სტატიაში შემოგთავაზებთ სახალისო ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც სპეციალურად შევქმენი სხვადასხვა პროგრამის დახმარებით. ვფიქრობ, მასალა განსაკუთრებით გამოადგებათ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს დისტანციური სწავლების პირობებში.
შემოთავაზებული ელექტრონული რესურსები ქართული ენის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ( I – IV) სტანდარტის შესაბამისადაა შექმნილი და მათი გამოყენება ხელს შეუწყობს:
- შესწავლილი მასალის გახსენება – გამეორებას;
- ახალი მასალის ახსნას;
- ახსნილი მასალის განმტკიცებას;
- ტექსტების გააზრებას;
- ხალისიანი განწყობის შექმნას;
- სხვადასხვა სახის ინტელექტის განვითარებას;
- დინამიკურ და ტრანსფერულ ცოდნას.
დაწყებით კლასებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესწავლილი მასალის გამეორება – განმტკიცება. გთავაზობთ ელ. რესურსს „რიცხვში მონაცვლე ზმნების სწორი და არსწორი ფორმების ამოცნობა“
https://learningapps.org/display?v=phd1gdavk18
რესურსი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაააქტიურონ ცოდნა, გაიხსენონ შესწავლილი მასალა და სწორად ამოიცნონ, სად არის დაშვებული შეცდომა. რესურსში შეტანილია 7 წინადადება, რომელთაგან ხუთში ზმნა არასწორი ფორმითაა მოცემული, ხოლო ორში სწორად. მოსწავლეებს ევალებათ, ამოიცნონ არასწორად დაწერილი ზმნები და მონიშნონ. სწორად შესრულების შემთხვევაში დაიმსახურებენ შექებას, არასწორად შესრულების შემთხვევაში კი რესურსი იძლევა შეცდომის გამოსწორების საშუალებას.
ელ. რესურსები „დაკარგული სიტყვები“
„ჰიპო – ჰიპოელი ბეჰემოთი“
https://learningapps.org/display?v=pk1jqetnj19
ი. გოგებაშვილის „ორი მეგობარი“
https://learningapps.org/11539107
მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიხსენონ წაკითხული ტექსტი და შეავსონ სიტყვაგამოტოვებული წინადადებები. მოსწავლე იქვე ეცნობა გამოტოვებული სიტყვების ჩამონათვალს, რომელთაგან თითოეული უნდა ჩასვას საჭირო ადგილას. სწორი პასუხის შემთხვევაში სიტყვები მწვანედ განათდება, არასწორი პასუხისას წითლად.
შემდეგი ელექტრონული რესურსები ბუნებისმეტყველებაში და მათემატიკაში ცოდნის გააქტიურებისთვისაა განკუთვნილი:
ბუნებრივი მოვლენები
https://learningapps.org/display?v=pkgv0ust518
მათემატიკური კროსვორდი
https://learningapps.org/display?v=px1sgk5ft20
მოცემულია კროსვორდი, რომელშიც კითხვები ფოტოს, ვიდეოს ან წინადადების სახითაა მოცემული. მოსწავლეებს ევალებათ უპასუხონ კითხვებს და პასუხი ჩაწერონ შესაბამის გრაფაში.
ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ რესურსები, რომლებიც შემეცნებით ნაწილთან ერთად სიურპრიზსაც შეიცავს. ასეთი სავარჯიშოა „თავსატეხი“
შეკრება – გამოკლება ( I კლასი)
https://learningapps.org/display?v=p8ukvvhbt20
ზმნის დრო ( II – III კლ.)
https://learningapps.org/10068608
მეტყველების ნაწილები ( III კლ.)
https://learningapps.org/5129730
სამივე რესურსში მოსწავლემ უნდა მონიშნოს ჩარჩოს გარეთ არსებული რიცხვი ან კატეგორია (რასაც ითხოვს კონკრეტული დავალება), ხოლო შემდეგ მოძებნოს და მონიშნოს ჩარჩოს შიგნით შესაბამისი მაგალითი ან ზმნა ან სიტყვა. დავალების სწორად შესრულების შემთხვევაში მოსწავლეები მიიღებენ დაპირებულ სიურპრიზს ნახატი ფილმის, საინტერესო ამბის, ილუსტრირებული მოთხრობის სახით ასევე ხალისიან განწყობას ქმნის ელ. რესურსი „ნახატი ფილმის გააზრება“
„კაპრიჩიოს სალამური“
https://learningapps.org/8938608
„სანუკვარი ოცნება“
https://learningapps.org/display?v=psr31ogc320
ორივე შემთხვევაში ელ. რესურსი მოსწავლეებისგან მოითხოვს ყურადღებას, რათა მათ ნახატი ფილმის ნახვის შემდეგ სწორად უპასუხონ დასმულ კითხვებს. ეს აქტივობა ყურადღების კონცენტრირებას და ნახატი ფილმის შინაარსის გაგება – გააზრებას უწყობს ხელს.
ასევე საინტერესოა ელ. რესურსები, რომლებიც ვიქტორინის სახითაა შედგენილი:
მათემატიკა ვიქტორინა (II კლასი)
https://learningapps.org/display?v=p5u4x312t20
საზომი ერთეულები (III – IV კლასი)
https://learningapps.org/display?v=pdu6a356318
ორივე რესურსი შეიცავს კითხვებს და თითოეულ კითხვაზე ოთხ სავარაუდო პასუხს (თუმცა რესურსები განსხვავებული დიზაინითაა შედგენილი). მოსწავლემ უნდა წაიკითხოს დავალება და მონიშნოს სწორი პასუხი.
შემდეგი რესურსები ელემენტების დაწყვილებაში გაწაფვისთვისაა განკუთვნილი :
დააწყვილე ანტონიმები –
https://learningapps.org/display?v=pe5k8uk5j20
სურათს შეუსაბამე წილადი (IV კლასი)
https://learningapps.org/5130131
მოსწავლის მიერ სწორად მოძებნილი წყვილი ეკრანიდან ქრება, საბოლოოდ რჩება თავისუფალი დაფა.
ვფიქრობ, learningapps პროგრამაში შექმნილი ელექტრონული რესურსები გაგიიოლებთ შესაბამისი თემების სწავლებას და მასალებში ჩადებული პოზიტიური სტიმულები დაიცავს დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კოგნიტური გადატვირთვისაგან.