ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

„ნატკენი გულების[1] ამბავი“

რამდენიმე წლის წინ ერთი კარგი სტუდენტი გავიცანი. მუდამ ასრულებდა დავალებებს, სულ საინტერესო და ღრმა ფიქრები ჰქონდა. ვდარდობდი, მუდამ ჩუმად რომ იყო და დისკუსიებში არ ერთვებოდა – მინდოდა სხვებსაც გაეგოთ, როგორი კარგი იყო… პირველ კურსზე „სოფლური აქცენტის“ გამო დაუცინიათ…

ეს გაკვეთილი ნატკენ გულებზეა და კიდევ იმაზე, რომ ერთმანეთს ცხოვრების გზებზე ჩვენ–ჩვენი ბარგით ვხვდებით. ეს ბარგი ზოგჯერ გაუსაძლისად მძიმეა. ბარგიდან არასაჭირო და მტკივნეული რამეების გადაყრა მარტოებს არ შეგვიძლია და ერთმანეთი გვჭირდება.

 

საგანი: მოქალაქეობა

საფეხური: საბაზო

მოსწავლეთა რაოდენობა: 25–30

გაკვეთილის თემა: დისკრიმინაცია

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გააცნობიერებენ საკუთარ და სხვა ადამიანების უფლება–მოვალეობებს; გაუჩნდებათ განსხვავებული ადამიანების მიმართ თანაზიარობის გრძნობა.

ესგ სტანდარტის შედეგი: საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა (მოქ.საბ.3.)

 

N აქტივობა გამოყენებული მეთოდ/ებ/ი კლასის ორგანიზების ფორმები სასწავლო რესურს/ებ/ი დრო

(წუთებში)

შედეგი
1 მისალმება, კლასის ორგანიზება, გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა ვერბალური

 

საერთო საკლასო საკლასო ჟურნალი, შეფასების რუბრიკის ასლი 2 მოსწავლეთა მომზადება  გაკვეთილისთვის
2 გამოწვევა:

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თაბახის ფურცლებს. სთხოვს ფურცლის შუაში დახაზონ წრე, ჩაწერონ საკუთარი სახელი და შემდეგ წრიდან გამომავალ სხივებს მიაწერონ ის როლები, რომლებიც მოსწავლეებს აქვთ. (ეს შესაძლოა იყოს: მეგობარი, ადამიანი, ქართველი/აზერბაიჯანელი/სომეხი, შეყვარებული, ქრისტიანი/მუსლიმი/კათოლიკე, და/ძმა, შვილი, მოქალაქე, მოსწავლე და სხვ.)

დამოუკიდებელი მუშაობა ინდივიდუალური თაბახის ფურცელი ყველა მოსწავლისთვის, პასტა 2 მოსწავლეთა მიერ იმ განსხვავებული როლების გაცნობიერება, რომელსაც ერთდროულად ვასრულებთ, როგორც საზოგადოების წევრები
3 მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ორ წრეს: შიდა წრეს საერთო როლებისთვის, ხოლო გარეს – განმასხვავებელისთვის. მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ სხივებზე ჩაწერილი საკუთარი როლები. მასწავლებელი შიდა წრეში წერს იმ როლებს, რომელიც საერთო აღმოჩნდება მოსწავლეებისათვის, ხოლო გარეში – განსხვავებულ როლებს. გონებრივი იერიში საერთო საკლასო დაფა/პოსტერი, ცარცი/მარკერი 3 მოსწავლეები თვალსაჩინოდ დაინახავენ, რომ საერთო ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე განმასხვავებელი
3 მასწავლებელი არიგებს სავარჯიშო ფურცლებს „ჩემი ისტორია“. სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ და მოირგონ იმ ადამიანის ტყავი, ვისაც ბავშვობაში დასცინოდნენ და ისე შეავსონ ფურცელი. დამოუკიდებელი მუშაობა ინდივიდუალური იხ. დანართი 1 – სამუშაო ფურცელი „ჩემი ისტორია“ ყოველი მოსწავლისთვის, პასტა 4 სხვისი ემოციების გაგება, თანაზიარობის გრძნობის განვითარება
4 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ისაუბრონ და გამოყონ ის ნიშნები, რომლითაც ისტორიის გმირი სხვებისაგან განსხვავდებოდა. (ეს შესაძლოა იყოს: ეთნიკური ჯგუფი, სოციალური სტატუსი, გონებრივი/ფიზიკური შესაძლებლობა, გარეგნობა, ხასიათი, შეზღუდული შესაძლებლობები, რელიგია, ტრადიციები, ჩაცმის სტილი).

რისი შეცვლა შეუძლია ბავშვს ჩამოთვლილთაგან?

(რამდენიმე პუნქტის გარდა (მაგ., ჩაცმის სტილი), ბავშვზე არაფერია დამოკიდებული, არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

რას აკეთებდნენ სხვები?

შეურაცხყოფდნენ, დასცინოდნენ, აკვირდებოდნენ, აშტერდებოდნენ, არად აგდებდნენ, ეცოდებოდათ, რიყავდნენ, მიკერძოებულად მსჯელობდნენ.

რას აკეთებდა მასწავლებელი? ხედავდა თუ არა ამას? (პასუხები განსხვავებული იქნება)

რას გრძნობდა მსხვერპლი? (დამცირებას, წყენას, შიშს, დაუცველობას, მარტოობას, სასოწარკვეთას, ბრაზს)

თვითგადარჩენის რა სტრატეგია ჰქონდა? (იზოლაცია, აგრესია, ჩაკეტილობა, მიზანდასახულობა, თვითმკვლელობის სურვილი, გამომწვევი მოქმედება/თვითრეკლამირება, შურისძიება, მფარველის ძიება).

კითხვა–პასუხი, დისკუსია საერთო საკლასო დაფა/პოსტერი, ცარცი/მარკერი 6 დისკრიმინაციის მიზეზების გააზრება, თანაზიარობის გრძნობის განვითარება
5 მასწავლებელი მინილექციის საშუალებით მოსწავლეებს აცნობს დისკრიმინაციის არსს, სიძულვილის პირამიდას, დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზებს. მინილექცია საერთო საკლასო პრეზენტაცია იხ. დანართი 2 5 დისკრიმინაციის არსის, მიზეზების, შედეგებისა და ბრძოლის გზების გააზრება
6 სიღრმისეული წვდომა

მასწავლებელი დაფაზე ხატავს ხეს და აწერს „დისკრიმინაციის ხე“.

მოსწავლეებს სთხოვს ჩამოთვალონ ის მიზეზები, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს დისკრიმინაციას. (ეს შესაძლოა იყოს: უცხოს/უცნობის შიში, უცოდინრობა, თანაგრძნობის არქონა, სტერეოტიპები, სოციალური ფაქტორები, და სხვ.) ამ სიტყვებს ხის ფესვებში წერს.

შემდეგ სთხოვს ჩამოთვალონ დისკრიმინაციის შესაძლო შედეგები. (ეს შესაძლოა იყოს: პასიურობა, სუიციდი, აგრესია, კონფლიქტი, არარეალიზებულობა, ასოციალური ქცევა, მარტოობა, კომპლექს/ებ/ი, ჩაგვრა, ძალადობა, გარიყულობა, უიმედობა, უმწეობა და სხვ.). შედეგებს წერს ხის ტოტებზე.

გონებრივი იერიში საერთო საკლასო დაფა/პოსტერი, ცარცი/მარკერი 6 დისკრიმინაციის მიზეზებისა და შედეგების გააზრება
7 რეფლექსია

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ანიმაციას „Sneetches”, რომლის მიზანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ სტერეოტიპები ჩვენი ცხოვრების ნაწილია და მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ მათი მართვა.

ანიმაციის ჩვენება საერთო საკლასო. ანიმაცია: https://www.youtube.com/watch?v=qPhOZzsi_6Q 12 სტერეოტიპების, როგორც დისკრიმინაციის მიზეზის გააზრება.
8 მასწავლებელი სვამს ანიმაციასთან დაკავშირებულ კითხვებს: რით დაიწყო ანიმაციის გმირების დაპირისპირება? ვინ სცადა პრობლემის მოგვარება? რა დაინახეს ანიმაციის გმირებმა? რა არის ანიმაციის მთავარი სათქმელი? იმართება მცირე დისკუსია. დისკუსია საერთო საკლასო   3  
9 მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ შეფასებას. შეფასება საერთო საკლასო   2 მოსწავლეთა ცოდნის შეფასება

 

დამატებითი რესურსები: კომპასი, სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით (2004). გვ. 125–131.

ვაშაყმაძე მ. – გულინგი, ანუ ნატკენი გულების ამბავი https://www.radiotavisupleba.ge/a/marina-vashakmadze-blog-post/28148630.html

კაკაბაძე ი. – ჩვენება https://liberali.ge/articles/view/3780/chveneba

სარიშვილი მ. – წერაქვი ისევ მამას ოთახში დევს https://liberali.ge/blogs/view/32663/tseraqvi-isev-mamas-otakhshi-devs

სარიშვილი მ. – ერთი მარცვალი მზესუმზირასავით https://liberali.ge/articles/view/3797/erti-martsvali-mzesumzirasavit

 

 

დანართი N1

 

სავარჯიშო „ჩემი ისტორია“

ვირგებთ იმის ტყავს, ვისაც ბავშვობაში დასცინოდნენ, ვფიქრობთ და ვავსებთ ფურცელს.

 

ჩემი სახელია _____________________________________

მე მეძახიან _______________________________________

მე სხვებისგან გამოვირჩევი იმით, რომ __________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ვინაიდან სხვებისგან განვსხვავდები, ჩემი თანაკლასელები (აღწერეთ ქცევა, მოქმედება)

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

მე ვგრძნობ

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

თვითგადარჩენის ჩემეულ სტრატეგიას წარმოადგენს

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

დანართი  დისკრიმინაცია

 

[1] ნატკენი გულების ამბავი არაჩვეულებრივად აღწერა მარინა ვაშაყმაძემ სტატიაში https://www.radiotavisupleba.ge/a/marina-vashakmadze-blog-post/28148630.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი