და ზაფხულში სიცხისგან დასაცავად.
„ურბანული ბირთვის აღორძინების გზების შესახებ ფიქრი ცენტრალური იქნება კლიმატისადმი უფრო მდგრადი რეგიონისთვის“, ამბობს ნიკოლას რაიკოვიჩი ბუფალოს არქიტექტურისა და დაგეგმვის სკოლის უნივერსიტეტიდან.
რაც უფრო მეტი კლიმატური მიგრანტი გადადის, ტრანსპორტი გაუარესდა და საცხოვრებლის ხარჯები გაიზარდა. ის, რომ ქალაქის ბევრი შენობა არასათანადოდ არის მომზადებული ტემპერატურის მატებისას, შემაშფოთებელია.
„ჩვენი საცხოვრებელი ოთახი ღუმელად იქცევა. კიდევ უფრო გაუარესდება, თუ სერიოზულ ცვლილებებს არ გავაკეთებთ”.
არცერთი თავშესაფარი არ არის იდეალური.
გამოყენებული ინტერნეტგვერდები:
https://time.com/6209432/climate-change-where-we-will-live/
https://www.nationalgeographic.com/premium/article/climate-change-haven-cities