მასწავლებლებს უკვე კარგად გამოსდით კომპლექსური დავალებების შექმნა. ჩემს სკოლაშიც შექმნილია კომპლექსური დავალებების ბანკი და კოლეგები მუდმივად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. მოსწავლისთვისაც საინტერესოა შინაარსიანი, მის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებული დავალების შეთავაზება, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას.
კათედრაზე მიზანმიმართული შეხვედრებისას კოლეგებმა პრაქტიკულად გავიაზრეთ კომპლექსური დავალების მახასიათებლები. კერძოდ ის, რომ კომპლექსური დავალება:
- განისაზღვრება სასწავლო თემების/საკითხების მიხედვით,
- უპირატესად ღია ტიპის დავალებაა, რომლის შესრულების შედეგად მოსწავლემ უნდა შექმნას პროდუქტი, რომელიც პასუხობს საკვანძო შეკითხვებს,
- ცოდნის სამივე კატეგორიაზეა ორიენტირებული (განსაკუთრებით პირობისეულზე),
- გამოიყენება ცოდნის აგებისთვის (სამიზნე ცნებაზე მუშაობისთვის), თუმცა, ამასთანავე, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტსაც წარმოადგენს.
– რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპლექსური დავალება ფორმულირებისა და შინაარსის თვალსაზრისით?
მნიშვნელოვანი –ანუ თუ შეესაბამება ესგ მოთხოვნებსა და საგნობრივი პროგრამის შედეგებს, მოითხოვს არსებით საგნობრივ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მოსწავლეებს უბიძგებს ააგონ, დახვეწონ ან გამოიყენონ მნიშვნელოვანი მოდელები/მაგალითები.
ავთენტური – ანუ თუ მოიცავს უშუალოდ საგნის აზრიან, საყოფაცხოვრებო გამოყენებას, არ არის ხელოვნურად შეზღუდული ამოხსნის მხრივ (მრავალნაირად შეიძლება ამოიხსნას/შესრულდეს).
მიუკერძოებელი – ანუ თუ განსხვავებული მიდრეკილებებისა და პროფილის მოსწავლეებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ნიჭის გამოსავლენად და მოსწავლეებს პრობლემის გადასაწყვეტად საკუთარი გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ.
მრავალწახნაგიანი – ანუ თუ მოიცავს პოტენციალს განვრცობისა და კავშირების გამოვლენისთვის და მოსწავლეებისგან ფორმულების/წესების/პრინციპების საფუძველმდები იდეების გააზრებას მოითხოვს.
დაძლევადი – ანუ თუ მოსწავლისთვის ასაკობრივად/განვითარების დონის შესაფერისია, შესრულებადია და არ გამოიწვევს სტრესს
ცხადი – ანუ თუ გარკვეულია, რას ითხოვს იგი მოსწავლისგან.
მოსწავლის ჩართულობაზე ორიენტირებული, თუ მოსწავლე ასრულებს სამუშაოს და იღებს გადაწყვეტილებებს ან ურთიერთობს სხვებთან, იყენებს საგნობრივ მოდელებს/მაგალითებს პრობლემის წვდომისა და გადაჭრისთვის.
ხელმისაწვდომი მოსწავლეთა ფართო ფენებისთვის, თუ მოსწავლეთა საგნობრივი შესაძლებლობების ფართო სპექტრის არსებობის შემთხვევაშიც კი ყველა მოსწავლეს ძალუძს დავალებაზე აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა.
მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი კომპლექსური დავალების შექმნის ისტორია, რომლის შინაარსისა და დიზაინისაკენ მიბიძგა იმ გარემოებამ, რომ ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებს აქვთ ნოსტალგია, რადგან პანდემიის გამო ვეღარ ახერხებენ მათთვის საყავრელ ადგილებში სტუმრობას. მათ შორისაა „მაგდონალდი“ სადაც ხშირად ერთმანეთს დაბადების დღეებზეც ეპატიჟებოდნენ პანდემიამდე. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა კომპლექსური დავალება ზემოთაღნიშნული ცხოვრებისეული კონტექსტის გათვალისწინებით.
ჩვენს მიერ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის შვიდი თანმიმდევრული ნაბიჯი ასე გამოიყურება:
პირველი ნაბიჯი – გადავხედე სტანდარტის მოთხოვნებს (სტანდარტის მოთხოვნები – მათ.დაწყ.( I I I). 3. მათ.დაწყ.( I I I).4 ).
მეორე ნაბიჯი – ვიზრუნე მოსწავლეთა შეფასებაზე.
მასწავლებლისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეს რა უნდა შეფასდეს და ამ დავალებაზე მუშაობისასაც ჩემთვის ცალსახად იყო გამოკვეთილი რა უნდა შემეფასებინა. ანუ მე მაინტერესებდა: რამდენად შეუძლია მოსწავლეს გამრავლება-გაყოფის მოქმედების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებასთან და ერთმანეთთან დაკავშირება და ამაზე დაყრდნობით ცხოვრებისეული კონტექსტის მქონე ტექსიანი ამოცანის ამოხსნა.
ასევე მოსწავლეებისთვის ჩამოვაყალიბე შეფასების კრიტერიუმები:
- მოსწავლე ახორციელებს ადეკვატურ მათემატიკურ მოქმედებებს,
- მოსწავლე ახერხებს ტექსტიანი ამოცანის ტექსტში და ცხრილში მოცემული მონაცემების გამოყენებით შესაბამისი მათემატიკური მოქმედებების განხორციელებას,
- მოსწავლე ახორციელებს ამოცანის ამოხსნას საფეხურებრივად,
- მოსწავლე იღებს სწორ პასუხს ცხოვრებისეული კონტექსტის მქონე ამოცანის ამოხსნისას.
მესამე ნაბიჯი – კომპლექსური დავალების ტექსტის შექმნა
მოვიფიქრე და შევქმენი კომპლექსური დავალების ტექსტი რომელიც ასე იკითხება:
სახალისო, კომპლექსური დავალება – მეგობრები მაკდონალდში
მომზადება შესაბამისი საპროგრამო მასალებზე (თემატური ერთეული) მუშაობით წარიმართა. უბრალოდ სახელმძღვანელოში მოცემული რამდენიმე მაგალითი გადავაკეთე ტექსტიან დავალებად და სხვადასხვა ცხოვრებისეული კონტექსტი შევიტანე მათში.
მეექვსე ნაბიჯი – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა წარიმართა მათემატიკის გაკვეთილზე და მოსწავლეები დროში კარგად ჩაეტიენ.
მეშვიდე ნაბიჯი – კომპლექსური დავალებების შეფასება და ანალიზი
მოსწავლეების დიდმა ნაწილმა კარგად გაართვა თავი დავალებას. მათ წარმატებით გამოიყენეს ტექსტიანი ამოცანის დანართში (ცხრილში) მოცემული მონაცემები და განახორციელეს ადეკვატური მათემატიკური მოქმედებები (გამრავლება, მიმატება..) ჰოლისტური შეფასების სქემამ აჩვენა რომ მოსწავლეები იმყოფებიან მიმართებით და გაფართოებულ (ექსპერტის) დონეზე.
მოსწავლეთა შეფასების ანალიზმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა მცირე ნაწილი იმყოფება მულტისტრუქტურულ დონეზე და იკეთება ინფორმაციის ტრანსფორმაციაში მცირე ხარვეზები (ცხრილიდან მონაცემების დაკავშირება ტექსტის მონაცემებთან).
ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვყავი სავარჯიშოების კომპლექტი, რომელთაც უახლოესი ერთი თვის მანძილზე გამოვიყენებ და მიმდინარე გაკვეთილებისას „ჩავაშენებ“ გაკვეთილებში, როგორც „მხიარულ მათემატიკურ სავარჯიშოებს- თამაშებს“ ხშირად გამოვიყენებ განმავითარებელ სტრატეგიებს – „დაგვეხმარება მხიარული ცხრილი/სქემა“ და „ემოციური შუქნიშანი“
ფაქტია კომპლექსური დავალებების გაცნობა მასწავლებელს აძლევს საშუალებას შეამჩნიოს/შენიშნოს (1) ტიპური შეცდომები თუ ხარვეზები, რაც საშუალებას გვაძლევს მასწავლებლებს დავგეგმოთ (2) აქტივობები, რომლებსაც „ჩავაშენებთ“ ჩენს სასწავლო კურსში და განვახორციელებთ (3) იმ აქტივობებს, რაც დავგეგმეთ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამის შემდეგ კი გადამოწმება (4) აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკვე ყველაფერი გამოსწორდა და რეალურად დავეხმარეთ მოსწავლეებს სირთულეების დაძლევაში.
გამოყენებული ლიტერატურა
- ესგ საგნობრივი პროგრამა მათემატიკა (2018-2024)
- https://ganatldi.ge/app/uploads/2019/03/განმავითარებელი-შეფასება-და-დიფერენცირებული-სწავლება.pdf