სამშაბათი, მაისი 6, 2025
6 მაისი, სამშაბათი, 2025

წერილების მაგია ანუ  როცა ლიტერატურა ცოცხლდება

0

სწავლა მხოლოდ წიგნების კითხვით და დავალებების შესრულებით არ შემოიფარგლება –  სასწავლო პროცესი უნდა იყოს ცოცხალი, საინტერესო და შემოქმედებითი. მინდა გაგიზიაროთ მეორე კლასში განხორციელებული, ინოვაციური პროექტი სახელწოდებით – “მივწეროთ წერილი”, რომელმაც სასწავლო პროცესს ახალი სიცოცხლე შესძინა.

პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის წერილის, როგორც კომუნიკაციის ფორმის გაცნობა და შესწავლა. ამავდროულად, აქტივობა მიმართული იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისკენ და ლიტერატურული ნაწარმოებების სიღრმისეული გააზრებისკენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ემოციური ინტელექტის გაღრმავებას, რაც წერილების წერის პროცესში ბუნებრივად ხორციელდებოდა.

ნაწარმოების, წითელი ნეკერჩხლის ფოთლის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა  დაიწყეს ნეკერჩხლის წითელ ფოთოლთან  “დიალოგი” წერილების მეშვეობით. თითოეული წერილი იყო უნიკალური და პირადული. ზოგი მოსწავლე თავის პერსონაჟს გულწრფელ სიტყვებს სწერდა ნუგეშისა და მხარდაჭერის შესახებ, ზოგი პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა სხვადასხვა სიტუაციისთვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო, როცა ბავშვები თავიანთ პირად შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ პერსონაჟებს და ახალ თავგადასავლებსაც კი სთავაზობდნენ მათ.

პროექტის განსაკუთრებით მიმზიდველი ასპექტი იყო ილუსტრაციების შექმნა. მოსწავლეებმა თავიანთი წერილები გაამდიდრეს ნახატებით, სადაც გამოსახეს საყვარელი სცენები ნაწარმოებებიდან და წარმოსახვითი შეხვედრები მათთან. ეს ვიზუალური ელემენტი კიდევ უფრო აღრმავებდა კავშირს ლიტერატურულ სამყაროსთან და აძლიერებდა ემოციურ ბმას პერსონაჟებთან.

პროექტის დასრულებისას გამართულმა პრეზენტაციებმა ნათლად აჩვენა, რამდენად ღრმად ჩაერთნენ მოსწავლეები ამ პროცესში. ისინი თავდაჯერებულად წარადგენდნენ საკუთარ ნამუშევრებს, ყურადღებით ისმენდნენ სხვების ნაშრომებს და აქტიურად მონაწილეობდნენ განხილვებში. ერთ-ერთი მოსწავლის სიტყვები განსაკუთრებით კარგად ასახავს პროექტის არსს: “მინდოდა, რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟი ყოფილიყო ჩემი მეგობარი, ამიტომ ისეთი წერილი დავწერე, თითქოს მას ვეპატიჟებოდი ჩემთან სათამაშოდ!”

პროექტმა მრავალმხრივი სარგებელი მოიტანა საგანმანათლებლო თვალსაზრისით. მოსწავლეებმა გააღრმავეს ლიტერატურული ანალიზის უნარები,  ემპათია და ემოციური ინტელექტი. წერითი და ვიზუალური კომუნიკაციის უნარების გაძლიერებასთან ერთად, შეიქმნა განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულება კითხვის მიმართ.

პროექტი – “წერილების მაგია” წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება სწავლის პროცესის გარდაქმნა შემოქმედებით და სახალისო გამოცდილებად. პროექტმა აჩვენა, რომ ბავშვების წარმოსახვის უნარი შეუზღუდავია, როცა მათ სწორი მიმართულება და თავისუფლება ეძლევათ. ეს ინიციატივა არა მხოლოდ საინტერესო საკლასო აქტივობად იქცა, არამედ გახდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსწავლეების ლიტერატურულ სამყაროში ღრმად ჩართვისა და მათი წარმოსახვის გაფართოების გზაზე.

 

როგორ განვავითაროთ მოსწავლეთა სამეცნიერო მედიაწიგნიერება

0

დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო წიგნიერი, განათლებული მოქალაქეები. გასულ საუკუნემდე, ცოდნის შეძენის ძირითად წყაროს მატერიალური ბიბლიოთეკების არსებობა წარმოადგენდა. ჩვენს ეპოქაში წიგნიერების ჩვეულებრივ განმარტებას დაემატა ციფრული მოქალაქეობა და მედიაწიგნიერება. მნიშვნელოვანია, სოციალური სივრცეში ნავიგაციის წესების ცოდნა და მისი ეთიკის დაცვა, მიწოდებული ინფორმაციის გააზრება, შეფასება და გამოყენება. ადამიანი თავისუფლად უნდა ფლობდეს იმ მიდგომებსა და ციფრული ინფორმაციის გააზრების შესაძლებლობებს, რომლებსაც მედიაწიგნიერება გულისხმობს.

მედიაწიგნიერება არის უნარი, რომლის ფლობა ნიშნავს იმას, რომ ინდივიდი რეალურად უნდა აფასებდეს და აანალიზებდეს მოძიებული ინფორმაციის შინაარსს. ამ მიმართულებით განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმირებული და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.

მედიაწიგნიერება მოიცავს ინტელექტუალურ ჩართულობას მედიასთან და ტექნოლოგიებთან, რაც თავის თავში გულისხმობს არა მარტო როგორც მომხმარებლის, არამედ მისი შემქმნელების როლსაც. განათლების სფეროში ის განისაზღვრება, როგორც მასმედიის ინფორმირებული და კრიტიკული გააზრების განვითარების საშუალება. მედიაწიგნიერების მიზანია, მოზარდებმა შეძლონ ფიქრი იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს მედია, როგორ გადმოსცემს ინფორმაციას, რა დოზით და ფორმით ახდენს რეალობის კონსტრუქციას. გარდა ამისა, მედიაწიგნიერება მიზნად ისახავს მოსწავლის აღჭურვას იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც საჭიროა საკუთარი მედიაპროდუქტების შესაქმნელად.

მედიაწიგნიერ ადამიანს კარგად აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი, შეუძლია შეაფასოს სისტემის სანდოობა და მიუკერძოებლობა. შესაბამისი დასკვნების გამოსატანად ის თავისუფლად იყენებს სხვადასხვა საძიებო ინსტრუმენტსა და წყაროს. შეუძლია, შექმნას საკუთარი პროდუქტი, რაც მას ხდის საზოგადოების აქტიურ წევრად. ასეთი ადამიანი არის საინფორმაციო „აურზაურით“ გარშემორტყმულ სამყაროში ორიენტირების უნარის მქონე აქტიური მოქალაქე.

მედიაწიგნიერება განათლების სისტემაში გულისხმობს მოზარდის ისეთი უნარებით აღჭურვას, რომ მან შეძლოს ზღვა ინფორმაციაში ნავიგაცია. შესაბამისი კომპეტენციის ფლობა ასწავლის მოზარდს, კრიტიკულად შეაფასოს მედიაშინაარსი, განასხვაოს ფიქციისგან, გააანალიზოს მედიაშეტყობინების მიზნები და გააცნობიეროს მედიის გავლენა საზოგადოებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ხელმისაწვდომია უპრეცედენტო მასშტაბით გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

რას ნიშნავს იყო მედიაწიგნიერი? მედიაწიგნიერ ადამიანს

■ აქვს უნარი, შეაფასოს მიღებული ინფორმაციისა და შესაბამისი წყაროს სანდოობა;

■ შეუძლია ამოიცნოს მეტაფორა და სიმბოლოები გასართობ, სარეკლამო და პოლიტიკურ მედიაგზავნილებში;

■ აქვს ემოციისა და ლოგიკის მიმართების გარჩევის უნარი, ამოიცნობს ფარულ და აშკარა მიმართვებს;

■ მგრძნობიარეა ვერბალური და ვიზუალური არგუმენტების მიმართ;

■ ახერხებს გამოიყენოს კრიტიკული ხედვა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის ჭეშმარიტების შესაფასებლად.

უახლესი ტექნოლოგიების, სამეცნიერო მიღწევებისა და პრობლემების გადაჭრის შესახებ ვრცელდება უამრავი ახალი ინფორმაცია სტატიებისა თუ ვიდეოს საშუალებით. განუსაზღვრელად მოზღვავებული ინფორმაციის პირობებში, აუდიტორიას ექმნება პრობლემა, ენდოს თუ არა სხვადასხვა სამეცნიერ ინფორმაციას, რომლებსაც აწყდება მედიაში და რამდენად გამოიყენოს იგი გადაწყვეტილების მიღებისას.

სწორედ აქ შემოდის სამეცნიერო მედიაწიგნიერება. ეს არის მედიაწიგნიერების ფორმა, რომელიც სპეციფიკურია და ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ხდება სამეცნიერო კვლევის განთავსება მედიის საშუალებით და რამდენად ახერხებს მათთან დაკავშირებული აუდიტორიის ინტერპრეტირებასა და ინტეგრირებას. სასარგებლო, საინტერესო, თუმცა რთულ და სახიფათო ინფორმაციულ გარემოში ორიენტაციისთვის გადამწყვეტია კრიტიკული აზროვნება.

სამეცნიერო მედიაწიგნიერება მედიაწიგნიერების სპეციფიკური ფორმაა. სამეცნიერო მედიაწიგნიერების მიზანია, ახალგაზრდებმა გაიაზრონ და კრიტიკულად შეაფასონ მედიაანგარიშები სამეცნიერო საკითხების შესახებ. მოზარდებს უვითარდებათ საჭირო უნარ-ჩვევები, რათა განასხვაონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ფსევდომეცნიერება, დეზინფორმაცია და გასართობი შინაარსის ინფორმაცია.

სამეცნიერო მედიაწიგნიერება გულისხმობს ადამიანის იმ უნარებით აღჭურვას, რომლებიც დაეხმარება მას, განსაზღვროს, კრიტიკულად შეაფასოს და გამიჯნოს სანდო სამეცნიერო ინფორმაცია „მეცნიერულად დასაბუთებული“ ცრუ ინფორმაციისა და სიყალბისაგან; მოახდინოს სამეცნიერო კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია, სხვადასხვა სამეცნიერო წყაროს შედარება და გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. სამეცნიერო მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ინფორმაციას ჯანმრთელობის, კლიმატის ცვლილებისა და მეცნიერების შესახებ, სასიცოცხლოდ აუცილებელია სამეცნიერო მედიაწიგნიერების პრინციპების გამოყენება ინფორმაციის წყაროსა და შინაარსის გადასამოწმებლად. გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარი, რომლის გამოყენება დაეხმარება ინდივიდს სამეცნიერო ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გარკვევაში.

■ ახალი სამეცნიერო ინფორმაციის გაცნობამდე, შესაძლებლობის ფარგლებში შეამოწმეთ მრავალი წყარო, კვლევითი სტატიის ჩათვლით, რომელსაც იგი ეფუძნება. გასათვალისწინებელია, თუ როგორ წარმოადგენენ სხვები ამავე თემას და რა სიყალბე შეიძლება იყოს მიკერძოებული განხილვის ინტერპრეტაციისას.

კრიტიკულად გაიაზრეთ თემის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის შინაარსი. შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ადაპტირებული გზა მეცნიერების სპეციფიკური მედიამესიჯებისთვის:

  • ყველა მედიამესიჯი, რომელიც შეიცავს მეცნიერულ ინფორმაციას, შექმნილია ადამიანების მიერ და იყენებს კონტექსტის სპეციფიკურ ტექნიკას;
  • მედიამესიჯები, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო ინფორმაციას, წარმოებულია კონკრეტული მიზნებისთვის;
  • ყველა სამეცნიერო მედიამესიჯი, შეიცავს ჩაშენებულ მნიშვნელობებს და თვალსაზრისს;
  • ადამიანები საკუთარ შეხედულებებს ქმნიან მედიამესიჯებიდან, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო ინფორმაციას მათი უნარებისა და გამოცდილების საფუძველზე;
  • მეცნიერების შესახებ მედიამესიჯებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ რწმენაზე, დამოკიდებულებებზე, ღირებულებებზე, ქცევებსა და საზოგადოებაზე.

გაითვალისწინეთ თქვენი ემოციები, ზოგიერთმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრაზის ან შიშის განცდა. შესაძლებელია, მედიამ ინფორმაცია გაავრცელოს დამახინჯებულად, თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებული ფორმით. გაუფრთხილდით ემოციებს, მიეცით საშუალება გონებას, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ დროს მნიშვნელოვანია საკუთარი ინტუიცია და ლოგიკური აზროვნების უნარი.

ჰკითხეთ აზრი ექსპერტს, თუ ეს შესაძლებელია – მეცნიერს, ექიმს, პროფესორს. დაამყარეთ ახალი კავშირები საჭირო და სანდო ადამიანებთან.

ძირითადი ცნებები ინფორმაციული წიგნიერების უნარების გაუმჯობესებაში, მოიცავს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების მრავალ კონცეფციას, მათ შორის:

  • კითხვების დასმა და პრობლემების განსაზღვრა;
  • მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • ახსნაგანმარტებების დასაბუთება;
  • მტკიცებულები არგუმენტირებულად დასაბუთება;
  • ინფორმაციის მოპოვება, შეფასება და კომუნიკაცია.

სამეცნიერო მედიაწიგნიერება აერთიანებს სამეცნიერო წიგნიერებას და მედიაწიგნიერებას. მედია არის სამეცნიერო ინფორმაციის წამყვანი წყარო საზოგადოებისთვის, მათ შორის მოზარდებისთვის, რომლებიც ხშირად ეცნობიან სიახლეებს სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებისა თუ სხვა ციფრული კომუნიკაციის მეშვეობით. სასკოლო სახელმძღვანელოებში გადმოცემული თემატიკა ხშირად განსხვავდება მასმედიაში წარმოდგენილი ინფორმაციისგან.

სამეცნიერო მედიაწიგნიერების სწავლება გულისხმობს მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას. მოსწავლეებს ასწავლიან სამეცნიერო სტატიების კრიტიკულად შეფასებას, ინფორმაციის წყაროების, ფაქტებისა და მოსაზრებების გარჩევას. რაც შეეხება პრაქტიკულ დავალებებს, ეფექტურია სამეცნიერო სტატიების ანალიზი, დებატები და საკუთარი კვლევითი პროექტების შექმნა. ასევე, მნიშვნელოვანია სამეცნიერო მეთოდისა და პროცესის გააზრება. ინტერაქციული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თანამშრომლობენ და განიხილავენ სხვადასხვა მოსაზრებას.

მედიაწიგნიერების სწავლება მოითხოვს მასწავლებლების მუდმივ გადამზადებას და ახალი მეთოდების დანერგვას. თუმცა, მედიაწიგნიერების პერსპექტივები ძალიან პოზიტიურია. სამომავლოდ, მედიაწიგნიერების სწავლება გახდება განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

მედიაში გავრცელებული სამეცნიერო ინფორმაცია უმეტესად გამოიყენება, როგორც სასწავლო მასალის მნიშვნელოვანი წყარო. მოზარდები ხშირ შემთხვევაში პირდაპირ იგებენ ინფორმაციას იმ ფორმით, როგორც წარმოდგენილია საჯარო სივრცეში. სოციალური მედიის პლატფორმები ხშირად აზიარებენ დაუსაბუთებელ არაარგუმენტირებულ მოსაზრებებს, რამაც შეიძლება მკითხველი მიიყვანოს არასწორი არჩევანის გაკეთებამდე.

სამეცნიერო სტატიები და სიახლეები შეიძლება შეიცავდეს სამეცნიერო ან ტექნიკურ ტერმინებს, მაგრამ ძირითადად დაწერილია ფართო აუდიტორიისთვის. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სასკოლო სივრცეში, დისკუსიისა და დებატების წახალისებით.

სამეცნიერო მედიაწიგნიერება შეიძლება იყოს ინტეგრირებული კურიკულუმებში სწავლების სამივე საფეხურზე. მასწავლებლებს შეუძლიათ სწავლებმა დაიწყონ თემებით, რომლებსაც მოსწავლეები უკვე იცნობენ და მოარგონ გაკვეთილებს კლასში მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.

შესაბამისი ცოდნის გარეშე, მოზარდებს გაუჭირდებათ მედიაკონტენტის კრიტიკული გააზრება. მათ შესაძლოა, გადაჭარბებულად შეაფასონ გაცნობილი სამეცნიერო მასალის სიზუსტე და მიიღონ ის წყაროს ან კვლევის სანდოობის მიუხედავად. უფრო მეტიც, შეიძლება შეცდომაში შევიდნენ ისეთი ტერმინებით, როგორებიცაა „მტკიცებულებებზე დაფუძნებული“ ან „მეცნიერულად დადასტურებული“, მათი წაკითხულის ღრმა კონცეპტუალური გააზრების გარეშე.

სამეცნიერო მედიაწიგნიერება მხარს უჭერს მოზარდზე ორიენტირებულ მიდგომას შემდეგი მოქმედებებით:

  • კრიტიკული აზროვნების უნარების ხელშეწყობა, რა საშუალებას იძლევა პოტენციურად მიკერძოებული ინფორმაციის მრავალი პერსპექტივიდან შესაფასებლად. ასევე, აძლიერებს მოსწავლეთა არგუმენტირებისა და დისკუსიის უნარს.
  • მოსწავლეთა მომზადება, ათა გახდნენ ინფორმაციის გააზრებული მომხმარებლები. მოზარდებს საშუალება ექნებათ გაიგონ და კრიტიკულად უპასუხონ მედიაში გავრცელებულ სამეცნიერო საკითხებს.
  • მეცნიერების მედიის ცნობების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებაში.

ზუსტ მეცნიერებათა მასწავლებლებს შეუძლიათ მედიით მოპოვებული მასალა გამოიყენონ დამატებით რესურსად, როგორც კონკრეტული საგნის შესწავლის არაფორმალური გზა. მედიის გამოყენება, იქნება ეს სტატიები, სიმულაციები თუ სხვა, უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის სწავლების ახალი სტილით გამოცდილებას.

მედიამეცნიერება, როგორც სასწავლო რესურსი, ხელს უწყობს ღია, კრიტიკულ აზროვნებას და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას. სამეცნიერო მედიაწიგნიერება ამრავალფეროვნებს სასწავლო კურიკულუმებს. მოზარდები სწავლობენ, როგორ დააფასონ მულტიმედიური კულტურა და გახდნენ მედიის აქტიური მომხმარებლები.

სკოლების ხელმძღვანელებმა და მასწავლებლებმა, მხარი უნდა დაუჭირონ სამეცნიერო მედიაწიგნიერებას, როგორც საგანმანათლებლო მნიშვნელოვან ბერკეტს. სამეცნიერო მედიაწიგნიერება ეხმარება მოზარდს სასწავლო პროცესის მიღმა განათლების მიღებაში. ის აძლევს მოსწავლეს სანდოობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გაიგოს და შეაფასოს შინაარსი, რომელიც ხელმისაწვდომია მედიასივრცეში.

საერთაშორისო კვლევების თანახმად მოსწავლეთა უმრავლესობას უფრო მეტად აინტერესებთ თემატიკის შესაბამისობა, ვიდრე სანდოობა. ისინი იშვიათად აკვირდებიან წყაროს მახასიათებლებს სანდოობის შესაფასებლად. ახალგაზრდის მსჯელობა მედიაში მოპოვებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ხშირად ბუნდოვანია, ზედაპირული და არ არის არგუმენტირებულად დასაბუთებული.

მოზარდების მხრიდან ონლაინინფორმაციის ხარისხის შესამოწმებლად, საჭიროა მათთან საუბრები კრიტიკული შეფასების მრავალ განზომილებაზე. ინფორმაციის საერთო ხარისხის შესახებ არგუმენტირებული მსჯელობისთვის, მნიშვნელოვანია შემდეგი მკაფიო განმარტებები და განხილვები: შესაბამისობა, სიზუსტე, პერსპექტივა, სანდოობა.

შესაბამისობისა და სიზუსტის შეფასება გულისხმობს თავად შინაარსის ხარისხის გათვალისწინებას იმის თაობაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი მათი მიზნისთვის და არის თუ არა ავტორის მოსაზრებები ფაქტობრივი მსჯელობით დაფუძნებული მტკიცებულებებზე.  შესაბამისობისა და სიზუსტის შესამოწმებლად, სთხოვეთ მოსწავლეებს, განიხილონ შინაარსის ხარისხი. პერსპექტივისა და სანდოობის დაზუსტება გულისხმობს ავტორის საქმიანობის დეტალების შემოწმებას.

სასწავლო კურიკულუმში მედიარესურსების ჩაშენება შეიძლება იყოს შესანიშნავი პლაცდარმი მოზარდისთვის მრავალი პერსპექტივისა და შინაარსის შესახებ აზროვნების ახალი გზების გასაკაფად.

მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს, დამოუკიდებლად მოიძიოს საჭირო მასალა ინტერნეტში, შეამოწმოს წყაროს სანდოობა, ინფორმაცია შედარების გზით გადაამოწმოს სხვადასხვა ვებგვერდებზე. მოზარდს უნდა გააცნოს ის ძირითადი აქცენტები, რომლებზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება:

  • რა შეიძლება იყოს ამ ინფორმაციის მიზანი? ვის სარგებელს ემსახურება ის?
  • შეესაბამება თუ არა ეს ვებგვერდი ვიზიტორის საჭიროებებსა და მიზანს? რა არის ამ ვებგვერდის მიზანი?
  • როდის განახლდა ინფორმაცია ამ ვებგვერდზე?
  • სად შეიძლება გადამოწმდეს ინფორმაციის სიზუსტე?
  • წარმოადგენს თუ არა ვებგვერდი საკითხის მხოლოდ ერთ მხარეს, თუ მოცემულია მრავალმხრივი პერსპექტივა?
  • რა მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი ავტორ და როგორ ასაბუთებს თავის დასკვნებს. არის თუ არა ეს საიმედო და სანდო;
  • ყურადღება უნდა მიქციეს, როგორ ენას იყენებს ავტორი უფრო ემოციურ, თუ ობიექტურ;
  • მნიშვნელოვანია სხვების მოსაზრება, რას ამბობენ ამ საკითხზე მეცნიერები და ექსპერტები.

 მოზარდებში სამეცნიერო მედიაწიგნიერების ამაღლების მიზნით მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ონლაინრესურსი, მაგალითად, სამეცნიერო სტატიები, ვიდეომასალა, ინტერაქციული სიმულაციები, რეპუტაციული სამეცნიერო ჟურნალები და უნივერსიტეტების ვებგვერდები; დაგეგმოს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას:

  • მოსწავლეებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ერთსა და იმავე საკითხზე სხვა წყაროების საშუალებით. შემდეგ განიხილონ, რომელი წყაროა უფრო სანდო და რატომ;
  • მოსწავლეებს შეუძლიათ, გამოიყენონ სოციალური მედია ერთმანეთისთვი საინტერესო სამეცნიერო სტატიებისა და ვიდეოები გასაზიარებლად;
  • მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს სხვადასხვა სტატი, ვიდეო ან სოციალური მედიის პოსტები და სთხოვოს მოსწავლეებს, განსაზღვრონ, რომელია ფეიკნიუსი და რატომ;
  • გაკვეთილზე საინტერესო იქნება სტრატეგია ხმამაღლა ფიქრი, ონლაინ წაკითხულის გააზრების შესახებ. ამ მეთოდის გამოყენებისას შერჩეული უნდა იქნეს საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებული მედიაგზავნილები;
  • მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და წარმოადგინონ საკუთარი სამეცნიერო ანგარიში, რასაც შემდგომ შეადარებენ მედიის საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას;
  • მოსწავლეებმა ჯგუფებში იმსჯელონ და გამართონ დებატები საკამათო სამეცნიერო თემებზე;
  • მოსწავლეებმა მოიძიონ არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი მედიაგზავნილები და განიხილონ მიკერძოებული იდგომის პრობლემური ბუნება ან მიზეზი, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მცდარი წარმოდგენების გამოსასწორებლად.

საინტერესო იქნება პროექტებზე მუშაობაც, მაგალითად, მოსწავლეებმა:

  •  შექმნან საკუთარი ბლოგი, სადაც დაწერენ სტატიებს საინტერესო სამეცნიერო თემებზე.
  •  ჩაწერონ პოდკასტი, სადაც ინტერვიუს აიღებენ მეცნიერებისგან და იმსჯელებენ აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე.
  •  შექმნან მოკლე ფილმი, სადაც აჩვენებენ სამეცნიერო პროცესების შესახებ არსებულ ან მოპოვებულ მასალას.

მასწავლებელმა მსგავსი სამუშაოს დაგეგმვისას, განსახორციელებელი საქმიანობისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოს აქტივობებში მონაწილე მოსწავლეების ასაკი, მოთხოვნილებები და მისწრაფებები.

სტატიაში ჩამოთვლილი აქტივობები წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს სამეცნიერო მედიაწიგნიერების განვითარებისთვის. პედაგოგს შეუძლია დანერგოს სხვადასხვა მეთოდი და სტრატეგია, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სამეცნიერო მედიაწიგნიერების უნარების ამაღლებას.

სამეცნიერო მედიაწიგნიერების დანერგვა საგანმანათლებლო სივრცეში არის ინვესტიცია ახალგაზრდისთვის სრულფასოვანი განათლების მისაღებად. ის მოამზადებს მოზარდს სამყაროს გამოწვევებზე საპასუხოდ და უზრუნველყოფს მომავალი თაობის პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებასა და გამოყენებას.

 

გამოყენებული ლიტერატურ:

 

https://www.sciencedirect.com/topics/computer-science/media-literacy

https://namle.org/resources/core-principles/

https://www.courageousri.com/post/science-media-literacy

https://www.edutopia.org/article/how-develop-students-science-media-literacy/

https://www.k12dive.com/news/current-events-bring-relevance-to-science-curriculum-while-boosting-media-l/605756/

https://www.nsta.org/science-teacher/science-teacher-january-2020/scientific-media-literacy

https://www.edutopia.org/blog/evaluating-quality-of-online-info-julie-coiro

 

 

 

 

 

 

სიკეთის  სიტყვების კედელი

0

ბავშვებისთვის სიკეთის სწავლება უმნიშვნელოვანესია პოზიტიური და თანამგრძნობი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

ლექსიკური სიტყვის კედლის ბარათების ნაკრები ფასდაუდებელი რესურსია პედაგოგებისთვის სოციალურ-ემოციური სწავლების (SEL) გაკვეთილების დროს. ვიზუალურად მიმზიდველი ინსტრუმენტი უზრუნველყოფს სიკეთესთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინების დანერგვასა და განმტკიცებას, თანაგრძნობისა და სოციალური უნარების გამომუშავებას.

ეს ბარათები გვთავაზობს ყოვლისმომცველ ლექსიკას თანაგრძნობიდან მადლიერებამდე და ინკლუზიურობამდე, რომელიც ბავშვებს ეხმარება, გაიაზრონ სიკეთის პრინციპები, ჩართონ ეს ფასეულობები  ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სიკეთის სიტყვების კედელზე შეგვიძლია განვათავსოთ, როგორც სიტყვების ბარათები, ასევე სიკეთის ამსახველი ნახატები.

 

 სიტყვის კედლის ბარათების გამოყენებით შესაძლებელია წინადადებების შედგენა და გავრცობა, ნახატებზე დაყრდნობით კი მცირე მოცულობის მოთხრობის/ზღაპრის შეთხზვა (ზეპირსიტყვიერად და წერილობით), ამბის მთავარი სათქმელის გამოკვეთა.

მოსწავლეებში სიკეთის დანერგვა სცილდება უბრალო თავაზიანობას.

ის ავითარებს ცხოვრების აუცილებელ უნარებს და ხელს უწყობს ჰარმონიული საზოგადოების განვითარებას.  სიკეთის სწავლება ხელს უწყობს ბავშვებში თანაგრძნობის გამოხატვას, ეხმარება მათ გაუზიარონ სხვებს თავიანთი გრძნობები.

ლექსიკური სიტყვის კედლის ბარათები, მასწავლებლებისთვის ხელშესახები და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, უზრუნველყოფს მოსწავლეებში სიკეთის კონცეფციების გამყარებას.

როდესაც მოსწავლეები ხვდებიან ტერმინებს, „ემპათია“ და „პატივისცემა“, სიტყვების კედელზე, ისინი იაზრებენ იმ ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც საფუძველს უყრის პოზიტიურ სოციალურ ინტერაქციას და ემოციურ კეთილდღეობას.

ეს არის ყოველდღიური შეხსენება იმ სათნოებების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ემპათიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

გამოყენებული რესურსები:

https://www.teachstarter.com/us/blog/christmas-games-for-kids/

https://www.google.com/search?q=caring+for+children+clipart&sca_esv

 

 

 

 

 

 

 

 

 

სივრცის აუდიოაღწერა -(აუდიოდესკრიპცია)

0

აუდიოაღწერა/აუდიოდესკრიპცია უნივერსალური დიზაინის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სივრცეში უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია იმ სასწავლო-საგანმანათლებლო თუ სხვა სივრცეების აუდიოაღწერა, რომლებშიც უსინათლო ან მცირემხედველ ბავშვებს/პირებს უწევთ გადაადგილება. აუდიოაღწერის ცოდნასა და მეთოდებს, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერითა და HumanDoc-ის დახმარებით, რამდენიმე ეტაპად ვეუფლებით, ამჯერად — შვედეთისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტების პროფესორებისა და პოლონელი უსინათლო კონსულტანტების ჩართულობით. სიამოვნებით გიზიარებთ მათგან მიღებულ და ჩვენსავე მოპოვებულ ცოდნას. ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი სივრცე აღიწერება და მოერგება ისინი უსინათლო პირების საჭიროებებს.

შენობის შიდა სივრცის ეფექტური აუდიოაღწერილობების შექმნა იმთავითვე მოიაზრებს დეტალურ, მკაფიო და საინტერესო სიტყვიერ ახსნა-განმარტებას, რომელიც გადასცემს ვიზუალურ ინფორმაციას უსინათლო ან მცირემხედველ პირებს. ინტერიერის ეფექტური აუდიოაღწერილობის შესაქმნელად გამოგვადგება ცოდნა, რომელიც რამდენიმე საკითხად შეიძლება დაიყოს.

  1. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვიცნობდეთ აუდიტორიას. მოგვეთხოვება იმის დადგენა, თუ ვინ გამოიყენებს ჩვენ მიერ მომზადებულ აუდიოაღწერას და რა საჭიროებები აქვთ ამ ადამიანებს. ვიცოდეთ ჩვენი აუდიტორია, ნიშნავს, გვესმოდეს, რომ ჩვენ აღვწერთ შინაარსს იმ პირებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა დონის ცოდნა ამ თემაზე.
  2. შეაგროვეთინფორმაცია. ამისთვის კი დაათვალიერეთშენობადადააზუსტეთ განლაგებისძირითადიმახასიათებლებიდამნიშვნელოვანიელემენტები. გამოყავით მნიშვნელოვანიასპექტები, როგორებიცაა:არქიტექტურულისტილი, გამოყენებულიმასალებიდასხვადასხვასივრცისდანიშნულება.
  3. მნიშვნელოვანია აღწერილობისსტრუქტურირება შემდეგი გეგმით:
  • შესავალშივე დაიწყეთშენობისმიმოხილვა, მისისახელის, დანიშნულებისადანებისმიერიშესაბამისიისტორიისჩათვლით.
  • აღწერეთცალკეულიოთახებიდატერიტორიებისისტემატურად, დაწყებულიშესასვლელიდან, გასასვლელით დამთავრებული.
  • განსაზღვრეთ ადგილმდებარეობა.მიუთითეთ,სადმდებარეობსოთახისხვაოთახებთანმიმართებით.
  • ზომადაფორმა — აღწერეთზომებიდაგანლაგება.
  • ძირითადიმახასიათებლები — მონიშნეთმნიშვნელოვანიელემენტები, როგორებიცაა:ავეჯი, ნამუშევრები, კარ-ფანჯრებიდადეკორაციები.
  • ტექსტურების, ზედაპირების, ჩარჩოებისადაფერების აღსაწერადგამოიყენეთნათელიენა. ფერი შეადარეთ კარგად ნაცნობ საგნებს ან საკვებ პროდუქტებს, მაგალითად: წითელი — პომიდორს, ყვითელი — ლიმონს…
  • ფუნქციონალობა — ახსენით,რააქტივობებსანმიზნებსემსახურებათითოეულისივრცე.
  1. გამოიყენეთ მარტივი და აღწერითი ლექსიკა. იყავით აღწერილობითი, გამოიყენეთ ნათელი და კონკრეტული ენა, რათა ნათლად წარმოაჩინოთ, რაც ხდება. მაგალითად, ნაცვლად „მაღალი სახლისა“, შეგვიძლია თქვათ: „თეთრი ქვით ნაგები, მაღალი სახლი წითელი კრამიტის გადახურვით“. გამოიყენეთ მიმანიშნებლები, როგორებიცაა: „მარჯვნივ“, „მარცხნივ“, „წინ“ და სხვა.
  • წარმოსახვითი სურათისდასახატად აირჩიეთზუსტი, მაგრამშედარებითი/მიმსგავსებითიაღწერილობები.
  • მოერიდეთჟარგონსდაზედმეტადტექნიკურტერმინებს; შეინარჩუნეთგასაგები, თუმცამიმზიდველი ენა.
  • გონივრულადგამოიყენეთმსგავსებებიდამეტაფორებიგაგებისგასაუმჯობესებლად.
  1. ზოგან ჩართეთ იუმორიც, თუ ამის საშუალებას დრო და ფორმატი იძლევა.
  2. საჭიროებისშემთხვევაში, კარგი იქნება კონკრეტულიადგილებისშესახებ საინტერესოფაქტებისანისტორიების დამატება, რაც აღწერას შემატებსსიღრმესდა გაამდიდრებსმსმენელისგამოცდილებას.
  3. მართეთ ტემპიდატონი.
  • ილაპარაკეთნელადაგარკვევით, მიეცითმსმენელსდროინფორმაციისასათვისებლად. ცვალეთ ტემბრი და შეინარჩუნეთმიმზიდველიტონი, რათამსმენელიდაინტერესდეს.
  • გაითვალისწინეთფონურიხმები— ხმებიშენობიდან და გარე სივრცეებიდან. მოერიდეთძალიანსწრაფადლაპარაკს, დაუშვითგარკვეულიპაუზა, რათამსმენელმაშეძლოსინფორმაციისაღქმა.
  • შეინარჩუნეთნეიტრალურიტონი. აღწერაშიარუნდაჟღერდეს პირადიმოსაზრებები; ისუნდაიყოსობიექტურიდაფაქტობრივი. თქვენიტონი სიტუაციისამებრ, უნდაიყოსმიმზიდველი, მაგრამარა — ზედმეტადდრამატული. ამისათვის კი ივარჯიშეთ. წარმოიდგინეთ თავი მსმენელისადგილას. წარმოიდგინეთ, რადეტალების ნახვას ისურვებდით.
  1. შეამოწმეთთქვენიაღწერა. სთხოვეთ გადაკითხვა ენის კარგ მცოდნეს.
  2. გაუზიარეთაუდიოაღწერათქვენისამიზნეაუდიტორიისწევრებსგამოხმაურებისა და კრიტიკისთვის. შეაგროვეთგამოხმაურება: თუშესაძლებელია, მიიღეთგამოხმაურებამხედველობადაქვეითებულიპირებისგანთქვენსაღწერილობებზე. მათიშეხედულებებიდაგეხმარებათ,დახვეწოთთქვენიმიდგომადაგახადოთისუფრომორგებული.
  3. მათი რეკომენდაციისამებრ, შეცვალეთ ტექსტი, რათაგაუმჯობესდესსიცხადედაჩართულობა.
  4. ჩაწერეთაღწერა.თუშესაძლებელია, აუდიოაღწერილობებს მოარგეთშესაბამისიხმოვანიეფექტებიანფონურიმუსიკა, რომელსაცშეუძლიაგააუმჯობესოსვიზუალურიატმოსფეროდაკონტექსტი.
  5. დარწმუნდით, რომაღწერილობებიკარგადუთავსდება გამოსახულებებს.
  6. გამოიყენეთკარგიხარისხისხმის აღჭურვილობამკაფიოხმოვანებისუზრუნველსაყოფად. მოერიდეთძალიანსწრაფადლაპარაკს, დაუშვითგარკვეულიპაუზა, რათამსმენელმაშეძლოსინფორმაციისაღქმა.
  7. აირჩიეთმშვიდიგარემოჩაწერისთვის, რათამინიმუმამდედაიყვანოთფონურიხმაური.
  8. უზრუნველყავით ხელმისაწვდომობა.დარწმუნდით, რომაუდიოაღწერაადვილადხელმისაწვდომიასხვადასხვაპლატფორმისსაშუალებით (მაგ., QR კოდები, ვებსაიტი, მობილურიაპლიკაცია). განიხილეთ ალტერნატიული ტექსტები[1].

აუდიოაღწერის შესაქმნელად პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, Chart gpt-ს ფოტო მივაწოდე და აღწერა ვთხოვე. მან ფოტო ვერ გარდაქმნა ტექსტად, თუმცა შემომთავაზა ნიმუში, რომლის ჩემ მიერ რედაქტირებულ ვერსიას ასევე სიამოვნებით გაგიზიარებთ:

შესავალი: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გრინფილდის საზოგადოებრივი ცენტრის შესასვლელთან. შიგნით შესვლისას თქვენ გელით ბუნებრივი სინათლის თბილი ნათება, რომელიც მიედინება დიდი, თაღოვანი ფანჯრებით. კედლები შეღებილია რბილი კრემისფრით, მორთულია ადგილობრივი მხატვრების მიერ შექმნილი საუკეთესო ნამუშევრებით“.

ოთახის აღწერა: თქვენგან ხელმარჯვნივ ნახავთ მთავარი შეხვედრების დარბაზს. ის არის ფართო, მაღალი ჭერით და გაპრიალებული ხის იატაკით. ოთახი სავსეა მრგვალი მაგიდებით, რომლებიც გარშემორტყმულია კომფორტული სკამებით. დარბაზი შესანიშნავია შეკრებებისთვის. ჩრდილოეთის, შედარებით ღია ფერის კედელზე ჰკიდია დიდი დაფა, სხვებზე კი წიგნებითა და რესურსებით სავსე თაროებია განთავსებული, თანამშრომლობისა და საზოგადოების ჩართულობისთვის.

იფიქრეთ, როგორ შექმნიდით თქვენი სივრცეების აღწერებს და გამიზიარეთ – ერთად მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.

[1] ამის შესახებ იხილეთ ჩვენი წერილი: https://mastsavlebeli.ge/?p=41547

შამპანური… რა გემოსია???

0

სახლში კედელს ნახატის რეპროდუქცია ამშვენებს. ლოყაწითელა გოგონა ყურძენს შეხარის და კრეფს. ნახატის შექმნის ისტორია არ ვიცი. შემეძლო მომეძებნა, მაგრამ დამეზარა, რადგან წერილის თემასთან კავშირი არ აქვს. ყურძენთან კი კავშირშია. ყურძნის სიმწიფეს და შაქრის დაგროვებას ისეთი ცხელი მზე და ზაფხული სჭირდება, როგორიც ამ ნახატზეა გამოსახული. ვაზის, ყურძნის და ღვინის კულტურის ქვეყნებადაც ხომ ისეთი ქვეყნები მოიაზრება, რომლებშიც სწორედ რომ შესაფერისი პირობებია იმისთვის, რომ ყურძენმა შაქარი დააგროვოს და დამწიფდეს. საქართველო ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იკავებს.

კლასიკურ ევროპულ ანტიკურ წყაროებში საბერძნეთსა და რომში ყურძნის წვენს, უფრო სწორედ, მისგან მიღებულ ღვთაებრივ სასმელს, ანუ ღვინოს ძველთაგანვე კულტურულ-ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა. ზოგჯერ ფულის მაგივრობასაც წევდა, ექსპორტზეც გადიოდა და მთელ რიგ სარიტუალო ღონისძიებებშიც გამოიყენებოდა.

დღეს ვენახს კანადაშიც კი შეხვდებით, მაგრამ ეს საუკუნეების განმავლობაში სელექციონერების მუშაობის შედეგად მიღებული ყინვაგამძლე ჯიშებია. იმ ადრეულ პერიოდში კი ვაზი სწორედაც რომ სითბოს საჭიროებდა.

როდესაც რომაელებმა „გალია“ (საფრანგეთის ძველი სახელი) დაიპყრეს და მის ჩრდილოეთ ნაწილში ვაზის გაშენება გადაწყვიტეს, მოაზროვნე ხალხი, რბილად რომ ვთქვათ, დაეჭვდა. ზამთარში აქ ბატონო, თოვლი მოდის და რანაირადო… რომაელებმა ვაზი მაინც ჩაყარეს და რეგიონს Campania დაარქვეს. ეს იმ დროს უწოდეს ასე, თორემ დღეს Champagne-ად არის ცნობილი.

ამ რეგიონში მეღვინეობა ნელა ვითარდებოდა. ყურძენი დამწიფებას ვერ ასწრებდა, შაქარს ვერ აგროვებდა და მჟავე რჩებოდა. ამის გამო, ღვინო ნაკლებალკოჰოლური გამოდიოდა. ალკოჰოლი ფერმენტული დუღილის შედეგია, როდესაც შაქარი სპირტად გარდაიქმნება. თუ წვენში შაქარი ცოტაა, სპირტიც მცირე რაოდენობით წარმოიქმნება. თუმცა რეგიონში მეღვინეობა რომის იმპერიის დაცემის შემდეგაც განაგრძეს. ჰო, ღვინო მსუბუქი გამოდიოდა, მაგრამ ლუდზე და სიდრზე უფრო მაგარი კი იყო. ოღონდ, ტრადიციულ ბურგუნდიულ და ბორდოს ღვინოებს კონკურენციას ვერ უწევდა.

თუმცა, შამპანის ადგილმდებარეობამ განაპირობა განსაკუთრებული სავაჭრო და პოლიტიკური ინტერესი მის მიმართ და ღვინომაც გამორჩეული სტატუსი შეიძინა.

მას შემდეგ, რაც 987 წელს ჰიუგო კაპეტი რეიმსის ტაძარში მეფედ აკურთხეს, ეს ამბავი ტრადიციად იქცა და შემდეგი 800 წლის განმავლობაში საფრანგეთის მეფეები ოფიციალურ გვირგვინს ამ ტაძარში იდგამდნენ. ბანკეტზე სწორედ შამპანის ღვინით ირთობდნენ თავს. ასე, ნელ-ნელა ეს ღვინოები ფრანგ მეფეთა ოფიციალური სასმელი გახდა.

მე-16 საუკუნისთვის ადგილობრივმა სოფელმა სახელად „აი“-მ ისეთი მაღალი სტატუსი შეიძინა, რომ აქ წარმოებულ ღვინოებს Vins de France, ანუ ფრანგულ ღვინოებს უწოდებდნენ. ამ დრომდე, შამპანში თეთრ ღვინოებსაც წითელი ჯიშის ყურძნისგან აწარმოებდნენ. თეთრი ყურძნის მოყვანა-მოშენება მოგვიანებით ისწავლეს. თეთრი ჯიშები ბოლომდე ვერ ეგუებოდნენ ცივ კლიმატს. გარდა ამისა, მათ წვენში არ არის ტანინი იმ რაოდენობით, რომ კონსერვანტად გამოდგეს. მოკლედ, ტექნოლოგიების განვითარებამდე თეთრ ჯიშებთან არაფერი გამოვიდა. ჰოდა, წითელი ყურძნისგან დამზადებულ თეთრ ღვინოებს რაღაცნაირი მორუხო ფერი დაჰკრავდა, ამიტომაც მათ „რუხი გნოლი“ შეარქვეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ღვინო „მშვიდი“ იყო. ეს ნიშნავს, რომ არაგაზირებული, არაშუშხუნა ღვინოები გახლდათ. ეს დროებითი მოვლენა იყო. ზუსტად იმ დრომდე, სანამ არენაზე დონ პერენიონი არ გამოჩნდა.

პიერ პერენიონი ადგილობრივი მკვიდრი გახლდათ. მისი ოჯახი ვენახებს ფლობდა. 17 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. 30 წლის კი გადაიყვანეს სენ-პიერ დოტვილერის ძალიან ძველ სააბატოში, სადაც ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე საქმეთა მწარმოებლად მუშაობდა. მისი ტიტული იყო „დომ“ (ლათინური „დომინუს“),რაც ბატონს ნიშნავს. სააბატოს შემოსავალი მევენახეობა და კარგი ღვინის წარმოება იყო. ღვინო მთელ საფრანგეთში და მის საზღვრებს გარეთაც იყიდებოდა. თუმცა, ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. მე-17 საუკუნეში, ანუ დომ პერენიონის დროს, ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში დაიწყეს. მანამდე, ღვინოს კასრებში აყენებდნენ. მას აქვე ინახავდნენ და სუფრაზე მიტანის წინ კერამიკის დოქებში ასხამდნენ. მინის და მისგან დამზადებული ჭურჭლის შექმნის შემდეგ კი ბოთლებში გადაჰქონდათ და ისე ყიდდნენ. სხვა რეგიონების ღვინო შუშის ბოთლებში თავს გადასარევად გრძნობდა. აი, შამპანის ღვინოებს კი პრობლემა შეექმნათ, რომელიც ადგილობრივ კლიმატთან იყო დაკავშირებული. როდესაც ადრეული შემოდგომა დგებოდა და რეგიონში ცივი ჰავა ისადგურებდა, ღვინის დუღილი ჩერდებოდა და შაქარი ბოლომდე სპირტად გარდაქმნას ვერ ასწრებდა. ჰოდა, თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ღვინოს ბოთლებში ჩაასხამდი, ფაქტობრივად ნელი მოქმედების ბომბად გარდაიქმნებოდა. გაზაფხულის სითბოსთან ერთად მიძინებული დუღილის პროცესიც იღვიძებდა, გამოიყოფოდა ნახშირორჟანგი, რომელიც წნევით ან ბოთლის საცობს ისროდა ან ბოთლს აფეთქებდა. ჰოდა, ასე წნევის ქვეშ მყოფი ბოთლები ერთი მეორეს მიყოლებით იმსხვრეოდა. კასრებთან ეს პრობლემა არ იყო, რადგან არაჰერმერტულობის გამო, ბოთლისგან განსხვავებით, იქიდან გაზი თავისუფლად გამოდიოდა.

ასეთ ფეთქებად ღვინოს „ეშმაკის ღვინო“ შეარქვეს და დომ პერენიონმა სწორედ ღვინის ამ ნაკლის გამოსწორებას დაუთმო თავისი ცხოვრების დიდი მონაკვეთი. გამოდის, რომ შამპანურმა თავისი თავი თვითონ გამოიგონა. პერენიონმა კი პროტოკოლი შეიმუშავა, რომ ეს აფეთქებების პროცესი შეეჩერებინა. პერენიონის პროტოკოლებით შესაძლებელი გახდა, ყურძნის შავი ჯიშებიდან რეალურად თეთრი და კარგი ხარისხის ღვინის მიღება, თუმცა გაზის წარმოქმნა ვერ შეაჩერეს. შუშხუნის პროცესშიც ვერაფერი კარგი ვერ დაინახეს.

შამპანური ღვინოების პოპულარიზება მარკიზ შარლ დე სენტ-ევრემონთან არის დაკავშირებული. ეს უკანასკნელი პუბლიცისტი და პოლიტიკოსი გახლდათ. 92 წელი იცოცხლა და როგორც სამშობლოდან დევნილმა, ნახევარზე მეტი დრო ლონდონში გაატარა. სწორედ, იქაურ სამეფო კარზე გახადა შამპანური ღვინოები პოპულარული. ჰოდა, მთელმა ინგლისელმა მოდას აყოლილმა საზოგადოებამ სწორედ შამპანური ღვინოების გამოწერა დაიწყო საფრანგეთიდან. ეს ბუნებრივი გაზიც როგორ უხდებოდა, რაღაც განსაკუთრებულ გემოს აძლევდა. პრობლემა კი ისევ ის იყო, ბოთლები დროდადრო ფეთქდებოდნენ. თუმცა, იმ პერიოდში ინგლისში უფრო ხარისხიან ტარას უშვებდნენ, ასევე დაიწყეს ძალიან მყარი საცობების წარმოება. ასეთი საცობი გაზს ბოთლში უფრო სანდოდ აკავებდა.

პოპულარობა ოხერი რამეა. ახლა უკვე მეზობელ ქვეყნებში გავრცელდა ხმები შუშხუნა ღვინოზე და საფრანგეთშიც გაცილებით მოთხოვნადი გახდა. იმდენად, რომ მე-18 საუკუნისთვის ყველა მეღვინე შუშხუნა ღვინის წარმოებაზე გადაერთო. ასეთ ღვინოებს შაქარსაც ამატებდნენ და მაშინდელი შამპანურები ახლანდელთან შედარებით უფრო ტკბილი იყო. სიტკბოს მიხედვით გემოებსაც არჩევდნენ. მაგ. Gout anglais ინგლისური გემო ლიტრზე 22-66 გრ. შაქარს შეიცავდა, Gout americain ამერიკული გემო – ლიტრზე 110-165 გრ. შაქარს, ფრანგული გემო კი – 165-200 გრამს. თანამედროვე შამპანურის ყველაზე ტკბილი ვარიანტი კი ლიტრზე 12-50 გრ. შაქარს შეიცავს.

ასეა თუ ისე, ორგანიზმში შამპანურსაც ისეთივე გადამუშავება სჭირდება, როგორც ნებისმიერ სხვა ალკოჰოლს. პირველ რიგში ეთანოლი უნდა დაიჟანგოს და ასევე შაქარიც, რომელიც შამპანურში გვხვდება.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ეთანოლის დაჟანგვა ღვიძლში ხორციელდება. ღვიძლის პარენქიმული უჯრედების ციტოპლაზმაში არსებული ფერმენტი ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მოქმედებით ეთანოლი აცეტალდეჰილამდე იჟანგება. წარმოქმნილი აცეტალადეჰილი ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში გადადის, სადაც მიტოქონდრიული ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მოქმედებით ძმარმჟავას წარმოქმნით იჟანგება. ძმარმჟავა კი საბოლოოდ ნახშირორჟანგს და წყალს გვაძლევს.

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს მკვეთრად იზრდება ბარბიტურატების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობა. ბარბიტურატები ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტური ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც დაწყებული მსუბუქი დამაწყნარებელი მოქმედებიდან, ღრმა ძილიანობა და ნარკოზული მდგომარეობა ახასიათებთ. ალკოჰოლთან ერთად მათმა მიღებამ შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ ეთანოლი აინჰიბირებს ღვიძლის ენდოპლაზმურ რეტიკულუმში ბარბიტურატების ჰიდროქსილირების პროცესს. ამის გამო, ბარბიტურატების მოქმედების დრო მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება. როგორც ეთანოლი (მაღალი დოზებით), ისე ბარბიტურატები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, როგორც დეპრესანტი. ამიტომ, ამ ორი ნივთიერების სინერგისტული მოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს სუნთქვითი ცენტრის დამბლა და ადამიანი დაიღუპოს.

დიდი ხნის წინ კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლი „ბნელ ოთახში“ ვნახე. სპექტაკლი სამი ნოველისგან შედგება: აკან ეიქბორნის „ჩაი“, რაფიელ ერისთავის „ეჭვიანი“, ძველი ფრანგული ვოდევილი „ბნელ ოთახში“, მანანა ანასაშვილის რეჟისურით შესრულებული. მონაწილეობდნენ თაზო თოლორაია, ნინო ბურდული და რუსუდან ბოლქვაძე. მათ ოსტატობაზე არაფერს დავწერ, სახელები უკვე ამბობენ, რა სამსახიობო ტრიოსთანაც გვქონდა საქმე.

ჰოდა, ბნელ ოთახში გამოკეტილი რუსუდან ბოლქვაძის გმირი, შამპანურის პირველად გასინჯვის წინ თავის თავს ეკითხება:

  • ოჰჰჰ, შამპანური?… შამპანური მე ჯერ არ გამისინჯავს, ნეტა რა გემოსია?

ქაოსი, აბსურდი, ხელახალი დაბადება – შეჰან კარუნატილაკას „The Seven Moons of Maali Almeida“

0

შრი ლანკა, 1980-იანი წლები. კომუნისტები ხოცავენ მუშათა კლასს, რათა კაპიტალიზმი დაამხონ, თამილელი ვეფხვები (The Liberation Tigers of Tamil Eelam) ჟლეტენ იმ თამილებს, რომლებიც მათ დამოკიდებულებას არ იზიარებენ და ფიქრობენ, რომ შრი ლანკაში ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა მშვიდობიანად უნდა იცხოვროს და ქვეყანა მხოლოდ თამილებს არ ეკუთვნით; ინდოელი მშვიდობისმოყვარეები კი ხოცავენ განურჩევლად ყველას, რა თქმა უნდა, მშვიდობის დასამყარებლად.

ჰო, კიდევ არის მთავრობა, ანუ ერთიანი ეროვნული პარტია (United National Party), თავის დაქვემდებარებაში მყოფი საგანგებო დავალებათა ძალებით (Special Task Force). ამ უკანასკნელს სინამდვილეში მხოლოდ ერთი საგანგებო დავალება აქვს: მოიტაცოს, აწამოს და უკვალოდ გააქროს ყველა, ვინც ზემოთ ჩამოთვლილი დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომელიმესთან თანამშრომლობს. თუმცა ეს ჯგუფები არც ისე დაპირისპირებულია – ერთმანეთშიც და მთავრობასთანაც ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვაჭრობენ იარაღით, რომლითაც ხან ამერიკა და ხანაც ჩინეთი ამარაგებთ.

სწორედ ამ დროს ფოტოგრაფსა და ომის მიმომხილველს, მაალი ალმეიდას, რომელმაც უკვე მოასწრო საიდუმლო რომანის გაბმა ახალგაზრდობის მინისტრ სტენლი დჰარმედანის ვაჟ დილან დჰარმედანთან, გამოუცნობ ვითარებაში კლავენ.

ასეთია „ბუკერის“ 2022 წლის ლაურეატის, შეჰან კარუნატილაკას რომანის სიუჟეტი. მაგრამ „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“ არაა კლასიკური დეტექტივი. ეს არც კლასიკური გეი რომანი (მით უმეტეს) და არც პოლიტიკური რომანია. საქმე პასტიშთან გვაქვს – ჟანრების ირონიულ ნაზავთან. და ეს დასაწყისიდანვე ცხადია – რომანი იწყება თავით „პასუხები“:

„You wake up with the answer to the question that everyone asks. The answer is Yes, and the answer is Just Like Here But Worse. That’s all the insight you’ll ever get. So you might as well go back to sleep.“ – „იღვიძებ პასუხით კითხვაზე, ყველა რომ სვამს. პასუხი არის დიახ. პასუხი არის: ისე, როგორც აქ, ოღონდ უარესად. სულ ეს არის საკითხის მთელი არსი, მეტს ვერაფერს შეიტყობ. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლია, ძილი შეიბრუნო“ (გვ. 4).

კი, სწორად მიხვდით – თხრობის დასაწყისში მაალი უკვე მკვდარია. არ ახსოვს, ვინ მოკლა, მაგრამ ახსოვს, რომ სიკვდილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს მისი საგულდაგულოდ გადამალული ფოტოები. ამისთვის კი შეყვარებულსა და მეგობარს უნდა დაუკავშირდეს სულების სამყაროდან. ეს თავისთავად პრობლემაა. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ რეინკარნაციამდე დროებით განსასვენებელში, სინათლეში, გადასასვლელად მაალის მხოლოდ შვიდი დღე-ღამე, ანუ შვიდი მთვარე აქვს. ამ დროში დედამიწაზე დაუსრულებელი საქმის მოგვარებაც უნდა მოასწროს და განსასვენებლამდე მიღწევაც, თორემ დემონ მაჰაკალის ლუკმა გახდება.

მთელი რომანი სწორედ სულების სამყაროს პერსპექტივიდანაა დაწერილი: აქ დამხმარეები (სინათლის თეთრსამოსიანი მსახურნი) და დემონები ცოცხალი ადამიანებივით რეალურები არიან. ორ სამყაროს შორის გაჭედილი სულებიდან კი ზოგი ასეთ მდგომარეობაში ნებით რჩება, რათა მთავრობასა და ყველა სისასტიკის ჩამდენზე შური იძიოს. მაალი მათაც გადაეყრება და ასე იწყება მისი ძალიან სასაცილო და, ამავდროულად, ტრაგიკული თავგადასავალი – თავგადასავალი სწორედ სიკვდილის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მაალის პროტოტიპი შრი ლანკაში მთავრობის მიერ გატაცებული და მოკლული ჟურნალისტი რიჩარდ დე ზოისაა. სწორედ ზოისას ლექსის სტრიქონები აქვს წამძღვარებული ეპიგრაფად რომანს: „Father, forgive them,/for I will never“ – „მამაო, მიუტევე ამათ,/ რამეთუ მე არასდროს მივუტევებ“.

შეჰან კარუნატილაკა ოსტატი მთხრობელია. მისი სხარტი ფრაზები, იუმორი და დაუნდობელი ირონია, ალბათ, წიგნის მთავარი ღირსებაა. ტიპური დიალოგი რომანში (ამჯერად, ორ პოლიციელს შორის – სახელდახელოდ გითარგმნით):

„- ჩვენ ჩვენი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი.

– და რა არის ჩვენი სამუშაო?

– უდანაშაულო ადამიანებს ვიცავთ, – ამბობს დეტექტივი კასიმი.

– მე მეგონა, ძალაუფლების მქონეებს ვიცავდით.

– ახლა მაგის განხილვის დროა? – კასიმი ღილაკს თითს უშვებს და ლიფტის კარებიც იხურება. კასიმი იგინება, მკლავს გაიწვდის და ლიფტს ყბებს შორის სჩრის.

– კიდე ერთი რაღაც ვერ გავიგე…

– ლიფტში შემოდი! დროზე!

– ამ საქმეს ვიძიებთ თუ ვფარცხავთ?“ (გვ.70).

წიგნში თითქმის არაა ისეთი გვერდი, ერთხელ მაინც ხმამაღლა რომ არ გაგაცინებთ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ავტორს მხოლოდ ასეთი თხრობა ემარჯვება – არა, ის დრამატულ, სასტიკ და შემზარავ პასაჟებსაც ასეთივე ოსტატობით წერს. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა წაიკითხავთ თავს „The Palace“ – „სასახლე“. სასახლე ის ადგილია, სადაც საგანგებო დავალებათა ძალებს ტყვეები გადაჰყავთ – სპეციალურად ადამიანების საწამებლად აგებული შენობა. მთავარი ჯალათი აქ ნიღაბია – ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად უწყინარი, მსუქანი და მელოტი ძია, შვილებს რომ კრიკეტს ეთამაშება საღამოობით. ღამით კი იცვამს ნახმარ ტანსაცმელს, იკეთებს სამედიცინო პირბადეს და მორიგ პოლიტიკურ პატიმართან შედის.

მაალი ალმეიდა ნამყოფია ამ შენობაში. ის, ალბათ, ერთადერთია, ვინც იქიდან ცოცხალმა გამოაღწია, მაგრამ ნუ შეცდებით: „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“ პროტაგონისტის არჩევის თვალსაზრისითაც, პოსტმოდერნისტულ პრინციპს მიჰყვება – არავითარი გმირი მაალი არაა, ის არც ზნეობრივი სიმტკიცით გამოირჩევა, არც განსაკუთრებული სიმამაცითა და არც ერთგულებით, როცა საქმე შეყვარებულს ეხება – შემთხვევითი სექსუალური კავშირები მისი ცხოვრების წესია. დილანი მკაცრად აფრთხილებს, რომ ვნახო, ამას სხვასთანაც აკეთებ (ანუ სექსი სხვასთანაც გაქვს), მოგკლავო. და ის-ისაა, მკითხველი ფიქრობს, ნამდვილად დილანია მკვლელიო (რაც, თავის მხრივ, აბსურდამდე სასაცილოა – კაცი, რომელიც ომში ცხოვრობს და ყველა დაპირისპირებული მხარე გადაიმტერა, მოკლეს არა თამილელმა ვეფხვებმა, არა კომუნისტებმა, არა მთავრობამ, არამედ – შეყვარებულმა, ეჭვიანობის მოტივით), სიუჟეტი სრულიად სხვანაირად ტრიალდება, კიდევ უფრო აბსურდულად და კიდევ უფრო სასაცილოდ. ასეთივე სასაცილო და აბსურდულია გადამალული ფოტოების ამბავიც, რომელიც აჩრდილად ქცეული სულების, დემონისა და მედიუმის ჩარევით ბოლოს მაინც გამოიფინება. მაგრამ არც ეს დემონია ის, რადაც მაალის თავი შემოასაღა და არც ფოტოებს ეწევათ ის ბედი, მაალის და მასთან ერთად, ჩვენც, მკითხველებს, რომ გვგონია. ამასობაში კი ჩვენ წინ იშლება არა მხოლოდ 80-იანი წლების არეულობა, არამედ შრი ლანკის მთელი ისტორია და მწვავედ დგება კოლონიური წარსულის საკითხიც:

ერთ თავში მაჰაკალი მაალის სულს შეიპყრობს და ეკითხება, ვისი ბრალია, რაც გვჭირსო. იქნებ პორტუგალიელების? ან იქნებ ჰოლანდიელების, რომლებმაც პორტუგალიელები მოაშორეს შრი ლანკას? ან იქნებ ბრიტანელების, რომლებიც ჰოლანდიელების მერე მოვიდნენ? დასკვნა კი, აი, როგორი გამოაქვს: „We have fucked it up. All by ourselves“. – ყველაფერი ჩვენ გავაფუჭეთ, ჩვენ თვითონ ავურიეთო. ეს, ალბათ, ის მწარე სიმართლეა, რომელიც კარუნატილაკამ თავის ხალხს შეახსენა: კოლონიზებული ქვეყანა თუ მსხვერპლის როლიდან არ გამოვა და წარსულსა და აწმყოზე თავის წილ პასუხისმგებლობას არ აიღებს, იქ არც მშვიდობა დაისადგურებს და არც კეთილდღეობა. ერთგვარად ირონიულია საკითხის ასე დაყენებაც – რომანი ხომ არა შრი ლანკის რომელიმე ადგილობრივ ენაზე, არამედ ინგლისურადაა დაწერილი. „ბუკერმა“ კი ავტორს სულაც ბარიკადებზე მდგომს მოუსწრო – შრი ლანკაში მაშინაც არეულობა იყო, ხალხი კორუმპირებულ დიქტატორს აუჯანყდა.

მეორე მხრივ, აუცილებელია მითოლოგიიდან გამოსვლაც – ვფიქრობ, ამბის მკვდართა სამყაროდან დანახვა და მოყოლა სწორედ ამას ემსახურება. კარუნატილაკა შრი ლანკის რელიგიურ ფოლკლორს იყენებს, ის მითების დესაკრალიზაციას მათი ირონიზებით ცდილობს. გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მართავდეს ავტორიტარულ რეჟიმს სრული ობსკურანტიზმი და ათასი ცრურწმენა – აკი ყველა მინისტრი მედიუმ და მჩხიბავ ყვავკაცასთან (Crow Man) დაიარება თილისმებისა და ჯადო-შელოცვებისთვის. ან იქნებ იდეა ისაა, რომ ავტოკრატიული რეჟიმი თავისი არსით დემონურია? დემონური, შავ-ბნელი, მკვდართა მიერ მართული, ანუ სიკვდილისათვის განწირული?

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: კოლონიზებული ქვეყანა ხელახლა უნდა დაიბადოს, როგორც ამ წიგნის პერსონაჟი იბადება ხელახლა. როდის მოხდება ეს? წიგნის ფინალში მაალი თავის ამბავს ლეოპარდის სულს უყვება. უყვება დეტალურად, თავიდან ბოლომდე. და როცა იგრძნობს, რომ მოსაყოლი აღარაფერი დარჩა, ხვდება: ახლა უკვე შეუძლია, ახალ სხეულში დაიბადოს. პასუხიც ესაა: როცა წარსულის სიმძიმე და შეცდომები პირუთვნელადაა მოთხრობილი, ანუ აღიარებული და გააზრებული, მაშინ ხელახლა შობაც შესაძლებელია.

 

ფიქრები პოეზიაზე

0

*

რა არის პოეზია?! – პოეზიის უამრავი დეფინიცია მსმენია და წამიკითხავს – მახვილგონივრული, უტრირებულად ამაღლებული და ა. შ., მაგრამ ჩემი ფავორიტი გახლავთ შემდეგი: „პოეზია – ეს არის მანათობელი განავალი ბაყაყისა, რომელმაც ციცინათელა შეჭამა“. ეს განმარტება დიდი ჩილელი კინორეჟისორის ალეხანდრო ხოდოროვსკის ერთ გადასარევ ფილმში მოვისმინე და ღრმად ჩამებეჭდა გონებაში. ჩემი აზრით, ამ შედარების კომიკური ფრივოლურობა ზუსტად გადმოსცემს პოეზიის არსს თანამედროვე სამყაროში.

*

„ქართველი ხალხი იყო და რჩება პოეზიის დამფასებელ ხალხად, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, არნახულია და საგულისხმო. როგორც ყოველდღიური მოთხოვნილების საგანს, როგორც პურს არსობისას, ასე უყურებს ჩვენი ხალხი დღეს პოეზიას. ასიათასობით მკითხველს დაჟინებით სურს, იქონიოს არათუ მსოფლიო და ეროვნული პოეზიის უჭკნობი ქმნილებები, არამედ თანამედროვე ნიჭიერი ავტორების, უფროსი თუ საშუალო თაობის ოსტატებისა და, მით უფრო, სიყვარულით გამორჩეულ პოეტთა თხზულებანი“, – წერს ელგუჯა მაღრაძე მურმან ლებანიძის 1979 წელს გამოცემული ერთტომეულის წინასიტყვაობაში. მკაფიოა საბჭოთა სიყალბე – პოეზიის ასიათასობით მკითხველი საქართველოში კი არა, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ძლივს იქნებოდა. მურმანის, ანას და მუხრანის კრებულები მართლა გამოდიოდა ორას- და სამასიათასიანი ტირაჟით (კი, სხვადასხვა მიზეზით შეძენის მსურველი ბევრი იყო და მათ შორის, უდავოა, პოეზიის ნამდვილი მკითხველებიც იყვნენ), მაგრამ ამ კრებულების სრული უმეტესობა ათობით ეგზემპლარად ნაწილდებოდა ბიბლიოთეკებში – მახსოვს, ჩემი სოფლის ბიბლიოთეკაში თითო წიგნის მინიმუმ ათი ეგზემპლარი იდო. პოეზია კამერულია და კამერული იყო ყოველთვის (მათ შორის – საბჭოთა პერიოდშიც). დღეს საქართველოში მაღალი ხარისხის პოეზიას ორი-სამი ათასი მკითხველი თუ ჰყავს (თვითონ ავტორებიანად), დიდი ამბავია.

*

არცთუ კეთილი შურით მშურს იმ პოეტების, რომლებსაც სჯერათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ემსახურებიან. ამ შეგრძნებისთვის (რომელიც ოცდაათი წლის ასაკამდე მოვიმწვანილე) ბევრ რამეს დავთმობდი. მეტ-ნაკლები სიმძაფრით არასოდეს მტოვებს განცდა, რომ პოეზია ადამიანის მიერ მოგონილ შემოქმედებითი თვითგამოხატვის ფორმებს შორის ყველაზე დიდი წყლის ნაყვაა. ახლა ოცდაცხრამეტი წლის ვარ და ზოგჯერ ვბრაზდები საკუთარ თავზე, რომ ამ წყლის ნაყვას შევალიე მთელი ახალგაზრდობა, მთელი ჩემი ინტელექტუალური და სპირიტუალური რესურსი. ასე თუ ფიქრობ, რატომ წერო, მკითხავს მავანი. საქმე ის არის, რომ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც ამ წყლის ნაყვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ეს მათი არსებობის ფორმაა, ამიტომ პოეტები უბედური ხალხი ვართ. ესეც არ იყოს, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ლიტერატურული წინაპრების ხსოვნის წინაშე.

*

პოეზია თუ პროზა? – მსოფლიო პროზის ორ უდიდეს წარმომადგენელს, დოსტოევსკის და ფოლკნერს, მიაჩნდა, რომ ლიტერატურის მთავარი ჟანრი პოეზიაა (ფოლკნერი შეუმდგარ პოეტად მიიჩნევდა თავს, დოსტოევსკი ლექსებსაც წერდა). დღესაც (თუნდაც – ჩვენში) ბევრი კარგი პროზაიკოსი ფიქრობს ასე. მოსასმენად, ცხადია, სასიამოვნოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ერთი საუკუნეა, ასე აღარ არის. მრავალი საუკუნის განმავლობაში პოეზია განუკითხავად ბატონობდა ყველა ლიტერატურულ ჟანრზე, გამოხატვის სრულყოფილ ფორმად ითვლებოდა და სავსებით პრაგმატულ და უტილიტარისტულ ტექსტებსაც ხშირად ლექსად წერდნენ, მაგრამ მოდერნიზმმა და პოსტმოდერნიზმმა მის დომინაციას ბოლო მოუღო. დღეს ლიტერატურის მთავარი ჟანრი რომანია, წარმოდგენა არ მაქვს, ხვალ როგორ იქნება.

*

„პოეზია კვდება იმით, რომ არ კვდება!“ – თუ არ ვცდები, პოლ ვალერის ეკუთვნის ეს სიტყვები. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული, პოეზია არაერთხელ გამოიგლოვეს, პირადი შემოქმედებითი დეკადანსით შეძრწუნებულმა ზოგიერთმა ავტორმა პოეზიის ზოგადი დეკადანსი დააანონსა და, ცხადია, შეცდა. პოეზია ცოცხალია და სულ იცოცხლებს, როგორც, სინკრეტული საწყისებიდან მოყოლებული, თვითგამოხატვის ერთ-ერთი უძველესი ფორმა. პოეზიის ნარცისულ-ეგოისტური და თვითთერაპიული ბუნებიდან გამომდინარე, რეციპიენტი (მკითხველი) სულ რომ აღარ იყოს, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, ვისაც ლექსის დაწერის მოთხოვნილება ექნება.

  1. S. ზედმეტად პესიმისტურია ეს ფიქრები? – შესაძლოა, მაგრამ მე პოზია ისეთი მიყვარს, როგორიც არის და ყოველი ნერვით, ძარღვით და სისხლის ყოველი წვეთით ვარ დამოკიდებული მასზე, როგორც ნარკოტიკზე.

 

რონალდ დევისი „დისლექსიის ნიჭი“ 

0

(წერილი პირველი, თეზისები და ჩანაწერები წიგნიდან „დისლექსიის ნიჭი“)

რონალდ დევისი დისლექსიის მქონე მკვლევარია. მან შეიმუშავა სპეციალური მეთოდი დისლექსიის თანმდევი სირთულეების გადასალახავად და დააფუძნა კალიფორნიის დისლექსიის კორექციული ცენტრი.

წიგნში „დისლექსიის ნიჭი“ ავტორი საკუთარ მაგალითზე ხსნის, რას გრძნობენ და რა დაბრკოლებებს აწყდებიან კითხვისას ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები.

მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, თუ როგორია კითხვის პროცესი დისლექსიის მქონე მოსწავლისთვის. დევისი წიგნში შესანიშნავად, თვალსაჩინოდ ხსნის ამას.

რამდენიმე საგულისხმო დაკვირვებას ამ და ამის მომდევნო წერილში გაგიზიარებთ.

აზროვნების პროცესი

ადამიანი აზროვნებისას მეტწილად ვერბალურ კონცეპტუალიზაციას მიმართავს – ანუ ფიქრთა მდინარება ენობრივ-სამეტყველო სტრუქტურას იმეორებს – აზრობრივი წინადადებებიც სიტყვებისგან იქმნება, აზრი წინადადებებში ყალიბდება.

არავერბალური კონცეპტუალიზაციისას კი აზრი სურათხატებად ფორმირდება. არავერბალური აზროვნება რთული აღსაქმელია, ის სწრაფია და გაუცნობიერებელი რჩება ხშირად – ანუ როდის, რა მომენტში მივმართავთ არავერბალურს, რთული ჩასაჭერია (დეტალურად იხილეთ მეორე წერილში. ნ.ლ).

როგორც წესი, აზროვნება, ფიქრი – ორივე მეთოდს მოიცავს. დისლექსიის მქონეთა უმრავლესობისთვის კი არავერბალური აზროვნებაა წამყვანი. ანუ სურათხატებით აზროვნება და ფიქრი მათთვის მეტად ბუნებრივია.

რა ხდება ვერბალური კონცეპტუალიზაციისას – ჩვენ ვფიქრობთ ბგერების, ოღონდ, წარმოუთქმელი ბგერების გამოყენებით. აი, დაახლოებით ისე, როგორც „შენთვის წაიკითხე“ – როცა ვთხოვთ ბავშვს და გვინდა, რომ კი არ გაახმოვანოს წაკითხული, არამედ შიგნით, საკუთარ თავში წარმოთქვას.

ფიქრი ერთგვარი შინაგანი მონოლოგია.

რა ხდება არავერბალური კონცეპტუალიზაციისას – ფორმირდება აზრობრივი სურათხატები, არა მხოლოდ მხედველობითი, ისინი უფრო სამგანზომილებიან მულტისენსორულ გამოსახულებებს ემსგავსება.

დისლექსიის მქონეს შინაგანი მონოლოგის წარმოება არ გამოსდის, უფრო სურათხატოვანია მათი აზროვნება. სიტყვის მიღმა მათ სურათხატის წარმოდგენა სჭირდებათ.

პრობლემური ასეთ დროს ის სიტყვებია, რომლებსაც კონკრეტული აღმნიშვნელი არ გააჩნიათ. მაგალითად, კავშირები, თანდებულები, ნაწილაკები.

მოვიშველიოთ მაგალითი: სახლი – ადვილი წარმოსადგენია. თითოეული წარმოიდგენს სხვადასხვა ფორმის, ფერის, ზომის სახლს.

იმ სახლში“?

იმ სახლში“ – ეს სიტყვათშეთანხმება კი უფრო რთული აღსაქმელია, რადგან იმმარცვალი არანაირ სურათს არ წარმოქმნის.

ჩვეულებრივ, „იმ სახლში“ – არ იწვევს ჩვენს დაბნეულობას, რადგან ჩვენ ვასრულებთ წინადადებას და მერე კონტექსტის მიხედვით ვხვდებით, რა და როგორ. დასრულებული წინადადებიდან აზრის გამოტანა ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს – ვხვდებით, ვიგებთ, წარმოვიდგენთ.

დისლექსიის მქონე ადამიანისთვის კი „იმ“ და მსგავსი სიტყვები ერთგვარი მუხრუჭებია, (შესაძლოა, სპეციალურ ლიტერატურაში არის სხვა შესატყვისი ამ ცნებისთვის, მაგრამ ამ წერილისთვის შესატყვისად მუხრუჭი ვარჩიე. მეტაფორა კარგად ასახავს პროცესს, რომელიც დისლექსიის მქონეს ეწყება მსგავსი სიტყვების ამოკითხვისას. ნ.ლ.) რადგან ამ სიტყვა-მუხრუჭების შემდეგ რთულია სურათხატების აგება.

არავერბალური კონცეპტუალიზაციისას, როდესაც წამყვანი ფორმა აზროვნებისა სწორედ ესაა, წინადადებაში მუხრუჭი სიტყვების სიჭარბისას ადამიანს „გონება ებმება“. ენა ებმისო, ამბობენ, როდესაც ვიღაც საუბრისას ჩაიხლართება სინტაქსში, ვერ გამოთქვამს ცალკეულ სიტყვას ან წინადადების ნაცვლად აბდაუბდას იმეორებს. იგივე აზრობრივ პროცესს ჩაუშვებენ ხოლმე მუხრუჭი სიტყვები და რაც უფრო მეტს წაიკითხავ, მით მეტად აიბურდები ტექსტის, მარცვლების, ასოების ორომტრიალში.

ეს გახდება გაუვალი ტევრი.

ეს პროცესი სრულდება იმით, რასაც ავტორი დეზორიენტაციას უწოდებს.

დეზორიენტაცია

ტექსტში დეზორიენტაციისას ადამიანი იმავეს გრძნობს, რასაც იგრძნობს მოგზაური უცხო ადგილას უკომპასოდ, სიბნელეში, როდესაც მხარეების განსაზღვრაც შეუძლებელია და არც რაიმე ორიენტირია გზის გასაგნებად.

დისლექსიის დროს, დევისის რწმენით, დეზორიენტაცია გადაქცეულია ფუნქციად, რომელიც რთავს აზროვნების განსხვავებულ პროცესს.

რონალდ დევისი, რომელსაც თავად აქვს დისლექსია, ამ თავისებურებას მიიჩნევს ტალანტად. დასწავლის თავისებურებად.

ძალიან საინტერესოდ ხსნის საკუთარ მაგალითზე იმას, თუ რა ძალისხმევად უჯდება დისლექსიის მქონეს ამოკითხვა+გაგება+გააზრება.

განიხილავს წინადადებას:

ეს ყავისფერი ცხენი ქვის ღობეს გადაახტა და მდელოზე გაქუსლა.

პირველივე სიტყვა – ეს – მუხრუჭია.

სურათხატი ამ სიტყვისთვის არ არსებობს.

ეს სიტყვა არის დამაბნეველი, ამოუხსნელი. მკითხველი ცდილობს, გადალახოს წინაღობა.

შემდეგი სიტყვაა ყავისფერი. ამ სიტყვას აქვს ფერის მნიშვნელობა, მაგრამ არ აქვს კონკრეტული ფორმა, საჭიროა კონცენტრირება მის წარმოსათქმელად და აღსაქმელად.

შემდეგ მოდის სიტყვა ცხე. ის წინა სიტყვას, ყავისფერ ფონს, ასხვაფერებს, აძლევს ფორმას. საჭიროა კონცენტრირება, დაძაბვა, რომ ორი სიტყვა შეერთდეს და მივიღოთ სურათხატი – ყავისფერი ცხენი.

ქვის – გარკვეულ სურათხატსა და შინაარსს მოიცავს, მაგრამ ფორმა არაა დაკონკრეტებული. წარმოსათქმელად და გასააზრებლად დაძაბვაა საჭირო. სიტყვა ღობე ქვის ბუნდოვანებას ფორმას აძლევს, ბუნდოვანება იკლებს, გაორმაგებული კონცენტრაციისა და დაძაბვის შედეგად ქვის ღობის სურათხატი იკვრება.

ზმნა გადაახტა ყავისფერი ცხენის წინა ნაწილს ჰაერში სწევს. კონცენტრაცია და დაძაბულობა იმატებს, ამის ხარჯზე ცხენი ჰაერში აიწევა.

და – მუხრუჭია. სიცარიელე. გონებაში არეულ-დარეულობაა. დეზორიენტაციის განცდა მძლავრობს. კონცენტრაციისა და დაძაბულობის მდგომარეობას ემატება დეზორიენტაცია. ერთადერთი გზა გასაგრძელებლად არის – კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა, მაგრამ ამ ყველაფერს ემატება დეზორიენტაცია და საქმეში ერთვება დისლექსიის სიმპტომები –

და-ს ნაცვლად რაღაც გაუგებარი ასოთწყობა ხტის ფურცელზე, შემდეგი სიტყვა მდელოზე იკითხება, როგორც მედელეზე, თავში საკუთარი მორბენალი თავის სურათხატები ირევა, სიტყვა გაქუსლა კი ამოუცნობ და ამოუკითხველ ობიექტად რჩება.

მეტი ძალისხმევა, მეტი დაძაბულობა და… რესურსი იწურება.

კითხვაზე – რა ამოიკითხე? პასუხი შეიძლება იყოს – ქვები რომ ყრია, იმ ადგილზე.

შედეგად:

მკითხველის თავში არის სურათხატი ჰაერში გამოკიდებული ცხენის, ქვათა გროვის, საკუთარი მორბენალი თავის… მაგრამ ამ ყველაფრის ერთ მნიშვნელობის მქონე წინადადებაში მოქცევა და დასრულებული აზრის მქონე სიტყვების ნაკრებად ქცევა შეუსრულებელი მისიაა.

მკითხველს კი შვებას ჰგვრის ის, რომ სატანჯველი მორჩა.

კონცენტრაციის ის დოზა, რომელსაც დისლექსიის მქონე

ადამიანი იყენებს ამოკითხვისას, ენერგიის უზარმაზარ რესურსს საჭიროებს. ინტენსიური კონცენტრაციისას, როდესაც მოსწავლე ცდილობს, ამოიკითხოს და გაიგოს, ის ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც ჰიპნოზურს უტოლდება.

თავის ტკივილი სხვადასხვა ინტენსივობით (სუსტიდან – ძლიერამდე), გულისრევის შეგრძნება, სისუსტე, უხასიათობა, იმედგაცრუებისა და უსუსურობის განცდა – ყველა ეს გვერდითი მოვლენა ბუნებრივი და მოსალოდნელია მაშინ, როცა დისლექსიის მქონე ამხელა ძალისხმევას მიმართავს კითხვის მექანიკური პროცესის განსახორციელებლად.

 

 

 

ჭაში ჩავარდნილი კაცი და ზეცის ნაჭერი

0

(თორნიკე ჭელიძის პოეზია)

 ხანდახან ხდება ისე, რომ ჩვენ კი არ ვეძებთ გზებს, გზები გვიხმობენ… ასევე ფიქრები, ქმედებები, მომავალი, რომელიც ჩვენვე ვიწინასწარმეტყველეთ ნახატითა თუ ლექსით. მათ აქვთო წინასწარხედვა… მე, მაგალითად, მაქვს ასეთი ჩანახატები, რომლებიც ისე შესაშინებლად ზუსტია, რომ მიჭირს მათი უცხო ენერგეტიკის გაძლება. მეტიც, ჩვენ შეგვიძლია წარსულის გამოხმობით („ის მიყვარს მხოლოდ,/რეალურად დამდგარ მომენტში,/უკვე გასული რომ მედარდება…“) მომავლის მოზიდვაც. იქნებ ჩვენი აწმყოც სწორედ ესაა?! გამოცნობა იმისა, რატომ კივიან „ჯერ არმოსული გაზაფხულები“; „დეჟავუ“ თუ შეგრძნება ჯერარნახული, თუმცა მარად შენთან მყოფი სითბოსი:

„მოგჩვენებია,

თითქოს კარზე აკაკუნებენ

ან თითქოს მხარზე

ხელი გეხება?!“

ღმერთს ვეღარ ვგრძნობთ ისე ახლოს, როგორც ბავშვობაში, ჩვენ, ზრდასრულები. არადა, ი გ ი მოგვიხმობს ასე: „ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ…“. ჩვენ? რას ვაკეთებთ ჩვენ? იმის ნაცვლად, რომ რუხ წუთისოფელში ხელის ცეცებით მაინც ვეძებოთ ერთმანეთი, ხელს ვკრავთ… არცაა გასაკვირი, რატომაა ამდენი ადამიანი ჩვენ გარშემო, სულის კვდომის ნელი პერსპექტივით („მე მინახავს მიტოვებული სხეულები“)… პოეტის სიმარტოვის სევდა ყველაზე ამაღლებული და მძაფრი სიმარტოვეა:

„სულ ნუ ჩადგებით, ქარიშხლებო,

მე თუ მარტო ვარ,

ხეებს მაინც ხომ აქვთ უფლება,

რომ ერთად იყვნენ?!“

(სულ ნუ ჩადგებით ქარიშხლებო)

ჰო, ჩვენ, ქართველებმა ეს ერთად ყოფნის „უნისონი“ დავკარგეთ, შინაგან სიმწყობრესა და წესრიგთან ერთად… და ტკივილებიც მომრავლდნენ, უცხო, თამამი, ბავშვივით შემოჩვეული, „რძესავით აჭრილი“, როგორც თორნიკე ჭელიძე ამბობს, ტკივილები. შემოგვრჩა ხსოვნა ჩვენი ძირძველი პატიოსნებისა, მშობლის, სამშობლოს, მეგობრის, სამყაროს ერთგულებისა, მაგრამ თითქოს დღევანდელობაში გამოუყენებელი გამხდარა ეს ხსოვნა. ვართ ასე, უპატრონო ბავშვის კომპლექსით, ველოდებით წართმეული სისრულის დაბრუნებას – „უსახლკარო ბავშვის სურვილია,/ვინმემ დაუძახოს თბილი ფანჯრიდან“, თუნდაც მან, გარდასულმა, ვისზეც ეუბნებიან „მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს…/ჰოდა ზუსტად მის მოსვლამდე გტკივა“ (ქაღალდის ნავი). გტკივა მარად ქართულ ტრაგედიაში ცხოვრება – დაკარგული სამშობლოს, ობლობის ტრაგედიაში, როცა მშობელი (მამა თუ ქვეყანა) ასე დიდია, ხანდახან კი ასე პატარავდება: მამა სახლში ხელცარიელი ბრუნდება, სისხლისმიერი ქვეყანა არ გიღებს უძღები შვილივით:

„ისე ჩვეულებრივი საღამოა,

როგორც გუშინ იყო.

ატარებ სამი ზომით დიდ ფეხსაცმელს.

შენს თავს ბაღში ასეირნებ და

მიტოვებული სახლივით ხარ ჩაკეტილი.

ერიდები ჭრილობებს,

რომ არ დაკარგო თუნდაც წვეთი

სისხლი – გენეტიკა.

სკამზე ჯდები და ამოგაქვს თვალები სულიდან.

მუხლამდე ჩახსნილი კაბასავით იცვამენ

ხეები ნიავს,

მზე ცაზე არის მიხატული,

ღრუბლის საშლელი არ ჩანს.

დასიცხული მეზობლები ლუდს სვამენ

და ოფლში იხარშებიან.

გინდა მიწაზე დააფურთხო,

მაგრამ გახსენდება, რომ

იქ ახლა მამა წევს.

იგონებ, ხშირად გკოცნიდა შუბლზე,

მერე თავს იმართლებდა,

თითქოს მოეჩვენა სიცხე თუ გქონდა

და გასასინჯად იქცეოდა ასე.

იღიმი და ნერვიულად ისწორებ თმას.

საკუთარ სხეულზე ხორცის ჭამას

ფრჩხილებიდან იწყებ.

ცდილობ, ისწავლო ემოციის მოთოკვა

და ხვდები –

ამ მხრივ სრულიად უნიჭო ხარ.

შვიდი დღეა, პურის ნამცეცები მიგაქვს პეშვით

და მტრედებს უყრი.

ბოლოს…

ადიხარ კიბეზე.

(დარეკავ და გაგეღება)

თითქმის პირზე იფარებ ხელს,

რომ არ წამოგცდეს:

– დე, მამა არ მოსულა?!“

(მეშვიდე დღე)

პწკარი ვერ მოვაკელი, ისეთი ექსპრესიული ლექსია. გარდაცვლილი მამაც ისე „აკლია კადრებს“, როგორც ის, „ვინც იღებდა“. ბრჭყალებს განვმარტავ: არ არსებობს შედეგი მიზეზის გარეშე, მიუხედავად ჩვენი ცხოვრების, თითქოსდა, ალოგიკურობისა. ხოლო ყველა შედეგი ჩვენი, „უდანაშაულო დამნაშავეების“ ქმედებებისა, ოდესღაც სადღაც „დაიდება“, ჩვენივე სიცოცხლის იმ „კადრებივით“, სიკვდილის წუთებში რომ გაგვირბენს თვალწინ… რატომ არ ვართ ჩვენ ზოგჯერ დამნაშავეები?! ინებეთ პოეტის განაჩენი თუ გადარჩენაც:

„მე არ აღმოვჩნდი პრაქტიკული ადამიანი.

ამ მარტოობის სიცივეში,

ჩაუმდგარ ქარში,

დავიტოვე გული და ვკვებავ

ძველი ცხოვრების მცირე ნარჩენით…

და, როგორც ზამთრის ხეები მიწას,

მეც ისე, ჩემი შორი ფესვებით,

ვბღუჯავ სიყვარულს“.

(ხეებმაც კი იციან…)

…და რატომ ვართ უდანაშაულო დამნაშავეები:

„ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე

  • ვერ შეესწარი.

ცრემლივით ვერ ჩაუდექი თვალებში,

სისხლივით ვერ შეადედდი,

თავი ვეღარ აფიქრებინე“.

(ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე)

დიახ! შენს ერს, სამივე დროში განფენილს, თავი უნდა აფიქრებინო! დროის წრებრუნვაში, გარდასულის საწყისთან მარად დაბრუნებაში, ისე ვერ დაიმკვიდრებ თავს. ტატო ბარათაშვილისეულად, „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლისო“, უნდა გაგკრას, პოეტი თუ ხარ, თან საქართველოში:

„რომ როცა წასვლის დრო მოვა მერცხლისა,

წვიმით და ქარით გადგება ღამე

ფანჯრებთან,

რომ არ ვიქნები,

ცეცხლი

დაანთო ჩემი ძვლებით და…

გათბე“.

(ამოაქვს კვამლი ყრუ ოდის ბუხარს)

ესააო „სულის ურბანისტიკა“, თორნიკე ჭელიძემ, რომლის მიხედვით ბეთლემის ვარსკვლავიც თვითონ მოძებნის ყრმას…

ცხოვრება რაღაა? იკითხავს კაცი, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჰგონია, ყველამ მიივიწყა, დაუმარხავი მიცვალებულივით. ცხოვრება სწორედ მისი პოვნაა, ვინც ასეთ დროს უნდა გიპოვოს:

„ან შენ სამარხთან დამიძახე მაშინ:

  • გამოდი!“

(გამოსვლა)

და ეს „გამოსვლა“ ხშირად „გასვლის“ ტოლფასია, დატოვებისა ყველაზე ძვირფასისა, რაც გაგაჩნია; განშორებისა მათთან, ვინც ყველა მეტად გიყვარს. ასე წერს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ დიდ ჭირზე, იძულებით ემიგრაციაზე, თორნიკე ჭელიძე:

„საერთო კი, იმედი მიგვაქვს,

იმედი უკან დაბრუნების,

რადგან სამშობლო

იქ არის, სადაც კარგად ვიცით,

გაზაფხულობით,

მიწის სიღრმიდან

ვისი გვამები

გვაწვდიან ხოლმე

მინდვრის ყვავილებს“.

(ემიგრაცია)

წუთისოფლის, ამაოების, სენია, რომ ყველასა და ყველაფერს ადვილად ივიწყებენ. ხელოვნება კი იმისთვისაა, რომ ეს დავიწყება დაამარცხოს და როცა საუკუნეების მტვერსა თუ ნაჟურს გადაწმენდენ, ისევ ძველებური, მარადი სიცხადით ამოგანათოს: „რასაც ადვილად დაივიწყებენ,/შემოინახე ის შენს ლექსებში“.

რა რჩება ლექსებში? წარსულის ტკბილი დარდები; „ტანჯვით მხიარულება“ ქართველური, სახარებისეულიც; შენივე თავი, მთელი ცხოვრება რომ გეყო („თუ თავი შენი შენ გახლავს…“ – „ერთ კაცს,/მარტოკაცს,/საკუთარი თავიც ეყოფა/ცხოვრებისთვის“); სიყვარულისგან „ძარღვებში განათებული სისხლი“; შენი ნამდვილობა და არა თავის მოსატყუებლად გამოგონილი, ილუზორული სინამდვილე – აქ დავაზუსტებ, რომ პოეზიის რეალობა თავის მოსატყუებლად არაა, რადგან ის დროის რეალობაზე მაღლა მდგომია და უმძაფრესი; ამიტომ პოეტმაც შეაფარა თავი ამ სინაღდეს, შაბისფერი, მძიმე „ღრუბლების ტილოს“ რომ მოსწყვიტოს თვალი, დააღწიოს თავი – „დღეებში, სადაც თუნდაც ერთ კენჭს ადგილს ვერ ვუცვლი,/ მე ვიწყებ წერას“. წერა დაკარგულ თავსაც აღმოგაჩენინებს ზოგჯერ და ვიღაცის ცრუ აღმაფრენით გაყალბებულ გენიალურ სიმარტივესაც, აზრს ჩვენი არსობისა:

„ვამბობ:

არ დავკარგო ადამიანი,

შეიძლება, რომ მას დავჭირდე“.

(სიზმრისპირული)

თუმცა ადამიანები მაინც იკარგებიან, მაშინაც, როცა ეს ჩვენი სურვილი არაა, მეგობრებიც ხდებიან მტრები, ყველას განგვიცდია გაუცხოების ამ „უდაბნოს“ გრძნობიერი გაუწყლოება:

„დღეს ვნახე ძველი მეგობარი

და ვიდრე ზუსტად

მოვიფიქრებდით შემდეგ ნაბიჯებს,

ალბათ ორივეს გაგვახსენდა, იმ დროს საერთო,

კარგად ჩავლილი ცხოვრებიდან,

სულ ყველაფერი,

რაც გამოდგა იმდენად მცირე,

რომ მხოლოდ თვალის არიდებას,

ზურგის შექცევას

და ჩვენ-ჩვენი გზით წასვლას ეყო“.

(ღია კოსმოსში)

ჩვენც ხშირად გვიფიქრია: ეს სიცოცხლეა?! – დიახ, ეს სიცოცხლეა!

  • ლიანდაგები, რომლებიც ბალახს უცდიან;
  • „ვინც აღარაფერს გრძნობენ სხვებისას, /აღარც საკუთარს“;
  • ერთმანეთზე აუტანელი – ცოცხლებისა და მკვდრების დუმილი;
  • მონატრებასავით, უფორომო, ვერარსებული სიყვარული;
  • კოსმოსი, რომელიც ვერ ივიწყებს თავის პლანეტებს;
  • მახსოვრობა იმისა, რაც არ(ა) იყო;
  • რომ „ვიღაც გადის შენი ტანიდან და მაინც უხმობს ადამიანებს?!“;
  • ქარი, რომელსაც „აქვს დრო, ადგილი, ბოლო წერტილი, სადაც ჩადგება და მუხლს მოუყრის“…

ხოლო, რასაც მუხლს უყრი, იმისთვის ცოცხლობ კიდეც, იბრძვი კიდეც, მარცხდები თუ იმარჯვებ, რადგან ესაა მიზანი (იდეაში!) მარტოკაცთა თუ დიდებითა და პატივით გარშემოკრებილთა ცხოვრებისა….

 

 

 

 

 

ნიჭიერი ბავშვები

0

ალბათ, მრავალი ჩვენგანი შეხვედრია ბავშვს, რომელსაც აქვს დაკვირვების კარგად განვითარებული უნარი; სწრაფად კითხულობს ან კითხვა ისწავლა ძალიან ადრე, ხშირად – სასკოლო ასაკამდე, აქვს კარგად განვითარებული ლექსიკა, მოსწონს უჩვეულო და ახალი სიტყვების გამოყენება; ახასიათებს ძლიერი ცნობისწადილი, ინფორმაციას ღრუბელივით ისრუტავს; აქვს ძალიან კარგი მეხსიერება – შეუძლია ინფორმაციის გახსენება სხვადასხვა ვითარებაში, ასევე ახასიათებს ხანგრძლივი პერიოდით ძლიერი კონცენტრაციის და მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის ძალიან კარგი უნარები, აქვს ინტენსიური სპეციფიკური ინტერესები; არაჩვეულებრივი ფანტაზია; აინტერესებს ზოგადსაკაცობრიო საკითხები (სამყაროს არსი, მსოფლიოში უსამართლობის პრობლემა, გარემოს დაცვა); იმავდროულად, არის ძალიან მგრძნობიარე, შესაძლოა ბევრ რამეზე ნერვიულობდეს, წუხდეს და ადვილად უცრუვდებოდეს იმედი; ძალიან შფოთავდეს უფლებების დარღვევის, დანაშაულის ჩადენის და, საზოგადოდ, უსამართლობის გამო.

ალბათ, შევხვედრივართ იმგვარ ბავშვებსაც, რომლებიც ძალიან კარგები არიან მათემატიკაში, მაგრამ შედარებით ცუდად კითხულობენ ან პირიქით, ანუ ახასიათებთ ასინქრონული განვითარება, რომლის დროსაც ინტელექტუალური უნარები საკმაოდ დაწინაურებულია, ხოლო მოტორული თუ სოციალური უნარები ჩამორჩება და ბავშვის კოგნიტიურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას შორის შეუსაბამობა- ასინქრონულობა საკმაოდ გამოხატულია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ შეუსაბამობის/ასინქრონულობის მიუხედავად, ისინი ნიჭიერი ბავშვები არიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასინქრონული განვითარება და არა უნარი ან შესაძლებლობა არის ნიჭიერების განმსაზღვრელი მახასიათებელი.

შემუშავებულია[1] ნიჭიერების განმარტებაც, რომელიც ამ არათანაბარი განვითარების არსს ასახავს. აღნიშნული განმარტების თანახმად, რაც უფრო ნიჭიერია ბავშვი, მით უფრო ასინქრონული შეიძლება იყოს მისი სხვადასხვა სფეროს განვითარება. ასინქრონული განვითარების შემთხვევაში ნიჭიერი ბავშვები ინტელექტუალურად უფრო სწრაფად და უფრო მეტად ვითარდებიან, ვიდრე სოციალურად, ემოციურად და ფიზიკურად. მაგალითად, არ არის იშვიათი, როცა 7 წლის ნიჭიერი ბავშვი კითხულობს მე-6 კლასის დონეზე, ასრულებს მათემატიკის დავალებებს მე-4 კლასის დონეზე, მოტორული უნარები კი მე-2 კლასის დონეზე აქვს განვითარებული. ზოგჯერ იგივე ბავშვი სოციალურად თანატოლებზე ბევრად უფრო დაბალ დონეზე ფუნქციონირებს.

მაღალი შემეცნებითი შესაძლებლობებისა და ინტენსივობის გამო ნიჭიერი ბავშვები აღიქვამენ სამყაროს და ურთიერთობენ მასთან უნიკალური გზებით. შედეგად ასეთ ბავშვებს ხშირად სჭირდებათ დიდი მხარდაჭერა და გაგება როგორც შინ, ასევე სკოლაში. შესაძლოა, ბავშვი ძლიერ განიცდიდეს და უსაფუძვლოდ ნერვიულობდეს იმაზე, რაც სხვებს უმნიშვნელოდ, წვრილმანად მიაჩნიათ. მათ შესაძლოა უჭირდეთ მეგობრების შეძენა და შენარჩუნება სკოლაში, თანატოლების წრეებში, რადგან სხვებს ისინი ცოტა „უცნაურებად“ ეჩვენებათ. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს, განსაკუთრებით – დაწყებითი სკოლისას, ჰქონდეთ სპეციალური მომზადება ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერის სფეროში, რაც მათ ბავშვების აზროვნებისა და ქცევის თავისებურებების გაცნობიერებაში დაეხმარება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მშობლებს, მასწავლებლებსა და სხვა სპეციალისტებს ესმოდეთ, რომ „ერთი ზომა ყველას არ ერგება“ და ის ნიჭიერი ბავშვებიც კი, რომლებსაც ინტელექტის კოეფიციენტი დაახლოებით ერთნაირი აქვთ, შესაძლოა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან უნარებით, პიროვნული მახასიათებლებით, განვითარების ტემპით, შესაძლებლობებით ან ინტერესებით.

ერთი მხრივ, სოციალური უნარები, მეგობრების შეძენა-შენარჩუნება და, საზოგადოდ, სოციალური სფერო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სფეროა ნიჭიერი ბავშვებისთვის. მეორე მხრივ, მეგობრების ყოლას და მათთან ურთიერთობას ცენტრალური ადგილი უკავია ბავშვის მაღალ თვითშეფასებაში. განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები შესაძლოა თანატოლებისგან განსხვავებულად განიცდიდნენ სამყაროსა და მოვლენებს. თანატოლებისგან მათი იზოლაცია შესაძლოა საკმაოდ ადვილად მოხდეს, განსაკუთრებით სკოლაში, სადაც ნიჭიერი ბავშვების თანდაყოლილი მგრძნობელობა და მათ მიერ სამყაროს „ზრდასრული“ აღქმა კიდევ უფრო ართულებს მეგობრული ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების შესაძლებლობას. ნიჭიერი ბავშვები თანატოლებმა შესაძლოა ცოტა „უცნაურებად“ ჩათვალონ მათი ზრდასრული ენისა და ინტერესების გამო. გარდა ამისა, შესაძლოა, ნიჭიერმა ბავშვებმა თანატოლებზე მენტორობის ტენდენცია გამოავლინონ, რაც მათი თანაკლასელებისთვის მიუღებელი იქნება და ნიჭიერ ბავშვთან ურთიერთობის სურვილის უქონლობას განაპირობებს.

ნიჭიერი ბავშვებისთვის აშშ-ის ეროვნულმა ასოციაციამ მოამზადა მასალა[2], რომელშიც შეჯამებულია ნიჭიერი ბავშვების ემოციური და სოციალური სტატუსის შესახებ დაგროვილი ცოდნა. აღნიშნულ მასალაში საუბარია გარკვეულ კავშირზე ნიჭის ქონასა და ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა დეპრესია, ქცევითი გადახრა/კანონდარღვევა, პერფექციონიზმი, სუიციდის ტენდენცია და სტრესზე რეაგირების განსხვავებული ფორმები. ამრიგად, ნიჭის ქონა არ გულისხმობს ემოციური პრობლემებისგან დაცვას. სწორედ ასინქრონული განვითარება, რომელიც ხშირად ვლინდება განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებთან (რაც გამოიხატება იმით, რომ ინტელექტუალური განვითარება 14 წლის ბავშვის შესაბამისია, ხოლო ფიზიკური და სოციალურ-ემოციური განვითარება – 8 წლის ასაკის შესაბამისი), ქმნის გარკვეულ გამოწვევებს როგორც თავად ბავშვისთვის, ისე მისი გარშემო მყოფებისთვისაც, რომლებსაც არ აქვთ ცოდნა ატიპური განვითარების ეფექტების შესახებ.

მიჩნეულია, რომ[3] ნიჭიერი ბავშვები საკუთარ თავს ხშირად მაღალ სტანდარს უწესებენ, რაც გარკვეულ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. უმაღლესი შესრულება დამოკიდებულია საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტების დასახვასთან და ეს სტანდარტები, როგორც ჩანს, აუცილებელი კომპონენტია მაღალი პროდუქტიულობისა, რომელსაც მოელიან ნიჭიერი მოსწავლეებისგან. თუმცა ზოგჯერ პერფექციონიზმი გადაიზრდება ხოლმე ნევროტულ შესრულებაში. ნიჭიერ ბავშვებს ადრეული ასაკიდან აქვთ გამოცდილება, მიაღწიონ წარმატებას ყველაფერში, რასაც კი აკეთებენ, რადგან, როგორც წესი, გარშემო მყოფები მათ შესაძლებლობაზე ნაკლებ გამოწვევას სთავაზობენ. თუ პერფექციონიზმი იქცა ნევროზად, მოსწავლე შესაძლოა გახდეს „წარუმატებლობისთვის თავის ამრიდებელი“. მაგალითად, პერფექციონისტ მოსწავლეს შესაძლოა ჰქონდეს დეპრესიული რეაქცია, თუ მან დავალებაში 100 ქულიდან თუნდაც მხოლოდ 95 მიიღო. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა და სხვებმა ხაზი გაუსვან, რომ მაღალ მიღწევებს ცხოვრებაში რაღაც დონეზე თან სდევს წარუმატებლობაც. მეორე მხრივ, აუცილებელია, მოსწავლემ იცოდეს, რომ 100 ქულიდან 95-ის მიღება მისი წარუმატებლობის ინდიკატორი არ არის. ბავშვს, რომელიც მიჩვეულია, რომ ყველაფერში საუკეთესო შედეგს იღებს, შესაძლოა, ძალიან მტკივნეული რეაქცია ჰქონდეს, თუ ვერ შეძლო რაიმე სპორტულ თამაშში გამარჯვება. ასეთ შემთხვევაში, ბავშვის მტკიცება: „მე წარუმატებელი ვარ“, – ნიშნავს, რომ შედეგი/ქცევა არ დაემთხვა მის მიერ საკუთარი თავისთვის დასახულ მოთხოვნებსა და მოლოდინებს.

[1]კოლუმბუსის ჯგუფის (Columbus Group) მიერ, 1991 წელს.

[2]https://www.nagc.org/

[3]http://inclusion.ge/res/docs/2023050216240092828.pdf

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...