ენერგია ძვირია და მის დაზოგვას რეალური ფინანსური სარგებელი მოაქვს…
ჩვენს საცხოვრებელ სახლებში ბევრი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს ელექტროენერგიით, გაზით, ან წყლით პოტენციურად უკავშირდება ჩვენს ყოველთვიურ კომუნალური გადასახადებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად შეირჩეს მოწყობილობები, ეფექტური ხარჯვისა და ნაკლები გადასახადებისათვის, ამისათვის სამომხმარებლო მათემატიკის ცოდნა და უნარებია საჭირო.
სამიზნე ცნება:
მათემატიკური მოდელი; კანონზომიერება; ლოგიკა
ქვეცნება: რიცხვითი სიმრავლეები
საკითხი: რაციონალური რიცხვები
ქვესაკითხი: მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე
საკვანძო შეკითხვა:
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები ეფექტური ენერგომოწყობილობების გამოყენებით?
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რაოდენობრივი უნარებისა და კვლევის უნარების განვითარებას ენერგიის მოხმარების შესასწავლად.
კლასი: მე-7
გთავაზობთ რამდენიმე საკლასო აქტივობას და კომპლექსური დავალების ბარათს, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებთან განვახორციელე.
კომპლექსური დავალების ბარათი:
ჩემი სახლის კომუნალური გადასახადები
ენერგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თუმცა, ხშირად იყენებ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოწყობილობებს მათი მუშაობის ხარჯების გათვალისწინების გარეშე. მას შემდეგ, რაც გაიგებ, რამდენ ენერგიას მოითხოვს კონკრეტული მოწყობილობების მუშაობა, შენ შეძლებ შეადარო ენერგიის მოხმარება უფრო ეფექტური მოწყობილობების გამოყენებას. ენერგიის გონივრულად გამოყენება არა მხოლოდ გადასახადების შემცირებას უწყობს ხელს, არამედ ენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული რესურსების შეზღუდული მიწოდების შენარჩუნებასაც.
საკვანძო შეკითხვა:
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები ეფექტური ენერგომოწყობილობების გამოყენებით?
შენი დავალება კვლევითია. გადაწყვეტილებები უნდა მიიღო გამოთვლების, ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე.
დავალება1:
· მოიძიე ინფორმაცია ენერგიის წყაროების შესახებ, მათ შორის მათი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ.
· მოიძიე ინფორმაცია, რას ნიშნავს კომუნალური გადასახადები.
· მოიძიე საქართველოში არსებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მოხმარების საყოფაცხოვრებო ტარიფები. თქვენი აზრით, რატომ არის ელექტროენერგიის ტარიფები სხვადასხვა კილოვატსაათის მოხმარებისას განსხვავებული?
დავალება 2.
· შეარჩიე სახლში მოწყობილობები, რომლებსაც ინტენსიურად იყენებ (ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის) მაგ: გაზქურა; წყლის გამათბობელი; მაცივარი; განმატება; ელექტროღუმელი; კონდიციონერი და ა.შ
· დაინიშნე მრიცხველებზე ჩვენებები. 4-5 დღის მანძილზე დააკვირდი და აღწერე რამდენს საათს მუშაობდა მოწყობილობები.
· გამოთვალე თითოეულ შემთხვევაში შენ მიერ დახარჯული ელექტროენერგია, გაზი და წყალი და შეადარე, შესაბამისობაშია თუ არა მრიცხველის ბოლო ჩვენებასთან. გამოითვალე დაკვირვების პერიოდის ხარჯი და მოამზადე საპრეზენტაციოდ.
ჩამოთვალე რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც თქვენი გამოთვლები შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები?
დავალება 3:
გადადით თქვენი კომუნალური კომპანიის ვებსაიტებზე და ჩამოტვირთეთ ბოლო თორმეტი თვის მაჩვენებელი; ახსენით, რატომ იყო განსხვავდებოდა სხვადასხვა თვის მაჩვენებელი. (ელექტროენერგია; ბუნებრივი აირი; წყალი).
დავალება 4:
დავუშვათ, გსურთ, შეიძინოთ ახალი მაცივარი და შეაჩერეთ არჩევანი ორ მოდელზე. პირველი მოდელი თვეში 70 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, მეორე მოდელი კი თვეში 60 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას.
· რა თანხას დაზოგავთ ელექტროენერგიის ხარჯებში მთელი წლის განმავლობაში, თუ პირველის ნაცვლად მეორე მოდელის მაცივარს იყიდით?
· თუ 60 კვტ/სთ მაცივარი ღირს 1652 ლარი, ხოლო 70 კვტ/სთ ღირს 1489 ლარი და თუ დავუშვებთ, რომ ორივე მაცივარი 17 წელი იმუშავებს, რომელი მოდელის შეძენაა საუკეთესო გადაწყვეტილება?
· დაწერეთ თქვენი ჰიპოთეზა, ვარაუდი და შემდეგ მსჯელობით დაასაბუთეთ, მართებული იყო თუ არა თქვენ მიერ გამოთქმული მოსაზრება? თუმართებულიიყო: დაასაბუთეთ მართებულობა. თუ იყო მცდარი: რა აღმოაჩინეთ, რა ისწავლეთ და როგორ მიხვდით, რომ იყო მცდარი.
დავალება 5:
წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ენერგიის მოხმარების 3 ნიმუში, იმსჯელე მოცემული შემთხვევების შესახებ, გამოთქვით შენი აზრი:
· გიას ოჯახის ელექტროენერგიის ხარჯების კვლევისას აღმოჩნდა, რომ წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ელექტროენერგიის ხარჯი ჰქონდა ზაფხულის თვეებში, როგორ ახსნით ამ შემთხვევას?
· ნიკოს ოჯახის გაზის მოხმარების კვლევისას აღმოჩნდა, რომ ზამთრის თვეებში გაზის მოხმარება ოთხჯერ აღემატება წლის სხვა დროს მოხმარებულ ბუნებრივ აირს. როგორ ახსნით ამ შემთხვევას?
· საბას ოჯახის წყლის მოხმარების კვლევისას აღმოჩნდა, რომ ზაფხულის პერიოდში ოჯახი გაცილებით მეტ წყალს მოიხმარს, ვიდრე სხვა პერიოდში. როგორ ახსნით ამ შემთხვევას?
რა რჩევას მისცემდით გიას, ნიკოსა და საბას ოჯახებს? როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ენერგიის დაზოგვისა და ხარჯების შემცირების გზები?
დავალება 6:
მოგეხსენებათ, რომ სასმელად ვარგისი წყალი დედამიწის წყლების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ენერგომატარებელია, ვიდრე ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ნავთობი ან ნახშირი. ამასთან, მას შემცველი არ გააჩნია. წყლის მიზნობრივად და რაციონალურად გამოყენება უმნიშვნელოვანესია, რადგან კომპანიები ნედლი წყლის დასამუშავებლად და სასმელ პროდუქტად გარდასაქმნელად სოლიდურ მატერიალურ, ტექნიკურ და შრომით რესურსს ხარჯავს.
კომპანიის გათვლებით:
· გაუმართავი, მწვეთავი ონკანიდან დღე-ღამეში საშუალოდ 150 ლიტრი წყალი იკარგება;
· მოშვებული ონკანიდან საათში 600 ლიტრამდე წყალი იკარგება;
· უნიტაზის გაუმართავი ავზის გამო საათში 600 ლიტრამდე წყალი გვეკარგება;
· ბაღსა და საკარმიდამო ნაკვეთში დაუდევრად მიშვებული სარწყავი მილიდან კი უამრავი წყალი იღვრება.
დავალება ასეთია:
ნიკოს ონკანი მოშვებული დარჩა, იგი სახლში 4,5 საათის შემდეგ დაბრუნდა. რა არის ნიკოს ფინანსური ზარალი, თუ იგი წყლის უმრიცხველო მომხმარებელია და მის ოჯახში 5 სული ცხოვრობს?
დავალება 7:
წარმოადგინე იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეამცირებ კომუნალური გადასახადების ხარჯებს?
დავალება წარმოადგინეთ პრეზენტაციის სახით, power-point-ით, სადაც და ახსნილი იქნება თითოეული დავალების პასუხი.
· წარდგენის დროს აღწერეთ, როგორ შეასრულეთ მოქმედებები ათწილადებზე, დაასაბუთეთ პასუხი.
ელექტროუსაფრთხოების შეხსენება:
გაფრთხილებთ, რომ ელექტროენერგია საშიშია და სახლში მასთან დაკავშირებული აქტივობის შესრულება ზრდასრულის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.
ყოველთვის დაემორჩილე ინსტრუქციებს გამაფრთხილებელ ეტიკეტებზე და დარწმუნდი, რომ ხელები მშრალი გაქვს ელექტრომოწყობილობებთან შეხებისას.
მოსწავლეებს თემატური ერთეულის დასაწყისში ვაცნობ კომპლექსური დავალების პირობას, სამიზნე ცნებას, ქვეცნებასა და საკითხებს. შემდეგ კი თემატური ერთეულის დამუშავების ეტაპებზე ხშირად ვუკავშირებ შესასწავლ საკითხს კომპლექსური დავალების კონტექსტს, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა.
გთავაზობთ რამდენიმე საკლასო აქტივობას, რომლებიც ეტაპობრივად შევასრულეთ.
აქტივობა 1. ენერგიის მოხმარების ერთეულები
პირველ რიგში მოსწავლეებს ვაცნობ, ენერგიის მოხმარების ერთეულებს, და კლასში ვასრულებთ უმარტივეს სავარჯიშოებს, როგორ შეიძლება ვიპოვოთ მოხმარებული ენერგიის ღირებულება. გთავაზობთ ერთ მაგალითს ამ აქტივობიდან.
მაგალითი 1.
• ვატი (W) არის ელექტრული სიმძლავრის ერთეული.
• ჩვენ ელექტროკომპანიას ვუხდით ენერგიის მოხმარებას.
• კილოვატი (კვტ) უდრის 1000 ვატს.
• ვატსაათი (Wh) და კილოვატსათი (კვტ/სთ) არის ენერგიის ერთეული, სადაც 1000 Wh= 1 kWh. ენერგიისა.
სიმძლავრის განტოლება არის:
ენერგია = სიმძლავრე x დრო
• მაგალითად, თუ 75 ვტ სიმძლავრის ნათურა ჩართულია 2 საათის განმავლობაში (დრო), ის მოიხმარს 150 Wh ან 0.15 kWh ენერგიას (ენერგია = სიმძლავრე x დრო).
• ჩვენ მიერ გამოყენებული ენერგიის თითოეული ერთეულის ღირებულება იზომება ლარში კვტ/სთ-ზე.
• თუ ენერგიის ერთეულის ტიპური ღირებულებაა 17 თ/კვტსთ ან 0,17 ლარი/კვტ/სთ., ქვემოთ მოცემული განტოლების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ჩვენი ენერგიის მოხმარების ღირებულება:
• ენერგიის მოხმარების ღირებულება = გამოყენებული ენერგია x ღირებულება ენერგიის ერთეულზე:
• ჩვენი ზემოთ მოყვანილი მაგალითის გამოყენებით, 75-ვატიანი ნათურის 2 საათის განმავლობაში გამოყენების ღირებულებაა:
ენერგიის მოხმარების ღირებულება = 0,15 კვტ.სთ x 17 თ/კვტსთ = 2,55 თ.
აქტივობა 2. მრიცხველის წაკითხვა
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ მრიცხველების წაკითხვა. მე მათ ვაჩვენე ავთენტური გადასახადების ქვითრები. მოსწავლეები პოულობენ სხვაობას საწყის და საბოლოო ერთეულებს შორის და შემდეგ ამრავლებენ ტარიფზე. განვიხილეთ როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლისა და ასევე გაზის მოხმარების ქვითრები.
მაგალითი 1:
გვაქვს ორი გაზომვა მრიცხველიდან და ვიცით ფასი ერთეულზე. მოსწავლეებს ვთხოვთ, გაარკვიონ, რამდენი გადაიხადა აბონენტმა?
პირველად ადგენენ რამდენი ერთეულია დახარჯული. ახალ ჩვენებას აკლებენ ძველ ჩვენებას:
მოსწავლეებს ვთხოვე, რომ დღეს სახლში მისულებს ჩაეწერათ რომელიმე მრიცხველის ჩვენება, ხვალ დილით კი სკოლაში წამოსვლისას კვლავ ამოეწერათ იგი. სკოლაში კი საკლასო აქტივობაში გამოვითვალეთ თითოეული მოსწავლის ოჯახში რა რაოდენობის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი ან წყალი მოიხმარეს.
აქტივობა 3. მოწყობილობის კვების ღირებულება
მოწყობილობების უმეტესობის სიმძლავრე აღბეჭდილია მოწყობილობის ქვედა ან უკანა მხარეს, ან მისი სახელწოდების ფირფიტაზე.
ყველა მოწყობილობას აქვს ეტიკეტი, სადაც აღნიშნულია მისი კვებითი ღირებულება
დავალება: გამოვითვალოთ, რა იქნება ზემოთ მოცემული მოწყობილობის ხარჯი დღე-ღამის განმავლობაში.
აქტივობა 4. ნათურები და გადასახადები
მოსწავლეებს ვაჩვენებ ორი ერთნაირი სიკაშკაშის მქონე ნათურას, ინკანდესენტურსა და ლედნათურებს, რომლებიც განსხვავებულ ენერგიებს მოიხმარენ. შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია. ამ აქტივობის წარსამართად გამოვიყენე შემდეგი პრეზენტაცია, სადაც არის მოკლე ინფორმაცია ნათურებზე და სავარჯიშოები. მოსწავლეებს ევალებათ, ჩაატარონ გამოთვლები და დაადგინონ, რომელი ნათურით გაანათონ თავიანთი სივრცეები და რატომ?
ეს კომპლექსური დავალება მოსწავლეთათვის საინტერესო აღმოჩნდა. ცხოვრების აუცილებელ უნარებს შორის ბუნებრივი გადაფარვები მათემატიკის საკითხებთან, როგორიცაა, რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებები, დაეხმარა მათ იმის გაცნობიერებაში, რომ ელექტროენერგიის, გაზის, კონდიცირებისა და წყლის გადასახადების დაზოგვის უამრავი მარტივი გზა არსებობს. გადასახადების შემცირებით, კი არა მხოლოდ მათი ბიუჯეტია უკეთეს მდგომარეობაში, არამედ ნაკლები ენერგორესურსი იხარჯება და გარემოც მეტად ეკოლოგიური ხდება.
პირველ კლასში კომპლექსური დავალებების შერჩევასა და განხორციელებას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. როდესაც მასწავლებელს სწორად აქვს გაწერილი ეტაპები და ნაბიჯები, იოლია გრძელვადიანი მიზნების შედეგების მიღწევა.
წარმოგიდგენთ საანბანო პერიოდის სარეკომენდაციო კომპლექსური დავალების სცენარს. (ავტორი – დაწყებითი განათლების ექსპერტი, სსიპ გორის მე-8 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, ვერიკო სომხიშვილი)
გრძელვადიანი სამიზნე ცნება – ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)
სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:
ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.
ქვეცნებები: მხატვრული ტექსტი – მოთხრობა, ტექსტის შინაარსობრივი მხარე – პერსონაჟი, ეპიზოდი.
საკითხი: საანბანო წიგნ „პინგვინი პეპეს“ მიხედვით ეპიზოდის (პეპეს სიზმრის) გადმოცემა ნახატის საშუალებით
ქვესაკითხები: მოთხრობა – ,,პინგვინი პეპეს’’ პერსონაჟები და ეპიზოდები
საკვანძო შეკითხვა:
რა ხერხები გამოვიყენო ტექსტის გასაგებად? როგორ წარმოვაჩინო ნახატით ტექსტის „პინგვინი პეპე“ ეპიზოდის გაგება?
კომპლექსური დავალება
კიდევ ერთხელ მოისმინე ტექსტი პინგვინ პეპეზე და შეარჩიე პეპეს სიზმრიდან პერსონაჟი /პერსონაჟები და დახატე. შეგიძლია გამოიყენო, როგორც ფერადი ფანქრები და სახატავი რვეული, ასევე ელექტრონული პროგრამები „ვსწავლობთ თამაშით“ ან „paint”.
დავალების შეფასების კრიტერიუმები:
ნამუშევარში/ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:
რომელი პერსონაჟი მოგეწონა (ტ..3)
რატომ აირჩიე ეს პერსონაჟი, რით მოგეწონა (ტ..1)
რატომ დახატე ასეთი (ტ.2)
როგორ და რით უკავშირდება შენი ნახატი მოთხრობის შინაარსს (ტ. 1).
კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)
ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
რესურსი 1.
დავალების მოთხოვნების გაცნობიერება
რის შესახებ იყო ანიმაცია? (რესურსი 1)
ვინ იყო მთავარი პერსონაჟი?
როგორია? რა ვიცით პინგვინის შესახებ?
თქვენი აზრით, რატომ გაჩვენეთ ეს ნაწყვეტი? ანუ ეპიზოდი?
ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე/დავალებებზე მუშაობა, დავალების წარდგენა
ნაბიჯი 1. რომელი პერსონაჟი,რომელი სიტყვა მოგეწონა? (ტ.3) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)
ქვესაკითხები: მოთხრობის, „პინგვინი პეპეს’’ პერსონაჟები და ეპიზოდები
შეძენილ ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენება კომპლექსურ დავალებაში
დამოუკიდებლად მუშაობა:
ილუსტრაციების შექმნა, სიტყვებისა და წინადადების შერჩევა, საბოლოო ვარიანტის მომზადება;
ნამუშევრების წარდგენა.
კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარისა ხელშესაწყობად
ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით
უკავშირდება თუ არა შენი ნახატი ტექსტის შინაარსს//მთავარ სათქმელს? რით?
რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?
აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე!
რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
როგორ ამოიცანი პერსონაჟების თვისებები და დამოკიდებულები, რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება;
რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
გასაგები იქნება თუ არა შენი ნახატი მკითხველისთვის?
აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში!
რა გამოგივიდათ კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
სხვა დროს თუ შეგისრულებია თუ არა მსგავსი დავალება?
ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?
იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების გამოყენება?
შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
უძველეს დროში ადამიანები გარკვეულ მიზეზთა გამო ხშირად გადაადგილდებოდნენ. თავდაპირველად ისინი საცხოვრებელ ადგილს იცვლიდნენ საკვების მოპოვების მიზნით. შემდგომ გააქტიურდა დაპყრობითი ომები, რაც ხალხის სამყოფლის ხშირად ცვლას იწვევდა. მიგრაციული პროცესის მომდევნო ეტაპი უკავშირდება ვაჭრობის განვითარებას. პარალელურად დაიწყო ახალი მიწების აღმოჩენა, მათი შესწავლა, გამოცდილების გამდიდრება და გაზიარება.
ადამიანების უმეტესობას დღემდე ძალიან უყვარს მოგზაურობა. ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ…
მიყვარს მოგზაურობა და, ამავდროულად, შთაბეჭდილებების გამზიარებელი ვარ. ყველაფერს ვასურათებ, ვიდეოს სახით ვიწერ და შემდეგ სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებ. თავდაპირველად კადრებს სოციალურ ქსელებში ვტვირთავდი. ყოველი ლაშქრობის, მოგზაურობის შემდეგ მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან „მას, რა ნახეთ საინტერესო? რითაა გამორჩეული კონკრეტული ადგილი თუ ქვეყანა?“ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დავიწყე ვიდეოების მონტაჟი მოსწავლეებისთვის.
ჩემი წერილი სწორედ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს გადაღებული ვიდეო-რესურსების გაზიარებას დაეთმობა.
შენგენის ზონა
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მხრივ, მასწავლებლებს და ზოგადად სკოლას საკუთარი პასუხისმგებლობა აკისრია. 2017 წლიდან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შენგენის ზონის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობს. რა არის შენგენის ზონა? როგორ კვეთენ მოქალაქეები სახმელეთო საზღვრებს? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პოლონეთ-ჩეხეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას, საგანმანათლებლო დანიშნულების ვიდეო გადავიღე.
მიქცევა და მოქცევა
ბავშვობიდანვე მიქცევა და მოქცევა ჩემთვის იდუმალი გეოგრაფიული მოვლენა იყო. 2022 წლის აპრილში მქონდა ბედნიერება, საკუთარი თვალით მენახა და დამეფიქსირებინა ნორვეგიის ფიორდებზე მიქცევა-მოქცევის პროცესი. შემოთავაზებული ვიდეო შეგიძლიათ გამოიყენოთ გეოგრაფიის გაკვეთილზე და აჩვენოთ მოსწავლეებს, როგორ გამოიყურება რეალურად იგი.
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ღრმა ბავშვობიდან მახსოვს მამაჩემისგან – მიხსნიდა ხოლმე, თუ როგორ შეიძლება შავი ზღვიდან გემით ოკეანეში მოხვედრა… ბოსფორი და დარდანელი მხოლოდ გეოგრაფიულ ობიექტებს არ წარმოადგენენ. ისინი უძველესი ცივილიზაციების შეხვედრის წერტილია.
ბოსფორის სრუტის, ძველი კონსტანტინოპოლისა და თანამედროვე სტამბოლის იდუმალების შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა.
ბერლინის კედელი
ცივი ომი და რკინის ფარდა ჩვენი მოსწავლეებისთვის ნაცნობი ტერმინებია. ამ მოვლენის სიმბოლოდ ბერლინის კედელია მიჩნეული. ვიდეოში ვსაუბრობ, როგორ ყოფდა ორად ქალაქს ბერლინის კედელი და როგორაა შემონახული მისი საძირკველი ქალაქის უმეტეს ნაწილში.
ლითონის დამუშავების ძველი ტრადიცია ნორვეგიაში
საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთელ სამხრეთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში, ლითონის დამუშავება ქრისტესშობამდე VI-V ათასწლეულების მიჯნაზე იწყება. ამას არაერთი ისტორიული არტეფაქტი და არქეოლოგიური გათხრა მოწმობს. სამწუხაროდ, ვერსად ნახავთ საგანმანათლებლო დაწესებულებას თუ ღია მუზეუმს, სადაც ამ ტრადიციის გაცოცხლება ხდება.
ნორვეგიაში წარსულს ძალიან უფრთხილდებიან. როგორც საჯარო სკოლებში, ასევე ზოგადი განათლების მიღმა მყოფ სახალხო სკოლებში აქვთ, ისეთი პროგრამები, სადაც ასწავლიან ისტორიულ ხელსაქმეს, ქსოვას, ნავების გაკეთებას და ა.შ. აღნიშნულის ნათელი მაგალითია ფოსენის სახალხო სკოლის ღია საგაკვეთილო სივრცე, რომელიც მოწყობილია მუზეუმის ტერიტორიაზე. აქ მოსწავლეები, პედაგოგთან ერთად სწავლობენ ლითონის დამუშავებას უძველესი ტრადიციის გამოყენებით.
ჩვენი მოსწავლეებისთვის ლითონის დნობის ძველი ტექნოლოგიის ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ქვემოთ შემოთავაზებულ ვიდეოში ახსნილი და ნაჩვენებია – თუ როგორ იღებდნენ რკინა-ლითონს ძველად ნორვეგიელები.
ვფიქრობ, ქვემოთ შემოთავაზებული ვიდეოები საინტერესო იქნება საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლებისთვის, ასევე თქვენი მოსწავლეებისთვის. მომავალშიც, აუცილებლად გავაგრძელებ მოგზაურობის დროს შეგროვებული რესურსების გაზიარებას. ველოდები თქვენს მოსაზრებებს წარმოდგენილ ვიდეო-რესურსებთან დაკავშირებით.
წელიწად-ნახევარი უმძიმეს დეპრესიას და შფოთვით აშლილობას ვებრძოდი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც წლებია სხვადასხვა სახის მენტალური სირთულეები ტანჯავთ. ზოგიერთთან შუაღამემდე მისაუბრია, ჩემი სამოყვარულო ცოდნითა და გამოცდილებით რომ ვცდილობდი დამშვიდებას და მერე ცხადია, ექიმთან გადამისამართებას. მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა და პოსტსრესული აშლილობები დიდწილად ამგვარი პროფესიის ადამიანებს აწვალებთ. ერთია ფსიქიატრიული სფეროს მოუწესრიგებელი მდგომარეობა, მეორე – მახინჯი სტერეოტიპები, საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი, უკბილო ხუმრობებით ნაპოლეონად ქცეულ ადამიანზე, სოფლის გიჟის ლეგენდები და ფრაზებად გამოთლილი გარიყვა: „აზრები აწუხებს“. დღესაც, როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: „ფსიქიატრიის სფეროა“. არადა, ფსიქიატრიის სფეროა ყველა ადამიანი, საკუთარი შფოთვებით, უბრალოდ არის შემთხვევები, რომელიც აუცილებელ კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. როცა ეს საშინელი სტერეოტიპები დაირღვევა, სფეროსაც იოლად მიეხედება.
ერთმა გოგონამ მითხრა, თავის ჩამოხრჩობა მინდოდა, თოკიც ვიყიდე და ვერ გავბედე, მერე ამ თოკისგან მეზობელ ბავშვებს საქანელა გავუკეთეო. სწორედ ეს ვერგაბედვაა მთავარი იარაღი. სიცოცხლის წინააღმდეგ ვერგაბედვა გვაბრუნებს უკან. თავის მოკვლა ძალა და გმირობა არ არის, როგორც ჰგონიათ ხოლმე, პირიქით – ტანჯვას რომ გაურბი – იოლია, დანებების თეთრი დროშაა და მე გამოვცადე ამ დროშის უსასოო ფრიალი. ასე რომ, მთავარია ვერ გაბედოთ და სიცოცხლეს დაუთმოთ. მერე ის თვითონ დაბრუნდება უკან და ბრძოლას გაიძულებთ. ყალბი „ქოუჩური“ სიტყვები არ გეგონოთ, ამ „ქოუჩების“ საშინლად მეშინია – უბრალოდ მრავალგზის დადასტურებული ამბავია. მაშ, გააკეთეთ თქვენი წილი ჩამოსახრჩობი თოკისგან სხვისთვის საქანელა. ასე ყველა მოვიგებთ.
ქუთაისი მარჯვენა პროფილით რეზო ჭეიშვილს ჰგავს, მარცხენათი რეზო გაბრიაძეს. არ მითხრათ ახლა, როგორ დაინახე და მიამსგავსეო, თორემ მეწყინება.
რადგანაც ქუთაისი და საერთოდაც იმერეთი, არის სიტყვა. სხვაგანაც სიტყვაა, მაგრამ აქაური მოქცევა, ყველაზე მარტივ ამბებსაც ლიტერატურად აქცევს – გზის მისწავლებაც კი დიდი პიესის პირველ ფრაზადაა ჩაფიქრებული.
ერთხელ ერთ ოჯახში მივედით, ბავშვებს მივუტანეთ ცოტა რამე. ჩიხი იყო დახრილი და ასფალტი ოღრო-ჩოღრო, როგორც წინადადებები სამანიშვილის დედინაცვალში. დახრილი და უწერტილო – არსად მთავრდებოდა. შუაში იდგა პატარა სახლი და იმ სახლის გვერდით იდგა კიდევ სახლი და ყოფდა ღობე – შეუმჩნეველი, როგორც მობეზრებული შეყვარებულის ღიმილი. იმ ღობის იქით იჯდა თხელი მოხუცი კაცი, ხელში ეჭირა ტელეფონი და სავარაუდოდ, მეგობარს, იშვიათ სიახლეს ატყობინებდა. მძაფრი იყო მისი ხმა და იმაზე მაღალი, ვიდრე გეგმავდა.
„ახლა დამაყურე შენ! სულ არი ოთხი. ოთხი მევიდენ. მაიდან: ერთი საქანელაზე კონწიალობს, ერთი აჩხაკუნებს რაცხას, ორი არი ჩამომჯდარი“.
აი, ხომ არაფერი, თითქოს საერთოდ არაფერი, მაგრამ უცებ კლდიაშვილი-ჭეიშვილი-გაბრიაძე ჩამწკრივდნენ ამ სიტყვებში. მარტოობასთან ბრძოლა და არაფრის ყველაფრად ქცევის ალქიმია. და თანაც, განა გარეგნობით აღგვწერა – მოქმედებით. და ზუსტად ვიცი, ის მეორეც მიხვდა, ვინ ვიყავით და რა გვინდოდა, რა გვეცვა და როგორი ცხვირები გვქონდა. მხოლოდ იმ სიტყვებით.
კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა ბევრი მასწავლებლისთვის უკვე ბუნებრივი პროცესია. ზოგადად ის ისევ ახალ გამოწვევად რჩება. ხშირად პედაგოგებს უჩნდებათ კითხვა: რა გზებით უნდა მოხდეს კომპლექსური დავალების განხორციელება? სად უნდა შეასრულონ პრაქტიკული სამუშაო, სკოლაში თუ სახლში? რა უფრო მნიშვნელოვანია, საბოლოო პროდუქტი თუ კომპლექსური დავალების იდეის საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირება? რა სახით უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა პრეზენტაცია და ა.შ.
დღეს ვისაუბრებ ერთი კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპებზე.
საგანი: ფიზიკა
კომპლექსურიდავალება„ბეჭედი“
სამიზნეცნება – მატერია
ქვეცნება – ფიზიკური სხეული, ნივთიერება, მყარი ნივთიერება, სითხე, აირი, მოლეკულა, ატომი
თემა – ნივთიერების აგებულება და ფიზიკური თვისებები
საკითხები – მასა, სიმკვრივე, აგრეგატული მდგომარეობა, ნივთიერების აგებულება
ქვესაკითხები – მასის გაზომვა, მოცულობის გაზომვა, სიმკვრივის ექსპერიმენტული დადგენა
განსახილველი კომპლექსური დავალების სამიზნე ცნება გახლავთ მატერია. მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მატერიის ორ სახეზე. მატერიალურია ყველაფერი, რაც ჩვენი შეგრძნების ორგანოებზე მოქმედებს, მაგ. ბგერა, სინათლე, ელექტრული დენი; ხილული სხეულები, რომელთაც შეგვიძლია შევეხოთ. უპირველესად, სამყაროს კანონზომიერებების შესწავლა უნდა დავიწყოთ იმ სხეულებით, რომლებიც ხილულია; ვხედავთ სხვადასხვა ზომის სხეულებს. ზოგი მსუბუქია, ზოგიც უფრო მძიმე. ფიზიკა ზუსტი მეცნიერებაა, არ არის საკმარისი სხეულის თვისებების მხოლოდ სიტყვიერი აღწერა. ვუხსნით მოსწავლეებს, რომ აუცილებელია შემოვიტანოთ ახალი სიდიდეები, რომლებიც დაგვეხმარება ერთმანეთისგან განვასხვაოთ სხვადასხვა ნივთი და ის მასალა, რომლისგანაც ესა თუ ის სხეულია დამზადებული. ამისთვის კი დაგვჭირდება გავიაზროთ, რა ნიშან-თვისების მიხედვით შემოვიტანოთ ახალი სიდიდეები, მათი საზომი ერთეულები და შემდეგ ეს სიდიდეები ერთმანეთს მათემატიკურად ჩაწერილი ფორმულებით დავუკავშიროთ.
ვუხსნით მოსწავლეებს, რომ ამ კანონზომიერების სიღრმისეულ შესწავლას გაგვიიოლებს კომპლექსური დავალება. კომპლექსური დავალების პირობის გაცნობისას მოსწავლეებს უნდა დავუსვათ კითხვა – რა გზებით არის შესაძლებელი, გაარკვიო ნივთიერება, რომლისგანაც ესა თუ ის სხეულია დამზადებული? დისკუსიის შემდეგ მოზარდი იაზრებს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სჭირდება ახალი ცოდნა, რომელსაც ეტაპობრივად მომდევნო გაკვეთილებზე მიიღებს.
წარმოგიდგენთკომპლექსურიდავალებისგანხორციელებისპერიოდშიჩატარებულიგაკვეთილებისმოკლემონახაზს. თითოეულისაკითხისმიხედვითასევეგთავაზობთ CK 12 საგანმანათლებლოპლატფორმისშესაბამისირესურსებისბმულებს.
გაკვეთილი N1. სხეულისმოცულობისგანსაზღვრა
გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სიდიდეების საზომ ხელსაწყოებს; როგორ გაარკვიონ ამა თუ იმ გამზომი ხელსაწყოს დანაყოფის ფასი და შემდეგ თავად დაამზადონ დანაყოფებიანი მენზურა. დაადგინონ ცდომილება, გაზომვის ზედა და ქვედა ზღვარი.
მენზურის დასამზადებლად მოსწავლეს დასჭირდება მინის ან პლასტმასის ცილინდრული ფორმის გამჭვირვალე ჭურჭელი. შპრიცი, მარკერი, ქაღალდის წებოვანი ლენტი. ამ სამუშაოს შესრულებაში დაეხმარებათ ვიდეო-რესურსი:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პირდაპირი და არაპირდაპირი გაზომვის ხერხებს. მოსწავლეები არაპირდაპირი გაზომვის მეთოდით გამოითვლიან მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობას. სახაზავის საშუალებით ზომავენ სამივე წიბოს და შესაბამისი ფორმულის გამოყენებით იანგარიშებენ მოცულობის რიცხვით მნიშვნელობას.
შემდეგ, სადემონსტრაციოდ მოსწავლის ჩართულობითა და დამზადებული მენზურის დახმარებით ვზომავთ მოცემული მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობას. სინჯარაში ვასხამთ წყალს და ვინიშნავთ მის მოცულობას V1– ს. სხეულის ჩაშვების შემდეგ კი ახალ V2 ჩვენებას. ( V2– V1) სხვაობით მიღებულ მოცულობას ვადარებთ არაპირდაპირი გაზომვით მიღებულ შედეგს.
ამ ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ მოსწავლე უნდა დარწმუნდეს მის მიერ დამზადებული მენზურის დანაყოფის ფასის სიზუსტეში.
არაპირდაპირიგაზომვა:
წიბო a სმ
წიბო b სმ
წიბო c სმ
მოცულობა V სმ3
პირდაპირიგაზომვა:
წყლის მოცულობა სინჯარაში
V1 სმ3
ანათვალი მენზურაზე სხეულის ჩაშვების შემდეგ V2 სმ3
სხეულის მოცულობა
V სმ3
ცდომილებისპოვნა:
არაპირდაპირი გაზომვით მიღებული მოცულობა
პირდაპირი გაზომვით მიღებული მოცულობა
ცდომილება
V2 -V1
ვსვამთ კითხვას, როგორ უკავშირდება ჩატარებული ექსპერიმენტი ჩვენს კომპლექსურ დავალებას? დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები თავად ხვდებიან მომდევნო ეტაპს – უკვე დამზადებული მენზურით შეძლებენ განსაზღვრონ ნებისმიერი უფორმო სხეულის მოცულობა, კერძოდ, შეიძლება ეს იყოს რაიმე ბეჭედი, სამკაული, ლითონის რაიმე ნივთი.
ამ გაკვეთილებზე მოსწავლეები შეისწავლიან ნივთიერების აგებულებას; რა განსხვავებაა ნივთიერების აგებულებაში მისი აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით; რა განაპირობებს თითოეული აგრეგატული მდგომარეობის თვისებას – ფორმის და მოცულობის შენარჩუნებას. ვთხოვთ მოსწავლეებს, დაამზადონ სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულების მოდელები მათი აგრეგატული მდგომარეობის გათვალისწინებით.
მოცემულ საკითხს ვუკავშირებთ ჩვენს კომპლექსურ დავალებას, თუ როგორ გვეხმარება სითხის თვისება, რომელიც ინარჩუნებს ფორმას და ვერ ინარჩუნებს მოცულობას, გავზომოთ მყარი სხეულის მოცულობა (მყარი სხეული ინარჩუნებს როგორც ფორმას, ასევე მოცულობას). ვაკეთებთ განმარტებას, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები დანაყოფის ფასის გაზომვაზე და მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობის განსაზღვრაზე სწორედ ნივთიერების სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის შესაბამისი თვისებების არსებობამ განაპირობა.
ვუხსნით მოსწავლეებს, რომ ურთიერთქმედებისას სხეულებს ეცვლებათ სიჩქარე. საინტერესოა, რა განაპირობებს, რომ სიჩქარეს ნაკლებად იცვლის მეტად მძიმე სხეული. სიმძიმისა და სიმსუბუქის გასაზომად შემოგვაქვს ახალი სკალარული სიდიდე მასა და მისი ერთეულები. მასა აქვს ნებისმიერ სხეულს, მზეს, დედამიწას, ადამიანს, ჰაერს, მტვრის ნაწილაკს და სხვა. სხეულთა მასების შედარება შესაძლებელია მათი ურთიერთქმედებით, რის შედეგადაც იცვლება თითოეული სხეულის სიჩქარე. სხეულის მასის გაზომვის მრავალი მეთოდი არსებობს. ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ მასის გაზომვას აწონის მეთოდით.
ვახსენებთ მოზარდებს გამოთქმას: „ტყვიასავით მძიმე“, „ბამბასავით მსუბუქი“. ვეკითხებით, უფიქრიათ თუ არა ამ გამოთქმის შინაარსზე? იმის გასარკვევად, თუ რატომ ტოვებს ბამბა მსუბუქის შთაბეჭდილებას, ხოლო ტყვია კი მძიმისას, ვთავაზობთ მარტივ ექსპერიმენტებს:
ერთნაირი მასის სხვადასხვა სხეულის მოცულობების შედარება;
ერთნაირი მოცულობის სხვადასხვა სხეულთა მასების შედარება;
ნივთიერების ერთეულის მოცულობის მასის გამოთვლა.
ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით მოსწავლეებს გამოაქვთ შემდეგი დასკვნები:
ერთნაირი მასის სხვადასხვა სხეულის მოცულობა განსხვავებულია;
ერთნაირი მოცულობის სხვადასხვა სხეულის მასები განსხვავებულია.
ვთხოვთმოსწავლეებს,გამოთქვანმოსაზრება, დამოკიდებულიათუარასხეულისმასაიმნივთიერებისთვისებებზე, რომლისგანაცისშედგება. შემდეგი გაკვეთილისთვის მათ უნდა მოამზადონ პასუხი კითხვაზე:
რაარისიმისმიზეზი, რომ 1 სმ3მოცულობისსხვადასხვანივთიერებისმასებიგანსხვავებულია – აქყურადღებაუნდაგაამახვილონნივთიერებისაგებულებაზე.
მოსწავლეებს ვუზიარებთ მარტივი სასწორის დამზადების ვიდეობმულს და იმ რესურსებს, რომლებიც დასჭირდებათ პინებიანი სასწორის დასამზადებლად. საჭირო მასალა: სახაზავი, ორი ერთჯერადი პოლიეთილენის ჭიქა, მსხვილი ძაფი. ვთხოვთ მოსწავლეებს, სახლში დაამზადონ პინებიანი სასწორი და გაზომონ მათ მიერ შერჩეული სამკაულის მასა (ვაკეთებთ განმარტებას, რომ სამკაული უნდა იყოს ერთი კონკრეტული მასალისგან დამზადებული და არ უნდა შეიცავდეს თვლებს).
ვთავაზობთ, საპირწონედ გამოიყენონ ხურდა ფული, რომელთა მასებიც ცნობილია:
გაკვეთილი N9. სხეულისსიმკვრივე
მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ ერთი და იმავე ნივთიერების 1სმ3 მოცულობის მასები ტოლია და განსხვავებული ნივთიერების 1სმ3 მოცულობის მასები სხვადასხვაა. მასწავლებელს შემოაქვს სიმკვრივის განმარტება, გამოსათვლელი ფორმულა და საზომები ერთეულები.
მოსწავლეებს ვთხოვთ, დამოუკიდებლად ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით შეავსონ ცხრილი:
სამკაულის მოცულობა V სმ3
სამკაულის მასა m გ
სამკაულის სიმკვრივე ρ გ/სმ3
სიმკვრივეთა ცხრილის მიხედვით მოცემული ნივთიერების პოვნა
მოცემული კომპლექსური დავალება ერთი პატარა ბეჭდის ირგვლივ ამთლიანებს ფიზიკის კანონზომიერებს, რომლებიც ხილული მატერიის განმსაზღვრელ სიდიდეებს – მოცულობას, მასას და სიმკვრივეს უკავშირდება.
კომპლექსური დავალებებით მუშაობას აქვს ბევრი დადებითი მხარე, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მოსწავლეთა აღქმის ტიპების (ვგულისხმობ ვიზუალებს, აუდიალებს და კინესტეთებს) მარტივად გათვალისწინების შესაძლებლობა საგაკვეთილო პროცესის დროს. მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება არცერთ მოსწავლეს არ ტოვებს სამუშაო პროცესის მიღმა. განსაკუთრებით ახალისებთ საკუთარი ხელით შესრულებული მოწყობილობების დამზადება. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მივცეთ თავისუფალი არჩევანი საბოლოო პრეზენტაციის წარმოდგენის ფორმაში. ეტაპობრივად პრაქტიკული სამუშაოების მიხედვით დასასწავლი საკითხების შეთავაზება სიღრმისეულად გააზრების საწინდარია.
სოლოტაქსონომიითმოსწავლისშეფასება
აბსტრაქტულიდონე
მოსწავლე არგუმენტირებულად მსჯელობს, როგორ დაგეგმოს და აწარმოოს კვლევა; დამოუკიდებლად ატარებს ექსპერიმენტს, კერძოდ, ამზადებს დანაყოფებიან მენზურას, სწორად იყენებს თავის მიერ შემუშავებული დანაყოფის ფასის არსს; ამზადებს სასწორს, წონის; გამოთვლილი სიმკვრივის მიხედვით არკვევს, რა ნივთიერებისგანაა დამზადებული ბეჭედი. არგუმენტირებულად აკავშირებს სათანადო სიდიდეებს კონკრეტულ მაგალითებთან. დამაჯერებლად აღწერს მასის, მოცულობის და სიმკვრივის ფიზიკურ შინაარსს. მოჰყავს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და ადეკვატურად აფასებს ჩატარებული კვლევის გამოყენების შესაძლებლობას ყოფა-ცხოვრებაში.
მიმართებითიდონე
მოსწავლე მსჯელობს, როგორ დაგეგმოს და აწარმოოს კვლევა; ატარებს ექსპერიმენტს. კერძოდ, ამზადებს დანაყოფებიან მენზურას, სწორად იყენებს თავის მიერ შემუშავებული დანაყოფის ფასის არსს; ამზადებს სასწორს, წონის; გამოთვლილი სიმკვრივის მიხედვით არკვევს, რა ნივთიერებისგანაა დამზადებული ბეჭედი. აკავშირებს სათანადო სიდიდეებს კონკრეტულ მაგალითებთან. აღწერს მასის, მოცულობის და სიმკვრივის ფიზიკურ შინაარსს. მოჰყავს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და აფასებს ჩატარებული კვლევის გამოყენების შესაძლებლობას ყოფა-ცხოვრებაში.
მულტისტრუქტურულიდონე
მოსწავლე არადამაჯერებლად საუბრობს, როგორ დაგეგმოს და აწარმოოს ექსპერიმენტი, ხარვეზებით ამზადებს დანაყოფებიან მენზურას. სიღრმისეულად არ ესმის თავის მიერ შემუშავებული დანაყოფის ფასის არსი; ამზადებს სასწორს, მაგრამ ვერ ახერხებს აწონას ან წონის ხარვეზებით; უჭირს, დააკავშიროს ჩატარებული ექსპერიმენტები სიმკვრივის განსაზღვრას. სიღრმისეულად არ ესმის მასის, მოცულობის და სიმკვრივის ფიზიკური შინაარსი. უჭირს ამ ექსპერიმენტის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება.
უნისტრუქტურულიდონე
მოსწავლე არადამაჯერებლად საუბრობს, როგორ დაგეგმოს და აწარმოოს ექსპერიმენტი, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ამზადებს დანაყოფებიან მენზურას, არ ესმის დანაყოფის ფასის აუცილებლობის მნიშვნელობა. ვერ ამზადებს სასწორს, ვერ ახერხებს აწონას ან წონის ხარვეზებით; არ ესმის მასის, მოცულობის და სიმკვრივის ფიზიკურ შინაარსი.ვერ აკავშირებს ამ ექსპერიმენტს ყოველდღიური ცხოვრებასთან.
პრესტრუქტურულიდონე
მოსწავლეს არ ესმის, როგორ დაგეგმოს ექსპერიმენტი, ვერ ამზადებს დანაყოფებიან მენზურას და სასწორს.არ ესმის მასის, მოცულობის და სიმკვრივის ფიზიკურ შინაარსი. უჭირს ექსპერიმენტის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება.
ბოლოს მადლობა მინდა, გადავუხადო ამ მეტად საინტერესო კომპლექსური დავალების შემქნელ ექსპერტებს.
„ერთი დღე, გატარებული დიდ მასწავლებელთან, მეტია, ვიდრე ათასდღიანი ბეჯითი სწავლა“.
იაპონური ანდაზა
„იასპი უნდა გააპრიალო, რომ ძვირფას ქვად გადაიქცეს“.
ჩინური ანდაზა
მასწავლებლის გავლენა მოსწავლეზე და მისი პედაგოგიური მოღვაწეობის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული მასწავლებლის ავტორიტეტზე, რომელიც მან მოსწავლეების წინაშე დაიმსახურა. საკუთრივ მასწავლებლის ავტორიტეტი წარმოადგენს მისი პიროვნების ინტეგრაციულ თავისებურებას, რომელიც გამომუშავდება მასწავლებლის მოღვაწეობისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს. ამ პროცესისთვის აუცილებელია, მასწავლებელს ჰქონდეს რიგი თვისებები, დამსახურება, ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც ჯამში წარმოშობს მასწავლებლისადმი ნდობას, მისი შესაძლებლობების აღიარებას და, საბოლოოდ, მასწავლებლის ავტორიტეტს.
სწავლების პერიოდში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ყალიბდება ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც გულისხმობს უფროსისა და ახალგაზრდის ურთიერთობასა და ურთიერთქმედებას სწავლებისა და სწავლის პროცესში. მნიშვნელოვანია, ზრდასრულმა ადამიანმა ყურადღება მიაქციოს თითოეული მოსწავლის თავისებურებებსა და თვისებებს. ურთიერთობის ამ ასპექტს ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა სწავლებისა და სწავლის განსხვავებული, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისა და საზოგადოებისათვის დამახასიათებელი კულტურული ტრადიცია.
ძველ ჩინეთში (ჩინეთის სახელმწიფოს ისტორია მრავალ ათას წელს მოიცავს და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში) მასწავლებლისადმი მოსწავლის დამოკიდებულება შეიძლება გამოიხატოს ცნებით „მოწიწება“ ან „რიდი“, რაც მასწავლებლისადმი, მისი ავტორიტეტისადმი (და ასაკისადმი) უსაზღვრო მოკრძალებასა და ნდობას გულისხმობდა. დროთა განმავლობაში ურთიერთობები შეიცვალა და თანასწორობაში ან „გათანაბრებაში“ გადაიზარდა – ამ პერიოდში, მასწავლებელსა და მოსწავლის ურთიერთობაში გაჩნდა დიალოგის ფორმატი, რომელიც გულისხმობდა ჭეშმარიტების ძებნას ერთობლივი ძალისხმევით. XX საუკუნეში, მა ოძე-დუნის მმართველობისას განხორციელებული „კულტურული რევოლუციის“ წლებში (1965-1976), მასწავლებლის პატივისცემა სიძულვილით, ზიზღითა და სისასტიკით შეიცვალა.
ჩინურ ენაში (იგულისხმება საყოველთაო საერთოჩინური, ლიტერატურული ენა, პუტონგ-ჰუა, იგივე მანდარინი) ავტორიტეტის მქონე ადამიანისადმი მიმართვა ჟღერს როგორც „ლაოში“ – „მასწავლებელი“, თუმცა შესაძლოა, ამ ადამიანს პედაგოგიკასთან არაფერი აკავშირებდეს. ჩინურში არის მეორე სიტყვაც – „შიფუ“, რომელიც ასევე მასწავლებელს აღნიშნავს, თუმცა სხვაგვარად იწერება და ამავე დროს აქვს „მამის“ შინაარსიც.
ჩინეთის „დიდი მასწავლებლის“, კონფუცის (ძვ. წელთაღრიცხვის 551-479 წწ.), აზრებმა ჩვენამდე მისი მოსწავლეებისა და მიმდევრების ჩანაწერებით მოაღწია („ლიუნ-იუი“ – „საუბრები და განსჯა“, „ჩუნციუ“ – „გაზაფხული და შემოდგომა“, ისტორიული მატიანე „შინძინი“). თავის მთავარ ნაშრომს – „ექვსი კანონი“ (რომელთაგან მეექვსე დაკარგულად ითვლება, ლ.ა.), კონფუცი დაახლოებით 68 წლის ასაკში ქმნის. სწორედ ეს კანონები ხდება მომავალში ჩინური ორიათასწლოვანი ლიტერატურული ტრადიციის საფუძველი. ჩინელების ტრადიციები, ერთმანეთთან ურთიერთობისა და ქცევის წესები, ყველაფერი ის, რასაც „ჩინურ ცერემონიას“ უწოდებენ, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და იხვეწებოდა „დიდი მასწავლებლის“ – კონფუცის სწავლების საფუძველზე. ჩინეთში თითქმის ყოველთვის (ჩინური კულტურული რევოლუციის წლების გამოკლებით) ნებისმიერი ბავშვის პირველი სახელმძღვანელო „დიდი მასწავლებლის“ გამოთქმებით იწყებოდა. ხშირად ძნელად გასაგები ფრაზები და წინადადებები ხდებოდა ის პრიზმა, რომლითაც ნებისმიერი ჩინელი იწყებდა გარე სამყაროს აღქმასა და შესწავლას, მისი მსოფლაღქმა კი ეფუძნებოდა კონფუცის ჰუმანისტურ პრინციპს: „ანუგეშო მოხუცნი, ენდობოდე მეგობარს და ზრუნავდე ახალგაზრდებზე“.
დროთა განმავლობაში განათლების მდგომარეობა და განათლებისადმი დამოკიდებულება გადასხვაფერდა: ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების აღზრდა და განვითარების ხელშეწყობა, რაზეც საუბრობდა კონფუცი, შეცვალა კანონიკური ტექსტების დაზეპირებამ და მკაცრმა წვრთნამ. იგნორირებულ იქნა ცალკეული მოსწავლის ინტერესები თუ შესაძლებლობები. მოსწავლეები, სწავლას სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებისა და თანამდებობის მიღების აუცილებელ გზად აღიქვამდნენ. ამ დროს უკვე აღარავის ახსოვდა განათლების კულტურული, ეთიკური თუ ისტორიული შინაარსები.
ჩინეთის განათლების ისტორიაში ყველაზე „შავ პერიოდად“ ითვლება მაო ძე-დუნის დროინდელი „კულტურული რევოლუციის“ წლები. იმ ავად სახსენებელ დროს სახელმწიფო პოლიტიკა ტრადიციონალიზმის „აღმოფხვრისა“ და „განადგურებისკენ“ იყო მიმართული, რამაც, ბუნებრივია, თაობებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ამ პერიოდში დაიწყო ჩინეთის ინტელიგენციის დევნა და რეპრესიები. წინათ უდავოდ პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც „მასწავლებლის“ სტატუსით ან წოდებით სარგებლობდნენ, საზოგადოებისთვის მიუღებელ, მტრულ ელემენტებად გამოცხადდნენ. ამ პროცესს უპრეცენდენტო მასშტაბი ჰქონდა. კომუნისტურმა პარტიამ „რევოლუციის“ რეპრესიების მანქანაში მუხანათურად ჩართო ჩინეთის მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილი, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები (ხუნვეიბინები) და ახალგაზრდა მუშები (ცზაოფანები). ახალგაზრდა აქტივისტები, პარტიის ხელდასხმით, ქმნიდნენ „დამრტყმელ ჯგუფებს“, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით „ავლენდნენ“ „რევიზიონისტებსა“ და „კაპიტალისტებს“. „კულტურული რევოლუციას“ ემსხვერპლა მილიონობით ადამიანი, გლეხებით დაწყებული, ინტილიგენციითა და პარტიული მუშაკებით დამთავრებული. განადგურდა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ათასობით ძეგლი და ხელოვნების ნიმუში, მათ შორის – ტიბეტის, გუანსისა და გუანდუნის პროვინციების უძველესი ბუდისტური მონასტრების უმეტესობა. ასეთი რეპრესიებით მაო ძე-დუნმა ოპოზიციისგან „გაწმინდა“ ჩინეთის პარტიული აქტივი და საზოგადოება, ხოლო პარტიაში მისი მთავარი ოპონენტი, ჩინეთის რესპუბლიკის თავმჯდომარე ლიუ შაოცი, რომელიც მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ციხეში ჩასვა, სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც 1969 წელს.
საინტერესოა ჩინეთში მასწავლებლის ცხოვრებისა და ცხოვრებისეული გზის მე-20 საუკუნის გამოცდილება, რომელიც ასახულია ჩინელი მწერლის, ჟურნალისტისა და მოაზროვნის ე შენტაოს (Ye Shengtao) მოთხრობებში. რომანში „მასწავლებელი ნი ხუანჩჟი“ ე შენტაო მოგვითხრობს მასწავლებლის ბედზე რევოლუციის პერიოდში. ცინის იმპერიის დაისის ჟამს (მე-20 საუკუნის 10-იანი წლები) რომანის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მასწავლებელი ნი ხუანჩჟი, თავის ცხოვრებესულ გზას იწყებს ნათელი მიზნით – „მიიტანოს განათლება მასებთან“. მას სჯერა, რომ უბრალო ხალხის განსწავლა აუცილებელია, რადგან ჩინეთის მომავალი განათლებულ ადამიანებშია. ნი ხუანჩჟი, ბედად, მასწავლებლობის გზაზე თანამოაზრეს, სოფლის სკოლის დირექტორს პოულობს. ერთობლივი ძალისხმევით ისინი ცდილობენ გაზარდონ ადამიანთა ახალი თაობა, რომელიც გამორჩეული იქნება განათლებითა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისადმი ინტერესით. დროთა განმავლობაში თანამოაზრენი ხვდებიან, რომ მათი საქმიანობა ფუჭია: მოსწავლეები არ იზიარებენ მასწავლებლების იდეალებს, ხოლო სოფლის მმართველნი და ძლიერნი ჯიუტად ეწინააღმდეგებიან განათლების სისტემაში ნი ხუნაჩჟის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს. ეს მათთვის უბრალოდ არამომგებიანი და სახიფათოა. შედეგად ნი ხუანჩჟი გადაწყვეტს, ყველაფერი მიატოვოს და მონაწილეობა მიიღოს ძველი საზოგადოების საფუძვლების ნგრევაში. იგი სოფლიდან ქალაქ შანხაიში მიემგზავრება და რევოლუციის აქტივისტების რიგებში ეწერება.
კონფუცის მოძღვრება იაპონიაში ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში შედის კორეიდან და იაპონური სახელმწიფოებრიობის საწყისს ემთხვევა. მისი როგორც რელიგიურ-ეთიკური მოძღვრების გავრცელება იმპერატორის რეგენტის შოტოკუ ტაიშის ეპოქაში, დაახლ. VI-VII საუკუნეებში ხდება. ჩინელებსა და კორეელებს ამომავალი მზის ქვეყანაში არა მხოლოდ კონფუცის ტექსტები, არამედ თავიანთი კულტურული ფასეულობებიც შეჰქონდათ. კონფუციანიზმში მთავარი აქცენტები სოციალურ ჰარმონიაზე დაისმოდა, რაც გულისხმობდა საზოგადოებრივი ურთიერთობების იერარქიულ სისტემას, როდესაც დაქვემდებარებული პირი მაღლა მდგომისადმი მორჩილებასა და ერთგულებას გამოხატავდა, ხოლო სანაცვლოდ მისგან მფარველობას იღებდა.
მაგრამ იაპონიაში, ჩინეთისაგან განსხვავებით, ადამიანი თვითონ ირჩევდა ბატონს და იდეას, რომელიც მისთვის უფრო ახლო იყო.
ნარას ეპოქიდან (710–784 წ.წ.) მოყოლებული, იაპონიის საიმპერატორო კარზე ჩნდება მეცნიერის თანამდებობა. მეცნიერები კონფუცის ტექსტების ინტერპრეტაციით იყვნენ დაკავებულნი.
კონფუცის მოძღვრების შესწავლა ამ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს იაპონიის ბუდისტურ მონასტრებშიც – ამ დროს ჩინეთიდან ჩამოსულ ბუდისტ ბერებს იაპონიაში უკვე ჩინელი ფილოსოფოსის, ჩჟუ სის ტექსტები და ინტერპრეტაციები შემოაქვთ, რომელსაც მოგვიანებით დასავლური მეცნიერება ნეოკონფუციანიზმს უწოდებს.
კლასიკური კონფუციანიზმის უმთავრესი კატეგორიები, რომლებმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა იაპონიისა და აღმოსავლეთი აზიის სხვა ქვეყნების (კორეა, ტაივანი, ფილიპინები, სინგაპური) პოლიტიკურ კულტურაზე და რომელთა განვითარებაზეც უნდა ზრუნავდეს ყველა გონიერი მმართველი, ხუთ მთავარ პრინციპს მოიცავს: კაცთმოყვარეობა, წესიერება, სიბრძნე, სამართლიანობა და ერთგულება. ხუთ ზნეობრივ პრინციპს ემატებოდა „სამი სვეტი-საფუძველი“, რომლებიც გულისხმობდა ურთიერთობებს მამასა და ვაჟს შორის, მმართველსა და ქვეშევრდომს შორის და ქმარსა და ცოლს შორის.
კონფუცის სწავლება აისახა იაპონიის პოლიტიკურ კულტურაშიც, რაც გამოიხატება უკონფლიქტო მართვით, მმართველებისა და ქვეშევრდომების ერთმანეთისადმი ნდობით, უფროსების პატივისცემით, პატერნალიზმით (უფროსის მიერ უმცროსის მფარველობა), ზემდგომთა მიმართ ქვემდგომთა უსიტყვო მორჩილებით. კეთილშობილი და განათლებული წარჩინებულის (ან მოხელის) იდეალი იაპონური მმართველობის ფილოსოფიის განუყრელ ნაწილად იქცა. კონფუცის მიმდევართა სწავლებებში მოხდა იაპონიაში გავრცელებული პოლიტიკური კულტურის პრინციპის, პირადი ინტერესის საზოგადოებრივისადმი დაქვემდებარების, ფორმულირება. თუ ევროპული სოციოკულტური ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი პირადისა (პრივატულის) და საზოგადოებრივის ერთმანთისგან განცალკევებაა, იაპონიაში პირადი განიხილება არა როგორც ინდივიდუალური თავისუფლების სფერო, არამედ როგორც სფერო, სადაც ხდება საერთო ინტერესების რეალიზაცია. შედეგად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კონფუცის მოძღვრების წვლილი იაპონიის სულიერი და პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდია.
საკულტო ლექსში „ჩემი სიმღერა“ ვაჟა-ფშაველა წერს: „ნუ დამასვენებ ნურასდროს, / მამყოფე შეძრწუნებული, / მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, / როცა ვარ შეწუხებული“.
ვაჟა იმ ადამიანურ მდგომარეობას გულისხმობს, ინიციაციის გზის მისტერიით და ენერგიით სავსეს, რომელიც ყველა სასიცოცხლო საზრისს აფხიზლებს და აღვივებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ სამყაროში. ეს „შეწუხებულობა“ შემოქმედებითობის ნიშანია, შესაბამისად, მწერლობაც მასში ტრანსფორმირებული აქტია, ღვთაებრივი შედეგია. ყველაზე პრაგმატული და დესაკრალიზებული ადამიანიც კი, მეტ-ნაკლებად აღიარებს ამას.
ჩვენს ეგოცენტრულ, ტექნოკრატიულ, გამოფიტულ და გამოღლილ დროში ამ დიადი შეწუხებულობის მოხელთება არც ისე ადვილია. ცოდვა გამხელილი ჯობია – აღარც ასეთ ამოცანებს უსახავს თავს შემოქმედი. ყველაფერი ბევრად გამარტივებულია, გაკომფორტულებული, აღარც სიტყვას ეკისრება ის პასუხისმგებლობა, რის გამოც მისთვის შეწუხება ღირს… სწორედ ამ ტოტალურად უპასუხისმგებლო და უსაზრისო სამყაროში, მადლის გაცხადებასავით მძლავრია ისეთ ხელოვანთა გამოჩენა, ვისთვისაც მთელი ეს შემოქმედებითი მდგომარეობა ბუნებრივადაა ვაჟასეული შეწუხებულობის დადასტურება.
ასეთი ხელოვანია ირაკლი სამსონაძე, არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ ცხოვრებისეული არჩევანითაც. მასზე დაუეჭვებლად ითქმის: „როგორც წერს, ისე ცხოვრობს“ და პირიქით. მან შეძლო, თანამედროვე ლიტერატურული „კარნავალის“ მიღმა გამოეტარებინა მძლავრი ხმა და ენერგია და მარტოობის დღესასწაულში შეექმნა ტექსტები, რომლებიც განსაზღვრავენ სალიტერატურო პროცესებს, გამოკვეთენ ტენდენციებს და მხატვრულ-სააზროვნო პერსპექტივებს.
ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა ირაკლი სამსონაძის ეპისტოლარული კრებული „წერილები მეგობარს“, სადაც მისი შემოქმედებითი და ცხოვრებისეული მრწამსი ყველაზე მკაფიოდ იკითხება.
„ყველაზე მკაფიოდ“ – ეს სიტყვები თავად მწერლის მხატვრულ ამოცანას გულისხმობს, რომელიც მან ამ კრებულის შექმნის წინ საკუთარ თავს დაუსახა. ეს გახლავთ მისი ესეისტურ-დოკუმენტური წერილებისა და ჩანაწერების წიგნი, რომელიც შემოქმედებითი პროცესის იდუმალ და წინააღმდეგობებით სავსე ლაბორატორიაში შეუძღვება მკითხველს. ამ წერილების ადრესატი თავადაც ჩინებული ლიტერატორი და დრამატურგი შადიმან შამანაძეა, რომელსაც ირაკლი სამსონაძე ელექტრონული ჟურნალისთვის პერიოდულად უგზავნიდა ტექსტებს. ასე „თამაშ-თამაშით“, სიტყვისა და შეგრძნების თანამეინახეობით შეიქმნა საოცრად გულწრფელი, მგრძნობიარე, ღრმა და სევდიანი წიგნი, სადაც, შემოქმედებითი საიდუმლოების გაცხადებასთან ერთად, ახალ საიდუმლოთა სულისშემძვრელი სუსხიც ჩამოდგა მკითხველის დასატყვევებლად და ნამდვილი ლიტერატურული მისტიფიკაციის შესაგრძნობად.
ირაკლი სამსონაძე ისეთივე ბრწყინვალე დრამატურგია, როგორიც პროზაიკოსი. მისი მონათხრობიდან იმასაც ვიგებთ, რომ ლიტერატურული საქმიანობა სულაც პიესების წერით დაუწყია. ამ კრებულსაც მძლავრი დრამატურგიული ღერძი აქვს. ხოლო თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ირაკლი სამსონაძის დრამატურგია (პროზაული ტექსტებიც!) პოეზიის მეტაფიზიკური სულითაა განმსჭვალული, ახალი კრებულის შემთხვევაშიც აღარ გაგვაკვირვებს (უფრო სწორად, კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცებს) მისი ნატიფი ლირიზმი, მისი პოეტური კარდიოგრამა, რომელიც დიდ შემოქმედებით გულისცემას აღბეჭდავს.
ამ ესთეტიკურ ატმოსფეროში, უზუსტესი, მსუბუქი და უშუალო კამერტონით იწყება ირაკლი სამსონაძის კიდევ ერთი წიგნი, რომელიც თავისი შინაარსით ეპიკურ კალაპოტში იკრებს მხატვრულ-აზროვნებით დინებებს, შთაბეჭდილებებს, ემოციებს და თავგადასავლებს. „შემოქმედებითი პროცესის დაფიქსირება“, როგორც თავად ავტორი უწოდებს, ის ვნებაა, რამაც სხვა დროს, სხვა სიტუაციებში განდეგილური ცხოვრების წესის ერთგულ მწერალს გულწრფელობის/განდობილობის სურვილი გაუჩინა და ძვირფასი მედიუმის (წიგნის ადრესატის) წყალობით მკითხველთან სრულიად სხვა დიალოგში ჩააბა.
გულწრფელობის ხარისხი კი ამ კრებულში უმაღლესი შემოქმედებითი ლუსტრაციის მდგომარეობაა. ის იმ დიდი პასუხისმგებლობითაა განმსჭვალული, რომლითაც, საზოგადოდ, ირაკლი სამსონაძის შემოქმედება გამოირჩევა. რომანიდან რომანამდე გაჩენილი პაუზის, რომანში „გაჭედილი“ დროის, შემოქმედებითი პროცესის სირთულეების, წინააღმდეგობების ასეთი გულწრფელობით ასახვა ცალკე ხელოვნებაა; ამ სიმართლეზე შესაძლოა ბევრმა ილაპარაკოს, მაგრამ ჭეშმარიტი მკითხველური გუმანი აუცილებლად გამოარჩევს ნამდვილს და ყალბს, მართალს და პოზიორს.
„…არ მეწერება; დამთრგუნველი მდგომარეობაა, არ მეწერება კი არა, შეგრძნება მაქვს, თითქოს არასდროს არაფერი დამიწერია, არადა, მაინც ჯიუტად ვზივარ სავარძელში, წინ მაგიდაა, მაგიდაზე – ფურცლები, იატაკზე – ფურცლების გორა, ახალაშენებული თეთრი კორპუსი პეიზაჟს მიფარავს, ჩემი სარკმლიდან დიღმის გორებს მივაბჯენდი ხოლმე თვალს, რაღაცნაირად მეხმარებოდა, ახალაშენებული თეთრი კორპუსი ვერ მეხმარება, კორპუსის თავზე ცა მოჩანს, ცის ნაგლეჯიდან ზამთარი იგრძნობა – თებერვალი… თავს ვაიძულებ, სავარძელს არ მოვწყდე, მეშინია ჩემი თავის, ქვემოთ მაღაზიაა, მაღაზიაში – სასმელი… ამიტომაც ვზივარ სავარძელში და უჯრედიანი ფურცლებით გარემოცული, ჩემს უმწეობაში ვიხრჩობი“.
ირაკლი სამსონაძისთვის ამ კონკრეტულ კრებულზე მუშაობის შემოქმედებითი რეფერენცია ფედერიკო ფელინის ცნობილი ფილმი „რვანახევარია“. იტალიური კინოს ქურუმის შიშველი, მოელვარე სევდა და მანათობელი ღიმილი ატმოსფერულად მართლაც ჰგავს კრებულს „წერილები მეგობარს“. ბასრი სიმართლე, დაუნდობლად გაჭრილი გულის სივრცეების მომნუსხველი სევდაც და იუმორიც, შემოქმედებითი ძიების ანატომია, პიროვნული და საზოგადოების ბედისწერის მტკივნეული სიხშირეები – ეს ყველაფერი წერილებად დანაწილებულ წიგნს მთლიან ეპიკურ ნაწარმოებად კრავს.
ამ ნაწარმოებს თავისი მთავარი გმირები და ანტიგმირები ჰყავს, თავისი ამბავი აქვს – მწერლის ცხოვრების თანამგზავრებით დაწყებული, მთელი ქვეყნის უახლესი ისტორიითა და მისი აქტორი იდეოლოგიებით/საზრისებით დამთავრებული.
კრებულში იმ მწერალთა პორტრეტების განუმეორებელი გალერეა იქმნება, რომლებიც ირაკლი სამსონაძის ლიტერატურული თავგადასავლის ნაწილად ქცეულა – დაუვიწყარია მოგონებები ნუგზარ შატაიძეზე, ბადრი ჭოხონელიძეზე, მძლავრი ნათებით ამოზიდულა „საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი“ თამაზ ბაძაღუას ხსოვნა…
საერთოდ, ამ წიგნში ხსოვნის სული ღონიერი აზრითაა დაყურსული. მასშივეა კონფლიქტი – ეს მაცოცხლებელი ღერძი სიცოცხლისა. ვინაიდან ეს კონფლიქტი მწერლის აზრსა და გულშია გამოტარებული, ესე იგი ის არა მხოლოდ დანახული და აღბეჭდილია, არამედ განჩხრეკილი და გაანალიზებულიც. ცოცხლდება ჩვენი უახლესი წარსულის ეპიზოდები, თავისუფლებამდელი და დამოუკიდებლობის შემდგომი წლების დრამა, რომელშიც მრავალი იდეალი ჩაილეწა, მრავალი სული ჩაიკარგა, რომელმაც ჩვენამდე ყველაზე პირუთვნელად სწორედ ირაკლი სამსონაძის დარ მწერალთა რეფლექსიაში გამოაღწია (ამის მაგალითია თუნდაც მისი შედევრი „ყურთბალიში“, „ლეას საათი“ „ქელეხი. ქორწილი“). 1975 წლის 14 აპრილის ისტორია, რომელიც ქალაქის გარეუბანში მცხოვრები ერთი ინტელიგენტის ოჯახის სამზარეულოში ვითარდება თავისი ლოკალური და მასშტაბური ტკივილებითა და კომპლექსებით, ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი ამბავია. მამისა და შვილის თაობების, ძველი და ახალი დროის კონფლიქტი, სადაც სიმართლეს უფრო შემზარავი სიმართლე ესაზღვრება, თავისუფლებას – სიყვარული და ასე შემდეგ.
ამ დროის/დროთა პერსონაჟებზე საუბრისას, ირაკლი სამსონაძე მხატვრულ გმირსაც ქმნის, უნიკალურ ტიპს, რომელიც ლამის ნატურალისტურად ირეკლავს იდეებსა და ფასეულობებში ალუფხული დროის კომპლექსებს: ავტორი-„ნიჰილისტი რაინდი“, რომლის დაბადების თავწყაროდაც ის სიტყვისადმი ზერელე დამოკიდებულებას მიიჩნევს. „ჩვენს ლიტერატურულ პროცესში ჭარბად იგრძნობა ნიჰილიზმი, მაგრამ მსოფლმხედველობრივი გააზრება, მსოფლმხედველობრივი სარჩული აქვს გამოცლილი; უკეთ ვთქვათ, იქ არ მოძრაობს, სადაც მიწა მწველია, ჰაერი – შხამიანი. ნიჰილიზმი, რომელსაც ავტორი გვაწვდის, პუბლიცისტურ კრიტიციზმს ემსგავსება, პუბლიცისტური კრიტიციზმის ადგილი კი პუბლიცისტიკაშია და არა მხატვრულ ლიტერატურაში“.
ირაკლი სამსონაძის მიერ დაუნდობელი სიმართლით დახატული ეს ტიპი, თანამედროვე „ნიჰილისტი რაინდი“, რომელსაც ხშირად წააწყდებით „ლიტ.კულტ.ტუსოვკებზე“ თუ ვირტუალურ სცენაზე, „ცხვირაწეული, უკმაყოფილო პოზით, ნარცისული ხიბლით“, – ჩვენი საზოგადოების ჯერკიდევ უმწიფრობის, პროვინციალიზმის სიმბოლოდაც უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ ეს ტიპი პროგრესული/კულტურტრეგერული პლატფორმიდან აცხადებს პრეტენზიას, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ თანამედროვეობას გამოხატავს.
ირაკლი სამსონაძე ის მწერალია, ვინც საკუთარ თავს ირონიის/გროტესკის უფლებასაც კი მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობის, სამოქალაქო და შემოქმედებითი ტკივილების შედეგად აძლევს. მისთვის მთავარი არა ვისიმე კრიტიკა ან დაცინვა, არამედ, უპირველესად, იმ შემოქმედებითი ლაბორატორიის ჩვენებაა, სადაც ჭეშმარიტი სიტყვა იბადება. ეს კრებულიც ამ პროცესის დადასტურებაა: ვნებით და შთაგონებით გახსნილი საიდუმლო წერის ალქიმიისა.
როგორ შეიქმნა ესა თუ ის ტექსტი, რა ამბავი უძღვის ხოლმე წინ შემოქმედებით პროცესს ან რა განსაცდელის საპირწონედ ეძლევა მწერალს შთაგონება, როდის რა იქცევა ინსპირაციად – ამ კითხვებს „წერილები მეგობარს“ შთამბეჭდავად პასუხობს.
სწორედ ეს შემოქმედებითი პროცესია ის ვაჟასეული „შეწუხებულობა“, რომელიც ადამიანად/ღვთის ხატად ყოფნის აზრს და იდეას გულისხმობს. ამ პროცესში იბადება დიდი კავშირები დროსა და სივრცეში, მასში მკითხველიც თანასწორი უფლებით ერთვება; ეს პროცესი სამყაროსავით მთლიანია, ოკეანეს ჰგავს, რომელიც დროდადრო ნაპირზე ნიჟარებივით გამორიყავს სიზმრებს… ერთ ასეთ კავშირზე კრებულის ბოლოსიტყვაობაში, შადიმან შამანაძე წერს: „კაცმა რომ თქვას, მეტი რაღა მოეთხოვება წიგნს, ოცდათხუთმეტი წლის წინ გარდაცვლილი მეგობარი თუ დაგასიზმრა?“
მეტი რაღა მოეთხოვება ლიტერატურას, დიდი სიზმრების გამღვიძებელს?
„თქვენ ხართ ჩემი ბედნიერება“ – თუ ჩემს წიგნს წაიკითხავთ, ამ სიტყვების მნიშვნელობას მიხვდებით. იმედია, მოგანდომეთ წიგნის წაკითხვა. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, ლელა მას! მპირდებით?“ – ეს სიტყვები სემესტრის ბოლოს გამართულ ლიტერატურულ კაფეში მომწერა მეექვსეკლასელმა მარიამმა. 11 წლის გოგო აქტიური მკითხველია. დიდხანს არჩევდა წარსადგენ წიგნს. ნაჭრის ჩანთები რომ მოვხატეთ, მაშინ მითხრა, ჯენი პირსონის წიგნზე „ჩვენი საოცარი რეკორდი“ ვისაუბრებო. მეექვსე ლიტერატურულმა კაფემ რომ ჩაიარა, შინ დაბრუნებულმა, შთაბეჭდილებების წერილების კითხვა დავიწყე. მარიამის თხოვნამ წიგნთან მიმაბრუნა. მეორე დღეს ვუთხარი, წიგნი მათხოვე და არდადეგებზე წავიკითხავ-მეთქი. ბიბლიოთეკიდან მქონდა გამოტანილი და უკან დავაბრუნეო, დაღონებულმა მიპასუხა. დავპირდი, რომ უბნის ბიბლიოთეკას მივაკითხავდი.
რამდენიმე დღეში კიდევ ერთ მეექვსე კლასთან გავმართე ლიტერატურული კაფე. ამჯერად ანდრიამ ისაუბრა „ჩვენს საოცარ რეკორდზე“. ჩვეული ბარგით შინ რომ ვბრუნდებოდი, ანდრიამ გამომაცილა, წიგნიც მათხოვა და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთო, მომაძახა.
ახალი წლის პირველ დღეებში ჯენი პირსონის „ჩვენი საოცარი რეკორდი“ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. გამუდმებით მარიამსა და ანდრიაზე ვფიქრობდი. მაინტერესებდა, რაზე გაეცინათ, მათაც თუ მოადგათ ცრემლი, როცა მთავარი პერსონაჟი დედასთან გატარებულ დროს იხსენებდა, ისინიც თუ დააკვირდნენ სიტყვებს „სურიკატი“, „სურვივალისტი“, „ასთაკვი“… საფოსტო მარკებისა და ძველმანების ბაზრობის ამბებს რომ კითხულობდა, ნეტავ თუ გაახსენდა მარიამს ილიას მუზეუმში გამართული მინილექცია „მარკების საიდუმლო ენის“ შესახებ ან ის, მუზეუმიდან გამოსულებმა ფეხით რომ გადავკვეთეთ მშრალი ხიდი და ძველი ნივთები დავათვალიერეთ?
წიგნი იმდენ მნიშვნელოვან თემას ეხება, გადავწყვიტე, მასწავლებლებისთვისაც გამეცნო და გამეზიარებინა, როგორ ვაპირებ მის მიხედვით საინტერესო გაკვეთილისთვის აქტივობების აკინძვას.
ჩემდა გასაოცრად, ამ მხიარულგარეკანიან წიგნში მოვლენები ფსიქიკური პრობლემების მქონე პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. 11 წლის ლუსის დედას დეპრესია აქვს, რის გამოც ლუსის თანაკლასელი დასცინებს და მიახლის, ძველი ნივთების შეკეთებას, სჯობია, დედაშენი შეაკეთოო. ლუსი კლასელს ცხვირ-პირს მიუნაყავს და, სკოლიდან გამოძევებული, გადაწყვეტს, დედა მართლა „შეაკეთოს“, მუდმივი ძილქუშიდან გამოაფხიზლოს და ხალისიანი განწყობა დაუბრუნოს.
„შავი ძაღლი“ – ასე უწოდებენ ინგლისში დეპრესიის შეტევას. პატარა ლუსის მეტაფორა პირდაპირი მნიშვნელობით ესმის და როცა დედა ეუბნება, „შავი ძაღლის“ გაგდებას ვცდილობო, თავადაც ეზოში ეძებს შავ ძაღლს.
ამ წიგნის საშუალებით ვაპირებ, მოსწავლეებს ცნობიერება ავუმაღლო. ვინ იცის, რამდენი მათგანი შეჯახებია ოჯახში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. პირადი მაგალითების მოყვანა ამ თემაზე საუბარს გამიადვილებს: მეც ხომ ლუსის მსგავსად მრცხვენოდა ჩემი უფროსი ძმის დიაგნოზის – ქრონიკული შიზოფრენიის, მეც ხშირად მტკიოდა შვილის ავადმყოფობით დათრგუნული დედაჩემის დარდი, მისი შეხორცებული ყურის ბიბილოები, გარდერობიდან გამქრალი ლამაზი ტანსაცმელი. ლუსის მსგავსად, ხსნას მეც უახლოეს მეგობრებთან ვეძებდი და დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩემს უფროს ძმას სულაც არ სჭირდებოდა „შეკეთება“.
თემები, რომლებსაც მოსწავლეებს „ჩვენი საოცარი რეკორდის“ მიხედვით გავაცნობ და ვესაუბრები, არის:
. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, დეპრესია, მისი გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, დახმარების გზები;
. უფროსი მეგობრების ძალა;
. იუმორი – პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო საშუალება;
. ბრაზის მართვა;
. მეგობრის ძიება;
. თავგადასავლები;
. დედასთან გატარებული დრო;
. ჯუმბერ ლეჟავას რეკორდები.
ახალი სემესტრისთვის ეფექტური სტარტი იქნება ლიტერატურულ კაფეში მოსწავლეების მიერ წარდგენილი წიგნის გარშემო დაგეგმილი აქტივობები. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებათ იმის გაცნობიერება, რომ მათი თხოვნა ჩემთვის შეუმჩნეველი არ რჩება, მათგან წიგნებს ვთხოულობ და ვკითხულობ, მერე კი შთაბეჭდილებებს ვუზიარებ.
ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად მოვასმენინებ ბახის ინგლისურ სიუიტას – #2 ლა მინორს, რომელსაც ლუსის მეგობარი სანდეში უკრავს და ბიონსეს ერთ-ერთ სიმღერას, რომელზეც ლუსის დედის მეგობარი, შილა, ცეკვავს. საინტერესოა, მარიამი და ანდრია თუ გაიხსენებენ ამ ეპიზოდებს.
მერე დავურიგებ წიგნიდან ამოწერილ და ფურცელზე ამობეჭდილ სიტყვებს, ვთხოვ, ხაზი გაუსვან ნაცნობ ადამიანებს, მოვლენებს, ფაქტებს და ერთმანეთს გავუზიარებთ ცოდნას. ზოგ რამეს თავად გაიხსენებენ, დანარჩენზე მე ვესაუბრები.
ენდი უორჰოლი, ჯგუფი „აბბა“, ბიონსე, „ოზის ჯადოქარი“, ოქროსფერი სნიჩი „ჰარი პოტერიდან“, იბეი, მიულერის ხილის იოგურტი, რომან აბრამოვიჩი, ასთაკვი, საიმპერატორო პინგვინები, პარმიჯანინო, უმპალუმპები, „კენვუდის“ მიქსერი, „ფერერო როშეს“ კანფეტი, ოლივერი, შერვუდის ტყის ბინადარი რობინ ჰუდი – ერთი წიგნიდან ამოკრეფილი სიტყვების მიხედვით საუბრისა და ახალი ცოდნის შესაძენად საკმაოდ ბევრი თემა დაგროვდა. მიყვარს, როცა ავტორი თხრობისას თანამედროვე და ძველ სამყაროებს ერთმნეთთან აკავშირებს, ლიტერატურულ ალუზიებს მოიხმობს, ცოდნას გვაძლევს, ფაქტებსა და ცნობილ ადამიანებს სიუჟეტურ ხაზში ბმულებივით რთავს და მკითხველისთვის სათითაოდ „ხსნის“, ძველს იხსენებს, მახსოვრობიდან ამოასრიალებს, სიახლეს აკვირდება და ინახავს. მუსიკის მოსმენის შემდეგ წიგნიდან თავმოყრილ სიტყვებზე დაკვირვებით მოზარდი მკითხველის თვალის გააქტიურებას შევეცდები.
წიგნის მიხედვით კითხვარს შევადგენ:
რომელი საინტერესო მოვლენის შესახებ ისაუბრებდი კლასის წინაშე?
ვინ არის ადამიანი, რომელიც „სახის კუნთებზე კონტროლს გაკარგვინებს“, ანუ ბევრს გაცინებს?
დედასთან ერთად გატარებული დროიდან ყველაზე მეტად რისი გახსენება გიყვარს?
ვის ეტყოდი სიტყვებს: „შენ ხარ ჩემი ბედნიერება“?
რა იცი რეკორდებისა და ჯუმბერ ლეჟავას შესახებ?
რომელიმე მუსიკალურ საკრავზე თუ უკრავ ან თუ გსურს დაკვრა?
დედის მეგობრებიდან ვისთან გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
ლუსის მასწავლებლის მსგავსად, ორმაგი უარყოფისა და რიტორიკული შეკითხვის მახასიათებლებს გავაცნობ, პატარა ეპიზოდებს კი სასწავლო რესურსად გამოვიყენებ.
ბოლოს პერსონაჟის როლს მოვირგებ და როლური თამაშით გავაცნობ ლუსის დედის მეგობარს შილას – ექსცენტრიკულ, უსაყვარლეს ქალს, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფისთვის ემზადება, ძველმანების ბაზრობაზე ნივთების გაყიდვით ირჩენს თავს და არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. ასევე, როლური თამაშით გავაცნობ ლუსის დედას, შილასგან განსხვავებით, ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება რომ უჭირს. ჩამოვწერ 10 კითხვას, დავურიგებ მოსწავლეებს, ჯერ ისინი გამცემენ პასუხს, მერე კი შილასავით უცნაურ, ფერად ტანსაცმელში გამოვეწყობი და ახლა მე, შილა, ვუპასუხებ დარიგებულ კითხვებს.
წიგნის დასაწყისში მეექვსე კლასის დამამთავრებელ პრეზენტაციაზე მოსწავლეები მათთვის საინტერესო საკითხებზე საუბრობენ. სიამოვნებით მივბაძავ ლუსის მასწავლებელს და ბავშვებს შესაძლებლობას მივცემ, თანაკლასელებს თავიანთი ინტერესები გააცნონ.
მთავარ ამბავს, პრობლემების გადაჭრის ავტორისეულ ხედვას, პერსონაჟების პიროვნულ განვითარებას, ისევე როგორც ამ სტატიაში, მეექვსეკლასელებთანაც გვერდს ავუვლი. ჩემი მთავარი მიზანია, მათი რჩევით წაკითხული წიგნის დახმარებით ქართულის გაკვეთილები გავახალისო, მერე კი 11 წლის გოგო-ბიჭებს, მთავარი პერსონაჟის მსგავსად, საკუთარ თავზე დაკვირვება ვასწავლო.
გრძელდება სასწავლო პროცესი და ჩემი სტუმრობა თბილისისა თუ მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში. ამ მოგზაურობის დროს ბევრი საინტერესო მასწავლებელი და მოსწავლე გავიცანი, ბევრი კრეატიული და შემოქმედებითი გაკვეთილი ვნახე.
ჩემი სტატიების გმირები ყოველთვის ჩემი მოსწავლეები იყვნენ. ვწერდი მათზე და მათთან ერთად. ახლა მინდა, სხვა სკოლების მოსწავლეების შესახებ მოგითხროთ – როგორ სწავლობენ, რაზე ფიქრობენ თუ ოცნებობენ.
ამჯერად მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელ ხათუნა ჯიოშვილს და მის მეცხრეკლასელებს გაგაცნობთ. როცა ვესტუმრე, კომპლექსურ დავალებაზე – „ტბების დედოფალი – რიწა“ – მუშაობდნენ. გაკვეთილი ინტერაქციული, საინტერესო და ემოციური იყო. რიწა, ეს უღრმესი და ულმაზესი ტბა, აფხაზეთში, ჩვენს აფხაზეთში მდებარეობს. ამიტომ ამ საკითხის განხილვის მნიშვნელობა საგნობრივ კომპენტეციებს სცდება და მოსწავლეებს ყველაზე მთავარს – ღირებულებებსა და დამოკიდებულებას უყალიბებს.
„გული მწყდება, რომ ამ თაობას საშუალება არ გვაქვს, ეს ადგილი მოვინახულოთ, ის ხომ ჯერჯერობით ჩვენ არ გვეკუთვნის“, – წერს მეცხრეკლასელი ნინი.
„ინფორმაციის შეგროვებისას ბევრ საინტერესო ადგილას მომიხდა მოგზაურობა. ერთხელაც ყველა ისტორიას ერთად მოგითხრობთ, რაც რიწის ტბისკენ მიმავალს გადამხდა. ჩემი აზრით, თქვენთვის საინტერესო იქნება, რადგან, ვფიქრობ, ბევრს არ გინახავთ ეს საოცრება. შეიძლება გაგიკვირდეთ, გამაკრიტიკოთ, მაგრამ ადამიანები ხომ შეცდომებზე ვსწავლობთ“.
ნინი მინასოვი ბავშვობის „შთაბეჭდილებებს“ იხსენებს:
„ალბათ გაინტერესებთ, საიდან ვიცი რიწის ტბის სილამაზის შესახებ.
მე ბავშვობისას ვიყავი აფხაზეთში.
მისი სილამაზე უბრალოდ დაუჯერებელი იყო. მოლურჯო, გარშემორტყმული ულამაზესი წიწვოვანი ხეებით. მინდოდა ტბაში ჩახტომა და გაცურვა, სრული თავისუფლების შეგრძნება. ბედნიერი და აღტაცებული ვიყავი ნანახით“.
არადა ნინიმ გაკვეთილზე თქვა: მე აფხაზეთში არ ვყოფილვარ“.
დანარჩენებიც აჰყვნენ:
– მე აფხაზეთი არ მინახავს… – ისმოდა საკლასო ოთახში.
რას ეტყვის ხათუნა მასწავლებელი? მე რას ვეტყოდი? „რა კარგია, რომ ახლა მაინც არ უნდა ვუპასუხო“, – ვფიქრობდი და გარინდებული ვუსმენდი. გაკვეთილზე ისეთი მუხტი იგრძნობოდა, ჩარევა არც მიფიქრია. თუმცა სწორედ ამ მუხტმა მომანდომა მათზე დაწერა. მინდოდა გცოდნოდათ, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში არიან მეცხრეკლასელები, რომლებიც ფიქრობენ და ლაპარაკობენ აფხაზეთზე.
ამ მუხტმა სწავლის პროცესიც უფრო საინტერესო გახადა და ხათუნა მასწავლებელსაც ააღებინა ხელში კალამი. ისიც ხომ გეოგრაფიის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებთან ერთად ჭეშმარიტების გასაღების ძიებაშია.
ხათუნა მასწავლებლის ჩანაწერი:
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი, რომლის თემა აფხაზეთი იყო, ჩემი შთაგონების წყარო გახდებოდა და პატარა ჩანახატს დამაწერინებდა. კომპლექსური დავალება იძლევა საკითხის მრავალმხრივ მიმოხილვის საშუალებას. რაღაცნაირად, სხვანაირად, განსაკუთრებულად მოვემზადე. დგახარ მოზარდების წინაშე, გიყურებს ამდენი თვალი და ხვდები, რომ ვალდებული ხარ, შენი შინაგანი ემოცია, მუხტი, სიხარული, მოუშუშებელი ტკივილი ფაქიზად გადმოსცე. თითქოს ეს წუთები წყვეტდეს ყველა პრობლემას. ის, რაც ჩემმა თაობამ გამოიარა, ამ თაობისთვის უცხოა, ცივია, გაუგებარია.
კადრებად გაივლის გონებაში წარსული. ვყვები ჩემს უდარდელ, ლაღ ბავშვობაზე, აფხაზეთში გატარებულ ზაფხულის არდადეგებზე, ახალგაზრდა მშობლებზე, ბიჭვინთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, უმრავლესობა დღესაც „პიცუნდად“ რომ მოიხსენიებს და ძველი, საბჭოური ჟურნალის ფურცლებზე პირვანდელი სახით რომაა შემორჩენილი; კანიონებზე, ენგურის ხიდზე, მსოფლიოში ცნობილ მიწისქვეშა მღვიმეებზე, რიწაზე – „ტბების დედოფალზე“, ფიჭვებზე, ლურჯ ცაზე, როგორც ერთ ლექსშია: „ზღვაა ცისფერი თუ ცაა ზღვისფერი“. ვცდილობ დავარწმუნო, რომ ზღვას ლაპარაკი შეუძლია.
ვსაუბრობთ დაუსრულებლად, ვმოგზაურობთ ვირტუალურად, ფოტოები და სლაიდები ერთმანეთს ენაცვლება, ვარჩევთ ფილმებს: „გაღმა ნაპირი“, „მანდარინები“, – სადაც ყოველი სიტყვა უმნიშვნელოვანესია. ვრძნობ, რომ კლასი ამყვა და სუნთქვა მეკვრება. მეკითხებიან: „აფხაზეთი ხომ საქართველოა?“ დიახ, დაუფიქრებლად დიახ, რადგან მინდა, თითოეულმა გაითავისოს, რომ აფხაზებს, საქართველოს გარდა, სამშობლო არ გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველებთან თანაცხოვრება არ სურთ. ერთად ვმსჯელობთ მამულის ცნებაზე. ბავშვები გრძნობენ, რომ ის მიწა-წყალი, სადაც ფეხი არ დაუდგამთ, უნიკალური ეკოლოგიური ლანდშაფტებით, ჩვენი ნაწილია. დედამიწაზე ასეთი ოაზისი ცოტაა. ზეცა კი ყველა დედამიწელს ერთნაირად დაჰყურებს თავზე, ამიტომაც მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და სადემარკაციო ხაზები დაბრკოლებად არ უნდა ვაქციოთ.
გაკვეთილი დასასრულისკენ მიდის… რა საოცარია ფიქრები, რა მაგარი სიტყვაა „იმედი“… გვახსენდება შეუდარებელი ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა:
ყველაფერი შეიცვალა, სიყვარული სევდაში თვლემს,
აღარავინ აღარ გელის, აღარავინ იხსენებს ძველს,
მე გადმოვცურავ ზღვას,
ნუ დაუჯერებ სხვას,
რომ მე არ მოვალ
მე შენთან მოვალ, დავბრუნდები…
ზარი დაირეკა, კლასში გასაოცარი სიჩუმეა. ამ მოგზაურობიდან დაბრუნება არავის გვინდა…“
ასეთები არიან გეოგრაფიის მასწავლებლები…
„მე აფხაზეთი არ მინახავს, მაგრამ შემდეგ სტატიებში აფხაზეთის ბუნებასა და ისტორიულ ძეგლებს გაგაცნობთ, – წერს მეცხრეკლასელი ნინო, – ბზიფის ტაძარსა და ციხესიმაგრეზე, ფირუზისფერ ტბაზე, გეგას ჩანჩქერზე, იუფშარაზე, ჩანჩქერ „კაცის ცრემლზე“ და პატარა რიწაზე მოგიყვებით“.
ფილმის დაწყებიდან ნახევარი საათი რომ გავიდა, მივხვდი – ჩემი შიში არ გამართლდებოდა და ხელთ სოციალური დრამა არ შემრჩებოდა. მართალია, ავტორს უმნიშვნელოდ სულაც არ ეჩვენებოდა განსხვავება კლასებსა და საწყის პირობებს შორის, რომლებსაც სამყარო მოზარდებს სთავაზობს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანი იყო, ფილმი დამთრგუნველ უთანასწორობაზე არ გადაეღო. ფრანგი რეჟისორის, სემუელ ტაისის ნამუშევარი უფრო იმის კვლევაა, რა ხდება გზაგასაყარზე, რას ხედავს ყოველდღიურობის გაუგებარი მოთხოვნებითა და თავისივე სურვილების სიუცხოვით თავგზააბნეული ბავშვი.
ფილმის სახელი „Petite nature“ ჩვენს ენაზე „ფაქიზ ბუნებად“ თარგმნეს, რაც ბევრს არაფერს გვეუბნება. რომელი სიტყვა გააერთიანებდა სუსტს, მშიშარას, მორცხვს, გულჩვილსა და ადვილად დასაბრიყვებელს? განცდა მაქვს, რომ წამიც და გამახსენდება.
მთავარი გმირი ათი წლის ჯონია, რომელიც აღმოსავლეთ საფრანგეთის საზღვრისპირა ქალაქ ფორბაკში ცხოვრობს დედასთან, უფროს ძმასა და უმცროს დასთან ერთად. ანგელოზს ჰგავს, გრძელი ქერა თმითა და ლამაზი სახით. გამორჩეულად მგრძნობიარეა, ძალადობას ყოველმხრივ გაურბის და ხვდება, რომ დანარჩენებისგან კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი განასხვავებს. მაინც რა? – ეს აუცილებლად უნდა გაარკვიოს, თავისი ადგილი უნდა მოძებნოს იმ სამყაროში, რომელიც საშიშადაც მოჩანს და საინტერესოდაც. ბილიკი ბევრია. ვინ იცის, სად შეიძლება წაიყვანოს თითოეულმა…
ფილმს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი გმირი ჰყავს – მასწავლებელი, გვარად ადამსკი, რომელიც ლიონიდან ჩამოდის პატარა ქალაქში. ბავშვების გულის მოსაგებად განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს – უბრალოდ, ისეთია, როგორცაა: მათ გვერდით ზის გაკვეთილზე, მათი ენა ესმის, მათიანია. ადვილი მისახვედრია, წარმოსახვით რა სიმაღლეზე აიყვანენ ასეთ კაცს, რომლის მსგავსადაც არავინ დალაპარაკებიათ, რა თვისებებს აღარ მიაწერენ.
ახალი მასწავლებელი ჯონის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ბიჭის ერთადერთი ამოცანა მასთან ახლოს ყოფნა, მის გვერდით დიდხანს დარჩენა ხდება და ამის მისაღწევად არაფერს ერიდება. სახე, გამოხედვა ისევ ანგელოზური აქვს, თუმცა მაყურებელს უფრო და უფრო უძლიერდება ეჭვი: რა უდევს პატარა გულში? რამდენად აცნობიერებს თავისი გადაწყვეტილებების სახიფათოობას? აქა-იქ მინიშნებებიც გვხვდება: „ლოლიტას სათვალე“, რომელსაც სულ ერთი წამით მოირგებს სავაჭრო ფარდულში, მაგრამ მაინც… ფილმის მეორე ნაწილში განგებ გვაბნევენ, თავგზას გვირევენ. შემთხვევით მოხმობილი არც ბლეზ სანდრარის ლექსია – „კუნძულები“, რომლებსაც მოსწავლეები გაკვეთილზე იმეორებენ. მიუწვდომელი კუნძულები. იდუმალების ნისლში გახვეული კუნძულები.
„ფაქიზი ბუნების“ ერთი თავისებურება ისიცაა, რომ უარყოფითი გმირი არ ჰყავს – ვიღაც ისეთი, ვისზეც ჯოხს გადატეხდი. მართალია, ჯონის დედა ყოველდღე რაღაცას აშავებს, მაგრამ მცირეა ეს დანაშაულები – ზედმეტის დალევა, ერთი-ორი სიტყვის უკმეხად თქმა… სხვანაირად ვერც იცხოვრებს იმ დროში, იმ ადგილას, თავისი ცოდნით, გამოცდილებით, სამყაროს შესახებ შექმნილი წარმოდგენით. მესიე ადამსკი კი ფრანგული კინოს იდეალურ მასწავლებელთა სიაშია შესაყვანი – შესაშურად სწრაფად პოულობს სწორ სიტყვებს, სწორ გამოსავალს; ვერც ყურადღების მოდუნებას უსაყვედურებ და ვერც ზედმეტ მზრუნველობას მოზარდებზე, მათი ფანტაზიის გაუმართლებლად გაღიზიანებას.
ვხვდები, საკმარისზე მეტი ვთქვი სემუელ ტაისის ფილმზე, რომლის მოძებნაც ცნობისმოყვარე მაყურებელს, წესით, არ უნდა გაუძნელდეს*. ის ინტერვიუებიც მრავლადაა, სადაც გამბედაობით გამორჩეული ავტორი თავის ჩანაფიქრზე ჰყვება. წერილს სწორედ მისი სიტყვებით დავამთავრებ: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ფილმში უფროსები სამაგალითოდ მოქცეულიყვნენ. ბავშვი მკვლევარია, ამ ასაკში ბუნებრივია იმის ძებნა, სად არის ჩვენი საზღვრები, ბუნებრივია ექსპერიმენტებით გატაცება. ბავშვი ყოველთვის ზედმეტად შორს მიდის. და იქნებ ამ გზით – გამონაგონით – შევძელი, რომ ყველაფერი სწორ ადგილას დამებრუნებინა?“
* 14 თებერვლამდე ფილმის ნახვა „ჩემი ფრანგული კინოფესტივალის“ ვებგვერდზე შეგიძლიათ:
ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას.
ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...