ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
14 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

ფიქრები პროზაზე

0

(ჩანაწერებიდან)

*
კითხვით ყოველდღე ვკითხულობ. ვკითხულობ, ცხადია, პოეზიასაც და სხვა სახის ლიტერატურასაც, მაგრამ ძირითადად – პროზას. საერთოდაც, პოეტად რომ შედგე, საამისოდ, პოეზიის კითხვაზე უფრო მეტად, პროზის კითხვაა საჭირო, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ავითარებს კოგნიტიურ-იმაგინაციურ უნარებს.

*
იყო დრო, როცა ყველა დაწყებული წიგნი – იმის მიუხედავად, მომეწონებოდა თუ არა – ბოლომდე მიმყავდა. ბოლო წლებია, ასე აღარ ვიქცევი. პროზის ხარისხის დასადგენად პირველივე გვერდის თუ – არა, პირველი ორი გვერდის წაკითხვა სრულიად საკმარისია ჩემთვის. სულ რამდენიმე წუთი სჭირდება იმის დადგენას, რამდენად ფლობს ხელობას ავტორი.

*
თანამედროვე ქართული პროზა სრულიადაც არ გახლავთ ამოვარდნილი მსოფლიო პროზის კონტექსტიდან – არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში დღეს მიღებულ სტანდარტს. ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ მსოფლიო პროზაა დეკადანსის ფაზაში. ამ დეკადანსის პროექციაა ხარისხი – მსოფლიოშიც და, ცხადია, ჩვენშიც. იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ მსოფლიოში და ჩვენში მაღალი ხარისხის პროზა არ იწერება, ცხადია, იწერება, ოღონდ – ძალიან ცოტა. ჩვენ გვყავს სულ რამდენიმე – თანამედროვეებს ვგულისხმობ – ისეთი მწერალი, ვისზეც დაურიდებლად იტყვი, რომ ბრწყინვალე მწერალია, თუმცა ზოგადი დონეა დაბალი. ხსენებული ბრწყინვალე მწერლების გვერდით, ყალბი და კონტროვერსიული პარადიგმების გამო, ისეთი მწერლები არიან გაპიარებულნი, რომელთა პროზაული შესაძლებლობანი საშუალო დონეს ძნელად თუ აღემატება.

*
ერთხელ ერთმა კლასიკოსმა პოეტმა მითხრა თავისივე თაობის მეორე კლასიკოსი პოეტის პროზაულ ტექსტებზე: „- ჩალაა!“. აი, ეს მონოლექსიკური, უზუსტესი შეფასება მახსენდება ხოლმე, როცა წავიკითხავ თანამედროვე ქართული პროზის მორიგ, უკიდურესად გაპიარებულ ნიმუშს – ვერც იმას იტყვი ცალსახად, რომ ცუდია, ვერც იმას – რომ კარგია, სადღაც შუაშია, წყალწყალაა, „ჩალაა“, არადა, რამდენიმე ენაზეა თარგმნილი და გამოცემული, აქაც უკიდურესად პოპულარულ-პრემირებულია… დაახლოებით ოცდაათი წლის წინ ამ დონის პროზა გამოსაცემად რომ შეგეთავაზებინა რომელიმე უცხოური გამომცემლობისთვის, უკეთეს შემთხვევაში – დელიკატურ უარს გეტყოდნენ, უარეს შემთხვევაში კი – თავზე გადაგახევდნენ, მაგრამ დეკადანსია მეთქი… ცხადია, ეს დროებითია, ხარისხი ოდესმე ისევ აიწევს და ლიტერატურის ისტორიის მორიგ კურიოზად დარჩება ზოგიერთი დღევანდელი პროზაული ტექსტის უსაზღვრო პოპულარულობა. სულ რამდენიმე პროზაიკოსია დღეს ჩვენში, ვისზეც თავს დავდებ, რომ თუნდაც ორმოცდაათი წლის მერეც წაიკითხავენ.

*
რომანის კულტმა და პროზის მცირე ფორმების მარგინალიზებამ მოიტანა დრამატული შედეგი: მწერლები თავგამოდებით ცდილობენ სამოთხრობე თემების გარომანებას. თემა და ამბავი, რომელიც, კომპაქტურობის შემთხვევაში, შეიძლება, გადასარევიც ყოფილიყო, ხელოვნურად არის გაწელილი და გაფუჭებული… ეპიზოდს (ეპიზოდებს), რომლის დიეგეტური (პლატონის გაგებით) გადმოცემაც რამდენიმე სიტყვითაა შესაძლებელი, ავტორი უმოტივაციო მიმეტურობით (პლატონისვე გაგებით) წელავს – რამდენიმე გვერდის მანძილზეა გადაშლილი სრულიად უმოტივაციო, არაფრის მომცემი, ურეგლამენტო დიალოგი/პოლილოგი. ამას ავტორი აკეთებს ერთადერთი მიზნით: გვერდები უნდა შეავსოს როგორმე. როცა მსგავს პრიმიტიულ ყალთაბანდობას ხედავ, რატომ უნდა გააგრძელო იმ რომანის კითხვა?! დიდი პროზა მთავარის თქმის ხელოვნებაა.

*
დიდ პროზას სამი კომპონენტის – ნარაციის, დესკრიფციის და დიალოგი/პოლილოგის თანაბრად მაღალი ხარისხი და, რაც მთავარია, მათი მოტივირებული მოდულაციები განაპირობებს (სხვა ნარატოლოგიური ხერხები, უბრალოდ, ქვედინებებია). დიდი მწერალი არის ის, ვინც ამ სამ კომპონენტს ერთნაირი ხელოვნებით ფლობს და საჭიროებისამებრ – ტექსტის შინაგანი ლოგიკითა და დინამიკით – იყენებს მათ.

*
„გაცილებით რთულია, დაწერო რომანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ავტობიოგრაფიასთან და რომლის გმირებსაც თავისთავადი ხასიათი აქვთ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. სწორედ ესაა ნამდვილი რომანი, როგორსაც ჩვენ ვხვდებით ბალზაკთან, სერვანტესსა და სხვა მწერლებთან. იგი იბადება მაშინ, როცა შემოქმედი კი არ ბატონობს თავის ქმნილებაზე, არამედ ქმნილება შემქმნელზე. შემოქმედების პროცესი აიძულებს თითოეულ გმირს, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ბედი და ცხოვრება“, – ამბობს ერთ ინტერვიუში მიგელ ანხელ ასტურიასი, ეს ასპროცენტიანი შეფასებაა. ყველა ხარისხიან რომანს თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს, თავისით ვითარდება, ავტორი, უბრალოდ, აღმწერია. არიან მწერლები, რომლებიც რომანის წერის განმავლობაში სხვების ტექსტებს არ კითხულობენ ზემოქმედების შიშით, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია – როცა ლეპტოპს ვშლი რომანის წერის გასაგრძელებლად და ბოლო წინადადებას ვკითხულობ, საიდანაც წერა უნდა გავაგრძელო, უკვე ტექსტში შევდივარ და ყველაფერი გარეთ რჩება, მათ შორის – თუნდაც ხუთი წუთის წინ წაკითხული – ნებისმიერი სხვა მწერლის პროზა.

გრავიტაცია – სამყაროს უხილავი არქიტექტორი

0

ინტერდისციპლინური სასწავლო კვლევითი პროექტი

გრავიტაცია წარმოადგენს ბუნების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ძალას, რომელიც განსაზღვრავს მატერიის მოძრაობას და სივრცე-დროის სტრუქტურას. იგი არა მხოლოდ ციური სხეულების მოძრაობის განმაპირობებელია, არამედ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება დედამიწაზე არსებული ფიზიკური, გეოგრაფიული, ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების წარმართვაში. პროექტი „გრავიტაცია – სამყაროს უხილავი არქიტექტორი“, მიზნად ისახავს ამ ფუნდამენტური ურთიერთქმედების ინტერდისციპლინარულ გააზრებასა და მისი გავლენის განხილვას სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინის ჭრილში.

პროექტი ინტეგრირებულია საბუნებისმეტყველო საგნებთან, მათემატიკასთან და ინგლისურთან. მათემატიკის ფარგლებში შესაძლებელია განხილულ იქნას ფუნქცია, კვადრატული ფუნქცია, კეპლერის კანონები, შესაბამისი მათემატიკური განტოლებები და გრაფიკები. რაც შეეხება ინგლისური ენის პროექტში ჩართვას, ეს საჭიროა უცხოურ სტატიებზე სამუშაოდ.

ვრცლად…

კრიტიკული აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა სასკოლო განათლებაში

0

ეროვნული სასწავლო გეგმა, საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კონკრეტული ამოცანის გადაჭრასთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორებიცაა: ანალიზი, დასკვნის გამოტანა, დისკუსია, არგუმენტირებული მსჯელობა. ზემოხსენებული უნარები მაღალი სააზროვნო უნარებია, მათი განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის მხოლოდ დაზეპირება-დამახსოვრებას. აზროვნების განვითარება შესაძლებელია და დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარმართავს მასწავლებელი სასწავლო პროცესს. მან მოსწავლეებს უნდა უბიძგოს, იფიქრონ, არა მხოლოდ – რა მოხდა, არამედ – რატომ მოხდა. მოსწავლის კრიტიკული აზროვნების აქტივაციისათვის მასწავლებელი გაკვეთილზე მთელ რიგ მიზანმიმართულ აქტივობას უნდა ახორციელებდეს, რომლის დროსაც მოსწავლეები შეძლებენ დისკუსიას, მსჯელობას, საკუთარი აზრის დასაბუთებასა და მყარი არგუმენტების მოტანას. ისიც უნდა ითქვას, რომ მრავალფეროვან სააზროვნო მოქმედებებში მოსწავლეთა ჩართვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ სასწავლო მასალაც იძლევა ამის საშუალებას. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება. ეს უნარი მოსწავლეებში განსხვავებული ხარისხით არის განვითარებული და ასაკის მატებასთან ერთად იხვეწება, თუმცა, ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა მოსწავლეებს საკუთარი აზრის წარმოდგენა და დასაბუთება უჭირთ.

სხვადასხვა წელს ჩატარებული ავტორიტეტული და საერთაშორისო მასშტაბის კვლევებზე დაყრდნობით, როგორიცაა PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) PISA (Programme for International Student Assessment) (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2020), განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ მოზარდებში ზოგადად წიგნიერების დონე გაუარესებულია, საქართველო ამ კვლევების შედეგებში ფაქტობრივად ბოლო ადგილებს იკავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ტექსტის გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა და კრიტიკული აზროვნება უჭირთ (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2019).

PIRLS-ის კვლევაში საქართველო 2006 წლიდან მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში მოსწავლეთა საშუალო მიღწევის დონე გაუმჯობესებულია – ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს. მოსწავლეთა 14% მიღწევის საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი დაბალი საფეხურისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულებასაც ვერ ახერხებს. საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება, როგორც მხატვრულ, ისე საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ტექსტის გააზრება-ინტერპრეტაციაზე, კრიტიკულად შეფასების და ცოდნის ინტეგრირების უნარებზე (ხეჩუაშვილი, ბრეგვაძე, & რატიანი, 2019, გვ. 186).

ნამდვილი სააზროვნო პროცესი იწყება პრობლემის წამოჭრიდან. ბავშვი განსაკუთრებულად ცნობისმოყვარე არსებაა, სწორედ მისი ცნობისმოყვარეობა წარმოშობს კითხვებს როგორ? რატომ? თანამედროვე მოსწავლე არის არამხოლოდ ცოდნის პასიური მიმღები, არამედ სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე. მათთვის მხოლოდ მზა ცოდნის მიწოდებით ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილებას ვასუსტებთ, მოსწავლე კარგავს აქტიური აღმომჩენის როლს, რაც, თავისთავად, უკარგავს სწავლებას ხარისხს. ჯონ დიუის თქმით, ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, თუ მას რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება უწევს. მასწავლებელი ღია უნდა იყოს ცვლილებებისთვის. თუ პედაგოგს თავად არ აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება და თავად არ არის ჩართული თვითანალიზის პროცესში, იგი ვერ შეძლებს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას. მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლეთა დამოუკიდებლობა. დაეხმაროს მათ შეცდომის დაშვების შიშის გადალახვაში, საკუთარი მოსაზრების გამოხატვაში, ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას. კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის მთავარია, მასწავლებელმა ორიენტაცია აიღოს ხარისხზე და არა- დროზე. მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად პედაგოგმა მათ სხვათა მოსმენის უნარი, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვის უნარი უნდა გამოუმუშავოს.

აზროვნების აქტივაციას ხელს სხვადასხვა მეთოდით უწყობენ. ერთ-ერთია სოკრატული მეთოდი. ამ დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ და არა ინფორმაციულ შეკითხვებს. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს, ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის დისკუსიაში ჩაბმას. მოსწავლეებს სთხოვს, გააკეთონ დასკვნები საკუთარ არგუმენტებზე დაყრდნობით (ცენტრი, 2007, გვ. 5-8).

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიაა. ამ ტიპის სწავლებისას მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ. აღნიშნულ მიდგომას სამი ძირითადი ასპექტი ახასიათებს:

  • სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ საკითხებს;
  • მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში;
  • მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესი მოსწავლეს აქტიური შემმეცნებლის როლში აყენებს. ის არის პრობლემის გადამჭრელი, ეძებს გამოსავალს და მოგვარების საუკეთესო გზას. ამგვარი მიდგომა კი ზრდის მოტივაციასა და ინტერესს. პრობლემის გადაჭრა რთული მოქმედებაა, რომელიც მაღალ სააზროვნო უნარებს მოითხოვს. პრობლემის გადაჭრის ყველაზე გავრცელებული სტრატეგიაა კრიტიკული აზროვნებითი მიდგომები (ჯანაშია, 2008, გვ. 5-7).

იყო დახელოვნებული კრიტიკულ აზროვნებაში, ნიშნავს, შეგეძლოს აზრების სისტემურად დაშლა, მათი ყველა ნაწილის ანალიზი, ხარისხის შეფასება და შემდეგ გაუმჯობესება. ამ პროცესის პირველი ნაბიჯი მსჯელობის ელემენტების გაგებაა. ეს ელემენტებია: მიზეზი, კითხვა, ინფორმაცია, დასკვნა, ვარაუდი, შეხედულება, კონცეფცია და მნიშვნელობა.

მსჯელობის ორი ძირითადი ელემენტია დასკვნა და ვარაუდი. დასკვნის და ვარაუდის ერთმანეთისგან გარჩევა აზროვნების მნიშვნელოვანი უნარია.

დასკვნა სააზროვნო აქტია, რომლის თანახმადაც ადამიანი აჯამებს, რომ გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვა ინფორმაცია სწორია ან ასეთად ჩანს. დასკვნები შეიძლება იყოს ზუსტი ან არაზუსტი, ლოგიკური ან არალოგიკური.

ვარაუდი არის ის, რაც წინასწარ გვაქვს ნასწავლი და მასში ეჭვი არ გვეპარება, რაც ჩვენი შეხედულებების სისტემის ნაწილია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს შეხედულებები სწორია და მათ გარემომცველი სამყაროს ასახსნელად ვიყენებთ.

ვარაუდები და დასკვნები სწორედ იმიტომ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათ გარეშე მოქმედება არ შეგვიძლია.

როცა მოსწავლეები მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და იმ ვარაუდებს გააცნობიერებენ, რომლებსაც დასკვნები ეფუძნება, იწყებენ საკუთარი აზროვნების კონტროლს.

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული აზროვნება საკმაოდ ბაზისური ჩანს, მისი დაუფლება არც ისე მარტივი პროცესია და მას ადამიანთა უმეტესობა სრულყოფილად ვერ ფლობს. ამ თემასთან დაკავშირებით უდიდესი კვლევა ჩაატარა დეანა კუჰნმა და გამოსცა თავის წიგნში – „არგუმენტაციის უნარები“ (1991). აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმეტესობამ სტიმულის შემთხვევაშიც კი, სათანადოდ ვერ გამოავლინა მსჯელობისა და არგუმენტირების ძირითადი უნარები. რადგან კრიტიკული აზროვნება ასეთი რთულია, მისი კარგად დაუფლებისთვის დიდი დროა საჭირო, მას გასროლილ ტყვიასავით სწრაფად ვერ შევისწავლით, თუმცა მისი განვითარება შეუძლებელი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა აღნიშნული უნარის განვითარებისას, არის მისი ტრანსფერი/გადაცემა. პრობლემა ის არის, რომ ერთ სიტუაციაში ათვისებული უნარი სხვა სიტუაციაში არ ან ვერ გამოიყენება. ეს ფაქტი კი დიდ გავლენას ახდენს კრიტიკული აზროვნების უნარზე ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტრანსფერის პრობლემის წინაშე, რადგან ის შინაგანად ზოგადი ბუნების მატარებელია. კრიტიკული აზროვნებისთვის მნიშვნელოვანია არგუმენტების გამოყენების უნარი. არგუმენტები მტკიცებულებათა ერთობლიობაა სხვადასხვა იდეის შესახებ. იდეა შეიძლება იყოს მცდარი ან ჭეშმარიტი (ჯანაშია, 2008, გვ. 112-122).

არგუმენტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს – მსჯელობის დროს ჭეშმარიტების დადგენას. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის დარწმუნებას დასაბუთება სჭირდებოდა. არისტოტელეს თქმით, ადამიანისთვის აუცილებელია იმ მეთოდების ცოდნა, რომლებითაც დარწმუნებაა შესაძლებელი. არგუმენტი ნებისმიერი საკითხის განხილვის დროს აზრების მკაფიოდ და ნათლად წარმოჩენის უნარია. თუ ჩვენ დამაჯერებლად ვამტკიცებთ ჩვენს სათქმელს, ეს იმას ნიშნავს, რომ არგუმენტირებულად საუბარი შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში ჩვენს პოზიციას მეტი პატივისცემით უსმენენ (ფირცხალავა, 2005, გვ. 2-10). არგუმენტაცია სწორედ ის პროცესია, რომელშიც სხვების დასარწმუნებლად ლოგიკური მსჯელობაა გამოყენებული. მსჯელობისთვის მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა საკმარისი არ არის. ლოგიკური მსჯელობა იმ მეთოდების ცოდნას გულისხმობს, რომლებითაც დასაბუთებას შევძლებთ. არგუმენტი სწორედ ისეთი საბუთია, რომელიც ცოდნის დასამტკიცებლად მოგვყავს, ხოლო მსმენელს უბიძგებს, დაიჯეროს ან უარყოს გარკვეული მტკიცება. არსებობს სხვადასხვა ტიპის არგუმენტი. გარკვეულ შემთხვევებში ნათქვამის დასასაბუთებლად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სტატისტიკა, მეცნიერება, აქსიომები, ანდაზები, აფორიზმები. იმისათვის, რომ არგუმენტი იყოს დამაჯერებელი საჭიროა, რომ მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სათქმელი, მოვუხმოთ ზუსტ ფაქტობრივ მონაცემებს, არ გამოვიყენოთ არგუმენტებად ვარაუდები, მცდარი ანალოგიები და უზუსტობები (ლომიძე, 2018).

არგუმენტირების პროცესი მოიცავს სამ ელემენტს: თეზისი, არგუმენტები, დემონსტრაცია. თეზისი ეს არის ის დასკვნა, რომლის დასაბუთებაც ხდება. არგუმენტები ეს არის მსჯელობა, რომლის მიხედვითაც ხდება თეზისის ჩამოყალიბება. არგუმენტაციას შეიძლება ჰქონდეს წერილობითი ან ზეპირი დასაბუთების სახე. ეს არის მიზანმიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია დარწმუნება. თავად არგუმენტაციის პროცესი მოიცავს მთავარ მოქმედ პირებს – არგუმენტატორსა და ადრესატს. დემონსტრაცია ეს არის ლოგიკური კავშირი თეზისსა და არგუმენტს შორის. დემონსტრირება ნიშნავს თეზისის წარმოდგენას (ლომიძე, 2018).

მსჯელობის უნარში დახელოვნება თავისთავად გულისხმობს არგუმენტირების უნარში გაწაფულობას. აღნიშნული უნარის განვითარებას სწორედ სასკოლო გარემომ, განხორციელებულმა სასწავლო პროცესმა უნდა შეუწყოს ხელი. ბავშვები ხომ ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე არიან, მასწავლებელმა კი სწორედ ამ თვისების პროვოცირება, უფრო მეტად გააქტიურება უნდა გამოიწვიოს და მზა ცოდნის მიწოდების ნაცვლად თავად მიიყვანოს მოსწავლეები პასუხების აღმოჩენამდე, გზა აღმოჩენებისკენ კი გადის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებზე – „რატომ?“„როგორ?“.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ლომიძე, ნ. (2018 წლის 19 ნოემბერი). არგუმენტის რაობა და სახეები. მოპოვებული mastsavlebeli.ge: https://mastsavlebeli.ge/?p=19761-დან;
  2. სიმონ ჯანაშია, შორენა საძაგლიშვილი, & მზია წერეთელი. (2008). პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა. თბილისი: ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი;
  3. ფირცხალავა, ნ. (2005). არგუმენტაცია, არგუმენტის შექმნის გზები და სტრატეგიები.თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. (2019). კვლევები. მოპოვებული;
  5. ცენტრი, ე. ს. (2007). როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. თბილისი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  6. ხეჩუაშვილი ლ.; ბრეგვაძე თ.; რატიანი (2019) გ. წიგნიერება: მეოთხეკლასელთა მიღწევები და მათზე მოქმედი ფაქტორები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ესპანელი პატიმარი

0

ძვირფასო ბატონო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ რისკზე მივდივარ და თქვენ ასეთ დელიკატურ საკითხზე ნდობას გიცხადებთ. ბედის უკუღმართობამ ისეთი განსაცდელი მომივლინა, რომ თქვენი შეწუხება მიწევს. მთლიანად თქვენზე ვარ მონდობილი და გემუდარებით, გთხოვთ დამეხმაროთ.

 

გამაბანკროტეს და ციხეში გამომამწყვდიეს. გთხოვთ, დამეხმაროთ, დავიბრუნო ჩემი ფული 75 ათასი ფუნტი სტერლინგი. ეს თანხა თქვენი ქვეყნის ერთ-ერთმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების სახით გასცა. მათ მისაღებად აუცილებელია, რომ თქვენ სასამართლოს კანცელარიას ჩემი პატიმრობის საქმის გადასახედი თანხა გადაუხადოთ. ასევე, მოითხოვოთ, რომ ყადაღა ახსნან ჩემს სამგზავრო ჩემოდანს, რომლის საიდუმლო განყოფილებაში ზემოთ ხსენებული ფასიანი ქაღალდებია. კომპენსაციისთვის და მადლობის ნიშნად, მე 25 ათას ფუნტ სტერლინგს გადაგიხდით. სიფრთხილის გამო, წერილს ჩემს ნამდვილ სახელს და გვარს არ ვაწერ. თუმცა, პასუხი შეგიძლიათ გაგზავნოთ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირის მისამართზე. პაბლო მორო, კისტა კარეოსი, #425, ჟირონა, ესპანეთი“.

 

წერილში შეიძლება ეწეროს, რომ მავანი ემიგრანტია და ქონება სამშობლოში დატოვა. თავად ქვეყნიდან გააღწია, თუმცა თავისი უმცროსი და და ქონება ესპანეთში ჩარჩა. „აი, ინებეთ მისი ულამაზესი ნორჩი დის პორტრეტი. მას ფულის სახით დახმარება სჭირდება, რათა ქონებაც და დაიკოც ესპანეთიდან გამოიხსნას. ვინც დაეხმარება, ის მიიღებს გოგოს და ქონების ნაწილს“.

 

ეს უძველესი თაღლითური სქემაა და „ესპანელი პატიმარი“ ეწოდება.

 

ამას წინათ, სპამის გასუფთავებისას წერილი ვიპოვე, რომ ნიგერიაში ვიღაც კაცი გარდაცვლილა. მის სახლში 28 მილიარდი დოლარი აღმოუჩენიათ. 20 წლის განმავლობაში ეს კაცი ამ ფულის ქვეყნიდან გატანას ცდილობდა, მაგრამ მის წერილებს არავინ უპასუხა. ახლა გარდაიცვალა, მაგრამ მისი ძმა ცდილობს ფულის გატანას და თავადაც წასვლას. იქნებ დაგვეხმაროო, მეხვეწებოდა…

 

ასევე მიმიღია წერილები, რომ მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ან მეცნიერების პოპულარიზებისთვის რაღაც დიდი ფულადი ჯილდოთი მაჯილდოებდნენ და დეტალებისთვის მიმეწერა. შეტყობინებით რაღაც ლატარიაში დიდი თანხის მოგების შესახებაც უცნობებიათ.

 

ან კიდევ ჩემი „შვილი“, რომელიც არ მყავს, შენიშნული იყო რაღაც აფერაში და დამეხმარებოდნენ, რომ ეს „საქმე“ მიეჩქმალათ. მე, როგორც წესი, ასეთ წერილებს არ ვპასუხობ ხოლმე, თუმცა, ამ ბოლომ გამახალისა და მივწერე, „შვილი“ არ დაზოგოთ-მეთქი. ისე, ერთი ფისო მყავს შეკედლებული და ფაქტობრივად „შვილივით“ ვუვლი. ჰოდა, მაინც გადავამოწმე – ვკითხე, ბიჭო, რა ჩაიდინე, გამოტყდი მეთქი.

 

  • მიაუო, არაფერი ისეთიო, შავყურა ფისოს ცხვირზე ვუკბინე და იქ რომ ავი ქალი ცხოვრობს, იმის კარებს გავეხახუნეო.

 

ისევ ნიგერიელებს თუ დავუბრუნდებით, ასეთ წერილებს „წერილი #419“ ჰქვია. ამ ნომრით საქმე ნიგერიის სისხლის სამართლის კოდექსში თაღლითობას შეესაბამება.

 

დრო გადის და მთელი ამ თაღლითობის არსი არ იცვლება. თაღლითები ითხოვენ, წინასწარ გადაიხადო და დაეხმარო, იმისთვის, რომ შემდეგ უფრო დიდი ფული მიიღო. ისტორიები და თემატიკა იცვლება და იმდენად მრავალფეროვანი ხდება, რამდენადაც ამას აფერისტის წარმოსახვის უნარი გასწვდება.

 

ფაქტობრივად, თაღლითი ადამიანები სიხარბეზე, კეთილშობილებაზე და, მე თუ მკითხავთ, კიდევ სიბრიყვეზე თამაშობენ.

 

კიდევ მაგალითისთვის, ე.წ. „იერუსალიმური წერილების“ ზოგადი შინაარსი. არ ვიცი, რატომ ერქვა ამ წერილებს „იერუსალიმური“, მაგრამ მათი შინაარსი წინა წერილების მსგავსია.

 

„ძვირფასო ბატონო, მართლაც გაგაოცებთ ასეთი წერილის მიღება, მაგრამ გემუდარებით, მენდეთ. ისეთ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ მხოლოდ კეთილშობილი ადამიანების იმედადღა ვარ. ემიგრაციაში წავედი მარკიზ ე.-სთან ერთად. მასთან კამერდინერად ვმუშაობდი. ზედმეტი ეჭვები, რომ თავიდან აგვეცილებინა, ფეხით მოვდიოდით. მე ბარგი მომქონდა, სადაც იყო ზარდახშა 16 ათასი ფრანგული ლირით, ასეთივე ღირებულების ბრილიანტები და ოქრო. ეს განსვენებულ მარკიზას ეკუთვნოდა. უცებ მდევარი აგვედევნა. ვეღარ ვუსხლტებოდით ხელიდან და მარკიზმა მიბრძანა, ზარდახშა იქვე ახლოს ტბაში ჩამეგდო. ასეც მოვიქეცი, გაქცევაც მოვახერხეთ და ახლა სხვა ქვეყანაში ვართ. რუკაც შევადგინეთ, რომ მოგვიანებით ზარდახშა იოლად მოგვეძებნა. ცოტა ხნის წინ, ტბიდან ზარდახშის ამოსაღებად, კვლავ ჩამოვედი საფრანგეთში. რაღაც მომიდეს სარჩულად და დამატუსაღეს. ეს ტბა თქვენს მამულთან სულ ახლოს მდებარეობს. იქნებ გამომიგზავნოთ ცოტაოდენი ფული, რომ თავი დავიხსნა ციხიდან და შემდეგ ზარდახშის ნახევარს თქვენ მოგიძღვნით მადლობის ნიშნად“. ასეთი ტიპის 100 წერილიდან 20-ზე პასუხი ყოველთვის ჰქონდათ…

 

ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში ახალი წერილები გამოჩნდა. მათ ახალგაზრდა, სიმპათიური ქვრივი ამერიკელები წერენ, რომლებიც ექიმები არიან, მთელი თავიანთი წლების განმავლობაში დაგროვილი საკმაოდ შთამბეჭდავი ჰონორარი სადღაც უდევთ საბანკო ანგარიშზე და ახლა თავის თავსაც და ამ ფულსაც თქვენ გჩუქნიან… ოღონდ ჯერ თქვენ უნდა გადაიხადოთ რაღაც. შეიძლება ასევე, კონგოს მაბუტუს პროვინციის შამანის ქვრივმაც მოგწეროთ და რამე შემოგთავაზოთ.

 

სამწუხაროდ, ეს მეთოდები დღემდე მუშაობს და ამ საყოველთაო თაღლითების სიას ქართველი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. ყველას გვახსოვს ბოლო პერიოდში გახმაურებული ე.წ. „სკამერების“საქმე.

 

1987 წელს ფილმიც გამოვიდა სათაურით – „ესპანელი პატიმარი“. აქ გაცილებით რთული სქემაა დახლართული, ვიდრე წერილის დასაწყისში დავწერე.

 

თუ დააკვირდებით, თაღლითობა უძველესი დროიდან მოდის და თუნდაც ალქიმია/ქიმიის პერიოდში უამრავი მაგალითი არსებობს. ყველაზე ცნობილი რკინის სულფიდია FeS2, რომელსაც „სულელების ოქროსაც“ უწოდებდნენ. რეალურად ის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სულფიდურ მინერალს წარმოადგენს. ეს მინერალები არაორგანულ ნაერთთა ჯგუფია, რომელიც შეიცავს გოგირდს და რომელიმე სხვა ელემენტს. მინერალებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი ქიმიური შედგენილობა, მაგრამ განსხვავებული კრისტალური სტრუქტურა, პოლიმორფებს უწოდებენ. მაგ. პირიტი და მარკაზიტი ერთმანეთის პოლიმორფებს წარმოადგენენ, რადგან ორივე რკინის სულფიდია, მაგრამ თითოეულს განსხვავებული სტრუქტურა აქვს.

 

პირიტის გარდა, ჩვეულებრივი სულფიდებია ქალკოპირიტი (გოგირდის ალმადინი CuFeS2), პენტლანდიტი (რკინა ნიკელის სულფიდი-ალმადანი (Fe, Ni)9S8) და გალენიტი (ტყვიის სულფიდი). სულფიდების კლასში ასევე შედის სელენიდები, ტელურიდები, არსენიდები და ა.შ. ბევრი სულფიდი, როგორც ლითონის საბადო, ეკონომიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

 

პირიტს „სულელების ოქროს“ იმიტომ უწოდებდნენ, რომ მიმნდობი ადამიანები ადვილად იჯერებდნენ მის სიძვირფასეს. მინერალი ყვითელია და ოქროს მართლაც ჩამოჰგავს. აშშ გეოლოგიური საზოგადოება (USGS) განმარტავს, რომ „სულელების ოქრო“ სამი მინერალიდან ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო – პირიტი, ქალკოპირიტი და ზოგიერთი ალუმინოსილიკატი.

 

პირიტის სახელწოდება ბერძნული სიტყვა ცეცხლიდან (pyr) მოდის, რადგან მას შეუძლია ნაპერწკლების წარმოქმნა ლითონთან ან ქვასთან დარტყმის დროს. პირიტი ოდესღაც იყო გოგირდის და გოგირდმჟავას მისაღები წყაროც, მაგრამ დღეს გოგირდის უმეტესი ნაწილი მიიღება, როგორც ბუნებრივი აირის და ნედლი ნავთობის გადამუშავების თანაპროდუქტი.

 

პირიტი დიდი რაოდენობით მოიპოვება ბოლივიაში, შვედეთში, აშშ, მექსიკაში, რუმინეთში.

 

დღეს პირიტისა და ოქროს განსხვავება ძალიან იოლად არის შესაძლებელი. პორტატიული რენტგენის ფლუორესცენციის (XRF) ანალიზატორები მშვენივრად უმკლავდებიან ამ ამოცანას.

 

თუმცა, იმ შორეულ ეპოქაში მიმნდობი ადამიანები ტყუვდებოდნენ და ალბათ სიხარულით თანხმდებოდნენ თაღლითს, პირიტის ხელში ჩასაგდებად.

 

რა შეიძლება ითქვას წერილის დასასრულ? ჩემს სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობდა. მე და დედას დაუზარლად გვეხმარებოდა ხოლმე. ბუნებრივია, ამაში გასამრჯელოს იღებდა. დედა ყოველ ჯერზე უფრო მეტს უხდიდა, ვიდრე რეალურად ღირდა ესა თუ ის საქმე. ახლა, სამწუხაროდ, ეს ბიჭი აღარ არის და ღმერთმა განათლებული ამყოფოს ახალ ადგილას. მადლობა, რომ თაღლითი კი არა, მშრომელი და გამრჯე იყო.

 

ვაკეში, ე.წ. მეცხრე საავადმყოფოს ამოსახვევთან დღის განმავლობაში ერთი კაცი დგას და მოწყალებას ითხოვს ხოლმე. შეხედავ, ახალგაზრდაა, ხელი-ფეხი ადგილზე აქვს, ჯანიც ერჩის, ჩაცმულიც სუფთად არის. ფიქრობ – რატომ? რატომ უნდა იდგეს ასე და არ მუშაობდეს? თუმცა, ასეთი მოწყალების თხოვნაც კი თაღლითობაზე რამდენად ამაღლებულია. გემეტება, დაეხმარე, არადა, ნუ განსჯი!

 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ ამ წერილს ვინმე თაღლითი წაიკითხავს… არ არის-მეთქი გვიან და გამოსწორდი-მეთქი… პატიოსნებით ნაშოვნი ფული ცოტაა, მაგრამ ტკბილი!

ფოტოამბავი – წერითი დავალება

0

წერითი ინსტრუქცია სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს. რის მიღწევა მსურს კონკრეტული წერითი დავალებით? – ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხიც მიზნის შესაბამისია: ტექსტის გაგება, ახალი სიტყვების სწავლა, აზრის ჩამოყალიბება, პირადი მოსაზრების დაფიქსირება, მოსწავლეთა ინტერესების გაცნობა… შემდეგ იწყება წერითი დავალების ფორმასა და ინსტრუქციაზე ფიქრი, მოსწავლეებისთვის შედგენილი ინსტრუქციის მიხედვით დავალების დაწერა, მათთვის წაკითხვა და ბოლო ეტაპი არის წარმართვა იმ პროცესისა, რომელსაც მე ვუბიძგე – მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ საკუთარ ნაშრომებს, ვუსმენთ, საინტერესო წინადადებებს/სიტყვებს ვინიშნავ და უკუკავშირს ვაძლევ.

დღის ფოტოამბავი – ამ სტატიაში მოგიყევით, თუ როგორ გამოვიყენეთ მუზეუმში სტუმრობისას გადაღებული ფოტოები შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალებად. კვლავ ამავე წერითი დავალების შესახებ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, ამჯერად, განსხვავებული ინსტრუქციით.

დეკრეტული შვებულების შემდეგ სკოლაში დაბრუნება რომ გადავწყვიტე, გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რომელი აქტივობა შემერჩია ჩვენი პირველი შეხვედრისთვის. მსურდა, ერთწლიანი განშორების შემდეგ მოსწავლეებს გაეზიარებინათ, რა მოხდა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული, ისეთი რამ, რაც სურდათ, ჩემთვის მოეთხროთ.

მაინტერესებდა მათი პიროვნული განვითარება, რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორი ინტერესები ჰქონდათ, რას შეარჩევდნენ, როგორ მომიყვებოდნენ. ფოტოამბავი ერთგვარ მულტიმედიურ დავალებად იქცა – თან ფოტოს მიზიარებდნენ და თან წერილობით მიყვებოდნენ შერჩეული ფოტოს შესახებ.

წერითი დავალების მოსწავლეებისთვის შეთავაზებისას ამ ბოლო დროს შემდეგი თანმიმდევრობით ვმუშაობ:

I გაკვეთილი:

  1. ინსტრუქციის მოფიქრება;
  2. ინსტრუქციის მიხედვით დავალების დაწერა;
  3. მოსწავლეებისთვის ინსტრუქციის გაცნობა, მისი საფეხურების დაფაზე ჩამოწერა და რვეულში ჩანიშვნა;
  4. მოსწავლეების შეკითხვებისთვის, რომლებსაც გაუგებარი საკითხების შესახებ სვამენ, პასუხების გაცემა;
  5. ჩემი დაწერილი დავალების მათთვის ხმამაღლა წაკითხვა.

II გაკვეთილი:

  1. მოსწავლეები კითხულობენ დავალებას;
  2. დღიურში ვინიშნავ წინადადებებსა და სიტყვებს, რომლებიც მომწონს;
  3. წაკითხვის დასრულების შემდეგ ვუბრუნებ უკუკავშირს – ვუკითხავ ხმამაღლა ჩანიშნულ წინადადებებს, სიტყვებს, ვეუბნები, რა გამახსენა და რაზე დამაფიქრა მისმა ნაწერმა.

 

გამოვხატავ მადლიერებას, რომ აქ და ახლა ვართ, ვუსმენთ ერთმანეთს, ხმამაღლა მიკითხავს და გვიზიარებს საკუთარ აზრებს. ეს არის ენერგიების გაცვლა-გამოცვლის გულწრფელი, ამაღელვებელი, დასაფასებელი, დასამახსოვრებელი პროცესი.

 

ფოტოამბავი – წერითი დავალების ინსტრუქცია:

 

შეარჩიე ერთი ფოტო და გამაცანი შენი ცხოვრების ერთი ამბავი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანი, გამორჩეული, განსაკუთრებულია და დაწერე თემა შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

  • დაარქვი ფოტოს სათაური;
  • აღწერე, რა ხდება ფოტოს გადაღებისას. ყურადღება გაამახვილე დეტალებზე, გარემოზე, განწყობაზე, ამინდზე…
  • მომიყევი, რატომ შეარჩიე ეს ფოტო;
  • იმსჯელე, შენი აზრით, რა როლი აქვს ფოტოს ადამიანის ცხოვრებაში;
  • დასვი ერთი შეკითხვა ამ ფოტოსთან დაკავშირებით;
  • შენი ნაწერი წაიკითხე ხმამაღლა, შეასწორე, რასაც საჭიროდ ჩათვლი.

 

  • კარგი იქნება (ძალიან გამიხარდება), თუ თაბახის ფურცელზე ამობეჭდავ შერჩეულ ფოტოს;
  • თუ ვერ მოახერხებ, დახატე თაბახის ფურცლის დასაწყისში ისე, როგორც შეძლებ;
  • თუ დახატვაც არ გსურს, მაშინ დაწერე ფოტოს ამბავი ინსტრუქციის მიხედვით.

დღიურში ჩამოვწერე ინსტრუქცია, თაბახის ფურცელზე ამოვბეჭდე ჩემი შერჩეული ფოტო და ინსტრუქციის მიხედვით დავწერე ამბავი. გადავწყვიტე, მათთვის გამეზიარებინა ფოტო, რომელიც უნივერსიტეტის წინ ჩემი სამაგისტრო თემის დაცვის შემდეგ გადავიღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. სათაურად დავარქვი თანადგომის ძალა, რადგან ოჯახისა და მეგობრების თანადგომის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი კვლევასა და ნაშრომზე მუშაობას.

მთავარი გზავნილები ჩემი მოსწავლეებისთვის იყო ის, რომ მასწავლებლობა სწავლის დასრულებას არ ნიშნავს; როგორი ძლიერი საყრდენია მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანადგომა; ამ ფოტოზე არიან ჩემი ყოფილი მოსწავლეები რაჭიდან, ახლა უკვე სტუდენტები და ჩემი მეგობრები – ამით იმის თქმა მსურდა, როგორი ძვირფასია ჩემი ახლანდელი მოსწავლეებისთვის ჩვენი ერთად ყოფნა.

ჩემი ფოტოამბავი სრულდებოდა შეკითხვით, რომელიც მიზნად ისახავდა გოდერძი ჩოხელის რომანის, „წითელი მგლის“ შესახებ ცნობისმოყვარეობის აღძვრას:

„გინდათ, ერთ გაკვეთილზე გაგაცნოთ ყველაზე უშიშარი ჯარჯი, წითელ გველეშაპზე ამხედრებული გარსია და კაცი, რომელიც აყვავდა?“

ყოველი გაკვეთილი ცოცხალი პროცესია. ამჯერად მომაფიქრდა მოსწავლეების ინტერესები ჩამერთო დავალების ინსტრუქციის გაცნობის პროცესში და ვთხოვე, მობილური ტელეფონის გალერეაში მოეძებნათ ბოლოს გადაღებული ფოტო. კლასი გახალისდა, ბავშვები გულღიად იცინოდნენ იმაზე დაკვირვებისას, თუ რა გადაიღეს ბოლოს. უცნაური, სახალისო და გულისამაჩუყებელი პასუხები მოვისმინე, მაგალითად: დედისთვის გაგზავნილი „სქრინი“, რომელზეც სამი სიტყვა იკითხებოდა: „დე, აქ ვარ“, „კარფურის“ ფასდაკლებების სია, კლასელებთან ერთად გადაღებული „სელფები“, საყვარელი ცხოველები, პატარა და-ძმები…

წერითი დავალება ფოტოამბავი ჩემს ოთხივე (VI, VIII, X) კლასს შევთავაზე და აი, რა ამბები დაატრიალა ერთმა დავალებამ:

  • სხვადასხვა ასაკის 100-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა. თაბახის ფურცელზე ზოგს ამოებეჭდა, ზოგს კი დაეხატა შერჩეული ფოტო. იმის წარმოდგენამ, თუ როგორი გულმოდგინებით იზრუნეს ინსტრუქციის თითოეულ ნაბიჯზე, მადლიერებით ამივსო გული;
  • მათ ის სათითაოდ წაიკითხეს და ერთმანეთს გაუზიარეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში. ასე პატარ-პატარა ნაბიჯებით, კლასის წინ წაკითხული საკუთარი ნაშრომებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადებიან.
  • დავაკვირდი, ვის რა უხაროდა, რა ადარდებდა, რაზე ასწორებდა ფოკუსს;
  • გამოიკვეთა თითოეული კლასის საჭიროებები, სად უფრო მეტი ერთიანობაა ან სად უნდა გავამახვილო ღირებულებებით სწავლებაზე ყურადღება;
  • ერთ-ერთ მერვე კლასში ასეთი რამ მოხდა: ორმა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეარჩია ერთი და იგივე ფოტო, კერძოდ, კლასის საერთო ფოტო, რომელიც დამრიგებელთან ერთად მუზეუმში სტუმრობას ასახავდა. ერთმა ფოტო ამობეჭდა, მეორემ – დახატა, ამბავსაც განსხვავებულად ჰყვებოდნენ, მაგრამ მთავარი ერთიანობის განცდა და სიხარული იყო. ამ დამთხვევამ შემდეგი ფოტოამბის თემისკენ მიბიძგა. გადავწყვიტე, გარკვეული დროის მერე თითოეულ კლასს შევთავაზო კლასის საერთო ფოტოს შესახებ ამბის დააწერა;
  • რამდენიმე ახალი მოსწავლე მყავს. პირველი შეხვედრის მიუხედავად, სხვების მოსმენისას გათამამდნენ, მარტივად აუღეს ალღო ინსტრუქციას, დაწერეს, გაბედეს და კლასის წინაშე წაიკითხეს;
  • რამდენიმე მოსწავლე პირველ დღეს არ იყო და სხვების მოსმენამ მათაც აღუძრა წერის სურვილი. იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ სკოლაში და მათაც გავაცანი ინსტრუქცია ან კლასელს ვთხოვე დახმარება.
  • ორ მოსწავლეს რაღაც აბრკოლებდა – ხასიათი, თავდაჯერებულობის ნაკლებობა ან ჩემთვის უცნობი მიზეზი. ორივეს პირადად გავესაუბრე და ამან იმოქმედა, მათაც დაწერეს.
  • გამოიკვეთა პრობლემაც – ვინც ხშირად აცდენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ საერთო პროცესისთვის ფეხის აყოლა უჭირთ, თუმცა, სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე დიდი ყურადღება, წახალისება, თანადგომა, დროის დათმობა.
  • ჩემი დღიური გადაივსო ულამაზესი წინადადებებით. ყველას გაგიზიარებდით სიხარულით.
  • სათაურები ცალკე მოსაყოლია. ერთ მათგანს გამოვყოფდი: „ჩემი ანგელოზი გამიფრინდა“, რომლის წაკითხვა კლასის წინ მერვეკლასელმა გოგომ ვერ შეძლო, გვიან ღამით წავიკითხე და ვიტირე.
  • ერთი ამბავი მეათე კლასში მოხდა. მეგიმ პირველივე დღეს დაწერა, ერეკლე მეორე დღეს მოვიდა. თუკი არ უწერიათ დავალება, ვთხოვ, იქვე დაწერონ. გაკვეთილის ბოლოს მომიტანა ულამაზესი ნაწერით გადავსებული თაბახის ფურცელი. მეგი ინსტრუქციის საფეხურებს გარკვევაში დაეხმარა ერეკლეს. ერეკლეს ნაშრომიც მოგვიანებით წავიკითხე. „ეშმაკის ბორბალი“ დაურქმევია ფოტოამბისთვის და ამგვარი შეკითხვით სრულდებოდა: „თქვენ რომ „ეშმაკის ბორბალზე“ გაჭედილიყავით, რას იზამდით?“. მეორე დღეს, როცა შთაბეჭდილებები გავუზიარე, რამდენჯერმე მკითხა, ხომ კარგად გამომდის წერაო. ერეკლე გულღია, კომუნიკაბელური ადამიანია. დარწმუნებული ვარ, თითოეული მოსწავლე დარწმუნდებოდა საკუთარ შესაძლებლობაში და იმაში, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია.
  • ერთი ახალი მოსწავლეა მერვე კლასში. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ წერა დაეწყო. შინ დაბრუნებულმა წავიკითხე დათოს ფოტოამბავი. მიყვებოდა, როგორ მისწერა ერთ დილას მწვრთნელმა, რომ ვარჯიშზე ფანდური წაეღო თან. ფანდური და ჭიდაობა ყველაზე მეტად მიყვარსო, წერდა. დათოს ტელეფონის ნომერი არ მქონდა, თორემ მისი მწვრთნელს მივბაძავდი და მივწერდი, რომ მეორე დღეს სკოლაში ფანდური წამოეღო. რამდენი ასეთი ამბავი გამიზიარეს, დამაფიქრეს, დარდი და სიხარული გამიზიარეს.
  • მასწავლებლის ძალისხმევა კვალს აუცილებლად ტოვებს თითოეული მოსწავლის წერითი უნარების გამოვლენისას.
  • ფოტოამბის შესახებ ვიდეო ჩავწერე, რომელსაც გაგიზიარებთ:

 

 

იდუმალი ალერგია  

0

 ალერგიით დაავადებულთა რაოდენობა ყოველწიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ყველაზე გავრცელებულია ალერგიული რინიტი, ატოპური დერმატიტი და ასთმა. მოცემული ქეისი განკუთვნილია სისხლის აგებულებისა და იმუნიტეტის შესწავლისთვის.

ქეისიიდუმალი ალერგიაალფა-გალის სინდრომი (AGS)

  1. სანდრო ლაშქრობაში მიდის

სანდრო 45 წლისაა, ბუნების მოყვარული და ქომაგი, ყველა შაბათ-კვირას სალაშქროდ დადის.  ერთ-ერთი ლაშქრობის დროსაც ტკიპამ უკბინა.  ტკიპა პინცეტით მოიშორა, დარწმუნდა, რომ მთლიანად ამოიღო სხეული, ბოლოს სპირტით მოიწმინდა ნაკბენი ადგილი. სანდრომ ტკიპებით გამოწვეული ორი დაავადების შესახებ იცოდა, ესაა ლაიმის დაავადება და კლდოვანი მთების ცხელება. რამდენიმე დღე აკვირდებოდა კანს, ლაიმის დაავადებაზე ეჭვობდა, მაგრამ არც გამონაყარი ჰქონია და არც სხვა რაიმე სიმპტომი.

რამდენიმე კვირის შემდეგ სანდრო მეგობრებთან ერთად მწვადს მიირთმევდა. სიამოვნებდა გემრიელი სადილით, რა იცოდა, რომ ამ დღეს ყველაზე უჩვეულო ,,სამედიცინო თავგადასავალში“ აღმოჩნდებოდა.

  1. მოულოდნელი ალერგიული რეაქცია

ღამე დისკომფორტს გრძნობდა. კუჭში მკვეთრმა ტკივილმა და ქავილმა გააღვიძა. კანზე გამონაყარი აღენიშნებოდა.  ეს ჭინჭრის ციება, ანუ ურტიკარია იყო. ურტიკარია ალერგიული რეაქციაა, რომელიც ალერგენების საპასუხოდ ვითარდება. კანის უჯრედები გამოყოფენ ჰისტამინს, რომელიც აფართოვებს სისხლძარღვებს და კანზე წითელი ლაქები ჩნდება.

სანდრო ჭინჭრის ციებას სტრესს აბრალებდა, მაგრამ ძალიან მალე გულმკერდში ძლიერი მოჭერა იგრძნო, სუნთქვა გაუძნელდა.  ძალიან შეეშინდა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ადრეც ჰქონია ალერგიული რეაქცია, თუმცა ასეთი მძიმე არასოდეს. ექიმებმა ჭინჭრის ციება, გაძნელებული სუნთქვა, გახშირებული გულისცემა და შეშუპება დააფიქსირეს. სასწრაფოდ ადრენალინი (ეპინეფრინი) გაუკეთეს. სუნთქვა გაუმარტივდა. ჭინჭრის ციების სამკურნალოდ ანტიჰისტამინური პრეპარატი დაუნიშნეს. ურჩიეს ალერგოლოგისთვის მიემართა, რათა დაედგინა ალერგიის გამომწვევი მიზეზი.

  1. როგორ მოვიშოროთ ტკიპა უსაფრთხოდ?
  2. დაასახელე ტკიპებითან დაკავშირებული ორი დაავადება.
  3. რა სახის გამონაყარი ახასიათებს ლაიმის დაავადებას?
  4. რა სიმპტომები გამოჩნდა პირველად?
  5. რა იწვევს ჭინჭრის ციებას?
  6. რა პრეპარატის ინექციის შემდეგ გაუმარტივდა სუნთქვა? რას წარმოადგენს ეს პრეპარატი? როდის გამოიმუშავებს მას ჩვენი ორგანიზმი ჩვეულებრივ შემთხვევაში?
  7. რა სახის პრეპარატებით იკურნება ჭინჭრის ციება?
  8. რა რჩევა მისცეს სანდროს ექიმებმა?

 

  1. ვიზიტი ალერგოლოგთან

სანდრო ალერგოლოგთან მივიდა, ექიმს დაწვრილებით მოუყვა სიმპტომების შესახებ. ბოლოს ალერგოლოგმა საკვების შესახებ იკითხა. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ალერგიული რეაქცია შემწვარი ხორცის მიღების შემდეგ განვითარდა, ბლოკნოტში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გააკეთა.

სანდრომ სწრაფადვე მიაძახა, მსგავსი რეაქცია არასდროს მქონია. მე არ მაქვს ხორცზე ალერგია. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენ ხანში განვითარდა ალერგიული რეაქცია, საკვების მიღებისთანავე, თუ რამდენიმე საათის შემდეგ.

  • გვიან, უკვე მეძინა.

ექიმმა ტესტის გაკეთება ურჩია, სარწმუნო შედეგის დასაფიქსირებლად.   ასევე აღნიშნა, რომ ხორცზე ალერგია  ტკიპას ნაკბენის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს.

-ფაქტობრივად, დაგვიანებული ალერგიული რეაქცია გალაქტოზა-α-1,3-გალაქტოზა ანუ ,,ალფა-გალის“ სინდრომია.

  • ,,ალფა-გალ სინდრომი შედარებით ახალი და იშვიათი ალერგიული რეაქციაა, რომელსაც იწვევს ზოგიერთი ტკიპას ნაკბენი. ტკიპები, იმ ადგილებშია გავრცელებული, სადაც სანდრო სალაშქროდ დადიოდა. ადამიანი მგრძნობიარე (სენსიტიური) ხდება შაქრის, ალფა-გალაქტოზას მიმართ, რომელიც წითელ ხორცშია“.

“მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზმი მგრძნობიარე გახდა გალაქტოზა ალფა-1,3- გალაქტოზზას მიმართ, წითელი ხორცის მიღების შემდეგ იმუნური სისტემა იწყებს საპასუხო რეაქციის განვითარებას. ებრძვის ნივთიერებას, ბოჭავს მას. ჯაჭვური პროცესების შემდეგ საბოლოოდ ვითარდება შეშუპება და ჭინჭრის ციება. უარეს შემთხვევაში თქვენ ანაფილაქსიური რეაქცია განგივითარდებათ, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია, მკურნალობის გარეშე.  გადარჩით, რადგან გადაუდებელი დახმარება სწრაფად გამოიძახეთ.

იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა სანდროს ხორცზე ალერგია, ექიმმა სისხლში IgE-ს ანტისხეულების  განსაზღვრა მიიჩნია მნიშვნელოვნად. სისხლის აღებისას სანდროს ყურადღება კედელზე გაკრულ პოსტერზე გადაატანინა, სადაც აღწერილი იყო როგორ მუშაობს იმუნოგლობულინი E. ანალიზის პასუხის გაგებამდე კი ურჩია თავი შეეკავებინა წითელი ხორცის, სტეიკის მიღებისგან.

  1. რა მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, თუ რა დროში განვითარდა ალერგიული რეაქცია?
  2. რა იწვევს ალფა-გალაკტოზას სინდრომს?
  3. რას ნიშნავს სენსიტიური?”
  4. რა არის ანაფილაქსია?
  5. რა გამოჩნდება სისხლის ანალიზში, რაც სანდროს ალფა-გალ სინდრომზე მიუთითებს?
  6. რომელი ტიპის უჯრედები ქმნიან ანტისხეულებს? რომელი უჯრედები წარმოქმნიან ჰისტამინს?

 

  1. სანდრომ დაკვირვება დაიწყო

ვიდრე ტესტის პასუხებს ელოდებოდა, თან ჰამბურგერის დანახვაზე ნერწყვი ახრჩობდა, მნიშვნელოვანი ინფოგრაფიკი მოიძია, მასზე დეტალურად იყო მოცემული ალფა-გალ-ის სინდრომის ჩამოყალიბების პროცესი.

  1. ტკიპების რომელი სახეობებია დაკავშირებული ალფა-გალ სინდრომთან?
  2. ალფა-გალაკტოზა სპეციფიკური შაქარია, რომელსაც შეიცავს ძუძუმწოვრების უმრავლესობის ქსოვილები. ის არ გვხვდება ადამიანსა და მაიმუნებში. საიდან ხვდება მაშინ ადამიანის ორგანიზმში?
  3. ტკიპამ შესაძლოა უკბინოს ძაღლს, ირემს, რატომ მათ არ უყალიბდებათ ალფა-გალის სინდრომი?
  4. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რათა დაედგინათ ალფა-გალის სინდრომის გამომწვევი რისკ-ფაქტორები. ახალგამოჩეკილი ტკიპების ერთ ჯგუფს ღორის სისხლით კვებავდნენ (ჯგუფი A). მეორე ჯგუფი კი ადამიანის სისხლით იკვებებოდა. (ჯგუფი B).

შემდეგ ტკიპს უშვებენ მაიმუნის კანზე, რათა დაადგინონ განვითარდება თუ არა კბენის შემდეგ ალფა-გალ სინდრომი.

  1. ტკიპების რომელი ჯგუფი იწვევს ალფა-გალის სინდრომის განვითარებას?

წყარო: https://www.biologycorner.com/2024/11/05/exploring-the-immune-system-with-alpha-gal-syndrome/

ცხოვრება ლეიკემიით     

0

არსებობს დაავადებები, რომელთა სახელის ხსენებაც შიშის ზარს გვცემს. ავადმყოფის პატრონი თავიდან შფოთავს, კედლებს აწყდება, თუმცა ამ დაავადებისგან განკურნების შანსი მედიცინის განვითარებასთან ერთად თანდათან იზრდება.  ლეიკემია ის დაავადებაა, რომელიც უჯრედებში მიტოზის კონტროლის დარღვევას მოსდევს. ეს უცნაური სახელი უჯრედების გაყოფის ერთ-ერთ ფორმას აღნიშნავს. მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა კარგად უნდა იცოდნენ რა ხდება ამ დროს. ამიტომ მისი სწავლება, ლეიკემიით დაავადებული ადამიანის ცხოვრების გარკვეული პერიოდის აღწერის მაგალითზე, ინტერესის აღძვრის კარგი გზაა.

წერილს თან ერთვის ორი საპრეზენტაციო მასალა, პირველი, რომელიც ბიოლოგიის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს მერვე კლასში სისხლის უჯრედების სწავლებისას. მეორე, მეცხრე და მეათე კლასში – მიტოზისა და ღეროვანი უჯრედების შესახებ საკითხის სწავლებისას.

მწვავე ლეიკემია ავთვისებიან სიმსივნეთა 3%-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით ყოველ 100 000 მოსახლეზე 5 შემთხვევა აღინიშნება, მათგან 75% მოზრდილებზე მოდის. საქართველოში კი მოზრდილებში ყოველ 100 000 მოსახლეზე 2,64 შემთხვევა მოდის. მისი ქრონიკული ფორმა იმავე რაოდენობის მოსახლეობაზე 1,27-ს შეადგენს.

შესავალი: სიმპტომები და პირველი შფოთვა

ცხრა წლის ლაზარე აქტიური ბიჭია, უყვარს ფეხბურთი და ეზოში თამაში.  რამდენიმე კვირის განმავლობაში მშობლებმა შენიშნეს, რომ ბავშვს იმდენი ენერგია აღარ ჰქონდა. ხშირად დაღლილობას უჩიოდა, კანი გაუფერმკრთალდა, მკლავებზე და წვივებზე უჩვეულო ლურჯი ლაქები განუვითარდა. პერიოდული ცხელება და ცხვირიდან სისხლდენაც დაეწყო. ლაზარეს მშობლებმა შვილის პედიატრთან წაყვანა გადაწყვიტეს.

ვიზიტი ექიმთან: ექიმმა ფიზიკური მდგომარეობა შეაფასა. შენიშნა გადიდებული ლიმფური ჯირკვლები და ელენთა. უფრო მძიმე დაავადებაზე ეჭვის მიტანის გამო, დაუნიშნა ანალიზები, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი. გამოვლინდა ერითროციტების დაბალი დონე, რაც ანემიაზე მიუთითებდა და ლეიკოციტების არანორმალურად მაღალი მაჩვენებელი. ანალიზების საფუძველზე ლაზარე პედიატრ-ონკოლოგთან გაგზავნა. ონკოლოგი ექიმია, რომელიც სიმსივნეებს იკვლევს და მკურნალობს. უფრო საფუძვლიანმა კვლევებმა გამოავლინა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, ბავშვებში გავრცელებული ლეიკემიის ყველაზე გავრცელებული ფორმა.
სურათზე მარჯვენა მხარეს პაციენტის სისხლის საერთო ანალიზის შედეგია:

რა არის ლეიკემია

ლეიკემია სისხლისა და ძვლის ტვინის დაზიანებით გამოწვეული სიმსივნის ფორმაა. ამ დროს ძვლის ტვინი წარმოქმნის უზარმაზარი რაოდენობის სისხლის თეთრ უჯრედებს. ისინი უკონტროლოდ მრავლდებიან და გამოდევნიან ჯანმრთელ უჯრედებს. საბოლოოდ ორგანიზმში სისხლი ვეღარ მიიტანს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს უჯრედებამდე, ვეღარ ებრძვის ინფექციის გამომწვევებს და ფერხდება სისხლის შედედების პროცესი.

ლეიკემიის სხვადასხვა ტიპები არსებობს, მწვავე ლიმფობლასტული ლეიკემია ძირითადად მოუმწიფებელ ლეიკოციტებს აზიანებს. მიუხედავდ იმისა, რომ ზუსტი მიზეზი უცნობია, გენეტიკამ და გარემო პირობებმა შესაძლებელია რისკ-ფაქტორის როლი შეასრულონ.

ექიმებმა შეიმუშავეს მკურნალობის გეგმა: ის სამ ძირითად ეტაპს მოიცავდა.

1: ქემოთერაპია – შლის დაზიანებულ უჯრედებს.

  1. უფრო ძლიერი მედიკამენტებით ფარული სიმსივნური უჯრედების განადგურება.
  2. შენარჩუნების ფაზა, უფრო სუსტი მედიკამენტებით მკურნალობა ორი წლის განმავლობაში.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლაზარე დამატებიტ მხარდაჭერას მიიღებდა ოჯახის წევრებისგან, სკოლის საზოგადოებისგან. ამ დროს ენერგიის დაზოგვით თავიდან იქნებოდა აცილებული ინფექციები, სხვა დაავადებები.

დასკვნა

ლაზარეს ბრძოლა ლეიკემიასთან მოითხოვდა გამძლეობასა და თავდადებას, ოჯახისა და სამედიცინო გუნდის მხრიდან. პედიატრიული ონკოლოგიის მიღწევების წყალობით, ლაზარე სრულად გამოჯანმრთელდა.

მკურნალობის დასრულების შემდეგ ლაზარე საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა, შეძლო ეცხოვრა სრულფასოვნად, აქტიური ცხოვრებით, რაც სხვისთვის, მსგავსი სირთულეების წინაშე მყოფებისთვის, შთაგონების წყაროდ იქცა.

უპასუხე შეკითხვებს:

  1. რომელმა სიმპტომებმა მიიქციეს მშობლების ყურადღბა?
  2. რისი ექიმია პედიატრი?
  3. 3. რა სახის ფიზიკური გამოვლინებები აღენიშნებოდა ბიჭს?
  4. რა არის ანემია?
  5. როგორ შეიცვალა სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა?
  6. რისი ექიმია ონკოლოგი
  7. რა დიაგნოზი დაუსვეს ლაზარეს?
  8. რა განსხვავებაა ჯანმრთელი ადამიანისა და ლაზარეს სისხლის შედგენილობას შორის?
  9. რა არის ლეიკემია?
  10. რა გავლენას ახდენს ლლეიკემია ორგანიზმზე?
  11. რას ეფუძნება ქიმიოთერაპია?
  12. რატომ უნდა გაგრძელდეს თერაპია, მას შემდეგაც, რაც სისხლის ანალიზში სიმსივნე აღარ გამოჩნდება?
  13. რა მაჩვენებელი ნარჩუნდება თერაპიის პროცესში?
  14. რას ნიშნავს რეციდივი?
  15. ოჯახის წევრებისგან და ახლობლებისგან რა სახის დახმარება სჭირდება სიმსივნით დაავადებულ ადამიანს?

საპრეზენტაციო მასალა

მიტოზი და სიმსივნე

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/01/18/case-study-ethans-journey-with-leukemia/

 

 

ციფრული ინსტრუმენტების ჩანერგვა პირველკლასელების სწავლებაში

0

 (მე-8 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

პირველ კლასამდე ბავშვმა ძალიან ბევრი რამე იცის. დაკვირვებული მშობლები გაოცებულები არიან, როგორ ითვისებს ბავშვი ახალ-ახალ ცოდნას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ დღევანდელი ბავშვებისთვის ცოდნის უზარმაზარი არხია გახსნილი ციფრული ტექნოლოგიების სახით. სამწუხაროდ, დღეს არსებული სასწავლო კონტექსტი და რესურსები ფეხს ვერ უწყობს თაობის ციფრულ სრბოლას, მეტიც, საგრძნობლად ჩამორჩება მას და ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილია.

არადა, ციფრული ტექნოლოგიები საოცარ შესაძლებლობებს იძლევა საგანმანათლებლო მიმართულებით. სათანადო აპლიკაციების შექმნის შემთხვევაში, ბავშვებს ისეთივე აზარტითა და მოწადინებით შეეძლებათ სწავლა, როგორც საყვარელ თამაშში არიან ჩართულები.

ამისთვის პროგრამისტების მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ამ წერილში შემოთავაზებული მცდელობები, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეიძლება ჩავნერგოთ ციფრული ინსტრუმენტები სწავლების პირველ ეტაპზე პირველ კლასში.

რასაკვირველია, ქართველ მასწავლებელთაგან არაერთია დაწინაურებული ციფრულ ფორმატში სწავლებაში და ისინი საინტერესო დავალებებსა და რესურსებს სთავაზობენ ხოლმე ბავშვებს. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე დანართს, რომელთა ჩანერგვა სასურველია სერიის ,,სწავლის ძირი” წინა წერილებში წარმოდგენილ სასწავლო მონაკვეთებში. შემოთავაზებული ციფრული რესურსები ძირითადად მიჰყვება წინა წერილებში აღწერილი სასწავლო მონაკვეთების შინაარსს.

  1. სიტყვების დამარცვლა

პირველ ჯერზე ვნახოთ ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს ფონოლოგიურ უნარებს, კერძოდ, სიტყვების დამარცვლის უნარს. აქ ბავშვები შედიან აპლიკაციაში და შეთავაზებულ სურათებს გადაალაგებენ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით: პირველ სვეტში მოათავსებენ ერთმარცვლიან სიტყვებს (ხე, ბუ, ცა, მზე), მეორეში — ორმარცვლიანს (ბურთი, გემი, ბუდე, გოგრა), მესამეში — სამმარცვლიანს (არწივი, აქლემი, ბანანი, გვირილა), მეოთხეში ოთხმარცვლიანს (ბატიბუტი, დინოზავრი, შოკოლადი, ალუბალი). იხ. აპლიკაციის ბმული: სიტყვების დამარცვლა

დასაწყისში დავალებას ასეთი სახე ექნება:

ხოლო შესრულების შემდეგ დაახლოებით (ყოველ მცდელობაზე სურათები სხვადასხვა თანმიმდევრობით ლაგდება, ამიტომ განსხვავებული იქნება სვეტებში სურათების მიმდევრობა, თუმცა ერთი სვეტის სიტყვა სხვა სვეტში არ უნდა იყოს, თორემ არ გაამწვანებს გადამოწმებისას, გააწითლებს.) ასეთ სახე მიიღებს:

თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ შეძლებისდაგვარად გააქტიურებულია პირველი ბგერები — ა, ბ, გ. ხოლო ქვემოთ მოცემულ დავალებაში მომდევნო ბგერებია შემოთავაზებული — დ, ე, ვ, ზ, რომელიც ონლაინ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: სიტყვების დამარცვლა 2

ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს ნათურა, რომელზე დაჭერის შემთხვევაში გაიხსნება დამხმარე ფანჯარა, სადაც ჩამოწერილია მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჯგუფებული სიტყვები: ერთმარცვლიანი — ზღვა, მზე, ხე, კუ; ორმარცვლიანი — ზარი, ვაშლი, ენა, ელვა; სამმარცვლიანი — ანტენა, დივანი, ზაზუნა, ზვიგენი; ოთხმარცვლიანი — დინოზავრი, ალუბალი, ზარბაზანი, ელმავალი.

ამ აპლიკაციაში უკვე შესრულებულ დავალებას შემდეგი სახე ექნება:

აღსანიშნავია, რომ ასეთი სავარჯიშოების დამზადება რთული არაა, პორტალზე მოცემული ქართულენოვანი ინსტრუქციები და გამზადებული შაბლონები დიდი ძალისხმევის გაწევის გარეშე მოახერხებინებს ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს მსგავსი რესურსების შექმნას. ხოლო თუკი თავად მოსწავლეებიც ჩაერთვებიან ანალოგიური დავალებების შექმნაში, მთლად უკეთესი! ცხადია, საჭირო იქნება ილუსტრაციების მოძიება, რაც ე. წ. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის გამოყენებით სულაც აღარაა ძნელი.  აღსანიშნავია ისიც, რომ ფონოლოგიური კომპეტენცია სხვა საინტერესო და სახალისო ციფრული დანართებითაც განვავითაროთ, მაგალითად, ბავშვებმა ამოიცნონ რითმული სიტყვა-ნახატები, ამოიცნონ შეცდომები ლექსში და სხვა. ვნახოთ კიდევ რამდენიმე ნიმუში ქვემოთ.

  1. პირველი ბგერა (ა, ბ, გ)

ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” წინა წერილებში აღწერილი სასწავლო მონაკვეთები გულისხმობდა სიტყვებში პირველი ბგერის გამოყოფას და ამის მიხედვით სიტყვების დაჯგუფებას. სწორედ ამ უნარის გასავარჯიშებლადაა დამზადებული ქვემო მოცემული დავალებებიც.

აქ წარმოდგენილია ა, ბ, და გ-ზე დაწყებული სიტყვების ამოცნობა და მათი გადანაწილება. იხ. ბმული: პირველი ბგერა (ა, ბ, გ) დავალების გახსნისას მოსწავლეებს ასეთი დაფა დახვდებათ:

 

 

ხოლო სწორად შესრულებული დავალება ასეთ სახეს მიიღებს:

 

  1. პირველი ბგერა (დ, ე, ვ, ზ)

ისევ პირველი ბგერის ამოცნობასა და ამის მიხედვით სიტყვების დაჯგუფებაზეა შემდეგი დავლებაც, ოღონდ მომდევნო ბგერებზე: დ, ე, ვ, ზ. იხ. ბმული: პირველი ბგერა (დ, ე, ვ, ზ)  აღსანიშნავია, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ბგერების დამუშავება განსაკუთრებით საჭიროა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც ქართული არაა მშობლიური ენა — ქართულის წლების განმავლობაში შესწავლის შემდეგაც მათ მიერ დაშვებული ფონეტიკური შეცდომები სწორედ ამ საფეხურის უგულებელყოფის ბრალია. თუმცა, ეს ასევე სასარგებლოა ქართულენოვანი მოსწავლეებისთვისაც, მით უფრო, თუკი ეს ფონეტიკურ-ფონოლოგიური მიზნები გადაჯაჭვული იქნება ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან, მეტყველების განვითარებასთან…

აქ შემოთავაზებულია უკვე დაჯგუფებული სიტყვები:

 

 

  1. სურათი და წარწერა

ქვემოთ მოცემული დავალება გულისხმობს სურათისა და წარწერის ერთმანეთთან დაკავშირებას, მიწებებას. ეს დავალება მოსწავლეებს ეხმარება მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარის განმტკიცებაში მანამ, სანამ ასოების მიზანმიმართულ შესწავლაზე გადავლენ.

დასაწყისში აპლიკაციას ასეთი სახე ექნება:

 

საბოლოოდ კი შესრულებული დავალება ასეთ სახეს მიიღებს.

როგორც ვხვდებით, პირველი დავლების (იხ. ბმული: სურათი და წარწერა ) შესაბამისი სურათი ქართული ანბანის პირველ სამ ბგერაზეა, ქვედა სურათი კი ასახავს მომდევნო ოთხ ბგერაზე (დ, ე, ვ, ზ) მომზადებულ დავალებას (იხ. ბმული: სურათი და წარწერა – 2 ):

 

შეიძლება გაკეთდეს ამ დავალების ადაპტირებული ვერსია, რომელშიც ფოტოებზეც იქნება დატანილი წარწერები და მოსწავლეებს მოუწევთ წარწერების ერთმანეთთან შედარების გზით მსგავსების აღმოჩენა.

 

  1. სურათისა და წარწერის დაწყვილება

ეს დავალება (იხ. ბმული: სურათისა და წარწერის დაწყვილება ) ჰგავს წინა დავალებებს, თუმცა სხვაგვარ უნარ-ჩვევებს მოითხოვს ბავშვებისგან: მათ უნდა გახსნან თითოეული უჯრა და მოძებნონ სურათისა და წარწერის წყვილი (ერთად მხოლოდ ორი უჯრის გახსნაა შესაძლებელი და ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს კიდეც, თუ რომელ ადგილზეა ესა თუ ის წარწერა ან სურათი. სათანადო წყვილის მოძებნის შემთხვევაში იგი (სურათისა და წარწერის წყვილი) ან გაქრება, ან დარჩება და სხვა წყვილის მოძებნას ხელს აღარ შეუშლის.

ქვემოთ წარმოდგენილია ამ დავალების უკვე დასრულებული ვერსია. როგორც ხედავთ, სურათები და წარწერები უკვე გაფერმკრთალებულია ანუ ყველა წყვილი სწორადაა ამოცნობილი თანმიმდევრობით.

როგორც აღვნიშნეთ, აქ უკვე ამოცნობილი წყვილები შედარებით გაფერმკრთალებულია. ასევე შესაძლებელია დავალების შექმნისას ისეთი ბრძანება მივცეთ აპლიკაციას, რომ უკვე სწორად დაწყვილებული სურათი და წარწერა გაქრეს სამუშაო დაფიდან.

ადვილი შესამჩნევია, რომ ამ დავალებაში გააქტიურებულია , , და -ზე დაწყებული სიტყვები. რასაკვირველია, საჭიროა დამზადდეს სხვა ბგერების მიხედვით დაკომპლექტებული დავალებებიც, რომლებსაც თანმიმდევრულად შეასრულებენ მოსწავლეები.

ცხადია, კიდევ უამრავი დავალების შექმნაა შესაძლებელი და საჭირო, როგორც ამ პლატფორმაზე, ისე სხვებზე, როგორც ამ სასწავლო საკითხებზე, ასევე სხვებზეც.

 

განმავითარებელი შეფასება ბგერებით მანიპულირებისთვის

0

 (მე-10 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

სერიის ,,სწავლის ძირი” ამ წერილში კვლავ განმავითარებელ შეფასებას განვიხილავთ, კვლავ ფონოლოგიური კომპეტენციის განმტკიცების მიზნით. კონკრეტულად, ბგერებით მანიპულირებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ სერიის წინა წერილში მიმოხილული იყო სიტყვების დამარცვლის, დამარცვლით წარმოთქმული სიტყვების გამთლიანების, პირველი და ბოლო მარცვლების იდენტიფიცირებისა და მათი სხვა მარცვლით ჩანაცვლების უნარები.

აქ განხილული იქნება:

  • მარცვლებისა და სიტყვების ბგერებად დაშლა,
  • ბგერა-ბგერა ნათქვამი სიტყვის გამთლიანება,
  • პირველი, მეორე და ბოლო ბგერების იდენტიფიცირება,
  • პირველი, მეორე და ბოლო ბგერების ჩანაცვლება,
  • ბგერებით მანიპულირებისთვის სავარჯიშო სიტყვები.

სანამ დასახელებულ პუნქტების განხილვაზე გადავალთ, ორიოდე სიტყვა ვთქვათ ბგერებზეც. ადამიანს უამრავი ბგერის ამოთქმა, გაჟღერება შეუძლია. ამ ბგერათა ნაწილს სამეტყველოდ ვიყენებთ და ფონემებს, სამეტყველო ბგერებს ვუწოდებთ,  ხოლო მის შემსწავლელ ენათმეცნიერების დარგს  — ფონეტიკას. ქართულში ამჟამად 33 სამეტყველო ბგერა (ფონემა) გვაქვს (ადრე უფრო მეტი იყო.) და მათს ჩასაწერად 33 ასოს ვიყენებთ  ანუ ყოველ ბგერას თავისი საკუთარი ასო გამოსახავს. ასევე შეიძება ვთქვათ, რომ ყოველ ქართულ ასოს თავისი ერთადერთი ხმიანობა, უნიკალური ჟღერადობა აქვს. ინგლისურში, მაგალითად, ბგერები ქართულზე მეტია, ხოლო ასოები  — ნაკლები.

აქ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ფონეტიკური და ფონოლოგიაური კომპეტენციები. ფონეტიკური კომპეტენცია არის ენის სამეტყველო ბგერების ზუსტი აღქმა (გაგონება) და წარმოთქმა, ხოლო ფონოლოგიური კომპეტენცია სიტყვაში სამეტყველო ბგერის, როგორც უმცირესი სამეტყველო ერთეულის გამოცალკავების, იდენტიფიცირების უნარია, რაც მეტად საჭიროა სწავლების საწყის ეტაპზე.

ფონოლოგიური კომპეტენციის ჩამოსაყალიბებლად ბავშვებს ჯერ მარცვლებზე ვავარჯიშებთ და შემდეგ გადავიდვართ ბგერებზე. ქვემოთ სწორედ ბგერებით მანიპულაციებზეა შემოთავაზებული შეფასების რუბრიკები სწავლების პროცესზე დაკვირვებისა და მისი გაუმჯობესების მიზნით.

  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (მარცვლების ბგერებად დაშლა-გამთლიანება)

პირველი რუბრიკის შექმნას ისევ დაწვრილებით მივადევნოთ თვალი და აღვწეროთ, რა მოსწრება უნდა აჩვენოს წარმატებულმა მოსწავლემ:

მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ მარცვლებს, ბგერა-ბგერა დასახელებულ მარცვალს ამთლიანებს და წარმოთქვამს, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ მარცვალში ბგერათა რაოდენობას.

აქაც შევნიშნოთ, რომ:

  • ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება ამთლიანებდეს და სწორად წარმოთქვამდეს ბგერა-ბგერა ნათქვამ მარცვლებს, მაგრამ სწორად ვერ შლიდეს ბგერებად იმავე მარცვლებს ან სწორად ვერ ასახელებდეს მარცვლებში ბგერათა რაოდენობას.
  • ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება სწორად შლიდეს ბგერებად იმ მარცვლებს, რომლებზეც უკვე ნავარჯიშები არიან, მაგრამ ვერ ახერხებდეს გაუვარჯიშებელი მარცვლების სწორად დაშლას.

 

ვნახოთ, როგორ სახეს მიიღებს ამ კომპეტენციის შეფასების რუბრიკა აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით:

კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (მარცვლების ბგერებად დაშლა-გამთლიანება)

აღწერა: მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ მარცვლებს, ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა დასახელებულ მარცვალს, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ მარცვალში ბგერათა რაოდენობას.

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ  მარცვლებს, ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა დასახელებულ ნებისმიერ მარცვალს, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში ბგერათა რაოდენობას. მოსწავლე:

ან ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ მარცვლებს,

ან ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ ნებისმიერ მარცვალს,

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში ბგერათა რაოდენობას,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ სამივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ მარცვლებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ მარცვლებზეც კი, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილი მარცვლის ბგერებად დაშლა და გამთლიანება ან მასში ბგერათა რაოდენობის დასახელება.
  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (სიტყვების ბგერებად დაშლა-გამთლიანება)
კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (სიტყვების ბგერებად დაშლა-გამთლიანება)

აღწერა: მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ სიტყვებს, ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა დასახელებულ სიტყვებს, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობას.

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ სიტყვას, ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა დასახელებულ ნებისმიერ სიტყვას, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობას. მოსწავლე:

ან ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ, ადეკვატური სიგრძის სიტყვას,

ან ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ ადეკვატური სიგრძის ნებისმიერ სიტყვას,

ან ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მოკლე სიტყვაში ბგერათა რაოდენობას,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ სამივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ სიტყვებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ სიტყვებზეც კი, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილი სიტყვის ბგერებად დაშლა-გამთლიანება, მხოლოდ დასწავლილ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობის დასახელება.

ვნახოთ ამ ორი კომპეტენციის შესაბამისი ჩეკლისტი:

# ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა, გამთლიანება და მარცვლებით მანიპულირება) აღრიცხვის

ჩეკლისტი

მოსწავლის სახელი და გვარი: – – – – – – – – – – – – – – –

თარიღი: – – – – – – –

1 ¨  ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მარცვლებს.
2 ¨  ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ უცნობ მარცვლებს.
3 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ ნაცნობ მარცვლებს.
4 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ უცნობ მარცვლებს.
5 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მარცვლებში ბგერათა რაოდენობას.
6 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ მარცვლებში ბგერათა რაოდენობას.
7 ¨  ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს.
8 ¨  ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვებს.
9 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს.
10 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ უცნობ სიტყვებს.
11 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობას.
12 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობას.

 

ცხადია, მასწავლებლებს შეუძლიათ ეს ჩეკლისტიც ორად გაყონ და მოსწავლეთა  მოსწრება ამ უნარებში ჯერ მარცვლებზე შეამოწმონ, შემდეგ — სიტყვებზე.

  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (ბგერებით მანიპულირება მარცვლებში)
კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (ბგერებით მანიპულირება მარცვლებში)

აღწერა: მოსწავლე გამოყოფს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ მარცვლაში პირველ და ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული ბგერით მიღებულ ახალ მარცვალს, ასახელებს კონკრეტული მარცვლის ოთხ ალტერნატივას ხმოვნების მიხედვით (და — დი, დე, დო, დუ; ვარ — ვირ, ვერ, ვორ, ვურ).

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში პირველ და ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული ბგერით მიღებულ ახალ მარცვალს, ასახელებს კონკრეტული მარცვლის ოთხ ალტერნატივას ხმოვნების მიხედვით. მოსწავლე:

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში პირველ ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს,

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ ორივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ მარცვლებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ მარცვლებზე, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილ მარცვალში პირველი და ბოლო ბგერის მხოლოდ დასახელება და არა ჩანაცვლება.
  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (ბგერებით მანიპულირება სიტყვებში)
კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (ბგერებით მანიპულირება სიტყვებში)

აღწერა: მოსწავლე ასახელებს ზეპირად ნათქვამ სიტყვაში პირველ ანდა ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული ბგერით მიღებულ ახალ ნამდვილ ან ცრუ სიტყვას. (დ-აფა, ტ-აფა… გ-ვირილა, ყ-ვირილა… კ-არი, ხ-არი, ქ-არი, ს-არი, ვ-არი, ბ-არი, დ-არი, ზ-არი, თ-არი, ლ-არი, ნ-არი, ტ-არი, ფ-არი, ღ-არი, შ-არი… თოვლ-ი, თოვლ-ო, თოვლ-ს, თოვლ-უ…)

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ სიტყვაში პირველ ანდა ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული ბგერით მიღებულ ახალ ნამდვილ ან ცრუ სიტყვას. მოსწავლე:

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ სიტყვაში პირველ ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას,

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ სიტყვაში ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ ორივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ სიტყვებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ სიტყვებზეც კი, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილ სიტყვებში პირველი ანდა ბოლო ბგერის მხოლოდ დასახელება და არა ჩანაცვლება.

 

ესეც ამ ორი რუბრიკის მიხედვით დამზადებული ჩეკლისტი:

# ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა, გამთლიანება და მარცვლებით მანიპულირება) აღრიცხვის

ჩეკლისტი

მოსწავლის სახელი და გვარი: – – – – – – – – – – – – – – –

თარიღი: – – – – – – –

1 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მარცვალში პირველ ბგერას.
2 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ მარცვალში პირველ ბგერას.
3 ¨  ანაცვლებს ნაცნობი მარცვლის პირველ ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს.
4 ¨  ანაცვლებს უცნობი მარცვლის პირველ ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს.
5 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მარცვალში ბოლო ბგერას.
6 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვაში ბოლო ბგერას.
7 ¨  ანაცვლებს ნაცნობი მარცვლის ბოლო ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს.
8 ¨  ანაცვლებს უცნობი მარცვლის ბოლო ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს.
9 ¨  ასახელებს ნაცნობი მარცვლის ოთხ ალტერნატივას ხმოვნების მიხედვით.
10 ¨  ასახელებს უცნობი მარცვლის ოთხ ალტერნატივას ხმოვნების მიხედვით.
11 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვაში პირველ ბგერას.
12 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვაში პირველ ბგერას.
13 ¨  ანაცვლებს ნაცნობი სიტყვის პირველ ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.
14 ¨  ანაცვლებს უცნობი სიტყვის პირველ ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.
15 ¨  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვაში ბოლო ბგერას.
16 ¨  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვაში ბოლო ბგერას.
17 ¨  ანაცვლებს ნაცნობი სიტყვის ბოლო ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.
18 ¨  ანაცვლებს უცნობი სიტყვის ბოლო ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.

ეს ჩეკლისტი ნამდვილად დასაშლელია ორად — როგორც ვიცით, ათ მოსანიშნზე მეტი რაოდენობა არაა მოსახერხებელი მოსწავლის მოსწრებაზე კონცენტრირებისთვის.

ახლა სათანადო ყურადღება გავამახვილოთ იმ კონკრეტულ სიტყვებზე, რომლებზეც მოსწავლეებს ვავარჯიშებთ. ეს, რასაკვირველია, დამოკიდებულია სასწავლო თემატიკაზე, მაგრამ ქვემოთ გამოვყოთ ჩვენ მიერ ნავარაუდევი სიტყვების ველი კონკრეტული მაგალითებით. ცხრილში ცალ-ცალკეა წარმოდგენილი სიტყვები მარცვლებზე და ბგერებზე სამუშაოდ, თუმცა, ცხადია, სიტყვათა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოსადეგია ორივე შემთხვევაში. მეტიც, ჯერ მარცვლებზე ორიენტირებისას დამუშავებული სიტყვები უფრო ადვილი სავარჯიშო იქნება მოგვიანებით ბგერებზე გადასვლისას. ზოგიერთი სიტყვა კი, შეიძლება, სასარგებლო და მარტივია მარცვლების საფეხურისთვის, მაგრამ რთული იქნება ბგერებისთვის.

# თემატური სიტყვების ველი სიტყვები
მარცვლებზე სამუშაოდ ბგერებზე სამუშაოდ
1 საკუთარი სახელები დათო, ანა, გია, ალი, ია, სოსო, მამუკა, ნოდარი, ზვიადი, ანანო, მზევინარი, მანუჩარი, თამარი, ჰუსეინი, ანაჰიტი, მარიამი… დათო, ანა, ია, ლადო, ალი, ნონა, ნანა, ნათია, მაკა, ეკა, ლალი, ეთო, ლუკა, მაია, კახა, კობა, იამზე, ბერდია,
2 ხშირი სიტყვები დედა, მამა, კატა, ძაღლი, რვეული, კალამი, წიგნი… დედა, მამა, კატა, მზე, ხიდი, სახლი…
3 სახლი ოთახი, მაგიდა, სკამი, ტახტი, ტელევიზორი, საწოლი, კედელი, იატაკი, ჭერი, კარადა, გაზქურა, აბაზანა, სავარძელი… ოთახი, მაგიდა, სკამი, ტახტი, საწოლი, კედელი, იატაკი, ჭერი, კარადა, აბაზანა…
4 წელიწადის დროები ხე, ფოთოლი, ყვითელი, სიგრილე, წვიმა, წვიმს, ბალახი, მწვანე, ხილი, ქარი, ფრინველი, ჩიტი, სექტემბერი, მაისი…

თოვლი, ფიფქი, სიცივე, ცივა, თოვს, საჩუქარი, მეკვლე, ციგა, გუნდა, ჩურჩხელა, ნაძვი, ზღვა, ელვა, კვირტი, ყვავილი, პეპელა…

 

ხე, ფოთოლი, ბალახი, ხილი, ქარი, ჩიტი, მაისი…

თოვლი, ფიფქი, სიცივე, ცივა, თოვს, ციგა, გუნდა, ნაძვი, ზღვა, ელვა, კვირტი, პეპელა, მარტი, ზამთარი, დრო,

 

5 ცხოველები (ანუ ფრინველებიც) ძაღლი, ძროხა, კატა, ლომი, დინოზავრი, ცხენი, ღორი, ქათამი, ბატი, ინდაური, ცხვარი, თხა, კურდღელი, იხვი, არწივი,  ციცარი, ხბო, ლეკვი, წიწილა, კნუტი… კატა, ლომი, ცხენი, ღორი, ქათამი, ბატი, ცხვარი, თხა, იხვი, არწივი,  ციცარი, ხბო, ლეკვი, წიწილა, კნუტი, აქლემი, ვირი, ნიანგი, მედუზა, თევზი…

 

ციფრული მოქალაქეობა და კრიტიკული აზროვნება 

0

“ჩვენ, ციფრული სამყაროს მოქალაქეები მაღლა აწეული ხელებით, პირობას ვდებთ რომ ჩვენი მოგზაურობა იქნება უსაფრთხო, როცა ხან აქ და ხან იქ დავაწკაპებთ.

თუ სამყაროს ნახვა გსურს, არ არის აუცილებელი გყავდეს თვითმფრინავი, სკოლის ყვითელი ავტობუსი ან ხმაურით მოჩაქჩაქე მატარებელი.

სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ, ოკეანის ნაპირზე მოსახვედრად, იმისათვის რომ იყო რაღაც ძალიან დიდის ნაწილი უკვე საკმარისია ინტერნეტი და ერთიც ეკრანი” – ეს არის ფრაგმენტი ინგლისურენოვანი საბავშვო სიმღერიდან, რომელსაც ციფრული მოქალაქეობის გაკვეთილების დასაწყისში იყენებენ სწავლების დაწყებით საფეხურზე იქ, სადაც ციფრული მოქალაქეობა ცალკე დისციპლინად არსებობს. ამ საგნის კურიკულუმები ერთი მხრივ ინტერნეტში თავის გადარჩენის და ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების უნარების განვითარებაზეა ორინტირებული, მეორე მხრივ კი აქცენტს სვამს იმაზე, როგორი მნიშვნელოვანია ბალანსი ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის, ფიზიკური აქტივობები, ეკრანის გარეშე დროის ხარისხიანად  და საინტერესოდ გამოყენების ჩვევების გამომუშავება.

 

  • და მაინც რა არის ციფრული მოქალაქეობა?
  • რამე განსხვავებული როლი, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვთ? ვინ აწესებს ციფრულ სამყაროში წესებს და ვინ უზრუნვეყოფს ამ წესების აღსრულებას?

 

ქსელთან კავშირის მქონე თითოეული ადამიანი ციფრული სამყაროს მოქალაქეა, რომელსაც რეალური ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად აქვს თავისი უფლებები, ვალდებულებები, ღირსება და ინტერესები.

 

ციფრულ სამყაროში დაცულობა და უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ სახელმწიფოში: ციფრულმა მოქალაქეებმა ისევე უნდა სცენ პატივი სხვის აზრებს, გემოვნებას და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა. მათ ისევე აქვთ ჩაგრულისთვის გამოქომაგების, ძალადობის  და ყველანაირი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება, როგორც რეალურ სამყაროში ღირსეულ მოქალაქეებს. მეტიც, ციფრული სამყაროს “ეკოლოგიაც” ზუსტად ისევეა დასაცავი, როგორც ჩვენი რეალური გარემო და ბუნება დედამიწაზე – დეზინფორმაცია, სიძულვილის და შუღლის გამღვივებელი კამპანიები და ყალბი ანგარიშების მიღმა დამალული ნიჰილიზმის მთესველები ზუსტად ისეთივე ზიანს აყენებენ ციფრული მოქალაქეების “შაცხოვრებელ გარემოს” , როგორც პლასტმასას ჭარბი მოხმარება ოკეანეების ბიომრავალფეროვნებას. რეპუტაცია, ღირსება, სიტყვის ფასი, სოლიდარობა და თანადგომა ციფრულ სამყაროშიც დასაცავი და გასაფრთხილებელი ღირებულებებია. კანადის ციფრული მედიაწიგნიერების ცენტრის მტკიცებით, საზოგადოების მხოლოდ 10%-ია საჭირო კონკრეტული ღირებულებების დასაცავად და გასამყარებლად. ერთი ადაიანის ხმაც კი ამცირებს სხვების მიდრეკილებას კონფორმიზმისკენ და აჩენს სურვილს საკუთარი ან სხვების უნიკალური ხმების დასაცავად. მათ, ვინც ინტერნეტს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებს, იმ უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად, რასაც ეს სივრცე აჩენს ადამიანებისთვის, მუდმივად უნდა ახსოვდეთ ის საფრთხეებიც რაც აქ შეიძლება არსებობდეს. როგორც ყველა კარგ მოქალაქეს, ციფრულ მოქალაქესაც კარგ მოქალაქედ კარგი განათლება, კრიტიკული აზროვნება, სამართლებრივი და მორალური კანონების პატივისცემა, სოლიდარობა და თანაგრძნობა, თანასწორობა და სამართლიანობა აქცევს.

 

მეტი კონკრეტიკისთვის, რამდენიმე წესსაც გთავაზობთ, რომლების დაცვაც თქვენთვის და თქვენი ციფრული ეკოსისტემისთვისაც მნიშვნელოვანია:

 

  • იყავით ინფორმირებული საფრთხეებზე და მათზე რეაგირების შესახებ – კიბერბულიგი, ფიშინგი, დეზინფორმაცია, თაღლითობა, პირადი მონაცემების გაჟონვა, სექსუალური შევიწროება და შანტაჟი ციფრული სამყაროს ნაწილია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ დავიცვათ თავი და სხვები კიბერკრიმინალებისგან, როგორ გამოვავლინოთ დამნაშავე და საეჭვო პლატფორმები.
  • გახსოვდეთ რომ ავატარის მიღმა (ძირითადად) რეალური ადამიანია – ციფრულ სამყაროში სხვა ადამიანების ღირსების, გამოხატვის თავისუფლებისა და შეხედულებების პატივისცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურში. თავისი არსით დემოკრატიული სივრცე, რომელიც ყველა ადამიანს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ინფორმაციის მიღებისა და გაცემისთვის, განვითარებისა და თვითაქტუალიზაციისთვის, ასევე არის ბულინგის, თავდასხმებისა და მადესკრიდეტებელი კამპანიების ადგილი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ აქაც ისევე ვიცავთ ადამიანებს და მათ უფლებებს, როგორც სხვა სივრცეებში.
  • არ დაივიწყოთ პასუხისმგებლობა – ციფრულ სამყაროში სანდო ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას, უსაფრთხო პლატფორმების გამოყენებას და გაზიარებას, ეთიკური კომუნების მხარდაჭერას და ყალბი ანგარიშებისა და თუ ანგარიშების ქსელების გამოვლენას უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ეცადეთ მუდმივად ზრუნავდეთ იმ გარემოზე, რომელსაც მოიხმართ და თუკი იქ ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდება, აირჩიეთ სხვა სივრცეები, სადაც წესების დაცვა მეტად იქნება შესაძლებელი.
  • მუდმივად განაახლეთ როგორც პროგრამები და აპლიკაციები, რომელსაც იყენებთ, ისე ცოდნა გარემოს შესახებ – სწრაფად ცვალებად სამყაროში მუდმივად იცვლება გამოწვევები, საფრთხეები, უსაფრთხოების წესები და მნიშვნელოვანია ამ სიახლეებს მუდმივად მისდიოთ. მეტი ინფორმაცია მეტ დაცულობას ნიშნავს. როგორც ჩვეულებრივ სახელმწიფოში კრიმინალის სტატისტიკა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და ცვლილებები საგადასახადო სისტემაში ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, ასევეა ციფრულ სამყაროში ცვლელებების გავლენაც ჩვენს ვირტუალურ ყოფაზე.
  • მუდმივად გახსოვდეთ რომ ციფრული სამყარო რეალური სამყაროს არა ალტერნატივა, არამედ ნაწილია – ტექნოლოგიური განვითარება ბევრ რამეს ცვლის, მაგრამ არა ისეთ ფუნდამენტურ სიკეთეებს და მათ გავლენას ჩვენს ბედნიერების ინდექსზე, როგორიცაა მზეზე მიფიცხება, ბუნებაში სეირნობა, მეგობრების თავყრილობა რეალურ სივრცეში, წვიმიან ამინდში ეკრანისგან თავისუფალი თავშესაქცევებით გართობა და ათასი სხვა რამ.

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...