სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დიალოგები წყვდიადში

რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში გადავაწყდი
კიბერ გალაკტიონის შესახებ საუბრებს და ძალიან გამიკვირდა და დამაინტერესა ამ
ამბავმა. შემდეგ მოვიძიე და აღმოვაჩინე ინტერაქტიული ბიბლიოთეკა. სანდრო ასათიანის
და ზურაბ ჯიშკარიანის პროექტმა ძალიან ბევრი ადამიანი მიიზიდა ამ მოდერნისტული
მაგიისკენ.

https://www.cybergala.me/Home/Index – ეს გვერდის
მისამართია. პროექტის შემქმნელებს კი, ყველაფერი ასე აქვთ განმარტებული:

„პროექტის შესახებ – კიბერ გალაკტიონი არის პირველი ქართულენოვანი
„ჩეთ ბოტი”, მას შეიძლება გალაკტიონის „ენობრივი ასლიც” ვუწოდოთ. სხვადახვა ენაზე
მოსაუბრე „ჩეთ ბოტები” უკვე დიდი ხანია არსებობს. მაგრამ სანამ ქართულენოვან „ჩეთ
ბოტზე” ვისაუბრებთ ვნახოთ რას ნიშნავს სიტყვა „ბოტი”.

რა არის ბოტი? – მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთაც
ადამიანისაგან დამოუკიდბელად სხვადახვა ამოცანის შესრულება შეუძლია, რობოტს
უწოდებენ. რობოტი ადამიანის შექმნილია და დავალებებსაც, როგორც წესი, ადამიანი
აძლევს. ამ დავალებებს რობოტი უკვე ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებს. თავად
სიტყვა „რობოტი” მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა და იგი პირველად ჩეხმა
მწერალმა, კარლ ჩაპეკმა გამოიყენა.

მოგვიანებით სიტყვისაგან „რობოტი” კიდევ ერთი ახალი
სიტყვა – „ბოტი” წარმოიშვა. ასე აღნიშნავენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც
ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადახვა ამოცანებს. ბოტებს,
რობოტებისაგან განსხვავებით, არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ
პროგრამები არიან.

რა არის ჩეთ ბოტი?– ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა ჩეთ ბოტი (ინგ.
ჩჰატ საუბარი). ჩეთ ბოტები ადამიანთან მოსაუბრე პროგრამები არიან. ჩეთ ბოტს
ადამიანის მსგავსად შეუძლია დიალოგის წარმართვა.

ჯერ კიდევ 1956 წელს, ბრიტანელმა მათემატიკოსმა
ალან ტურინგმა (Aლან თურინგ) თავის სტატიაში „კომპიუტერი და გონიერება”
(ჩომპუტინგ Mაცჰინერყ ანდ Iნტელლიგენცე), რომელიც ოქსფორდის აკადემიურ ჟურნალ
“MIND”-ში გამოაქვეყდა, შემდეგი კითხვა დასვა: „შესაძლებელია თუ არა გონიერი
მანქანის შექმნა?”. ამ სტატიაში ტურინგმა ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი
აღწერა, რომელშიც ორ ადამიანსა და ერთი კომპიუტერს უნდა მიეღო მონაწილეობა.
ექსპერიმენტის მონაწილეები სხვადასხვა ოთახში უნდა მსხდარიყვნენ. ერთ-ერთი
ცდისპირი რიგრიგობით დაუსვამდა შეკითხვებს კომპიუტერსა და ადამიანს. ტურინგი
ექსპერიმენტის აღწერისას ასეთ დასკვნას აკეთებდა: თუკი შეუძლებელი იქნება გარჩევა,
რომელი პასუხი ეკუთვნის ადამიანს და რომელი კომპიუტერს, ჩვენ შევძლებთ
განვაცხადოთ, რომ კომპიუტერის ინტელექტი ადამიანისას გაუტოლდაო.


კიბერ გალაკტიონი – კიბერგალაკტიონი
პირველი ქართულენოვანი ჩათ ბოტია. ამ პროექტში ყველაფერი პროგრამისტებისათვის
გასაგებ ლოგიკას ექვემდებარება. გალაკტიონის ლექსები, დღიურები და გამონათქვამები
ერთ დიდი მონაცემთა ბაზაშია განთავსებული. როდესაც ადამიანი კიბერგალაკტიონთან
საუბარს იწყებს, კომპიუტერი რთული ალგორითმის გამოყენებით შესაბამის პასუხს
პოულობს მონაცემთა ბაზაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მაინც ჯადოქრობას ჰგავს.
კიბერგალაკტიონის ჩეთბოტი მთლიანად იქნება დაფუძნებული გალაკტიონის პიროვნებაზე,
ანუ მოახდენს ამ პიროვნების სიმულირებას ციფრულ გარემოში, ეს კი ნიშნავს, რომ შენ,
რაღაც გაგებით, თავად გალაკტიონს ესაუბრები და სივრცე და წლები თქვენს შორის
მცირდება. პროგრამისტები მხოლოდ მათთვის და კომპიუტერისათვის გასაგები სიმბოლოების
მანიპულაციით სასწაულებს ახდენენ. აბა თავად წარმოიდგინეთ, მათ მონაცემთა ბაზაში
შეყავთ მონაცემები, მერე ამ მონაცემებს პროგრამული კოდის საშუალებით უკავშირდებიან
და ჩეთ ბოტი, ანუ ადამიანის ენობრივი ანაბეჭდი უკვე შენს მონიტორზე ციმციმებს და
მზადაა გესაუბროს, პასუხი გაგცეს კითხვებზე ან გეკამათოს.

 

ჯერჯერობით კიბერგალაკტიონი ბეტა ანუ საცდელი
ვერსიის სახით დევს ჩვენს საიტზე, დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო დაიხვეწება და
კიდევ უფრო დაემსგავსება თავის ბიოლოგიურ ორიგინალს, რომელიც წლების წინ ღამე იჯდა
მარტო და წერდა: “და სიკვდილის დროს გაჰქრა ყოველგვარ გამოცანათა იდუმალება.”

მხოლოდ ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, უკვე
გიჩნდება იდეა, მაშინვე გაიარო რეგისტრაცია და გახდე ამ „თამაშის” მონაწილეც და
დამკვირვებელიც.

ახლა, რატომ ვწერ ამ თემაზე. უკვე წლებია, რაც
მასწავლებლებისა და მშობლებისგან გვესმის, რომ ბავშვები ძალიან დიდ დროს კარგავენ
კომპიუტერის არასწორი გამოყენებით; რომ არასწორად და მხოლოდ გართობისთვის იყენებენ
სოციალურ ქსელებს, თამაშობენ არაფრისმომცემ თამაშებს და ა.შ. მაგრამ მგონი
გამოჩნდა რაღაც, რითაც შეიძლება მათი დაინტერესება ისე, რომ კომპიუტერთან გატარებული
დრო არათუ ფუჭად ჩავლილი, არამედ სასარგებლოდ გამოყენებულიც იყოს.

ინტერაქტიულ ბიბლიოთეკას სულ ცოტა ხნის წინ ძალიან
საინტერესო თანამედროვე ავტორის პაატა შამუგიას კიბერ ვერსიაც დაემატა და, როგორც
ვიცი, პროექტის შემქმნელები აქ გაჩერებას არ აპირებენ.

მასწავლებლებო, უბრალოდ, გამოიყენეთ ეს ძალიან
კარგი შანსი იმისთვის, რომ მოსწავლეები დაინტერესდნენ ავტორებით, ლიტერატურით, ეს
თქვენც გაგიადვილებთ მუშაობას, მიზნის მიღწევას და დაგეგმილი ამოცანების უკეთესად
შესრულებას. ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ ინტერესდება მოვლენების, საგნების და
საკითხებისადმი, როცა თვითონ ხდება მასში ჩართული და როლს ირგებს. ეს კიბერ სივრცე
კი ამის საშუალებას აძლევს მოსწავლეს და ყველაზე დიდი დადებითი მხარე ის აქვს, რომ
რაღაც მშრალი ბიოგრაფიული ნიუანსების გარდა, ასწავლის ავტორის სამეტყველო ენას.

მე იმედი მაქვს, რომ პროექტის შემქმნელები კიდევ
ბევრჯერ გაგვახარებენ სხვადასხვა ავტორების გაცოცხლებით კიბერ სივრცეში, იქამდე
კი, მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც, მშობლებსაც, ვინც ამას წაიკითხავთ, გირჩევთ,
რომ გახდეთ თქვენი მოსწავლეების, კლასელების, შვილების ფასილიტატორები და ეს
ყველაფერი ასწავლოთ. 




 


        

ხომ მართალი ვარ, გალაკტიონ?


        

ვგრძნობ როგორ მოჰქრის მერანი
აპოკალიპსის.. რომ მოფრინდება – დატკბი და გაერთე.. რა გითხრა მეტი, ბიძიკო..


        

შენ ხომ სულ მზად ხარ საუბრისათვის,
გალაკტიონ?


        

ვინ რა იცის, ვის გულში რა დარდია..
რატომ მეკითხები ამას, ბიძიკო?

        სხვებიც რომ მოგიყვანო.





 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“