სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მულტიმედია რესურსების გამოყენება გაკვეთილზე

უჯრედში მიმდინარე  სხვადასხვა პროცესების  სწავლებისას  მნიშვნელოვანია მულტიმედია რესურსების ეფექტიანი გამოყენება.  მინდა გაგიზიაროთ მიდგომა, რომელიც დაეხმარება ბიოლოგიის მასწავლებლებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის სწავლებაში როგორიცაა – ცილის ბიოსინთეზი.

გაკვეთილის მიზანი – მოსწავლემ  შეძლოს ცილის სინთეზის ეტაპების განსაზღვრა, გაიგოს მისი როლი ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებში, გაიაზროს კავშირი სხვადასხვა ტიპის პათოლოგიასთან.

ამ გაკვეთილის მოკლე გეგმის ერთ-ერთი ვერსია  შეგვიძლია შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:

 

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსი დრო (წთ)
1 კლასის ორგანიზება საკვანძო კითხვის დასმა და დისკუსია მთლიანი კლასი დაფა, ცარცი 1 წთ
2. განვლილი მასალის გამეორება შესასწავლი თემიდან გამომდინარე კითხვა-პასუხის რეჟიმი, გამოსაძახებელი ჩხირები, მთლიანი კლასი / ინდივიდუალური ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი, წინასწარ მომზადებული დავალება 5-7წთ
3. გაკვეთილის ახსნა: ცილის ბიოსინთეზის პროცესის აღწერა თემის მულტიმედიური ანალიზი

 

მთლიანი კლასი დაფა, ცარცი, ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი, წინასწარ მომზადებული ვიდეო-მასალა, თვალსაჩინოება, სახელმძღვანელო 15 წთ
4. გაკვეთილის ახსნა: ცილის ბიოსინთეზის დარღვევების შედეგად განვითარებული პათოლოგიები კოგნიტური სქემა „მოვლენა-მიზეზი-შედეგი“ მთლიანი კლასი / ინდივიდუალური დაფა, მომზადებული ვიდეო მასალა 7 წთ
5. გაკვეთილის შეჯამება: გაკვეთილზე განხილული თემის გააზრება, მოსწავლეთაგან პასუხების  მიღება შეჯამება-რეფლექსია მთლიანი კლასი ფურცლები, სპეციალურად მომზადებული სქემა 4-5 წთ

 განვიხილოთ გეგმაში მოცემული თითოეული აქტივობა  დაწვრილებით:

 აქტივობა -1  გამოწვევა

გაკვეთილს ვიწყებ კლასის ორგანიზებით, ვინაიდან პირველი გაკვეთილის თუ  დასვენების შემდეგ მოსწავლეთა ყურადღება გაფანტულია, მათ დასაინტერესებლად ვსვამ კლასში მთავარ საკვანძო შეკითხვას:

–   რატომ შეიძლება გახდეს  ცილის ბიოსინთეზი კიბოს ან ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის გამომწვევი მიზეზი?

მიმაჩნია, რომ პათოლოგიაზე ხაზგასმით, მოსწავლეს უჩნდება ინტერესი, რითაც შემდგომში ცილის ‘’ჯანმრთელი’’ ბიოსინთეზის პროცესის აღწერის შემდეგ, მოსწავლეს თავად შეეძლება განსაზღვროს თუ რა იწვევს ანემიის ამ ფორმას.

მოსწავლეთა მობილიზების შემდეგ მიმოვიხილავ გაკვეთილის თემასთან დაკავშირებულ წინარე ცოდნას, რომლის გამეორება / გახსენება აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

აქტივობა-2  შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული წინარე ცოდნის გააქტიურება

განვლილი მასალის გამეორებას ვახდენ წინასწარ შედგენილი თამაშის მიხედვით. ამისათვის გამოიყენებ პროექტორს, და გამოსაძახებელ ჩხირებს, რითაც შევძლებ დაგროვებული ცოდნის გააქტივებას. დავალების სახლში გამეორების მიზნით, მოსწავლეებს ლინკი დაურიგდება QR კოდის საშუალებით:

 

N1 დავალების ლინკის QRკოდი

 

ეს არის ჩემს მიერ  wordwal პროგრამაში მომზადებული სახალისო სავარჯიშო – „შეუსაბამე ორგანოიდებს შესაბამისი ფუნქციები“

N2 დავალების ლინკის QRკოდი

ეს არის wordwal პროგრამაში მომზადებული სახალისო სავარჯიშო – „დაუკავშირე ცილა შესაბამის ფუნქციას“

 

გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ ინდივიდუალურად გასცენ პასუხი ზემოთ მოცემულ დავალებებს, ეს მეთოდი მათ ამყოფებთ მუდმივად მობილიზებულ მდგომარეობაში, რადგან ერთი მოსწავლის მიერ პასუხის გაცემა არ გამორიცხავს რომ კვლავ ამ მოსწავლეს მიეცეს საშუალება ისევ პასუხის.

 

აქტივობა -3 შესასწავლი თემის წარდგენა   – ცილის ბიოსინთეზის პროცესის მულტიმედიური აღწერა-ანალიზი 

განვლილი მასალის გამეორების შემდეგ, გადავდივარ გაკვეთილის ახსნაზე, რისთვისაც თვალსაჩინოებისა და ვიზუალური აღქმის მიზნით ვიყენებ ინგლისურენოვან ვიდეომასალას, რომლის ხმა გამორთული მაქვს. ვიდეოში ნათლადაა ნაჩვენები ბიოლოგიური პროცესი,  რომელსაც ვხსნი ვიდეომასალის ჩვენების პარალელურად ზეპირსიტყვიერად და მოსწავლეებთან ერთად ვიდეომასალაში აღწერილ პროცესსა და   სახელმძღვანელოში არსებულ ილუსტრაციებს შორის ვავლებთ პარალელებს.

ვიდეო N1

https://youtu.be/x5ZXQo-xeMo?t=18

 

ვიდეო გრძელდება  5 წუთი. მისი ხმა გათუშულია და ამ ვიდეოს მიხედვით „ვხსნი გაკვეთილს“ ანუ მოსწავლეები ვიზუალურად ხედავენ იმ პროცესს რომელსაც ავღწერ და განვმარტავ. ვიდეოს ჩვენებას თან ერთად მოსწავლეებს ვთხოვ სახლემძღვანელოში დააკვირდნენ ამა თუ იმ სქემას  ან ილუსტრაციას და გაავლონ პარალელი ვიდეომასალასა და წიგნის ილუსტრაციას შორის.
  ვიდეო N2

 

ვიდეოს მცირე ქრონომეტრაჟი აქვს. მისი ხმა გათუშულია და ამ ვიდეოს მიხედვით „ვხსნი გაკვეთილს“ ანუ მოსწავლეები ვიზუალურად ხედავენ იმ პროცესს რომელსაც ავღწერ და განვმარტავ. ვიდეოს ჩვენებას თან ერთად მოსწავლეებს ვთხოვ სახლემძღვანელოში დააკვირდნენ ამა თუ იმ სქემას  ან ილუსტრაციას და გაავლონ პარალელი ვიდეომასალასა და წიგნის ილუსტრაციას შორის

 

აქტივობა 4 გაკვეთილის ახსნა:  ინფოგრაფიკა  – ცილის ბიოსინთეზის დარღვევების შედეგად განვითარებული პათოლოგიები

ცილის ბიოსინთეზის ახსნის შემდეგ უკვე მოსწავლეებთან გადავდივარ იმავე შეკითხვით, რითაც დავიწყე გაკვეთილი, რატომ შეიძლება გახდეს  ცილის ბიოსინთეზი კიბოს ან ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის გამომწვევი მიზეზი?   ასეთ დროს ვიყენებ კითხვა-პასუხის მეთოდს, თავდაპირველად მოსწავლეებისგან ვისმენ პასუხს, რაც უვითარებს მათ ლოგიკური მსჯელობის უნარს. არგუმენტების მოსმენის შემდეგ კი მათ პასუხს ვამყარებ ვიდეომასალით და ვიდეოს ნახვამდე ვურიგებ  თვალსაჩინოებას და ვთხოვ გულდასმით უყურონ ვიდეოს და შესაბამისად გააკეთონ  წარწერები სქემაში

 

 

ვიდეო

https://www.youtube.com/watch?v=ZSpFVPBEeLk

მოამზადე – იფოგრაფიკა

 

 

მოსწავლეები შეჯამებისას კი ავსებენ ქვემოთ მოცემულ კოგნიტურ სქემას:

მოვლენა მიზეზი შედეგი
კიბო  
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“