კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

შემოქმედებითი წერის ტექნიკა და ფანტაზიის განვითარება

ბევრს ჰგონია, რომ ფანტაზია და შემოქმედებითი უნარი თანდაყოლილია.

ან არის, ან – არა.

გამოცდილება აჩვენებს – შემოქმედებითობა და ფანტაზია შეიძლება დამუშავდეს, გაუმჯობესდეს, განვითარდეს.

პროცესი სახალისო, საინტერესო და შემეცნებითია (იშვიათი ნაკრებია, სხვათა შორის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შემეცნება და სწავლა მხოლოდ სასიამოვნო უნდა იყოს ან შეიძლება იყოს).

სასკოლო ცხოვრებაში არის დღეები, როდესაც პროგრამით და საგნის სწავლების სტანდარტით გათვალისწინებული რუტინული საქმეების გადადება ან გადავადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჰოდა, ასეთი „შეტევების“ დროს ყველა მასწავლებელს აქვს სუფთა ჰაერივით საჭირო აქტივობების ნაკრები.

ამჯერად ჩემი „მარაგიდან“ რამდენიმეს შემოგთავაზებთ. ეზოში გავარდნასა და სიტყვობანას, ტაშობანას, ჰი-ჰა-ჰუს, ბურთით თამაშებისა და სხვა ამგვარ საჭირო აქტივობებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი. ეს უფრო სანახავია, ვიდრე აღსაწერი.

ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობების შესასრულებლად საკლასო ოთახი ან ნებისმიერი ისეთი სივრცე დაგვჭირდება, სადაც რაიმეს დაწერა, ფიქრი და განტვირთვა შეიძლება. პირველი და მნიშვნელოვანი – საკლასო სივრცის ჩვეული ინტერიერის შეცვლაა – შეატყუპეთ მერხები ისე, რომ 6-8 ადამიანი შემოუსხდეს ირგვლივ, მიადგით მერხები კედლებს და გაათავისუფლთ ოთახის შუა სივრცე ისე, რომ პირდაპირ იატკზე იყოს შესაძლებეი წრეში დასხდომა, ერთი სიტყვით, მიეცით განსხვავებული იერი საკლასი ოთახს. ეს მნიშვნელოვანია.

დავალებების ინსტრუქცია დაწერეთ დაფაზე.

მოსწავლეებს მიეცით დრო – თუნდაც, მთელი გაკვეთილი ან ხვალამდე, ან შემდეგ გაკვეთილამდე…

თავადაც მოკალათდით კომფორტულად ( დავალებას თქვენც ასრულებთ)

და შეუდექით:

 

1.გადაშალეთ სახელმძღვანელო N გვერდზე.

  1. წაიკითხეთ ტექსტი გადარბენით, სწრაფად.

3.გვერდზე მოცემული სიტყვებიდან შეარჩიეთ და ამოიწერეთ საინტერესო სიტყვები, რომლებსაც ფაზლის დეტალებივით გამოიყენებთ ახალი ტექსტის შესაქმნელად.

4.შექმენით ახალი ტექსტი მოცემული სიტყვების გამოყენებით (ლექსი, ჰაიკუ, იგავი, ჩანახატი, აღწერა, არარსებული არსების პორტრეტი…).

  1. სულ ესაა! სურვილის შემთხვევაში – წარადგინეთ ნაშრომი.

(წინასწარ შეათანხმეთ ერთი რამ – იყენებთ თუ არა სხვა სიტყვებს, თუ მხოლოდ ისინი უნდა იყოს მარაგში, რომლებიც მოცემულ გვერდზეა).

შედეგად – ერთი და იგივე მოცემულობიდან ( სახელმძღვანელოს ერთი გვერდი, ერთი ტექსტი) იქმნება რამდენიმე სხვადასხვა საინტერესო, უჩვეულო, ახალი ტექსტი.

ხალისი გარანტირებულია.

სხვათა შორის, ეს დავალება ერთგვარი მოდიფიცირებული და საკლასო ოთახს მორგებული ვარიანტია. ორიგინალური იდეა ოსტინ კლეონს ეკუთვნის. სწორედ მას დავესესხე. მეთოდს „გადაჯღაბნე ზედმეტი“ შეიძლება ვუწოდოთ პირობითად და თუ ამის შესახებ ვრცლად მოისურვებთ წაკითხვას, მოიძიეთ  Newspaper Blackout Poems.

თუ კლასში წინასწარ მიიტანთ ჟურნალ-გაზეთებს და შავ მარკერებს, კიდევ უფრო მეტად „დაშორდებით“ საკლასო რუტინულ გარემოს და მეტსაც იხალისებთ. ამ შემთხვევაში მოსწავლეები შავი მარკერით „დაუვლიან“ გაზეთებს, გადახაზავენ ყველაფერს, რაც ზედმეტია და დატოვებენ მხოლოდ „საჭირო სიტყვებს“. საგაზეთო თვითნაკეთი ლექსები საოცრად საინტერესო საკითხავი იქნება!

 

არსებითი, ზედსართავი, ზედსართავი ანუ შემწვარი ფაქტი…

აიღეთ რომელიმე არსებითი სახელი.

მოიფიქრეთ 10 ზედსართავი – როგორი შეიძლება იყოს ეს რაღაც/ვიღაც?

ახლა კიდევ მოიფიქრეთ 10 ზედსართავი – როგორი არ შეიძლება იყოს ეს რაღაც/ვიღაც?

მაგალითად, ფაქტი – შეიძლება იყოს დაუჯერებელი, მაგრამ ვერ იქნება მჟავე ან შემწვარი.

თუ იქნება? როგორი ფაქტი იქნება მჟავე ან შემწვარი? რა ვითარებაში?

მარტივი გრამატიკული სავარჯიშო საინტერესო, ცხარე და მწვავე დისკუსიად შეიძლება იქცეს.

ჩაიწერეთ ყველაფერი! ამ ჩანაწერის კითხვა ფენტეზის ჟანრის ტექსტის კითხვასავით ჩამთრევი და გამაოგნებელი შეიძლება გახდეს.

 

გაშიფრეთ იეროგლიფები

 

მოიძიეთ ინტერნეტში ან ენციკლოპედიებში იეროგლიფების ილუსტრაციები/ნიმუშები.

გაშიფრეთ ეს იეროგლიფები და „წაიკითხეთ“ გზავნილები შორეული წარსულიდან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი