განათლების მთავარ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება, რომელიც აღჭურვილი იქნება ჭეშმარიტი ღირებულებებით, მეცნიერული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით. სასწავლო სფეროში დასაქმებული პედაგოგის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სასწავლო პროცესის ეფექტური წარმართვა, იმისთვის რომ მოსწავლეს მისცეს საგნის საფუძვლიანი, მყარი და შეგნებული ცოდნა . ყოველივე ამის მიღწევა კი შესაძლებელია, მოსწავლეზე ორიენტირებული ინტერაქტიური მეთოდების დანერგვით, რომელიც არის გარანტი მოსწავლეების სასწავლო განწყობისა და მოტივაციის ამაღლებისა.
მოსწავლეები ქიმიის სწავლებით რომ დამეინტერესებინა, შევქმენი ქიმიის წრე ფარცხანაყანების N1 საჯარო სკოლაში. მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა კლასის, ქიმიის სწავლით დაინტერესებული მოსწავლეები. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შესაძლებლობებით, ინტერესითა და სწავლების სტილით, ზოგიერთი დაკვირვებით უკეთ სწავლობს, ზოგი ფიქრით, ზოგი სურათებითა და დიაგრამით, ზოგი წერისა და მეტყველების საშუალებით, ზოგი კეთებისა და ქმედების პროცესით და ა. შ. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, მათთან მუშაობის დროს, გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის ინტერესი.
სკოლას აქვს ქიმიის კაბინეტი, რომელიც უზრუნველყოფილია საჭირო და გამოყენებადი რესურსით, ვცდილობ მოვახდინო თვალსაჩინოებების მიზნობრივად და საკლასო სივრცის ოპტიმალური გამოყენება.
თითოეულ შეხვედრაზე ხდება პროგრამული საკითხების უფრო სიღრმისეული განხილვა, მარტივი ამოცანების ამოხსნა და საინტერესო ცდების ჩატარება, ვცდილობ, სახალისო ცდები მოსწავლეთა თავშესაქცევ გართობად არ იქცეს, პრაქტიკულ საჭიროებასა და ყოფა–ცხოვრებას უნდა უკავშირდებოდეს გამოთვლით ამოცანათა შინაარსიც, ასევე ხდება ვირტუალური ლაბორატორიით სარგებლობა, ექსკურსიების მოწყობა, კლასგარეშე ღონისძიებების ‘’ქიმიის საღამოს“ დაგეგმვა, როლების გადანაწილება, განსაზღვრული გვაქვს ვიქტორინის და სხვა ღონისძიებათა ჩატარება.
მოსწავლეებთან თანამშრომლობის დროს ვითვალისწინებ თითოეული მოსწავლის აზრს, ვცდილობ განვიხილო ყველა ის საკითხი, რაც მათვის საინტერესოა, ქიმიის წრის შექმნამ მოსწავლეებში გამოიწვია ამ საგნისადმი ინტერესი, რადგან აქ ყველა მოსწავლეს ეძლევა მათთვის სასურველი სწავლის სტილის და ინტერესის მიხედვით აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა.
მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე სახალისო თამაში, რომელსაც წრის მეცადინეობისას ვიყენებთ:
- თამაში – ,,ქიმიური ბანქო”
ბანქო შედგება 34 ბარათისაგან, თითოეულ ბარათზე წერია ნაერთთა კლასის წარმომადგენლები, რვა ოქსიდის, რვა ფუძის , რვა მჟავის, რვა მარილის, წყლის და ინდიკატორის ფორმულები, თამაშის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: იწყებს ის მოსწავლე, რომელსაც ბარათის დარიგებისას შეხვდება – ინდიკატორი. მომდევნო მის მარჯვნივ მჯდომი მოსწავლე უნდა ჩამოვიდეს იმ ბარათს, რომელთანაც რეაგირებს ინდიკატორი. შემდეგი მოსწავლე ითვალისწინებს ნაერთთა კლასის თვისებას და ჩამოდის იმ ბარათს, რომელიც რეაგირებს უკვე ჩამოსულ ბარათთან. იმ მოთამაშეს, რომელსაც არ ყავს სათამაშო ბარათი სვლას ტოვებს, მოგებულად ითვლება ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე ადრე დაამთავრებს თამაშს, აქვე თამაშის დროს აუცილებელი პირობაა მეცხრე კლასელებმა უნდა ჩაწერონ რეაქციის ტოლობა, ხოლო მერვე კლასელებისთვის ეს პროცედურა აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს და გრძელდება ასე.
- თამაში „ პერიოდული სისტემა“ ანუ რა დევს კონვერტში?
ამ თამაშისთვის გვჭირდება: პერიოდული სისტემა, ცარიელი კონვერტები, მზა ბარათები. ბართებზე წერია – ელემენტთა ელექტრონული ფორმულა, შრეებზე ელექტრონების განლაგება. მოსწავლებმა უნდა გამოიყენონ თეორიული ცოდნა და მიხვდნენ, რომელი რიგის ნომრის ელემენტის განხილვა მიმდინარეობს და ჩასვას შესაბამისად ცარიელ კონვერტში.
შემდეგ ხდება ცარიელი კონვერტების ჩამოღება და შემოწმება, თუ დაემთხვევა მათ მიერ მინიჭებული ნომერი პერიოდული სისტემის უჯრის ნომერს, ამ თამაშით მასწავლებელი ამოწმებს, რამდენად კარგად იციან მოსწავლეებმა პერიოდული სისტემის სტრუქტურა, ასევე ატომის აღნაგობა, ელექტრონების შრეებზე განლაგება და სხვა. აღნიშნული რესურსების დახმარებით თამაშ– თამაშით და ხალისით ვისწავლეთ შესაბამისი საკითხები, რომელიც სხვა დროს თითქოს გვეძნელებოდა.
ცნობილია, რომ მოსწავლეები უკეთესად ითვისებენ მასალას, თუ ჩართულები არიან პრაქტიკულ დავალებებში, თამაშებში, თანამშრომლობით სწავლებაში, ხოლო მიღწეული შედეგი კი აძლიერებს მათ თვითრწმენას და კმაყოფილებას.
ჩვენი მიზანია ქიმის წრისათვის განკუთვნილი დრო გამოვიყენოთ მიზანმიმართულად და ნაყოფიერად, გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების, შესწავლილი მასალის ანალიზის, განზოგადების და იმ პრობლემის გადაწყვეტის უნარი, რომელიც მათ წინაშე წარმოიქმნება. პრობლემა შეიძლება ვუწოდოთ ყველა იმ კითხვას, რომელიც მოითხოვს ძიებას ცოდნის მისაღწევად, მოსწავლეებში ინტერესის გამოსაწვევად ყოველ მეცადინეობას ვგეგმავ სასწავლო პრობლემური მიდგომებით, განვსაზღვრავ ქიმის წრის მუშაობის სტრატეგიას და აქტივობას , ვცდილობ, ჩვენი მუშაობა იყოს საინტერესო და მრავალმხრივი, ყოველი მუშაობის დროს ვახდენ მოსწავლეებთან უკუკავშირს. ამ მეთოდის ხშირი გამოყენება მეტ ღიაობას ქმნის და მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისთვის.