სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში

ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. artificial intelligence, შემოკლებით AI) მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერული პროგრამის შექმნას, რომელსაც ექნება უნარი “მიაღწიოს” ადამიანის ინტელექტის დონეს. 2022 წლის მიწურულს ხელოვნურმა ინტელექეტმა თანდათანობით დაიწყო გავრცელება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მისი მრავალი მომხარებლის გაჩენაც განაპირობა. დღესდღეობით AI-ის კოდი გვხვდება საწარმო აპლიკაციებში, სამომხმარებლო აპებსა და ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში.

თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის როლი განათლების სისტემაში. მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრით, სკოლის მომავალს სწორედ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. ცალსახაა, ეს ტექნოლოგია შეცვლის იმას, თუ როგორ სწავლობენ სტუდენტები, როგორ ასწავლიან მასწავლებლები, რაც საბოლოო ჯამში, გარდაქმნის მთლიან საგანმანათლებლო სისტემას. იგი საშუალებას მოგვცემს, ადამიანი მასწავლებლები რობოტებით ჩავანაცვლოთ და მასწავლებლობა, როგორც პროფესია აღარ იარსებებს. დიდი მსჯელობის საკითხია, ეს დადებითად თუ უარყოფითად აისახება საზოგადოებაზე. ერთის მხრივ, ხელოვნური ინტელექტი ვერ შეედრება ადამიანის გონებას, ადამიანს გააჩნია ემოციები, ემპათია რაც ბავშვებთან კომუნიკაციაში დიდ როლს თამაშობს. მეორეს მხრივ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობა იქნება დაფასებული და შეიქმნება მათზე მორგებული სისტემა.

დღევანდელ ცხოვრებაში, ჯერ-ჯერობით ადამიანებს უჭირავთ მასწავლებლის პოზიცია, თუმცა ისინიც აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება დაეხმაროს მასწავლებლებს ადმინისტრაციული ამოცანების შესრულებაში, რაც მათ მეტ დროს უტოვებს გაკვეთილების მომზადებასა და სწავლებაზე ფოკუსირებისთვის. მასწავლებლებს ხშირად უწევთ ტესტებისა და საშინაო დავალებების გასწორება, რაც საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ხელოვნური ინტელექტის ამჟამინდელ პროგრამებს შეუძლიათ ტესტური დავალებების შეფასების ავტომატიზაცია, ზოგიერთ ინსტრუმენტს წერილობითი დავალების გასწორებაც ძალუძს და ამ რუტინული საქმის მასწავლებლებისთვის არიდება.

საკლასო გაკვეთილების დრო შეზღუდულია, რის გამოც მასწავლებლები ხშირად ვერ ახერხებენ დაადგინონ ყველა მოსწავლემ გაიგო თუ არა ახსნილი მასალა. ამ პრობლემის გადაჭრა ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. Coursera და სხვა სასწავლო პლატფორმები პრაქტიკაში უკვე იყენებენ AI-ზე დაფუძნებულ პროგრამებს.

 Coursera დაფუძნებულია   სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ 2012 წელს. ეს პლატფორმა გვთავაზობს არა ერთ კურსს. ამ კურსებით შესაძლებელია როგორც დროის, ასევე ფინანსების დაზოგვაც.  რეგისტრაციისთვის ჯერ უნდა ეწვიოთ საიტს, ხოლო შემდეგ სავალდებულოა შეიყვანოთ თქვენი Email და პაროლი და დაირქვათ სახელი, ამის შემდეგ უნდა შეიყვანოთ თქვენი ბარათის მონაცემები და დარეგისტრირებული ხართ საიტზე. რჩება ბოლო ეტაპი, სადაც უთითებთ თქვენს პროფესიას და რომელი კურსი გაინტერესებთ.

როდესაც აღმოაჩენენ მასწავლებლები, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილს საშინაო დავალებაზე არასწორი პასუხი აქვთ, AI სისტემა აფრთხილებს მასწავლებელს და სტუდენტებს უგზავნის მათზე მორგებულ შეტყობინებას, რომელიც შეიცავს მინიშნებებს სწორ პასუხზე. ეს პროგრამები ხელს უწყობს სწავლის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულმა სტუდენტმა სასწავლო მასალა წარმატებით აითვისოს.  მაგალითები, რომლებიც უკვე ვნახეთ,  როგორიცაა ადმინისტრატორის ამოცანების   გამარტივება და  სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის    გამოყენება     პერსონალიზებული სასწავლო გამოცდილების შესათავაზებლად,   დიდ დროს უთავისუფლებს მასწავლებლებს.

საიდუმლო არ არის, რომ ახალგაზრდა თაობებს მოსწონთ დიდი დროის დახარჯვა მოწყობილობებზე, როგორიცა არის ტელეფონები ან კომპიუტერები. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითა და სხვადასხვა საიტებისა თუ აპლიკაციების დახმარებით, შესაძლებელია განათლების მიღების გამარტივება. მაგ: ChatGPT, Google translate, speech.

GhatGPT-ს და Google translate-ს ბევრი მოსწავლე აქტიურად იყენებს უცხო ენების შესასწავლად. ასევე არსებობს ბევრი პროგრამა, რომელიც

ეხმარება მოსწავლეს დროის დაზოგვაში. მაგალითად, მოსწავლეს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნას პრეზენტაციის დიზაინი.

ბავშვებს ხშირად უწევთ სხვადასხვა საგანში პრეზენტაციების მომზადება, თუმცა მისი დიზაინის გაკეთებას, რაც შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი დრო მიაქვს. ხელოვნური ინტელექტს კი ტექსტის შინაარსის მიხედვით შესაბამისი დიზაინის შექმნა ძალუძს, რაც მოსწავლეს დიდ დროს უზოგავს. მოკლედ, რომ ითქვას ხელოვნური ინტელექტი ძალიან ამარტივებს სწავლის პროცესს, მისი დახმარებით მოსწავლეს აღარ უწევს ბევრი დროის დახარჯვა სხვადასხვა წვრილმანებზე და მას მნიშვნელოვან დეტალებზე კონცენტრირება შეუძლია.  ასეთი აპია Bing AI. ამ აპის გამოყენებით შესაძლებელია არა მარტო მიიღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც გაინტერესებს, ასევე შესაძლებელია პროექტისთვის შეგიქმნას ფოტოები, ვიდეოები და ა.შ. ამ აპის გამოყენებით შესაძლებელია დაზოგო დრო და ამავდროულად მიიღო ცოდნა იმ საკითხზე, რომელებიც გაინტერესებს. შეგიძლია აირჩიო პასუხების სტილი : უფრო კრეატიული, დაბალანსებული და უფრო კონკრეტული პასუხის სტილი. ამ აპლიკაციას შეუძლია არა მარტო თქვენ კითხვებს გასცეს პასუხი და შეგიქმნათ ნახატები, არამედ შეუძლია დაგიგეგმოთ მოგზაურობა, შეგიდგინოთ სხვადასხვა სავარჯიშო გეგმა და ა.შ. ეს აპი უკვე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მარტივად გამოსაყენებელი გახდება თქვენი ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად.  მაგალითად, ასეთი აპი ძალიან გამოსადეგი იქნება იმ მოსწავლესთვის, რომელსაც აქვს დროის დეფიციტი. ამ აპლიკაციით შესაძლებელი გახდება მაღალ ხარისხოვანი ფოტოების მოპოვება/შექმნა სულ რამოდენიმე წამში.

სასწავლო დაწესებულების მიღმა მოსწავლეებს   ყოველთვის სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა ვინმესგან, ვინც დაეხმარება მათ სასწავლო მასალის გაგებაში. ეს დამატებითი მხარდაჭერა შესაძლოა უზრუნველყოს AI მასწავლებელმა. ამჟამად, არსებობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს საგნების შესწავლის სერვის, თუმცა ამ AI პროგრამებით ახალგაზრდებს შეუძლიათ ისწავლონ მხოლოდ საფუძვლები, ისინი არ გამოდგებიან უფრო რთული მასალის შესასწავლად, ამისთვის მოსწავლეებს ჯერ კიდევ სჭირდებათ მასწავლებელი. თუმცა, სამომავლოდ, შესაძლებელია, რომ ამ ტიპის AI ინსტრუმენტები გამოსადეგი გახდეს უფრო რთული სასწავლო მასალების ასათვისებლადაც.

ცხოვრება სავსეა გამოწვევებით შეზღუდული უნარის მქონე მოსწავლეებისთვის, მათ ექმნებათ სირთულეები სწავლის პროცესში, გარდა ამისა, ესაჭიროებათ დამატებითი ყურადღება. ხელოვნური ინტელექტი განვითარება ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩენს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან  ურთიერთობის ახალ გზებს.

ბევრ დადებით მხარესთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. ზოგიერთი მოსწავლე ხელოვნურ ინტელექტს მისთვის ბოროტად იყენებს და საქმის გამარტივების ნაცვლად მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს მას, რაც ბუნებრივია უარყოფითად აისახება ბავშვების განვითარებასა და კრიტიკულ აზროვნებაზე. მაგალითად, ChatGPT-ს აქტიურად იყენებენ ესეების დასაწერად, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება აკადემიურ მოსწრებაზე. მიკერძოებული AI ალგორითმების არსებობაც ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს, რამეთუ ისინი ხშირად აგენერირებენ უკანონო, ყალბ ან შეურაცხმყოფელ კონტენტს.

ხელოვნურ ინტელექტს ზიანი მოაქვს მასწავლებლებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები უკვე ძალიან მარტივად ახერხებენ განათლების მიღებას, იგი პირდაპირპროპორცულად ისახება მასწავლებლების ფუნქციებზე.  ამ პრობლემაზე უკვე ბევრი საუბრობს და ბევრი ფიქრობს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ხელოვნურ ინტელექტზე გარკვეული სანქციების დაწესებაა საჭირო.

განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლო სარგებელზე საუბარი უსაზღვროდ შეიძლება — AI ის შესწევს ძალა, სრულად შეცვალოს განათლების ყველა ჩვენთვის ცნობილი სისტემა, შექმნას სრულყოფილი სასწავლო მასალები და დაამკვიდროს კვლევის მაღალი სტანდარტი (პლაგიატიზმის ამომცნობი განვითარებული პროგრამებით). ასევე, ხელოვნური ინტელექტს შეუძლია, მიუდგეს ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლის აკადემიურ საჭიროებებს, რაც ადამიანური შრომის პირობებში, საკმაოდ გამოწვევებით სავსე პრაქტიკაა.

მაშასადამე, მართალია, AI-ს აქვს პოტენციალი აქამდე არნახული პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს განათლების სფეროში, თუმცა საფრთხეები მეტად საყურადღებოა. ჩვენი დროების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის, ესოდენ მძლავრი და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის, პოტენციალი სრულად ისე, რომ მინიმუმამდე შევამციროთ რისკები და უარყოფითი გავლენა თავიდან ავიცილოთ.

გთავაზობთ, ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილ ფილმს „ხელოვნური ინტელექტი“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“